არომაზინი 25მგ #30ტ(თურქ)
გააზიარე:
მოხმარების ინსტრუქცია
AROMASIN® 25 მგ შემოგარსული ტაბლეტი
დასალევი .
- · აქტიური ნივთიერება : თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ ექსემესტანს.
- · დამხმარე ნივთიერებები : მანიტოლი (E421), ჰიპრომელოზა, პოლისორბატი 80, კროსპოვიდონი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი ჰიდრატი), მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), მაგნიუმის სტეარატი (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხისგან დამზადებული), სიმეთიკონის ემულსია, მაკროგოლი 6000, შაქარი (საქაროზა), მსუბუქი მაგნიუმის კარბონატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მეთილის პ-ჰიდროქსიბენზოატი (E218), პოლივინილის სპირტი.
|
გთხოვთ , ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ მოხმარების წესებს , რადგან ინსტრუქცია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს .
|
აღნიშნული მოხმარების ინსტრუქციაში მიიღებთ პასუხებს შემდეგ კითხვებზე :
1. რა არის არომაზინი და რისთვის გამოიყენება ?
2. არომაზინის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ ?
3. როგორ უნდა მიიღოთ არომაზინი ?
4. რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები ?
5. როგორ შეინახოთ არომაზინი ?
1. რა არის არომაზინი და რისთვის გამოიყენება ?
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ ექსემესტანს და შეფუთვაში 30 ტაბლეტი შედის.
მრგვალ, ორმხრივამოზნექილ, დაახლოებით 6 მმ დიამეტრის ნაცრსიფერ-თეთრ (ღია ნაცრისფერ) შაქრით შემოგარსული ტაბლეტებს ერთ მხარეს შავად აწერია „7663“.
არომაზინი მიეკუთვნება არომატაზას ინჰიბიტორების სახელით ცნობილი მედიკამენტების ჯგუფს. ეს მედიკამენტები ურთიერთქმედებენ არომატაზას სახელით ცნობილ ნივთიერებასთან, რომელიც აუცილებელია სქესობრივი ჰორმონების, ესტროგენების წარმოებისთვის, განსაკუთრებით პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფი ქალებისთვის. ორგანიზმში ესტროგენის დონის შემცირება ჰორმონებზე დამოკიდებული სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობის ერთ-ერთი გზაა.
გამოიყენება კონკრეტული ტიპის პოსტმონეპაუზის დროს (პოსტმენოპაუზის ჰორმონის რეცეპტორი დადებითია (ესტროგენი და/ან პროგესტერონის რეცეპტორი)) სარძევე ჯირკვლის კიბოს ადრეული სტადიის მქონე პაციენტებში, 2-3 წლის განმავლობაში ტამოქსიფენის მიღების შემდეგ, არომაზინზე გადასვლის შემდეგ, ჰორმონალური მკურნალობის სრული კურსი 5 წელი გრძელდება.
გამოიყენება კონკრეტული ტიპის პოსტმენოპაუზის დროს (პოსტმენოპაუზის ჰორმონის რეცეპტორი დადებითია (ესტროგენი და/ან პროგესტერონის რეცეპტორი)) განვითარებული სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტებისა და ენდოკრინოლოგიური მკურნალობის შემდეგ განვითარებული დაავადების მქონე პაციენტების სამკურნალოდ.
2. არომაზინის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ ?
არ გამოიყენოთ არომაზინი, თუ:
- · მანამდე გქონიათ ალერგია ექსემესტანზე ან არომაზინის შემადგენელ რომელიმე სხვა დამხმარე ნივთიერებაზე (ჩამონათვალი იხ. ზემოთ);
- · ჯერ არ გაქვთ მენოპაუზა, ანუ ჯერ კიდევ გაქვთ ყოველთვიური მენსტრუალური სისხლდენა;
- · ორსულად ხართ ან არსებობს დაორსულების ალბათობა;
- · ხართ ძუძუთი კვებაზე.
არომაზინის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ, თუ:
- · მედიკამენტის მიღების დაწყებამდე, მენოპაუზის დაწყებაში დარწმუნების მიზნით, თქვენს ექიმს სურს სისხლის ანალიზის ჩატარება;
- · მკურნალობის დაწყებამდე, ჩატარდება რუტინული შემოწმება, რადგან ორგანიზმში დ ვიტამინის დონე დაბალია. თუ მაჩვენებელი ნორმაზე დაბალია, ექიმი დაგინიშნავთ დ ვიტამინის დანამატს;
- · ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები გაქვთ, მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს;
- · თუ გაქვთ ან წარსულში გქონიათ მდგომარეობა, რამაც შეიძლება იმოქმედოს ძვლების სიმყარეზე, აცნობეთ აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს. მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა შეიძლება მოითხოვოს ძვლების სიმკვრივის შემოწმება. მიზეზი ისაა, რომ ამ კლასის მედიკამენტები ქალის ჰორმონების დონეს ამცირებს, რამაც შეიძლება ძვლების მინერალური შემცველობის დაკარგვა და ამგვარად ძვლების სიმტკიცის შემცირება გამოიწვიოს.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.
არომაზინის მიღება საკვებსა და სასმელთან ერთად
არომაზინი უნდა მიიღოთ ჭამის შემდეგ, ყოველდღე, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს.
ორსულობა
მედიკამენტისმიღებამდემიმართეთთქვენსექიმსანფარმაცევტს.
არ მიიღოთ არომაზინი, თუ ორსულად ხართ.
თუ ორსულობის ალბათობა არსებობს, მიმართეთ ექიმს კონტრაცეფციის მეთოდებზე.
თუმკურნალობისდროსმიხვდებით, რომორსულადხართ, დაუყოვნებლივმიმართეთთქვენსექიმსანფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
მედიკამენტისმიღებამდემიმართეთთქვენსექიმსანფარმაცევტს.
არ მიიღოთ არომაზინი, თუ ძუძუთი კვებაზე ხართ.
სატრანსპორტი საშუალებებისა და დანადგარების მართვა
თუ არომაზინის მიღების პერიოდში ძილიანობას, სისუსტეს ან თავბრუსხვევას გრძნობთ, მოერიდეთ სატრანსპორტო საშუალების და დანადგარების მართვას.
არომაზინის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანია ინფორმაცია
არომაზინი შეიცავს საქაროზას. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ ზოგიერთ შაქარზე მგრძნობიარე ხართ (აუტანლობა გაქვთ), ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
არომაზინი შეიცავს მცირე რაოდენობით მეთილის პ-ჰიდროქსიბენზოატს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დაგვიანებული ტიპის ალერგიული რეაქციები.
სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება
- · არ მიიღოთ არომაზინი თუ გადიხართ ჰორმონჩანაცვლებით მკურნალობას.
- · აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რიფამპიცინს (ანტიბიოტიკს), კარბამაზეპინს ან ფენიტოინს (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ).
- · თუ იღებთ მცენარეულ წამალს, კრაზანას (St. John's Wort, Hypericum perforatum) ან მის შემცველ პრეპარატს, აღნიშნულზე აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს.
თუამჟამადანახლახანიღებდითრეცეპტითანურეცეპტოდგაცემულნებისმიერმედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზეაცნობოთთქვენსექიმსანფარმაცევტს.
3. როგორ უნდა მიიღოთ არომაზინი ?
მედიკამენტი ყოველთვის ზუსტად ისე მიიღეთ, როგორც ექიმი გეტყვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.
სწორად მიღებისა და დოზის / მიღების სიხშირის ინსტრუქციები :
- · დღიურ დოზასა და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.
- · რეკომენდებული დღიური დოზაა 25 მგ ერთ მიღებაზე.
მიღების გზა და მეთოდი :
- · არომაზინის მიღება ხდება პერორალურად.
- · დოზის მიღება ხდება ჭამის შემდეგ, ყოველდღე, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი :
მიღება ბავშვებში :
მედიკამენტი არ გამოიყენება ბავშვებში.
მიღება ხანდაზმულებში :
დოზის კორექცია საჭირო არ არის.
სპეციალური მიღების შემთხვევები :
თირკმლის / ღვიძლის უკმარისობა :
თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თუგრჩებათშთაბეჭდილება, რომარომაზინისეფექტიძალიანძლიერიანსუსტია, მიმართეთთქვენსექიმსანფარმაცევტს.
თუ საჭიროზე მეტი არომაზინი მიიღეთ :
თუ შემთხვევით ძალიან ბევრი ტაბლეტი მიიღეთ, დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. აჩვენეთ არომაზინის ტაბლეტების ფლაკონი.
თუსაჭიროზემეტიარომაზინიმიიღეთ, მიმართეთექიმსანფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ არომაზინის მიღება :
თუ წამლის დალევა დაგავიწყდათ, მიიღეთ, როგორც კი გაგახსენდებათ. თუ მომდევნო დოზის მიღების დროს გაგახსენდათ, მედიკამენტი ჩვეულ დროს მიიღეთ.
გამოტოვებულიდოზისანაზღაურებისმიზნითარმიიღოთორმაგიდოზა.
არომაზინით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო გვერდითი მოვლენები :
თუ არ გაქვთ ექიმის მითითება, არ შეწყვიტოთ არომაზინის მიღება, თუნდაც თავს კარგად გრძნობდეთ.
4. რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები ?
სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს არომაზინის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.
თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს შეამჩნევთ , დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას :
- · ჰიპერმგრძნობელობა (შეშუპება სახეზე და/ან ტუჩებზე, სუნთქვის გაძნელება)
- · ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
- · ნაღვლის სადინრებიდან გამოყოფის დარღვევით გამოწვეული ღვიძლის ანთება (ქოლესტაზური ჰეპატიტი), რაც იწვევს კანის სიყვითლეს.
თუ ზოგადად არ გრძნობთ თავს კარგად, გაქვთ გულისრევის შეგრძნება, კანსა და თვალებზე სიყვითლე, ქავილი, მუცლის მარჯვენა მხარის ტკივილი და მადის დაკარგვა, შეიძლება გქონდეთ ზემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა.
ყველა ეს გვერდითი მოვლენა სერიოზულია. ამიტომ რომელიმე მათგანის ქონის შემთხვევაში, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ჩვეულებრივ ადამიანები არომაზინს კარგად იტანენ, ამიტომ გამოვლენილი გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, მსუბუქი ან ზომიერია. ბევრი გვერდითი მოვლენა დაკავშირებულია ესტროგენის ნაკლებობასთან (მაგ. ე.წ. „ალები“)
ქვემოთ ჩამოთვლილია ყველა გვერდითი მოვლენა გაჩენის სიხშირის მიხედვით.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება შემდეგ კატეგორიებად:
ძალიან ხშირი : ვლინდება 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში.
ხშირი : ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
არახშირი : ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი : ვლინდება 1000-ში 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 10 000-ში 1-ზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათი : ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობი : ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.
ძალიან ხშირი :
- · ფსიქიკური დეპრესიის მდგომარეობა (დეპრესია)
- · ძილის გაძნელება
- · თავის ტკივილი
- · ალები
- · თავბრუსხვევა
- · შეუძლოდ ყოფნა
- · გაძლიერებული ოფლიანობა
- · კუნთებისა და სახსრების ტკივილი (ოსტეოართრიტი, ზურგის ტკივილი, ართრიტი და ცვლილებები სახსრებში)
- · დაღლილობა
- · სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება, რომლებიც იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან
- · მუცლის ტკივილი
- · მომატებული ღვიძლის ფერმენტები
- · სისხლში ჟანგბადის გადამტანი უჯრედების (ჰემოგლობინის) გადაგვარების დონის მატება
- · ღვიძლის დაზიანებით გამოწვეული სისხლში ფერმენტის დონის მომატება
- · ტკივილი
ხშირი :
- · მადის დაკარგვა
- · კარპალური გვირაბის სინდრომი (ჩხვლეტა, დაბუჟება, გაშეშება და ტკივილი ხელის თითებში (გარდა ნეკა თითისა) ან კანში ნემსის ჩხვლეტის/წიწკვნის შეგრძნება
- · ღებინება
- · ყაბზობა
- · საჭმლის მონელების დარღვევა
- · დიარეა
- · თმის ცვენა
- · გამონაყარი კანზე, გამონაყარი და ქავილი
- · ძვლების გათხელება (ოსტეოპოროზი), რაც ამცირებს ძვლის სიმტკიცეს, რამაც რიგ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ძვლის მოტეხილობები ან ბზარები
- · შეშუპება ხელებსა და ტერფებში
- · სისხლში თრომბის წარმოქმნაზე პასუხისმგებელი უჯრედის ნაწილების (თრომბოციტების) რაოდენობის შემცირება
- · სისუსტის შეგრძნება
იშვიათი :
- · კანის ერთ უბანზე წვრილი ბუშტუკების გამონაყარი, რაც იწვევს ქავილს
- · ძილიანობა
- · ღვიძლის ანთება
- · ნაღვლის სადინრებიდან გამოყოფის დარღვევით გამოწვეული ღვიძლის ანთება (ქოლესტაზური ჰეპატიტი), რაც იწვევს კანის სიყვითლეს
უცნობი :
- · სისხლში ზოგიერთი თეთრი უჯრედის დონის დაქვეითება
შეიძლება ადგილი ჰქონდეს სისხლში მოცირკულირე სისხლის გარკვეული უჯრედებისა (ლიმფოციტების) და თრომბოციტების რაოდენობის ცვლილებებს, განსაკუთრებით ისეთ პაციენტებში, რომელთაც გადატანილი აქვთ ლიმფოპენია (სისხლში ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება).
თუაღგენიშნებათისეთიგვერდითიმოვლენა, რომელიცარარისნახსენებიაღნიშნულინსტრუქციაში, აცნობეთთქვენსექიმსანფარმაცევტს.
გვერდითიმოვლენებისაღრიცხვა
მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის დადგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.
5. როგორ შეინახოთ არომაზინი ?
შეინახეთარომაზინიბავშვებისთვისმიუწვდომელადგილასდამისშეფუთვაში.
შეინახეთ 30ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
წამლის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მედიკამენტის ვარგისიანობის ვადებს .
არმიიღოთ არომაზინი შეფუთვაზემითითებულივარგისიანობისვადისგასვლისშემდეგ.
არ მიიღოთ არომაზინი პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.
ლიცენზიატი: შპს ფაიზერ ფარმაკოლოგია (Pfizer İlaçları Ltd. Şti. თურქეთი, სტამბოლი, 34347 ორთაქოი, მუალიმ ნაჯის გამზ. No:55.
მწარმოებელი: Pfizer Italia S.r.I. იტალია, ასკოლი პიჩენო, 63046 მარინო დელ ტრონტო.
მოხმარების ინსტრუქცია დამტკიცდა -- / -- / ---- წელს.










