თიომაქსი 600 #30კაფს
გააზიარე:
თიომაქსი 600 #30კაფს
თიომაქსი 600 არის საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს:
ალფა ლიპოის მჟავა - 600 მგ (თიოქტის მჟავა);
ვიტამინი C -180 მგ;
ვიტამინი E - 30 მგ;
ვიტამინი B1 - 1,1 მგ.
ფარმაკოლოგიურითვისებები
თიოქტის მჟავა (ალფა-ლიპოის მჟავა) არის ენდოგენური ანტიოქსიდანტი (იკავშირებს თავისუფალ რადიკალებს ორგანიზმში), წარმოიქმნება ალფა-კეტოქსილოლის დაჟანგვითი დეკარბოქსილირებით. ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას და ზრდის ღვიძლში გლიკოგენის რაოდენობას, ასევე ამცირებს ინსულინორეზისტენტობას.
ასტიმულირებს ქოლესტერინის ცვლას, ღვიძლის ნორმალურ ფუნქციონირებას. გააჩნია ჰეპატოპროტექტული, ჰიპოლიპიდური, ჰიპოქოლესტერინული, ჰიპოკალემიური მოქმედება. საკვებ დანამატში შემავალი C, B1, E ვიტამინები ხელს უწყობენ ორგანიზმს ალფა-ლიპოის მჟავას შეწოვასა და ათვისებას. ასევე დადებითად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე.
ჩვენებები
• დიაბეტური პოლინეიროპათია - ნერვული ტკივილი დიაბეტის მქონე ადამიანებში.
• ქოლესტერინის ან სხვა ცხიმების (ლიპიდების) მაღალი დონე სისხლში (ჰიპერლიპიდემია).
• სიმსუქნე. ალფა-ლიპოის მჟავას მიღებამ შეიძლება შეამციროს სხეულის წონა მოზრდილებში.
გვერდითიმოვლენები
შიგნით მიღებისას შეიძლება განვითარდეს დისპეფსიური მოვლენები, თავის ტკივილი, გულძმარვა, გულისრევა და პირღებინება.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა საკვები დანამატის კომპონენტების მიმართ.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.
ბავშვთა ასაკში გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი.
განსაკუთრებულიმითითებები
თიომაქსით მკურნალობის დროს აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების გამოყენება.
ჰიპოგლიკემიის სიმპტომების თავიდან აცილების მიზნით, ზოგიერთ შემთხვევაში, საჭიროა ინსულინის დოზის შემცირება.
სხვაწამლებთანურთიერთქმედება
თიოქტის მჟავა in vitro ზემოქმედებს ლითონების იონურ კომპლექსებთან. შესაბამისად, თიომაქსმა შეიძლება შეამციროს ცისპლატინის ეფექტი. შაქრის მოლეკულებთან წარმოშობს მძიმედ ხსნად კომპლექსურ ნაერთებს.
თიომაქსი, ერთდროული მიღებისას აძლიერებს ინსულინის ან შიგნით მისაღები დიაბეტური პრეპარატების ეფექტურობას.
ალკოჰოლი (ეთანოლი) ამცირებს თიოქტის მჟავის თერაპიულ აქტივობას.
მიღებისწესიდადოზირება
შიგნით მისაღებად ინიშნება მოზრდილებში თიომაქსი 600-1800 მგ (1 ან 3 კაფსულა), ყოველდღიურად უზმოზე, 3-6 თვის განმავლობაში.
გამოშვებისფორმა: შეფუთვაში არის 30 კაფსულა.
ვარგისობის ვადა: 24 თვე.










