ელტროლეიდი 25მგ #28ტ

ელტროლეიდი 25მგ #28ტ

900.00 ლარი
ქვეყანა: ესპანეთი
მწარმოებელი: სინთონ ჰისპანია ს.ლ.
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ელტრომბოპაგ ოლამინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 127306
გააზიარე:

ელტრომბოპაგი

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს სამკურნალო საშუალება გამოგეწერლია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები ისეთივეა, როგორიც თქვენი.
  • ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს  ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომელიც მოცემული არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  1. რას წარმოადგენს ელტროლეიდი და რისთვის გამოიყენება
  2. რა უნდა იცოდეთ ელტროლეიდის მიღებამდე
  3. როგორ გამოიყენება ელტროლეიდი
  4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
  5. როგორ ინახება ელტროლეიდი
  6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
  1. 1.    რა რას წარმოადგენს ელტროლეიდი და რისთვის გამოიყენება

ელტროლეიდი შეიცავს ელტრომბოპაგს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება თრომბოპოეტინის რეცეპტორების აგონისტები. იგი გამოიყენება სისხლში თრომბოციტების რაოდენობის გაზრდის მიზნით. თრომბოციტები არის სისხლის უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლდენის შემცირებას ან თავიდან აცილებას.

ელტროლეიდი გამოიყენება სისხლდენის დარღვევის სამკურნალოდ, რომელსაც ეწოდება იმუნური (პირველადი) თრომბოციტოპენია (ITP) 1 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებმაც უკვე მიიღეს სხვა მედიკამენტები (კორტიკოსტეროიდები ან იმუნოგლობულინები) უშედეგოდ.

ITP გამოწვეულია სისხლში თრომბოციტების დაბალი რაოდენობით (თრომბოციტოპენია). ITP-ის მქონე ადამიანებს აქვთ სისხლდენის გაზრდილი რისკი. ITP-ით დაავადებულმა პაციენტებმა შეიძლება შეამჩნიონ სიმპტომები, მათ შორის პეტექია (წერტილოვანი ბრტყელი მრგვალი წითელი ლაქები კანქვეშ), სისხლჩაქცევები, ცხვირიდან სისხლდენა, ღრძილებდან სისხლდენა და სისხლდენის გაკონტროლების გართულება, გაჭრის ან დაშავების შემთხვევაში.

ელტროლეიდი, ასევე, შეიძლება გამოყენებულ იქნას თრომბოციტების დაბალი რაოდენობის (თრომბოციტოპენია) სამკურნალოდ C ჰეპატიტის ვირუსული (HCV) ინფექციების მქონე მოზრდილებში, თუ მათ ჰქონდათ პრობლემა გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით ინტერფერონით მკურნალობის დროს. C ჰეპატიტის მქონე ბევრ ადამიანს აქვს თრომბოციტების დაბალი რაოდენობა, არა მხოლოდ დაავადების შედეგად, არამედ ზოგიერთი ანტივირუსული მედიკამენტის გამო, რომლებიც გამოიყენება მის სამკურნალოდ. ელტროლეიდის მიღებამ შესაძლოა გაგიადვილოთ ანტივირუსული მედიკამენტების სრული კურსის (პეგინტერფერონი და რიბავირინი) დასრულება.

  1. 2.    რა უნდა იცოდეთ ელტროლეიდის მიღებამდე

არ მიიღოთ ელტროლეიდი

-       თუ გაქვთ ალერგია ელტრომბოპაგის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში „რას შეიცავს ელტროლეიდი“).

-       მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ აღნიშნული გეხებათ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:

ელტროლეიდის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს:

-       თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ თრომბოციტების დაბალი დონე, ისევე როგორც ღვიძლის ქრონიკული (ხანგრძლივი) დაავადება, უფრო მეტად აქვთ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, მათ შორის სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის დაზიანებისა და სისხლის შედედების რისკი. თუ თქვენი ექიმი ჩათვლის, რომ ამ პრეპარატის მიღების სარგებელი აღემატება რისკს, მკურნალობის დროს თქვენ იქნებით საგულდაგულო დაკვირვების ქვეშ.

-       თუ გაქვთ ვენებში ან არტერიებში სისხლის შედედების რისკი, ან იცით, რომ თრომბები ხშირია თქვენს ოჯახში.

თქვენ შეიძლება გქონდეთ სისხლის შედედების უფრო მაღალი რისკი:

-       როდესაც გემატებათ ასაკი;

-       თუ დიდხანს მოგიწიათ საწოლში ყოფნა;

-       თუ გაქვთ კიბო;

-       თუ ღებულობთ ჩასახვის საწინააღმდეგო კონტრაცეპტივს ან ჰორმონ-ჩანაცვლებით თერაპიას;

-       თუ ცოტა ხნის წინ გაიკეთეთ ოპერაცია ან მიიღეთ ფიზიკური დაზიანება;

-       თუ გაქვთ ძალიან ჭარბი წონა (მსუქანი);

-       თუ ხარ მწეველი;

-       თუ გაქვთ ღვიძლის ქრონიკული დაავადება.

თუ რომელიმე მათგანი გეხებათ, აცნობეთ თქვენს ექიმს მკურნალობის დაწყებამდე. არ მიიღოთ ელტროლეიდი, თუ თქვენი ექიმი არ ჩათვლის, რომ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება სისხლის შედედების რისკს.

-       თუ გაქვთ კატარაქტა (თვალის ბროლი დაბინდულია);

-       თუ გაქვთ სისხლის სხვა დაავადება, როგორიცაა მიელოდისპლაზიური სინდრომი (MDS). თქვენი ექიმი დაგინიშნათ ანალიზებს, რათა შეამოწმოს, ხომ არ გაქვთ სისხლის ეს დაავადება, სანამ დაიწყებთ ელტროლეიდის მიღებას. თუ გაქვთ MDS და იღებთ ამ პრეპარატს, თქვენი MDS შეიძლება გაუარესდეს.

აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე ჩამოთვლილი გეხებათ.

თვალის გამოკვლევები

თქვენი ექიმი გირჩევთ შემოწმებას კატარაქტაზე.  ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ რეგულარული გამოკვლევა. თქვენ ასევე შეიძლება შეგამოწმონ ნებისმიერი სისხლდენის არსებობაზე ბადურაში ან მის გარშემო (თვალის უკანა ნაწილის სინათლისადმი მგრძნობიარე უჯრედების ფენა).

დაგჭირდებათ რეგულარული კვლევები

სანამ დაიწყებთ ელტროლეიდის მიღებას, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ სისხლის ანალიზს თქვენი სისხლის უჯრედების, მათ შორის თრომბოციტების შესამოწმებლად. ეს ანალიზები განმეორდება ინტერვალებით, სანამ მიიღებთ პრეპარატს.

სისხლის ანალიზები ღვიძლის ფუნქციისთვის

ელტრომბოპაგმა შეიძლება მოგვცეს სისხლის ანალიზის ისეთი შედეგები, რომელიც შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების ნიშნები - ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის, განსაკუთრებით ბილირუბინის და ალანინ/ასპარტატ ტრანსამინაზების დონის მომატება. თუ C ჰეპატიტის გამო თრომბოციტების დაბალი რაოდენობის სამკურნალოდ იღებთ ინტერფერონზე დაფუძნებულ მკურნალობას ელტროლეიდთან ერთად, ღვიძლის ზოგიერთი პრობლემა შეიძლება გაუარესდეს.

თქვენ დაგენიშნებათ სისხლის ანალიზი ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად, სანამ დაიწყებთ ელტროლეიდის მიღებას და მისი მიღების დროს პერიოდულად. შეიძლება დაგჭირდეთ ელტროლეიდის მიღების შეწყვეტა, თუ ამ ნივთიერებების რაოდენობა ძალიან გაიზრდება, ან თუ გექნებათ ღვიძლის დაზიანების სხვა ნიშნები.

წაიკითხეთ ინფორმაცია ღვიძლისპრობლემები ამ ფურცელ-ჩანართის მე-4 პარაგრაფში.

სისხლის ანალიზები თრომბოციტების რაოდენობისთვის

თუ შეწყვეტთ ელტროლეიდის მიღებას, თქვენი სისხლში თრომბოციტების რაოდენობა სავარაუდოდ კვლავ დაიკლებს რამდენიმე დღეში. თრომბოციტების რაოდენობა გაკონტროლდება და თქვენი ექიმი განიხილავს შესაბამის სიფრთხილის ზომებს თქვენთან.

სისხლში თრომბოციტების ძალიან მაღალმა რაოდენობამ შეიძლება გაზარდოს სისხლის შედედების რისკი. თუმცა, სისხლის შედედება, ასევე, შეიძლება წარმოიქმნას თრომბოციტების ნორმალური ან თუნდაც დაბალი რაოდენობისას. თქვენი ექიმი დააგიკორექტირებთ ელტროლეიდის დოზას, რათა დარწმუნდეს, რომ თქვენი თრომბოციტების რაოდენობა არ ძალიან არ მოიმატებს.

დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გაქვთ სისხლის შედედების რომელიმე შემდეგი ნიშანი:

-       შეშუპება, ტკივილი ან სისუსტე ერთ ფეხში;

-       უეცარი ქოშინი, განსაკუთრებით მკვეთრ ტკივილთან ერთად გულმკერდის არეში ან აჩქარებულ სუნთქვასთან ერთად;

-       მუცლის (კუჭის) ტკივილი, გადიდებული მუცელი, სისხლი განავალში.

სამედიცინო კვლევებიძვლისტვინისშესამოწმებლად

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ძვლის ტვინთან დაკავშირებული პრობლემები, მედიკამენტებმა, როგორიცაა ელტროლეიდი, შეიძლება გააუარესოს პრობლემები. ძვლის ტვინის ცვლილებების ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზის პათოლოგიური შედეგების სახით. თქვენმა ექიმმა, ასევე, შეიძლება დაგინიშნოთ კვლევა, რათა პირდაპირ შეამოწმოს ძვლის ტვინი ელტროლეიდით მკურნალობის დროს.

საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სისხლდენების შემოწმება

თუ იღებთ ინტერფერონზე დაფუძნებულ მკურნალობას ელტროლეიდთან ერთად, თქვენ იქნებით დაკვირვების ქვეშ კუჭში ან ნაწლავებში სისხლდენის ნებისმიერი ნიშანის გამოსავლენად ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

გულის მონიტორინგი

თქვენმა ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს თქვენი გულის მონიტორინგი ელტროლეიდით მკურნალობის დროს და ჩაგიტაროთ ელექტროკარდიოგრაფიის (ეკგ) ტესტი.

ხანდაზმულიადამიანები (65 ლის და მეტი)

65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ელტრომბოპაგის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. საჭიროა სიფრთხილე ელტროლეიდის გამოყენებისას, თუ ხართ 65 წელზე უფროსი ასაკის.

ბავშვები და მოზარდები

ელტრომბოპაგი არ არის რეკომენდებული 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ ITP. ასევე, არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ დაბალი თრომბოციტების რაოდენობა C ჰეპატიტის ან მძიმე აპლასტიკური ანემიის გამო.

სხვა მედიკამენტები და ელტროლეიდი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. აღნიშნული მოიცავს რეცეპტის გარეშე გასაცემ მედიკამენტებს და ვიტამინებს.

ზოგიერთი ყოველდღიურად მისაღები პრეპარატი ურთიერთქმედებს ელტრომბოპაგთან – მათ შორის რეცეპტით და ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები და მინერალები. აღნიშნული მოიცავს:

-       ანტაციდურ მედიკამენტებს საჭმლის მონელების დარღვევის, გულძმარვის ან კუჭის წყლულების სამკურნალოდ (იხ. აგრეთვე როდისმივიღოთმე-3 პარაგრაფში);

-       მედიკამენტებს, რომლებსაც უწოდებენ სტატინებს და გამოიყენება ქოლესტერინის შესამცირებლად;

-       ზოგიერთ აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტს, როგორიცაა ლოპინავირი და/ან რიტონავირი;

-       ციკლოსპორინს, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის ან იმუნური დაავადებების კონტექსტში;

-       მინერალებს, როგორიცაა: რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, ალუმინი, სელენი და თუთია, რომლებიც შედის ვიტამინებსა და მინერალურ დანამატებში (იხ. აგრეთვე როდისმივიღოთმე-3 პარაგრაფში);

-       კიბოს სამკურნალო პრეპარატებს, როგორიცაა მეტოტრექსატი და ტოპოტეკანი.

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ  იღებთ რომელიმე მათგანს. ზოგიერთი მათგანის მიიღება არ შეიძლება ელტროლეიდთან ერთად, ან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია, ან შეიძლება დაგჭირდეთ მათი მიღების დროის შეცვლა. თქვენი ექიმი განიხილავს პრეპარატებს, რომლებსაც იღებთ და საჭიროების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ შესაბამის ჩანაცვლებას.

თუ ასევე იღებთ სისხლის შედედების საპროფილაქტიკო პრეპარატებს, მაშინ არსებობს სისხლდენის დიდი რისკი. თქვენი ექიმი ამას განიხილავს თქვენთან ერთად.

თუ თქვენ იღებთ კორტიკოსტეროიდებს, დანაზოლს და/ან აზათიოპრინს, შესაძლოა დაგჭირდეთ უფრო დაბალი დოზის მიღება ან მათი მიღების შეწყვეტა ელტროლეიდის მიღებისას.

ელტროლედი საჭმელთან და სასმელთან ერთად

არ მიიღოთ ელტროლეიდი რძის შემცველ საკვებთან ან სასმელთან ერთად, რადგან რძის პროდუქტებში არსებული კალციუმი გავლენას ახდენს პრეპარატის შეწოვაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. როდისმივიღოთმე-3 პარაგრაფში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ გამოიყენოთ ელტროლეიდი თუ ხართ ორსულად და თქვენი ექიმი კონკრეტულად არ გირჩევთ მის მიღებას. ორსულობის დროს ელტრომბოპაგის ეფექტი ცნობილი არ არის.

-       აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას.

-       ელტროლეიდის მიღებისას, ორსულობის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდი.

-       თუ დაორსულდებით ელტროლეიდით მკურნალობის დროს აცნობეთ თქვენს ექიმს.

არ შეიძლება ძუძუთი კვება ელტროლეიდის მიღებისას. უცნობია გამოიყოფა თუ არა ელტრომბოპაგი დედის რძეში. თუ ხართ მეძუძური დედა ან გეგმავთ ბავშვის ძუძუთი კვებას, აცნობეთ თქვენს ექიმს.

სატრანსპორტო საშუალებისმართვადამექანიზმებთან მუშაობა

ელტროლეიდსშეუძლია გამოიწვიოს თავბრუსხვევა და სხვა გვერდითი მოვლენები, რაც შეამცირებს სიფხიზლეს. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან არ გამოიყენოთ მექანიზმები, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ პრეპარატი არ ახდენს თქვენზე ზეგავლენას.

ელტროლეიდი შეიცავს იზომალტს და ნატრიუმს

თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, ანუ არსებითად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

  1. 3.    როგორ გამოიყენება ელტროლეიდი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ შეცვალოთ ელტროლეიდის მისაღები დოზა ან განრიგი, თუ ამას თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი არ გირჩევთ. ელტროლეიდის მიღებისას თქვენ იქნებით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც აქვს თქვენი მდგომარეობის მკურნალობის სპეციალიზებული გამოცდილება.

რამდენი უნდა მიიღო

ITP-თვის

მოზრდილები და ბავშვები (6-დან 17 წლამდე) - ჩვეულებრივი საწყისი დოზა ITP-ის დროს არის ელტროლეიდის ერთი 50 მგ ტაბლეტი დღეში. თუ ხართ აღმოსავლეთ/სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური წარმომავლობის, შეიძლება დაგჭირდეთ 25 მგ-ზე უფრო დაბალი დოზით დაწყება.

ბავშვები (1-დან 5 წლამდე) - ჩვეულებრივი საწყისი დოზა ITP-სთვის არის ერთი 25 მგ ელტროლეიდის ტაბლეტი დღეში.

C ჰეპატიტისთვის

მოზრდილები - C ჰეპატიტის დროს ჩვეულებრივი საწყისი დოზაა ელტროლეიდის ერთი 25 მგ ტაბლეტი დღეში. თუ ხართ აღმოსავლეთ/სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური წარმომავლობის თქვენ დაიწყებთ იგივე 25 მგ დოზით.

ელტროლეიდის მოქმედების დაწყებას შეიძლება დასჭირდეს 1-დან 2 კვირამდე. ელტროლეიდზე თქვენი რეაქციიდან გამომდინარე, თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დღიური დოზის შეცვლა.

როგორ მიიღება ტაბლეტები

გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად, ცოტაოდენი წყალის დაყოლებით.

როდის მივიღოთ

დარწმუნდი, რომ

-       ელტროლეიდის მიღებამდე 4 საათით ადრე

-       და ელტროლეიდის მიღებიდან 2 საათის შემდეგ

თქვენ არ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს:

-       რძის პროდუქტებს, როგორიცაა ყველი, კარაქი, იოგურტი ან ნაყინი;

-       რძე ან რძის კოქტეილებს, რძის, იოგურტის ან ნაღების შემცველ სასმელების;

-       ანტაციდებს, ერთგვარი პრეპარატები საჭმლის მონელებისთვის და გულძმარვისთვის;

-       ზოგიერთ მინერალურ და ვიტამინის დანამატს, მათ შორის რკინას, კალციუმს, მაგნიუმს, ალუმინს, სელენს და თუთიას.

თუ იღებთ აღნიშნულს, პრეპარატი სათანადოდ არ შეიწოვება თქვენს ორგანიზმში.

დამატებითი რჩევისთვის შესაფერის საკვებთან და სასმელთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს. 

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ელტროლეიდ

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თუ შესაძლებელია, აჩვენეთ მათ შეფუთვა, ან წინამდებარე ფურცელი-ჩანართი. თქვენ იქნებით დაკვირვების ქვეშ  გვერდითი მოვლენების ნებისმიერი ნიშანისა თუ სიმპტომის გამოსავლენად და დაუყოვნებლივ დაგენიშნებათ შესაბამის მკურნალობას.

თუ დაგავიწყდათ ელტროლეიდიმიღება

მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ელტროლეიდისერთ დოზაზე მეტი ერთ დღეში.

თუ შეწყვეტთ ელტროლეიდიმიღებას

არ შეწყვიტოთ ელტროლეიდის მიღება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ თქვენი ექიმი გირჩევთ მკურნალობის შეწყვეტას, თრომბოციტების რაოდენობა შეგიმოწმდებათ ყოველ კვირას ოთხი კვირის განმავლობაში. აგრეთვე იხ. სისხლდენაანსისხლჩაქცევამკურნალობისშეწყვეტისშემდეგ მე-4 პარაგრაფში.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4.    შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ აღენიშნება.

სიმპტომები, რომლებიცსაჭიროებენყურადღებას: მიმართეთექიმს

პაციენტებს, რომლებიც იღებენ ელტრომბოპაგს ITP-ის ან C ჰეპატიტის სამკურნალოდ სისხლში თრომბოციტების დაბალი რაოდენობის გამო, შეიძლება განუვუთარდეთ პოტენციურად სერიოზული გვერდითი მოვლენები.

მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ეს სიმპტომები:

სისხლის შედედების მაღალი რისკი

ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სისხლის შედედების უფრო მაღალი რისკი და პრეპარატებმა, როგორიცაა ელტროლეიდი, შეიძლება გაამოწვავოს ეს პრობლემა. თრომბის მიერ სისხლძარღვის უეცარი ბლოკირება არახშირი გვერდითი მოვლენაა და შეიძლება ზეგავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე.

დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გამოგივლინდათ სისხლის შედედების ისეთი ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა:

-       შეშუპება, ტკივილი, სიცხე, სიწითლე ან სისუსტე ერთ ფეხში;

-       უეცარი ქოშინი, განსაკუთრებით მკვეთრ ტკივილთან ერთად გულმკერდის არეში ან აჩქარებულ სუნთქვასთან ერთად;

-       მუცლის (კუჭის) ტკივილი, გადიდებული მუცელი, სისხლი განავალში.

ღვიძლის პრობლემები

ელტროლეიდის შეუძლია გამოიწვიოს ცვლილებები, რომლებიც ვლინდება სისხლის ანალიზში და შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების ნიშნები. ღვიძლის პრობლემები (სისხლის ანალიზში ნაჩვენები ფერმენტების მომატება) ხშირია და შეიძლება ზეგავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე. ღვიძლის სხვა პრობლემები არახშირია და შეიძლება ზეგავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე.

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის პრობლემების რომელიმე აღნიშნული ნიშანი:

-       კანის ან თვალების სკლერების გაყვითლება (სიყვითლე);

-       უჩვეულოდ მუქი ფერის შარდი

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.

სისხლდენაანსისხლჩაქცევამკურნალობისშეწყვეტისშემდეგ

ელტროლეიდის შეწყვეტიდან ორი კვირის განმავლობაში თქვენი სისხლში თრომბოციტების რაოდენობა ჩვეულებრივ შემცირდება იმ დონემდე, რაც იყო ელტროლეიდის მიღების დაწყებამდე. თრომბოციტების დაბალმა რაოდენობამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენის ან სისხლჩაქცევების რისკი. თქვენი ექიმი შეამოწმებს თქვენს თრომბოციტების რაოდენობას ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან სულ მცირე 4 კვირის განმავლობაში.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რაიმე სისხლდენა ან სისხლჩაქცევა ელტროლეიდის  შეწყვეტის შემდეგ.

ზოგიერთ ადამიანს აქვს სისხლდენა საჭმლის მომნელებელ სისტემაში პეგინტერფერონის, რიბავირინის და ელტრომბოპაგის მიღების შეწყვეტის შემდეგ. სიმპტომები მოიცავს:

-       შავი კუპრიფერი განავალი (გაუფერულებული ნაწლავური მოძრაობა არახშირი გვერდითი მოვლენაა, რომელიც შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1 ადამიანს);

-       სისხლი  განავალში;

-       სისხლიანი ღებინება ან  ყავის ნალექის მსგავსი ღებინება.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი.

ელტრომბოპაგითმკურნალობასთან დაკავშირებულიშემდეგიგვერდითიმოვლენებიდაფიქსირდა ITP-ითდაავადებულმოზრდილპაციენტებში:

ძალიანხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში)

-       ცხვირის, სინუსების, ყელის და ზედა სასუნთქი გზების ინფექცია (ზედა სასუნთქი გზების ინფექცია);

-       ხველა, გაციება;

-       შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა), დიარეა;

-       ზურგის ტკივილი

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზით:

-       ღვიძლის ფერმენტების მომატება (ალანინ ამინოტრანსფერაზა (ALT)).

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში)

-       გრიპი, მარტივი ჰერპესი, პნევმონია, სინუსების გაღიზიანება და ანთება (შეშუპება), ნუშისებრი ჯირკვლების ანთება (შეშუპება) და ინფექცია, ფილტვების, სინუსების, ცხვირისა და ყელის ინფექცია, ღრძილის ქსოვილის ანთება, მარტივი ჰერპესი და დისკომფორტი ყლაპვისას;

-       მადის დაკარგვა;

-       ძილის პრობლემები, დეპრესია;

-       კანის მგრძნობელობის დაქვეითება, ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება, რომელსაც ჩვეულებრივ უწოდებენ „ჩხვლეტის შეგრძნებას“, ძილიანობა, შაკიკი;

-       თვალთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის თვალის პათოლოგიური ტესტი, მშრალი თვალი, თვალის ტკივილი და დაბინდული მხედველობა, მხედველობის დაქვეითება;

-       ყურის ტკივილი, თავბრუ (ვერტიგო);

-       ტკივილი, შეშუპება და სისუსტე ერთ-ერთ ფეხში (ჩვეულებრივ წვივის უკანა ნაწილი) დაზიანებულ არეში კანის სიმხურვალე (სისხლის შედედების ნიშნები ღრმა ვენაში), ლოკალიზებული შეშუპება,  სისხლსავსეობა, რაც გამოწვეულია სისხლძარღვის დაზიანებით (ჰემატომა);

-       სურდო;

-       პირის ღრუს პრობლემები, მათ შორის პირის სიმშრალე,  ტკივილი, მგრძნობიარე ენა, ღრძილებიდან სისხლდენა, პირის ღრუს წყლულები, კბილის ტკივილი, ღებინება, მუცლის ტკივილი, საჭმლის მომნელებელ სისტემის მხრივ- მეტეორიზმი;

-       ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;

-       კანისმიერი ცვლილებები, მათ შორის ჭარბი ოფლიანობა,  გამონაყარი ქავილით, წითელი ლაქები, კანის გარეგნული ცვლილებები, თმის ცვენა;

-       კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე, ძვლების ტკივილი;

-       ქაფიანი, აქაფებული ან ბუშტუკოვანი შარდი (შარდში ცილის არსებობის ნიშნები);

-       მძიმე მენსტრუალური პერიოდი;

-       მაღალი ტემპერატურა, სიცხის შეგრძნება, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტის შეგრძნება.

ხშირიგვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში:

-       სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, ჰემოგლობინის დონის დაქვეითება, ეოზინოფილების რაოდენობის გაზრდა, ლეიკოციტების რაოდენობის გაზრდა (ლეიკოციტოზი);

-       შარდმჟავას დონის მომატება, კალიუმის დონის დაქვეითება;

-       ღვიძლის ფერმენტების მომატება (ასპარტატ ამინოტრანსფერაზა (AST)), სისხლში ბილირუბინის მომატება (ღვიძლის მიერ წარმოებული ნივთიერება);

-       ზოგიერთი ცილის დონის მომატება, კრეატინინის დონის მომატება;

-       ტუტე ფოსფატაზის დონის მომატება.

არახშირიგვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში)

-       კანის ინფექცია;

-       სწორი ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის კიბო;

-       ალერგიული რეაქციები;

-       მადის დაკარგვა, სახსრების მტკივნეული შეშუპება, რომელიც გამოწვეულია შარდმჟავით (პოდაგრა);

-       ინტერესის ნაკლებობა, განწყობის ცვლილება, ტირილი, რომლის შეჩერება ძნელია ან ხდება მოულოდნელად;

-       წონასწორობის, მეტყველების და ნერვული ფუნქციის პრობლემები, კანკალი, დამბლა სხეულის ერთ მხარეს, შაკიკი, ნერვის დაზიანება, სისხლძარღვების გაფართოება ან შეშუპება, რაც იწვევს თავის ტკივილს;

-       თვალთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის ცრემლდენის მომატება, თვალის ბროლის დაბინდვა (კატარაქტა), ბადურიდან სისხლდენა, თვალების სიმშრალე;

-       გახშირებული გულისცემა, არარეგულარული გულისცემა, კანის მოლურჯო შეფერილობა, გულის რითმის დარღვევა (QT გახანგრძლივება), რაც შეიძლება იყოს გულისა და სისხლძარღვების  მხრვი დარღვევის ნიშნები, გულის ნაწილში სისხლმომარაგების შეწყვეტა;

-       შესაძლო ტკივილი, შეშუპება და/ან სიწითლე ვენის ირგვლივ, რაც შეიძლება იყოს ვენაში სისხლის შედედების ნიშნები, სისხლის შედედება, სიწითლე;

-       უეცარი ქოშინი, განსაკუთრებით მაშინ, როცა თან ახლავს მკვეთრი ტკივილი გულმკერდის არეში და/ან აჩქარებული სუნთქვა, რაც შეიძლება იყოს ფილტვებში სისხლის შედედების ნიშნები (იხ. „სისხლის შედედების მაღალი რისკი“ ზემოთ მე-4 პარაგრაფში), ფილტვის ფუნქციის დარღვევა რომელიც გამოწვეულია ფილტვის არტერიის ბლოკირებით, ცხვირის, ყელის და სინუსების პრობლემები, სუნთქვის პრობლემები ძილის დროს;

-       პირის ღრუს პრობლემები, მათ შორის პირის სიმშრალე ან ტკივილი, ენის ტკივილი, ღრძილებიდან სისხლდენა, დისკომფორტი პირის ღრუში, ბუშტუკები/წყლულები პირის ღრუსა და ყელში, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, მათ შორის ხშირი ნაწლავური მოძრაობა, საკვებით მოწამვლა, სისხლი განავალში, სისხლის ღებინება, რექტალური სისხლდენა, განავლის ფერის ცვლილება, მუცლის შებერილობა, ყაბზობა;

-       კანის გაყვითლება და/ან მუცლის ტკივილი,                                                                                                                                            ღვიძლის დაზიანება, ანთებით გამოწვეული ღვიძლის დაზიანება (იხ. „ღვიძლის პრობლემები“ ზემოთ მე-4 პარაგრაფში), ღვიძლის დაზიანება მედიკამენტების გამო;

-       მტკივნეული ან პათოლოგიური კანისმიერი შეგრძნებები, კანის ცვლილებები, მათ შორის კანის გაუფერულება, აქერცვლა, სიწითლე, ქავილი და ოფლიანობა, ცივი ოფლი.

-       კუნთების სისუსტე;

-       თირკმელების პრობლემები, მათ შორის თირკმლის ანთება, ჭარბი შარდვა ღამით, თირკმლის უკმარისობა, თეთრი უჯრედები შარდში;

-       სიცხის შეგრძნება, შფოთვის შეგრძნება, სისხლდენა კათეტერის გარშემო (არსებობის შემთხვევაში) კანში, სიწითლე ან შეშუპება ჭრილობის ირგვლივ, ზოგადი უსიამოვნო შეგრძნება, უცხო სხეულის შეგრძნება;

-       მზის დამწვრობა.

არახშირიგვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ლაბორატორიულ ტესტებში:

-       სისხლის წითელი უჯრედების ფორმის ცვლილებები, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია), გამოწვეული სისხლის წითელი უჯრედების გადაჭარბებული განადგურებით (ჰემოლიზური ანემია), მიელოციტების რაოდენობის გაზრდა, ნეიტროფილების ზოლის გაზრდა, სისხლის თეთრი უჯრედების განვითარება, რაც შეიძლება მიუთითებდეს გარკვეულ დაავადებაზე, თრომბოციტების რაოდენობის გაზრდა, ჰემოგლობინის დონის მომატება;

-       კალციუმის დონის დაქვეითება;

-       სისხლში შარდოვანას მომატება, შარდში ცილის დონის მომატება;

-       სისხლში ალბუმინის დონის მომატება, მთლიანი ცილის დონის მომატება, სისხლში ალბუმინის დონის დაქვეითება, შარდის pH-ის მომატება.

გამოვლინდა ელტრომბოპაგითმკურნალობასთანდაკავშირებული შემდეგიდამატებითიგვერდითიმოვლენები,ITP-ს მქონე ბავშვებში (1-დან 17 წლამდე):

თუ ეს გვერდითი მოვლენები გართულდება, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ძალიანხშირიგვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ბავშვში)

-       ცხვირის, სინუსების, ყელის და ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, გაციება (ზედა სასუნთქი გზების ინფექცია);

-       ხველა;

-       შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა), დიარეა, მუცლის ტკივილი;

-       მაღალი ტემპერატურა.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ბავშვში)

-       ძილის გაძნელება (უძილობა);

-       ქავილი, სურდო ან დახშული ცხვირი, ყელის ტკივილი, სურდო, ცხვირის გაჭედვა და ცემინება, ცხვირის და ყელის ტკივილი;

-       კბილის ტკივილი, პირის ღრუს პრობლემები, მათ შორის პირის სიმშრალე, პირის ტკივილი, მგრძნობიარე ენა, ღრძილებიდან სისხლდენა, წყლულები პირის ღრუში.

შემდეგიგვერდითიმოვლენებიდაკავშირებულიაელტრომბოპაგითმკურნალობასთანპეგინტერფერონთანდარიბავირინთანერთად HCV-ისმქონეპაციენტებში:

ძალიანხშირიგვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში)

-       მადის დაკარგვა;

-       თავის ტკივილი;

-       ხველა;

-       სისუსტე, გულისრევა, დიარეა;

-       ქავილი, ხელების ან ფეხების შეშუპება, უჩვეულო თმის ცვენა;

-       კუნთების ტკივილი, კუნთების სისუსტე;

-       ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, გრიპის მსგავსი დაავადება, სისუსტის შეგრძნება, შემცივნება.

ძალიანხშირიგვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში:

-       სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია).

ხშირიგვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში)

-       საშარდე სისტემის ინფექცია, ცხვირის, სინუსების, ყელის და ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება, სასუნთქი გზების, ყელის და პირის ღრუს ანთება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, პირის სიმშრალე, პირის ტკივილი ან ანთება, კბილის ტკივილი, გრიპი, მარტივი ჰერპესი;

-       წონის დაკლება;

-       ძილის დარღვევა, პათოლოგიური ძილიანობა, დეპრესია, შფოთვა;

-       თავბრუსხვევა, ყურადღების და მეხსიერების პრობლემები, განწყობის ცვლილება, ტვინის ფუნქციის დაქვეითება ღვიძლის დაზიანების შემდგომ, ჩხვლეტა ან დაბუჟება ხელებსა ან ტერფებში;

-       თვალის პრობლემები, მათ შორის თვალის ბროლის დაბინდვა (კატარაქტა), თვალის სიმშრალე, მცირე ზომის ყვითელი დეპოზიტები ბადურაში, თვალის სკლერების გაყვითლება, ბადურიდან სისხლდენა;

-       თვბრუ (ვერტიგო);

-       სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა (პალპიტაცია);

-       ქოშინი, ხველა, რომელიც იწვევს ნახველს, სურდო, ყელის ტკივილი და დისკომფორტი ყლაპვისას;

-       საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, მათ შორის ღებინება, კუჭის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, ყაბზობა, გემოვნების დარღვევები,  კუჭის ტკივილი/დისკომფორტი, სისხლძარღვების შეშუპება და სისხლდენა საყლაპავში (საყლაპავის მილში), კბილის ტკივილი;

-       ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის ღვიძლის სიმსივნე, თვალების სკლერების ან კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის დაზიანება მედიკამენტებით (იხ. „ღვიძლის პრობლემები“ მე-4 პარაგრაფში);

-       კანისმიერი ცვლილებები, მათ შორის გამონაყარი, კანის სიმშრალე, ეგზემა, კანის სიწითლე, ქავილი, ჭარბი ოფლიანობა, კანზე უჩვეულო წარმონაქმნები, თმის ცვენა;

-       სახსრების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ძვლების ტკივილი, ტკივილი კიდურებში (მკლავები, ფეხები, ხელები ან ტერფები), კუნთების სპაზმი;

-       გაღიზიანებადობა, ზოგადად უსიამოვნო შეგრძნება, კანისმიერი რეაქცია, როგორიცაა სიწითლე ან შეშუპება და ტკივილი ინექციის ადგილზე, ტკივილი და დისკომფორტი გულმკერდის არეში, სითხის დაგროვება სხეულში ან კიდურებში, რაც იწვევს შეშუპებას;

-       დეპრესია, შფოთვა, ძილის პრობლემები, ნერვიულობა;

-       ცხელება, თავის ტკივილი.

ხშირიგვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში:

-       სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის მომატება, ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება, სისხლში ალბუმინის დონის დაქვეითება, ჰემოგლობინის დონის დაქვეითება, სისხლში ბილირუბინის დონის მომატება (ღვიძლის მიერ წარმოებული ნივთიერება), ფერმენტების ცვლილებები, რომლებიც აკონტროლებენ სისხლის შედედებას.

არახშირიგვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში)

-       კუჭ-ნაწვალის ტრაქტის ანთება(გასტროენტერიტი), ყელის ტკივილი;

-       სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია) გამოწვეული სისხლის წითელი უჯრედების გადაჭარბებული დაშლით (ჰემოლიზური ანემია);

-       დაბნეულობა,

-       პირის ღრუს ბუშტუკები/წყლულები, კუჭის ანთება;

-       სისხლის შედედება ღვიძლის ვენაში (ღვიძლის და/ან საჭმლის მომნელებელი სისტემის შესაძლო დაზიანება), ღვიძლის უკმარისობა;

-       კანისმიერი ცვლილებები, მათ შორის ფერის ცვლილება, აქერცვლა, სიწითლე, ქავილი, დაზიანება და ღამის ოფლიანობა;

-       სისხლის პათოლოგიური შედედება მცირე სისხლძარღვებში თირკმლის უკმარისობით, მტკივნეული შარდვა;

-       გამონაყარი, სისხლჩაქცევები ინექციის ადგილზე, დისკომფორტი გულმკერდის არეში;

-       გულის რითმის დარღვევა (QT გახანგრძლივება).

შეტყობინება გვერდითიმოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომელიც ჩამოთვლილია V დანართში. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  1. 5.    როგორ ინახება ელტროლეიდი

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  1. 6.    ეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ელტროლეიდი

  • მოქმედი ნივთიერებაა ელტრომბოპაგის ოლამინი.

ელტროლეიდი 25 მგ: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს ელტრომბოპაგის ოლამინს, რომელიც 25 მგ ელტრომბოპაგის ექვივალენტურია.

ელტროლეიდი 50 მგ: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს ელტრომბოპაგის ოლამინს, რომელიც 50 მგ ელტრომბოპაგის ექვივალენტურია.

  • სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი, პოვიდონი, იზომალტი (E 953), კალციუმის სილიკატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი (ტაბლეტის ბირთვი); ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი წითელი (E 172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E 172), ტრიაცეტინი (ტაბლეტის გარსი).

7.  ელტროლეიდის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

ელტროლეიდი 25 მგ არის ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ცალ მხარეს გრავირებულია „II“ და დიამეტრი აქვს დაახლოებით 8 მმ.

ელტროლეიდი 50 მგ არის ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ცალ მხარეს გრავირებულია „III“ და დიამეტრი აქვს დაახლოებით 10 მმ.

ელტროლეიდი 25 მგ წარმოდგენილია კოლოფში, რომელიც შეიცავს 28 ტაბლეტს და შეფუთულია 4 ბლისტერში.

ელტროლეიდი 50 მგ წარმოდგენილია კოლოფში, რომელიც შეიცავს 28 ტაბლეტს და შეფუთულია 4 ბლისტერში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი

Synthon BV (სინტონ ბვ)

მიკროვეგ 22

6545 CM ნიჯმეგენი

ნიდერლანდები

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი საქართველოში

შპს „ავერსი-ფარმა“

დ. აღმაშენებლის გამზ. 148

0112 თბილისი, საქართველო

მწარმოებელი:

Synthon Hispania, S.L. (სინტონ ჰისპანია, ს.ლ.)

C/Castelló, Nº1, (C/კასტელო)

სანტ ბოი დე ლობრეგატი,

08830 ბარსელონა, ესპანეთი

წინამდებარე ფურცელი-ჩანართი ბოლოს შესწორდა: 10.07.2023