ალოფერი 130მლ სიროფი (ნეოფ)

ალოფერი 130მლ სიროფი (ნეოფ)

5.50 ლარი
საწყისი ფასი.
ისარგებლეთ მტრედი ბარათით და მიიღეთ მაქსიმალური ფასდაკლება.
ყოველ დღე ავერსში ყველაზე დაბალი ფასებია!
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანემიური საშუალებები
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ნეოფარმი
ჯენერიკი: Aloe+Ferrous sulfate+Ascorbic acid
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
გააზიარე:
ალოფერის  სიროფი
Sirupus Aloferi


შემადგენლობა:
რკინის (II) სულფატი - 0,962გ რკინის შემცველობით; განზავებული ქლორწყალბადმჟავა  - 1,95გ; ასკორბინის მჟავა    - 0,52გ; ალოეს წვენის სიროფი - 130გ-მდე; (1 მლ სიროფი შეიცავს 9,62მგ რკინას);

ალოე შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ანტრაცენწარმოებულებს (ალოე-ემოდინი, ალოინი, ალოინოზიდი), მწარე გლიკოზიდებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, ორგანულ მჟავებს, პოლისაქარიდებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
რკინის (II) სულფატი:

> რკინა არის ჰემის სტრუქტურული ელემენტი;
> აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის;
> შედის მიოგლობინის, რიგი ფერმენტების შემადგენლობაში;
> დეპონირდება ორგანიზმში.

ასკორბინის მჟავა:
> განაპირობებს სამვალენტიანი რკინის ორვალენტიან იონურ რკინად აღდგენას;
> აუმჯობესებს საკვებიდან რკინის შეწოვას;
> არეგულირებს კაპილარების განვლადობას;
> უზრუნველყოფს კოლაგენის და პროკოლაგენის სინთეზს;
> მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვა-აღდგენით პროცესში;

ალოეს წვენის სიროფი:
> აქვს ბაქტერიოციდული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;
> შეიცავს ბიოგენურ სტიმულატორებს;
> აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების მიმართ;
> აძლიერებს კანის და ლორწოვანი გარსის რეგენერაციულ პროცესებს;

ქლორწყალბადმჟავა :
> აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან რკინის შეწოვას.

ჩვენება:
> სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰიპოქრომული  (რკინადეფიციტური) ანემიები;
> გაზრდილი მოთხოვნილება რკინაზე (პრე- და პუბერტატული ასაკი, ლაქტაციის პერიოდი);
> რკინის და ვიტამინების ალიმენტური დეფიციტი

უკუჩვენება:
> სხვა ეტიოლოგიის ანემიები;
> ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი;
> კრონის დაავადება, წყლულოვანი ენტეროკოლიტი;
> ღვიძლის ციროზი, ქრონიკული პანკრეატიტი;
> აპენდიციტი;
> დიფუზური გლომერულონეფრიტი;
> ორსულობის ბოლო ტრიმესტრი (ხანგრძლივი გამოყენება)
> შაქრიანი დიაბეტი

შენიშვნა: პრეპარატის ხანგრძლივი დროით გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ორგანიზმის  კალიუმით გაღარიბება და საგულე გლიკოზიდების, ანტიარითმიული პრეპარატების მოქმედების გაძლიერება.
თიაზიდურ დიურეტიკებთან, ძირტკბილას პრეპარატებთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინირებული მიღებისას, იზრდება კალიუმის დეფიციტის განვითრების რისკი.
უნდა ვერიდოთ ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებ¬თან, პენიცილინამინებთან, ანტაციდურ პრეპარტებთან დანიშვნას, რადგან მცირდება რკინის შეწოვის პროცესი.

გვერდითი მოვლენები:
ანორექსია, გულისრევა, ფაღარათი, ტაქიკარდია, გამონაყარი კანზე. ასკორბინის მჟავის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ინსულარული აპარატის ფუქციის დათრგუნვა. საჭიროა თირკმლების ფუნქციის და არტერიული წნევის კონტროლი.

მიღების წესი  და დოზირება:
პერორალურად : მოზრდილებში 1 _ 2 ჩაის კოვზი სიროფი  გახსნილი  1/4ჭიქა წყალში, 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
ბავშვებში დოზა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად სხეულის წონისა და ასაკის გათვალისწინებით.

 ალოფერის სიროფის დღეღამური დოზა ბავშვის წონის მიხედვით:
 ბავშვის წონა კგ-ში 3-4კგ 5-6კგ
 7-8კგ 9-10კგ 11-12კგ 13-14კგ 15-16კგ
 სადღეღამისო დოზა მლ-ში 0,5-0,6მლ 0,7-0,9მლ 10-12მლ 13-17მლ 18-20მლ 21-22მლ 23-25მლ
 სადღეღამისო დოზა მლ-ში 15-18წვთ 21-27წვთ 30-36წვთ 39-51წვთ 54-60წვთ 63-66წვთ 69-75წვთ
 სიროფის დოზა გადანაწილდება 2-3 მიღებაზე.

გამოშვების ფორმა:
130გ ნარინჯისფერი მინის ან პოლიეთილენის ფლაკონში მჭიდროდ თავდახურული საცობით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში პოლიეთილენის ამზომ ჭიქასთან ერთად.                         

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.

შენახვა:
ინახება 18-25ºC ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.

გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

პრეპარატი გამოყენების წინ შეანჯღრიეთ!

თბილისი (35 აფთიაქი)

რეგიონი (44 აფთიაქი)