შელკო #30კაფს
გააზიარე:
შელკო
კაფსულები #30
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
აღწერილობა: წარმოადგენს კალციუმის ციტრატული ფორმის, ვიტამინი D3, მაგნიუმის, თუთიის და სპილენძის, K ვიტამინის, ინულინის და ბეტა გლუკანის ბალანსირებულ კომბინაციას, რომელიც განკუთვნილია ძვალ-სახსროვანი სისტემის სიჯანსაღისთვის
შემადგენლობა |
თითოეული კაფსულა შეიცავს |
% DRI |
კალციუმი (კალციუმის ციტრატი) |
1000 მგ |
125 |
ვიტამინი D3 |
10 მკგ(400 IU) |
200 |
მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი, მაგნიუმის ციტრატი) |
250 მგ |
66.67 |
ვიტამინი K |
27,5 მკგ |
36,67 |
თუთია |
15 მგ |
150 |
სპილენძი |
1 მგ |
100 |
ინულინი |
225 მგ |
** |
ბეტა გლუკანი |
20 მგ |
** |
%DRI*: საკვებთან მიღების ეტალონური მნიშვნელი
**: არ არის განსაზღვრული
კალციუმი (კალციუმის ციტრატი) არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში (ძვლები, კბილები, ფრჩხილები, თმები, კუნთები). კალციუმის, ვიტამინ D3-ის და მაგნიუმის შემცველობა ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას (განლევა, გაწოვა) და აუმჯობესებს მის სიმკვრივეს, მნიშვნელოვანია კბილების მინერალიზაციისათვის. კალციუმი მონაწილეობს ნერვ-კუნთოვან გამტარობაში, კუნთების შეკუმშვის მარეგულირებელ პროცესებში და წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის შემადგენელ კომპონენტს.
ვიტამინი D3 აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში, ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს, მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. კალციუმი და ვიტამინი D3 ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავების გაძლიერებას, რომელიც წარმოადგენს ძვლის რეზორბციის (ძვლიდან კალციუმის გამორეცხვა) სტიმულატორს.
ინულინი ეფექტურად ხსნის შეკრულობას. მონაწილეობს მინერალების მეტაბოლიზმში. ზრდის Ca-ის და Mg-ის შეწოვას. ასევე, მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის სწორი ფორმირების პროცესში და იმუნური სისტემის გაძლიერებაში.
მაგნიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კალციუმის მეტაბოლიზმში, აუმჯობესებს კალციუმის აბსორბციას ძვლოვან ქსოვილში, აფერხებს მის ჩალაგებას სისხლძარღვებში, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის განვითარებას და მინერალიზაციას.
K ვიტამინი ორგანიზმის ცხოველქმედებისთვის. ის არა მარტო სისხლის შედედებას აკონტროლებს, არამედ სისხლში კალციუმის დონესაც არეგულირებს და ძვლის ქსოვილების რეგენერაციასა და წარმოქმნაშიც მონაწილეობს.
K ვიტამინი დიდ როლს ასრულებს ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნის პროფილაქტიკასა და რეგრესში. კალციუმის განაწილებაზე სწორედ K ვიტამინია პასუხისმგებელი. მას სისხლიდან გამოაქვს ზედმეტი კალციუმი, რათა ის კბილებისა და ძვლების შენებას მოხმარდეს და ამით ხელს უშლის სისხლძარღვებსა და თირკმელებში მის დეპონირებას.
თუთია აუცილებელი კომპონენტია ჯანსაღი კანისათვის, ჭრილობების შეხორცებისა და სხეულის ზრდისთვის. თუთია მთელ სხეულშია განაწილებული. ის გვხვდება ძვლებში, კბილებში, თმაში, კანში, ღვიძლში, კუნთებში, სისხლის თეთრ უჯრედებსა და სათესლე ჯირკვალში. თუთია დაახლოებით 100-ზე მეტი ფერმენტის შემადგენლობაში შედის, მათ შორის იმ ფერმენტებში, რომლებიც მონაწილეობენ რნმ-ს (რიბონუკლეინის მჟავა) და დნმ-ს (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) წარმოქმნაში. ორგანიზმში არსებული თუთის დონე დამოკიდებულია, მისი საკვების გზით მიღებულ რაოდენობაზე.
სპილენძი - ორგანიზმში არსებული სპილენძის დიდი ნაწილი ლოკალიზებულია ღვიძლში, ძვლებსა და კუნთებში, თუმცა მისი მცირე ნაწილი გვხვდება სხეულის თითქმის ყველა ქსოვილში. სპილენძი შედის არაერთი ფერმენტის შემადგენლობაში, რომლებსაც ორგანიზმში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ. ესენია: ენერგიის პროდუქცია, ჰორმონ ეპინეფრინის წარმოქმნა, სისხლის წითელი უჯრედების, ძვლოვანი ან შემაერთებელი ქსოვილის ფორმირება, ანტიოქსიდანტური თვისებები, რაც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან.
ბეტა გლუკანი ბუნებრივი პოლისაქარიდია. ბეტა გლუკანით მკურნალობა და პროფილაქტიკა, ძირითადად, დაფუძნებულია იმუნოკორექციაზე. ბეტა გლუკანს აქვს იმუნომასტიმულირებელი, ანტიოქსიდანტური, სიმსივნის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, რეგენერაციული, მოქმედება; იცავს ორგანიზმს რადიაციული სტრესისგან. ამცირებს სისხლის საერთო ქოლესტერინის და LDL – ის დონეს, და ზრდის HDL - ის რაოდენობას. გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის და გულ – სისხლძარღვთა დაავადებების დროს.
გამოყენების რეკომენდაცია:
კალციუმის და D ვიტამინის ნაკლებობა ან დეფიციტის განვითარების მაღალი რისკი (ფარისებრი ჯირკვლის არასათანადო ფუნქციონირებისას), გლუკოკორტიკოიდებისა და თირეოიდული ჰორმონების ხანგრძლივი გამოყენება, ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია, კლიმაქტერული პერიოდი, ხშირი მოტეხილობები, ძვლოვანი ქსოვილის პოსტ-ტრავმული რეგენერაციის შენელება, სპორტსმენებში გაძლიერებული ფიზიკური დატვირთვა.
ყოველდღიური მიღების დოზა: ერთი კაფსულა დღეში ან ექიმის დანიშნულებით.
გაფრთხილებები: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
საკვები დანამატები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას დაბალანსებული კვების შემცვლელად. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, მზისგან დაცულ ადგილას.
წარმოებულია GLOBAL CBS LLC -სთვის
|