მეროპენემი ATB 1გ #1ფლ
გააზიარე:
სარეკომენდაციო ვერსია
შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
მეროპენემი Atb™ 1000 მგ ფხვნილი საინექციო/საინფუზიო ხსნარისთვის
მეროპენემი
ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
- ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
- თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
რა წერია ამ ფურცელში
1. რა არის მეროპენემი Atb™ და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ მეროპენემის Atb™ გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება მეროპენემი Atb™
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება მეროპენემი Atb™
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
1. რა არის მეროპენემი Atb™ და რისთვის გამოიყენება
მეროპენემი Atb™ მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით კარბაპენემის ანტიბიოტიკები. პრეპარატი მოქმედებს ბაქტერიების განადგურებით, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ სერიოზული ინფექციები:
• ფილტვების ინფექცია (პნევმონია),
• ფილტვების და ბრონქების ინფექციები კისტოზური ფიბროზით დაავადებულ პაციენტებში,
• საშარდე გზების გართულებული ინფექციები,
• მუცლის გართულებული ინფექციები,
• ინფექციები, რომლითაც შეიძლება დაინფიცრდეთ მშობიარობის დროს და შემდეგ,
• კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები,
• თავის ტვინის მწვავე ბაქტერიული ინფექცია (მენინგიტი).
მეროპენემი Atb™ შეიძლება გამოყენებულ იქნას ცხელების მქონე ნეიტროპენიული პაციენტების სამართავად, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერიული ინფექციით.
2. რა უნდა იცოდეთ მეროპენემი AtbTM-ის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ მეროპენემი AtbTM:
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მეროპენემის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ
(ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) სხვა ანტიბიოტიკების მიმართ, როგორიცაა პენიცილინები, ცეფალოსპორინები ან კარბაპენემები, რადგან შესაძლოა ალერგიული იყოთ მეროპენემის მიმართ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მეროპენემის Atb™ გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ:
- გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები;
- გქონდათ მძიმე დიარეა სხვა ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ.
შეიძლება აღინიშნოს დადებითი შედეგი ტესტში (კუმბსის ტესტი), რომელიც მიუთითებს ანტისხეულების არსებობაზე, რომელმაც შეიძლება გაანადგუროს სისხლის წითელი უჯრედები. ამ საკითხს თქვენი ექიმი განიხილავს თქვენთან ერთად.
სხვა მედიკამენტები და მეროპენემი AtbTM
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
მეროპენემმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედებაზე და ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მეროპენემზე.
კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან მედდას, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:
- პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ).
- ნატრიუმის ვალპროატი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ). მეროპენემი Atb™ არ უნდა იქნას გამოყენებული, რადგან ამან შეიძლება შეამციროს ამ პრეპარატის მოქმედება.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მეროპენემი Atb™ არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს და ფერტილურ ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეპტულ საშუალებებს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, გამოიყენოთ თუ არა მეროპენემი.
მეროპენემის მიღებამდე მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ ან აპირებთ ძუძუთი კვებას. ამ პრეპარატის მცირე რაოდენობა შეიძლება გადავიდეს დედის რძეში. ამიტომ, თქვენი ექიმი გადაწყვეტს, გამოიყენოთ თუ არა მეროპენემი ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
არ ჩატარებულა კვლევები სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ.
მეროპენემი AtbTM შეიცავს ნატრიუმს
1000 მგ მეროპენემის AtbTM ერთი ფლაკონი შეიცავს 77.16 მგ ნატრიუმს, რაც ზრდასრული ადამიანისთვის 2 გ ნატრიუმის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური კვებითი მოხმარების 3.858% ექვივალენტია. თუ იმყოფებით ნატრიუმის კონტროლირებად კვების რეჟიმზე, ეს უნდა გაითვალისწინოთ და აცნობოთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
3. როგორ გამოიყენება მეროპენემი AtbTM
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები
დოზა დამოკიდებულია ინფექციის სახეობაზე, ლოკალიზაციაზე და სიმძიმის ხარისხზე. თქვენი ექიმი გადაწყვეტს თქვენთვის საჭირო დოზას.
მოზრდილებისთვის დოზა ჩვეულებრივ არის 500 მგ-დან (მილიგრამი) 2 გ-მდე (გრამი). თქვენ ჩვეულებრივ იღებთ დოზას ყოველ 8 საათში. თუმცა, შეიძლება მიიღოთ დოზა ნაკლებად ხშირად, თუ თქვენი თირკმელები კარგად არ მუშაობს.
ბავშვები და მოზარდები
3 თვეზე მეტი ასაკის და 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დოზა განისაზღვრება ბავშვის ასაკისა და წონის მიხედვით. ჩვეულებრივი დოზა არის მეროპენემის Atb™ 10 მგ-დან 40 მგ-მდე ბავშვის წონის ყოველ კილოგრამზე (კგ). დოზა ჩვეულებრივ ინიშნება ყოველ 8 საათში. ბავშვებში, რომელთა წონა 50 კგ-ზე მეტია, გამოიყენება მოზრდილთა დოზა.
შეყვანის წესი
• მეროპენემი Atb™ შეჰყავთ ინექციის ან ინფუზიის სახით დიდ ვენაში.
• მეროპენემის Atb™ შეყვანა, როგორც წესი, მოხდება თქვენი ექიმის ან მედდის მიერ.
• თუმცა, ზოგიერთ პაციენტს, მშობელსა და მომვლელს უტარდებათ სწავლება მეროპენემის სახლში შეყვანის წესის შესახებ. შესაბამისი ინსტრუქციები მოცემულია ამ ფურცელში (პუნქტში „ინსტრუქციები მეროპენემის Atb™ შესაყვანად საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის სახლის პირობებში“).
• ყოველთვის გამოიყენეთ მეროპენემი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა გითხრათ. გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან, თუ დარწმუნებული არ ხართ.
• ინექციას შეიძლება დასჭირდეს დაახლოებით 5 წუთი ან 15-დან 30 წუთამდე. თქვენი ექიმი გეტყვით, როგორ უნდა მოხდეს მეროპენემის Atb™ შეყვანა.
• ჩვეულებრივ, ინექციები უნდა გაკეთდეს ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს.
თუ იყენებთ იმაზე მეტ მეროპენემს AtbTM, ვიდრე საჭიროა
თუ შემთხვევით გამოიყენეთ დანიშნულ დოზაზე მეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ მეროპენემის AtbTM გამოყენება
თუ გამოტოვებთ დოზას, უნდა მიიღოთ ის რაც შეიძლება მალე. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი ინექციის დრო, გამოტოვეთ გამოტოვებული ინექცია. არ მიიღოთ ორმაგი დოზა (ორი ინექცია ერთდროულად) გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ შეწყვეტთ მეროპენემის AtbTM გამოყენებას
არ შეწყვიტოთ მეროპენემის Atb™ მიღება, ვიდრე ექიმი არ გეტყვით.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
მძიმე ალერგიული რეაქციები
თუ გაქვთ მძიმე ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ მეროპენემის Atb™ მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს შემდეგი მოვლენების უეცარ დაწყებას:
• ძლიერი გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება კანზე;
• სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება;
• ქოშინი, ხიხინი ან სუნთქვის გაძნელება.
სისხლის წითელი უჯრედების დაზიანება (სიხშირე უცნობია)
ნიშნები მოიცავს შემდეგს:
• სუნთქვის უკმარისობა, რაც მოულოდნელად ვითარდება;
• წითელი ან ყავისფერი შარდი.
თუ შეამჩნევთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ მოვლენას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში)
• მუცლის (კუჭის) ტკივილი.
• ღებინების შეგრძნება (გულისრევა).
• ღებინება.
• დიარეა.
• თავის ტკივილი.
• გამონაყარი კანზე, კანის ქავილი.
• ტკივილი და ანთება.
• სისხლში თრომბოციტების რაოდენობის გაზრდა (ვლინდება სისხლის ანალიზში).
• ცვლილებები სისხლის ანალიზში, მათ შორის ღვიძლის ფუნქციის ტესტებში.
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში)
• ცვლილებები სისხლში. ეს მოიცავს თრომბოციტების რაოდენობის შემცირებას (რაც იწვევს სისხლნაჟღენთების უფრო მარტივად განვითარებას), ზოგიერთი სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატებას, სხვა თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირებას და ნივთიერების სახელწოდებით "ბილირუბინის" რაოდენობის მომატებას. თქვენმა ექიმმა შეიძლება პერიოდულად ჩაგიტაროთ სისხლის ანალიზები.
• ცვლილებები სისხლის ანალიზში, მათ შორის თირკმელების ფუნქციურ ტესტებში.
• ჩხვლეტის შეგრძნება.
• პირის ღრუს ან საშოს ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია სოკოთი.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანში)
შეტევები (კრუნჩხვები).
უცნობი სიხშირის სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები
• ნაწლავების ანთება დიარეით.
• ვენების ტკივილი, სადაც ხდება მეროპენემის ინექციის შეყვანა.
• სხვა ცვლილებები სისხლში. სიმპტომებია ხშირი ინფექციები, მაღალი ტემპერატურა და ყელის ტკივილი. ექიმმა შეიძლება დროდადრო ჩაგიტაროთ სისხლის ანალიზები.
• ძლიერი გამონაყარის უეცარი განვითარება ან ბუშტუკების წარმოქმნა ან კანის აქერცვლა. ეს შეიძლება ასოცირებული იყოს მაღალ ტემპერატურასთან და სახსრების ტკივილთან.
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით
მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ეროვნული სააგენტო
48 ავიატორ სანატესკუს ქუჩა, რაიონი 1
ბუქარესტი 011478 - RO
ტელ: + 4 0757 117 259
ფაქსი:+40213163497
ელ.ფოსტა: [email protected].
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
5. როგორ ინახება მეროპენემი AtbTM
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
აღდგენის შემდეგ: ინტრავენური ინექციისთვის ან ინფუზიისთვის გაზავებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. დროის ინტერვალი აღდგენის დაწყებასა და ინტრავენური ინექციის ან ინფუზიის დასრულებას შორის არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს. არ გაყინოთ მომზადებული ხსნარი.
არ გადაყაროთ პრეპარატების კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს მეროპენემი AtbTM
- აქტიური ნივთიერება არის მეროპენემი, როგორც მეროპენემის ტრიჰიდრატი.
საინექციო/საინფუზიო ხსნარის ფხვნილის ერთი ფლაკონი შეიცავს 1000 მგ მეროპენემს, 1140 მგ მეროპენემის ტრიჰიდრატის სახით.
- სხვა ინგრედიენტია: ნატრიუმის კარბონატის მონოჰიდრატი.
მეროპენემის Atb™ გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
მეროპენემი Atb™ არის თეთრი ან ღია ყვითელი ფერის ფხვნილი საინექციო/საინფუზიო ხსნარისთვის.
შეფუთვის ზომები:
გარეთა კოლოფი 1 უფერო მინის ფლაკონით, 20 მლ ან 30 მლ ტევადობით, დახურული რეზინის საცობებით და დალუქული ალუმინის თავსახურით, პლასტმასის დისკებით.
გარეთა კოლოფი 10 უფერო მინის ფლაკონით, 20 მლ ან 30 მლ ტევადობით, დახურული რეზინის საცობებით და დალუქული ალუმინის თავსახურით, პლასტმასის დისკებით.
გარეთა კოლოფი 50 უფერო მინის ფლაკონით, 20 მლ ან 30 მლ ტევადობით, დახურული რეზინის საცობებით და დალუქული ალუმინის თავსახურით, პლასტმასის დისკებით.
შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
Antibiotice SA
I, Valea Lupului, 707410 იასი, რუმინეთი, ევროკავშირი
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ეს ფურცელი ბოლოს შესწორდა 2021 წლის თებერვალში.
ინფორმაციის სხვა წყაროები
ამ მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ეროვნული მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს ვებ-გვერდზე http://www.anm.ro/
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის.
ინსტრუქციები მეროპენემის Atb™ შეყვანის შესახებ საკუთარ თავისთვის ან სხვა პირისთვის სახლის პირობებში
ზოგიერთ პაციენტს, მშობელსა და მომვლელს უტარდება სწავლება სახლის პირობებში მეროპენემის შეყვანაზე
ინტრავენური ბოლუსური ინექცია
ბოლუსური საინექციო ხსნარი მზადდება მეროპენემის საინექციო წყალში გაზავებით 50 მგ/მლ საბოლოო კონცენტრაციამდე.
ინტრავენური ინფუზიით შეყვანა
საინფუზიო ხსნარი მზადდება მეროპენემის გაზავებით 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ან 5% დექსტროზის ხსნარში 1-დან 20 მგ/მლ-მდე საბოლოო კონცენტრაციამდე.
აღდგენის შემდეგ, ინტრავენური ინექციისთვის ან ინფუზიისთვის გაზავებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თითოეული ფლაკონი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
ხსნარის მომზადებისა და შეყვანისთვის გამოყენებული უნდა იყოს სტანდარტული ასეპტიკური ტექნიკა. გამოყენებამდე ხსნარი უნდა შეინჯღრეს. ინექცია არ უნდა იყოს შერეული ან დამატებული ხსნარებზე, რომლებიც შეიცავს იმ პრეპარატებს, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციაში.
გაფრთხილება: თქვენ შეგიძლიათ ამ პრეპარატის თქვენთვის ან სხვა პირისთვის შეყვანა სახლის პირობებში მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაივლით სწავლებას თქვენს ექიმთან ან მედდასთან.
• პრეპარატი უნდა იყოს შერეული სხვა სითხესთან (გამხსნელთან). თქვენი ექიმი გეტყვით, თუ რა რაოდენობის გამხსნელი უნდა გამოიყენოთ.
• გამოიყენეთ პრეპარატი მომზადებისთანავე. არ გაყინოთ.
როგორ მზადდება ეს პრეპარატი
1. დაიბანეთ ხელები და გაიმშრალეთ ძალიან კარგად. მოამზადეთ სუფთა სამუშაო ადგილი.
2. ამოიღეთ მეროპენემის AtbTM ბოთლი (ფლაკონი) შეფუთვიდან. შეამოწმეთ ფლაკონი და ვარგისიანობის ვადა. შეამოწმეთ, რომ ფლაკონი ხელუხლებელია და არ არის დაზიანებული.
3. მოხსენით ფერადი თავსახური და გაწმინდეთ რეზინის საცობი სპირტიანი ხელსახოცით. რეზინის საცობი უნდა გაშრეს.
4. ახალი სტერილური ნემსი დაუკავშირეთ ახალ სტერილურ შპრიცს ბოლოებზე შეხების გარეშე.
5. შპრიცში შეიყვანეთ "საინექციო წყლის" რეკომენდებული რაოდენობა. სითხის საჭირო რაოდენობა ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
|
მეროპენემის AtbTM დოზა |
გასაზავებლად საჭირო „საინექციო წყლის“ რაოდენობა |
|
500 მგ |
10 მლ |
|
1 გ |
20 მლ |
|
1.5 გ |
30 მლ |
|
2 გ |
40 მლ |
გთხოვთ გაითვალისწინეთ: თუ მეროპენემის Atb™ თქვენთვის დანიშნული დოზა აღემატება 1 გ-ს, დაგჭირდებათ 1-ზე მეტი მეროპენემის Atb™ ფლაკონი. ასეთ შემთხვევაში, ფლაკონებში არსებული სითხე უნდა ამოიღოთ ერთ შპრიცში.
6. შპრიცის ნემსი რეზინის საცობის ცენტრში მოათავსეთ და „საინექციო წყლის“ რეკომენდებული რაოდენობა შეიყვანეთ მეროპენემის Atb™ ფლაკონში ან ფლაკონებში.
7. ამოიღეთ ნემსი ფლაკონიდან და ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ დაახლოებით 5 წამის განმავლობაში ან იმ დრომდე, ვიდრე ფხვნილი სრულად არ გაიხსნება. რეზინის საცობი კიდევ ერთხელ გაწმინდეთ ახალი სპირტიანი ხელსახოცით და დაიცადეთ, რომ რეზინის საცობი გაშრეს.
8. შპრიცის დგუში მთლიანად ჩასვით შპრიცში, ნემსი კვლავ მოათავსეთ რეზინის საცობში. ამის შემდეგ დაიჭირეთ შპრიციც და ფლაკონიც და ფლაკონი ამოატრიალეთ.
9. ნემსის ბოლო უნდა იყოს სითხეში და გამოქაჩეთ დგუში და ამოიღეთ შპრიცში ფლაკონიდან სითხე მთლიანად.
10. ამოიღეთ ნემსი და შპრიცი ფლაკონიდან და ცარიელი ფლაკონი გადააგდეთ უსაფრთხო ადგილას.
11. დაიჭირეთ შპრიცი ვერტიკალურად, ნემსით ზემოთ. მსუბუქად დაარტყით შპრიცს ისე, რომ სითხეში არსებული ბუშტუკები შპრიცის ზემოთ ამოვიდეს.
12. გამოუშვით შპრიცში არსებული ჰაერი დგუშის ნაზად დაჭერით, ვიდრე მთელი ჰაერი არ გაქრება.
13. თუ იყენებთ მეროპენემს Atb™ სახლში, სათანადოდ გადაყარეთ გამოყენებული ნემსები და საინფუზიო ხაზები. თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს თქვენი მკურნალობის შეწყვეტას, გადაყარეთ ნებისმიერი გამოუყენებელი მეროპენემი Atb™ სათანადო წესით.
ინექციის გაკეთება
ეს პრეპარატი შეგიძლიათ შეიყვანოთ მოკლე კანულის ან ვენფლონის მეშვეობით, ან პორტის ან ცენტრალური ხაზის მეშვეობით.
მეროპენემის Atb™ შეყვანა მოკლე კანულის ან ვენფლონის მეშვეობით
1. ამოიღეთ ნემსი შპრიციდან და ფრთხილად გადააგდეთ ნემსი ბასრი ნივთების ურნაში.
2. მოკლე კანულის ან ვენფლონის ბოლო გაწმინდეთ სპირტიანი ხელსახოცით და გააშრეთ. გახსენით კანულაზე არსებული თავსახური და შეაერთეთ შპრიცი.
3. ნელა დააწექით შპრიცის დგუშს, რათა ანტიბიოტიკი სტაბილურად იქნას შეყვანილი დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში.
4. როგორც კი დაასრულებთ ანტიბიოტიკის შეყვანას და შპრიცი ცარიელი იქნება, ამოიღეთ შპრიცი და გამოიყენეთ გამოსარეცხი საშუალება ექიმის ან მედდის რეკომენდაციის შესაბამისად.
5. დახურეთ კანულის თავსახური და ფრთხილად გადააგდეთ შპრიცი ბასრი ნივთების ურნაში.
მეროპენემის AtbTM შეყვანა პორტის ან ცენტრალური ხაზის მეშვეობით
1. მოხსენით თავსახური პორტს ან ხაზს, გაასუფთავეთ ხაზის ბოლო სპირტიანი ხელსახოცით და გააშრეთ.
2. შეაერთეთ შპრიცი და ნელა დააწექით დგუშს შპრიცზე, რათა ანტიბიოტიკი სტაბილურად იქნას შეყვანილი დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში.
3. როგორც კი დაასრულებთ ანტიბიოტიკის შეყვანას, ამოიღეთ შპრიცი და გამოიყენეთ გამოსარეცხი საშუალება ექიმის ან მედდის რეკომენდაციის შესაბამისად.
4. მოათავსეთ ახალი სუფთა თავსახური ცენტრალურ ხაზზე და ფრთხილად გადააგდეთ შპრიცი ბასრი ნივთების ურნაში.
Antibiotice a+
მეროპენემი atb 1000 მგ
ფხვნილი საინექციო/საინფუზიო ხსნარისთვის
1. 3 პროდუქტის შესახებ ინფორმაცია
მეროპენემი atb 1000 მგ
ფხვნილი საინექციო/საინფუზიო ხსნარისთვის
|
გარე შეფუთვაზე გამოსახული მონაცემები მუყაოს ყუთი |
|
1. სამკურნალო საშუალების დასახელება |
მეროპენემი Atb 1000 მგ ფხვნილი საინექციო/საინფუზიო ხსნარისთვის
მეროპენემი
|
2. განცხადება აქტიური სუბსტანცი(ებ)ის შესახებ |
თითოეული ფლაკონი შეიცავს 1000 მგ მეროპენემს მეროპენემის ტრიჰიდრატის სახით.
|
3. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი |
შეიცავს ნატრიუმის კარბონატის მონოჰიდრატს (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შეფუთვის ფურცელი).
|
4. ფარმაცევტული ფორმა და შიგთავსი |
ფხვნილი საინექციო/საინფუზიო ხსნარისთვის
10 ფლაკონი
|
5. შეყვანის მეთოდი და გზა |
გამოყენებამდე წაიკითხეთ შეფუთვის ფურცელი.
გამოიყენება ინტრავენურად.
თითოეული ფლაკონი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
|
6. განსაკუთრებული გაფრთხილება, რომ სამკურნალო პროდუქტი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას |
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
|
7. სხვა სპეციალური გაფრთხილება(ები), აუცილებლობისას |
|
8. ვარგისიანობის თარიღი |
ვადა:
|
9. შენახვის განსაკუთრებული პირობები |
ინტრავენური ინექციისთვის და ინფუზიისთვის გაზავებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. დროის ინტერვალი აღდგენის დაწყებასა და ინტრავენური ინექციის ან ინფუზიის დასრულებას შორის არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს.
არ გაყინოთ მომზადებული ხსნარი.
|
10. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტების ან ასეთი სამკურნალო პროდუქტებისგან მიღებული ნარჩენების განადგურების შესახებ, თუ ეს შეესაბამება |
|
11. სავაჭრო ნებართვის მფლობელის დასახელება და მისამართი |
Antibiotice SA.
1 Valea Lupului Street, იასი 707410, რუმინეთი
Antibiotice SA-ს ლოგო
|
12. სავაჭრო ნებართვის ნომერი(ები) |
|
13. პარტიის ნომერი: |
პარტია:
|
14. მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია |
გაიცემა მხოლოდ რეცეპტით
|
15. გამოყენების ინსტრუქცია |
|
16. ინფორმაცია ბრაილის შრიფტით |
|
17. უნიკალური იდენტიფიკატორი - 2D შტრიხკოდი |
რუმინეთი: <2D შტრიხკოდი უნიკალური იდენტიფიკატორით>
|
18. უნიკალური იდენტიფიკატორი - ადამიანის მიერ წაკითხვადი მონაცემები |
PC:
SN:
NN:
მეროპენემი atb 1000 მგ
ფხვნილი საინექციო/საინფუზიო ხსნარისთვის
1. 3 პროდუქტის შესახებ ინფორმაცია
|
მონაცემები, რომლებიც გამოსახულია მცირე უშუალო შეფუთვის ერთეულებზე ფლაკონი |
|
1. სამკურნალო პროდუქტის დასახელება და მიღების გზა(ებ)ი |
მეროპენემი Atb 1000 მგ ფხვნილი საინექციო/საინფუზიო ხსნარისთვის
მეროპენემი
ინტრავენური გამოყენება
|
2. მიღების წესი |
გამოყენებამდე წაიკითხეთ შეფუთვის ფურცელი.
|
3. ვარგისიანობის ვადა: |
ვადა:
|
4. პარტიის ნომერი |
პარტია:
|
5. შიგთავსი წონის, მოცულობის ან ერთეულის მიხედვით |
1000 მგ
|
6. სხვა |
Antibiotice S.A.-ს ლოგო










