ოქსიმინი10მგ+50მგ/გ25გ გელ(თურ)

ოქსიმინი10მგ+50მგ/გ25გ გელ(თურ)

17.00 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: დროგსან ილაჩლარი სან.ვე ტიკ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კლინდამიცინი+ბენზოილის პეროქსიდუმი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 127958
გააზიარე:

drog-san

გამოყენების ინსტრუქცია

ოქსიმინი 10 მგ/გ + 50 მგ/გ გელი

განკუთვნილია კანზე გარეგანი გამოყენებისთვის

  • მოქმედი ნივთიერებები: კლინდამიცინის ფოსფატის სახით 10 მგ/გ კლინდამიცინი.

თხევადი ფორმით ბენზოილის პეროქსიდის სახით 50 მგ/გ უწყლო ბენზოილის პეროქსიდს შეიცავს.

  • დამხმარე ნივთიერებები: იზოპროპილის მირისტატი, კარბომერი (კარბოპოლ 974), დიმეტიკონი, ოლეილმაკრაგოლგლიცერინი,
    დინატრიუმის EDTA, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.

აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

• აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

• დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართოთ.

• აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

• აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს და ან საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

• წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი და ან დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

1. რა არის და რისთვის გამოიყენება ოქსიმინი?

2. ოქსიმინის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

3. როგორ გამოიყენება ოქსიმინი?

4. რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

5. ოქსიმინის შენახვა

1. რა არის და რისთვის გამოიყენება ოქსიმინი ?

ოქსიმინი, აკნეს საწინააღმდეგო (ფერიმჭამალების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები) პრეპარატების სახელით ცნობილ ჯგუფში შედის.

კლინდამიცინი, აკნეს (ფერიმჭამელებში არსებული) ბაქტერიების წინააღმდეგ ეფექტური მოქმედების მქონე ანტიბიოტიკია. ბენზოილის პეროქსიდი კომედონების ( თეთრი და შავი წერტილების) შემცირების მხრივ ეფექტური საშუალებაა. ამავე დროს გააჩნია აკნეს ბაქტერიების მიმართ მომაკვდინებელი ეფექტი, ასევე ამცირებს კანის ცხიმიანობას.

ოქსიმინი გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ და ქვემოთ მოცემული პრობლემების მოგვარებაში დამხმარე ეფექტი აქვს:

  • · აკნეს (ფერიმჭამელების) გამომწვევ ბაქტერიებს ამცირებს.
  • · აკნეს (ფერიმჭამალების) რაოდენობას ამცირებს.
  • · შავი წერტილების, თეთრი წერტილების და აკნეს (ფერიმჭამელების) მიდამოს წარმოქმნას აჩერებს.
  • · კანის ცხიმანობას ამცირებს.

ოქსიმინი, წარმოდგენილია გელის ფორმის 25 და 50გ-იანი ტუბების სახით.

2. ოქსიმინის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ოქსიმინი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ:

  • · წამლის შემადგენლობაში არსებული მოქმედი და ან დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ და/და ან ლინკომიცინის მიმართ ალერგია გაქვთ.
  • · იმუნური დაავადება- ლოკალური ენტერიტი (კრონის დაავადების სახელით ცნობილი ნაწლავის დაავადება), წყლულოვანი კოლიტი (მსხვილი ნაწლავის დაავადება) და ან ანტიბიოტიკით გამოწვეული კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება) გაქვთ და ან ზემოთ აღნიშნული დაავადებები წარსულში გადაიტანეთ. ოქსიმინის გამოყენებამდე კონსულატაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

ოქსიმინი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

  • · ოქსიმინი, არ გამოიყენოთ თვალის, ტუჩის, პირის ღრუს, სხვა ლორწოვანი გარსების ზედაპირზე (ჰაერთან კონტაქტის მქონე სხეულის ღრუები და კიდეების მფარავი გარსები) და კანის ჭრილობებზე, იარებზე, მზის სხივებით მიღებული დამწვრობის და ეგზემის (კანზე გამოვლენილი სიწითლე და შესივება) შედეგად და მსგავსად გაღიზიანებულ მიდამოებში.
  • · ოქსიმინის გამოყენების დროს მოერიდეთ მზის სხივების და ან ხელოვნური დასხივების (ულტრაიისფერი სხივები) ზემოქმედების ქვეშ მოხვედრას.
  • · მკურნალობის პირველ კვირებში ავადმყოფთა უმრავლესობაში ხშირად ვლინდება აქერცვლა და სიწითლის მომატება. ამ დროს საჭიროა დამატენიანებელის გამოყენება, ასევე გამოყენების სიხშირის დროებით შემცირება და ან შეჩერებაც კი.
  • · ლოკალური ანტიბიოტიკების, სამკურნალო და ან კანის აქერცვლის (პილინგის) თვისებების მქონე საპნების და გამწმენდი საშუალებების, ძლიერი გამომშრობი ეფექტის მქონე საპნების და კოსმეტიკური საშუალებების, მაღალი კონცენტრაციით სპირტის და/და ან ასტრენჯანის (ქსოვილის გამამკვრივებელი წამლები) შემცველი პროდუქტების ერთად გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო, რადგანაც შეიძლება კანის გამაღიზიანებელი ეფექტები გამოვლინდეს.
  • · ოქსიმინის შემთხვევით კანის დაზიანებულ, გაჭრილ მიდამოში, თვალში, პირში, ტუჩებზე და ან ცხვირის ღრუში მოხვედრისას, მაშინვე უხვი წყლით ჩამოიბანეთ.
  • · ოქსიმინმა შეიძლება გამოიწვიოს ფერადი ტანისამოსის, პირსახოცების, საწოლის ზეწრების ფერის ცვლილება, ასევე შეიძლება გამოიწვიოს თმის გათეთრება.
  • · თუ, მკურნალობის შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში გახანგრძლივებული და ან ძლიერი დიარეა და ან მუცლის არეში შეკუმშვები (კრუნჩხვები) გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები ამჟამად და ან წარსულის ნებისმიერ მომენტში თქვენთან გამოვლინდა, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

ოქსიმინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ოქსიმინის გამოყენებისას საკვებთან და ან სასმელთან ურთიერთქმედების ეფექტი ცნობილი არ არის.

ორსულობა :

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულად ხართ, ოქსიმინის გამოყენების და ან არ გამოყენების საკითხს ექიმი გადაწყვეტს.

თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დადასტურდება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება - ლაქტცია

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვებაზე მყოფ დედებში ოქსიმინის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

ოქსიმინი, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედებას არ ახდენს.

ოქსიმინის შემადგენლობში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია :

ოქსიმინი, ეს არის პრეპარატი, რომელიც განკუთვნილია კანის ზედაპირზე გარეგანი გამოყენებისთვის, ამიტომ დინატრიუმის EDTA, ოლეილმაკრაგოლგლიცერინის და ნატრიუმის ჰიდროქსიდთან დაკავშირებით არასასურველი ეფექტის გამოვლინება მოსალოდნელი არ არის.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ოქსიმინი:

  • · ტრეტინოინთან, იზორეტინოინთან და ტაზაროტენის შემცველ ლოკალურ აკნეს სამკურნალო წამლებთან ერთად პარალელურ რეჟიმში არ გამოიყენოთ.
  • · გენტამიცინთან და ერითრომიცინთან (ანტიბიოტიკი) ერთად გამოყენებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.
  • · სულფონამიდის (ანტიბიოტიკი) შემცველი ლოკალურ წამლებთან ერთად გამოყენებისას, შეიძლება გამოვლინდეს კანზე თმიანობის გაჩენა და კანის ფერის გარდამავალი ცვლილება (ყვითელი/ნარინჯისფერი).
  • · ზოგადი ანესთეზიის (სხეულის მგრძნობელობის სრული გარდამავალი შეჩერება, გაჭრობა) დროს გამოყენებული კუნთების მომადუნებელი ეფექტი შეიძლება გაზარდოს,

თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.

3. როგორ გამოიყენება ოქსიმინი ?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები :

თუ, ექიმი სხვა რეკომენდაციებს არ მოგცემთ, მოცემული მითითებები შეასრულეთ: დღეში ერთხელ, საღამოს კანი გრილი წყლით ჩამობანეთ, გაიმშრალეთ და აკნეთი დაზიანებულ მიდამოებში თხელი ფენის სახით წაიცხეთ. გელის კანზე გამოყენების შემდეგ ხელები დაიბანეთ.

თუ, გელი კანის მიერ არ შეიწოვება, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება პრეპარატს დიდი რაოდენობით იყენებთ.

  • · ოქსიმინით მკურალობის ხანგრძლივობას ექიმი გადაწყვეტს.
  • · მკურნალობა ადრეულად არ შეწყვიტოთ, რადგანაც სრულ ეფექტს ვერ მიიღებთ.
  • · თუ, კანი ზედმეტად გამომშრალია და ან აქერცვა ვლინდება, დამატენიანებელი გამოიყენეთ და ან ოქსიმინის გამოყენების სიხშირე შეამცირეთ და ან მისი გამოყენება დროებით შეაჩერეთ. ოქსიმინის გამოყენება რეკომენდირებულია ყოვლედღიურად, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მკურნალობზე ეფექტი არ გამოვლინდეს.

თუ, ფიქრობთ, რომ ოქსიმინის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

გამოყენების გზა და მეთოდი:

ოქსიმინი,თითის წვეროთი (თითის ბალიშებით) კანის ზედაპირზე წაიცხეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

12 წლამდე ასაკის ბავშვებში ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის გამოკვლეული.

ხანდაზზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულებისთვის, გამოყენების განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არსებობს.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:

განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არსებობს.

თუ, ოქსიმინის საჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ:

თუ, ოქსიმინის საჭიროზე მეტი რაოდენობა გამოიყენეთ, კონსულტაციისთვის ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

შეეცადეთ, რომ საჭიროზე მეტი რაოდენობა არ გამოიყენეთ, რადგანაც ოქსიმინის საჭიროზე მეტი დოზის გამოყენება გამოჯანრმთელებას არ დააჩქარებს. აღნიშნული მდგომარეობის დროს შეიძლება გამოვლინდეს კანის გაღიზიანება, ამ დროს კი შეიძლება საჭირო გახდეს წამლის გამოყენების სიხშირის შემცირება და ან რამდენიმე დღის განმავლობაში სრულად შეწყვეტა.

თუ, ოქსიმინის გამოყენება დაგავიწყდებათ:

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა ზედიზედ არ გამოიყენოთ. დავიწყების შემთხვევაში, მომდევნო გამოყენება ჩვეულ დროს განახორციელეთ. ექიმის რეკომენდაციის გარეშე ოქსიმინი 12 კვირაზე მეტი დროით არ გამოიყენოთ. გამოიყენეთ ექიმის მიერ რეკომენდირებული დროით.

მოვლენები, რომელიც ოქსიმინით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

არ არსებობს.

4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე ოქსიმინის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება, ოქსიმინის გამოყენება შეაჩერეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

  • · ალერგიული რეაქციების ნიშნები (სახის, ტუჩების და ან ენის შეშუპება, გამონაყარი დ ან სუნთქვის გაძნელება, გონების დაკარგვა)
  • · ძლიერი და ან გახანგრძლივებული დიარეა და ან მუცლის არეში კრუნჩხვები
  • · ძლიერი წვა, აქერცვლა და ან ქავილი

ყველა ზემოთ აღნიშნული ძალიან მძიმე გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს რომ თქვენ ოქსიმინის მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო ჩარევა და ან საავადმყოფოში სტაციონარიზაცია.

ძალიან გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან მინიმუმ 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი :1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი : ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

  • · კანის სიწითლე (განსაკუთრებით წამლის გამოყენების პირველ კვირაში), აქერცვლა, ქავილი

გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

  • · კანზე წვის შეგრძნება
  • · გამოყენების მიდამოში კანის ტკივილი
  • · თავის ტკივილი
  • · მზის სხივების მიმართ მგრძნობელობა

ნაკლებად გავრცელებული:

  • · დაბუჟება (პარესთეზია)
  • · სიწითლე, ქავილი, კანზე გამონაყარი (დერმატიტი, ერითემატოზული გამონაყარი)
  • · ქავილი
  • · აკნეს მდგომარეობის გაუარესება

უცნობი:

  • · ალერგიული რეაქციები
  • · ნაწლავების ანთება, დიარეა, სისხლიანი განავალი და მუცლის რეში კრუნჩხვები
  • · გამონაყარი ქავილით (ურტიკარია)
  • · კანის რეაქციები ფერის ცვლილების ჩათვლით

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით და ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

5. ოქსიმინის შენახვა

ოქსიმინი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

აფთიაქში : 20C -80C ტემპერატურაზე (მაცივარში) უნდა იქნას შენახული. არ გაყინოთ.

ავადმყოფის მიერ წამლის შეძენის შემდეგ: შეინახეთ, <250C ოთახის ტემპერატურაზე. იმის მიუხედავად, რომ წამლის გამოყენების ვადა გასულია, წამლის შეძენიდან 2 თვის შემდეგ გადააგდეთ.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ოქსიმინი არ გამოიყენოთ.

თუ, პროდუქტზე და ან შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, ოქსიმინი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. დროგსანის წამლის წარმოება და ვაჭრობა

ოღუზლარის დასახლ.1370.ქუჩა:7/3. ბაღდათი-ჩანქაია/ანკარა

წარმოების ადგილი:

ს.ს. არგის წამლის წარმოება და ვაჭრობა

იენიმაჰალლე/ანკარა-თურქეთი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 21.02.2020-ში დამოწმებულია.