ნეოიმუნი #20კაფს (ნეოფ)

ნეოიმუნი #20კაფს (ნეოფ)

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 12792
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ნეოიმუნი
NEOIMUNI
კაფსულები


ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
იმუნომოდულატორი.

შემადგენლობა:

აქტიური სუბსტანცია: ნეოიმუნის მშრალი ექსტრაქტი _ 0,25 გ;

შედგება:
კრაზანას  ბალახი _ 3 წილი; ალექსანდრიის ფოთოლი _ 2 წილი; ასკილის  ნაყოფები _ 2 წილი;  წითელი ჭარხლის  ბოლქვები _ 3 წილი;
შემავსებლები: მაგნიუმის ფუძეკარბონატი; ლაქტოზა;
ნეოიმუნის მშრალი ექსტრაქტი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ანტრაცენწარმოებულებს (ჰიპერიცინი, ფსევდოჰიპერიცინი, გლუკო-ალოე-ემოდინი, გლუკორეინი), ფლავონოიდებს (ჰიპეროზიდი, ქვერცეტინი, რუტინი, იზორამნეტინი,  კემპფეროლი), ვიტამინებს (C, B1, B2, P, PP, K, E), კაროტინოიდებს, მინერალურ მარილებს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის), ცხიმოვან ზეთებს, პექტინურ ნივთიერებებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევის შედეგად დადგენილია, რომ პრეპარატს გააჩნია იმუნომასტიმულირებელი მოქმედება, აძლიერებს ანტისხეულების გამომმუშავებელი უჯრედების გენერაციის პროცესს და ანტისხეულების პროდუქციას. აქვს იმუნომაკორეგირებელი თვისება იმუნოდეპრესიის სხვადასხვა მოდელების, მათ შორის ე.წ. "ეკოლოგიური იმუნოდეფიციტის" დროს, რაც განაპირობებს ამ პრეპარატის, როგორც იმუნომოდულატორის გამოყენების მიზანშეწონილობას ჰუმორალური იმუნიტეტის დაქვეითებით მიმდინარე დაავადებებისას.

ჩვენება:

> მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები (გრიპი, პნევმონია, ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი და სხვ.);
> პოსტოპერაციული პერიოდი;
> ხანგრძლივი ფიზიკური და გონებრივი გადაღლა;
> გამოფიტვა უძილობის და ფსიქო-ემოციური სტრესების ფონზე;
> არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების მოქმედება;
> ზოგადი საერთო სისუსტე;

გვერდითი მოვლენები:

ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

პერორულად: მოზრდილებში 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ; ბავშვებში: 3_6 წლამდე: კაფსულის შიგთავსის 1/3 დღეში 3-ჯერ ჭამის შემდეგ; 6_10 წლამდე: კაფსულის შიგთავსის 1/2 დღეში 3-ჯერ ჭამის შემდეგ; 10 _ 14 წლამდე: 1 კაფსულა 3_ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად და შეიძლება გაგრძელდეს პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებამდე არტერიული წნევის კონტროლით.

გამოშვების ფორმა:
10 კაფსულა ბლისტერზე. 1 ან 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა:
  2 წელი.

გაცემის წესი:
  ურეცეპტოდ.

შენახვის პირობები:
ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.