ფარმალიპონი #30ტ

ფარმალიპონი #30ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ალფა ლიპოის მჟავა, ვიტამინები, სელენი,თუთია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 127142
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ფარმალიპონი

 № 30 ტაბ

კომბინირებული საკვები დანამატი

რომლის თითეული ტაბლეტი შეიცავს შემდეგ ბიოლოგიურად აქტიურ კომპონენტს:

 

თიოქტის (α ლიპოის მჟავა)-600 მგ.

კარნიტინი                             - 200 მგ

ვიტამინი B1                          - 1.1 მგ

ვიტამინი B6                          - 1,4 მგ

ვიტამინი B12                        - 2,5 მკგ

სელენი                                   - 55 მკგ

თუთია                                   - 10 მგ

 

მოქმდებესი მექანიზმი:

განპირობებულია შემავალი აქტიური კომპონენტებით:

 

თიოქტის (α-ლიპოის) მჟავა– ენდოგენური ანტიოქსიდანტი, ორგანიზმში წარმოიქმნება ალფა-კეტომჟავის ჟანგვითი დეკარბოქსილირებისას. როგორც მიტოქონდრიალური მულტიფერმენტული კომპლექსების კოფერმენტი მონაწილეობს პიროვინოგრადული მჟავისა და ალფა-კეტომჟავის ჟანგვით დეკარბოქსილირებაში.

ხელს უწყობს უჯრედების დაცვას თავისუფალი რადიკალების ტოქსიკური ზემოქმედებისგან, რომლებიც წარმოიქმნება მეტაბოლურ პროცესებში.

ის ასევე ანეიტრალებს ორგანიზმში შესულ ეგზოგენურ ტოქსიკურ ნაერთებს. ამაღლებს

ენდოგენური ანტიოქსიდანტის გლუტათიონის კონცენტრაციას, რაც განაპირობებს  პოლინეიროპათიის სიმპპტომების შემცირებას .

გააჩნია ჰეპატოპროტექტორული, ჰიპოლიპიდემიური, ჰიპოქოლესტერინემიური,

ჰიპოგლიკემიური მოქმედება. აუმჯობესებს ნეირონების ტროფიზმს.  ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის შემცველობის შემცირებას და ღვიძლში გლიკოგენის შემცველობის ზრდას. აგრეთვე ინსულინ-რეზისტენტობის გადალახვას.

 

კარნიტინი-  ამინომჟავა, რომელსაც გააჩნია ანაბოლური, ანტიჰიპოქსიური და ანტითირეოიდული ეფექტი.  ასევე ასტიმულირებს ქსოვილების რეგენერაციულ აქტივობას, აუმჯობესებს მადას და ააქტიურებს ცხიმოვანი ცვლის პროცესს,

ხელს უწყობს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას,  ცილოვანი და ნახშირწყლოვანი ნაერთების  დაშლის შენელებას. უზრუნველყოფს გამოხატულ ნეიროტროფილურ მოქმედებას, აჩქარებს ნერვული ქსოვილის რეგენერაციას.

 

ვიტამინი B1  - მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში. უზრუნველყოფს სინაფსებში ნერვული აგზნების გადაცემას. იცავს უჯრედის მემბრანას თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან

ვიტამინი B6 - არეგულირებს ცილებისა და რკინის  მეტაბოლიზმს, ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას.

ვიტამინი B12 - აუცილებელია უჯრედების რეპროდუქციისა და სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებისთვის, იცავს ნერვული უჯრედის მიელინურ გარს.

სელენი -  არის ორგანიზმის ანტიოქსიდანტური თავდაცვის მნიშვნელოვანი ელემენტი, გააჩნია ანტიტოქსიკური და ჰეპატოპროტექტორული თვისებები.

თუთია- მონაწილეობს უჯრედული მემბრანების მეტაბოლიზმსა და სტაბილიზაციაში, აძლიერებს ინსულინის მოქმედებას. ასევე უზრუნველყოფს იმუნური და მხედველობის  სისტემების საიმედო ფუნქციონირებას.

 

ჩვენება:

რეკომენდებულია გამოყენება როგორც კომპლექსურ თერაპიაში ასევე საპროფილაქტიკოდ

  • პერიფერიული (სენსორო-მოტორული) დიაბეტური პოლინეიროპათია
  • ალკოჰოლური პოლინეიროპათია, ინტოქსიკაცია
  • ჰიპერლიპიდემია, ათეროსკლეროზი
  • ჰეპატიტი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ღვიძლის ციროზი
  • იშემიური ინსულტი, ცერებროვასკულური დარღვევები

 

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება პერორალურად, უზმოზე, 1 ტაბ х 1  ჯერ საუზმემდე 30 წუთით ადრე.

ღეჭვისა და დიდი რაოდენობით წყლის დალევის გარეშე.

 

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა ალფა-ლიპოის მჟავის და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. ბავშვები 15 წლამდე. ორსულობა და ძუძუთი კვება.

 

გვერდითი მოვლენები

გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, გლუკოზის დონის დაქვეითება

სისხლში

 

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტი № 30

 

შენახვის პირობები

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და სინათლისგან დაცულ ადგილას ტემპერატურაზე 25°C.-მდე.

 

მწარმოებელი:

Gricar Chemical, იტალია

იმპორტირებულია საქართველოში

Im plus pharma - ს მიერ

Address - თბილისი /ი.გაგარინის № 1/

mail - [email protected]