ფლექსო 1გ/2მლ #1ა(თურქ)
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
ფლექსო 1გ/2მლ ი.მ. ხსნარი ინექციისათვის.
კუნთში შესაყვანი
სტერილური
- · აქტიური ნივთიერება: ყოველი 2მლ ამპულა შეიცავს 1 გრამ ეტოფენამატს
- · დამხმარე ნივთიერებები: ტრიგლიცერიდები
წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია ყურადრებით, სანამ დაიწყებთ პრეპარატის გამოყენებას
- · შეინახეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
- · თუ თქვენ გაქვთ სხვა შეკითხვები, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- · ეს წამალი დაგენიშნათ პირადად თქვენ, არ მისცეთ ის სხვებს.
- · ამ მედიკამენტის გამოყენებისას, როდესაც მიდიხართ ექიმთან ან საავადმყოფოში, აცნობეთ თქვენს ექიმს ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ.
- · ზუსტად მიჰყევით ინსტრუქციას. არ გამოიყენოთ პრეპარატის რეკომენდირებულზე მაღალი ან დაბალი დოზები.
ამ გამოყენების ინსტრუქციაში იხილავთ:
1. რა არის ფლექსო და რისთვის გამოიყენება?
2. რა უნდა გაითვალისწინოთ ფლექსოს გამოყენებამდე?
3. როგორ გამოიყენება ფლექსო?
4. რა შესაძლო გვერდითი ეფექტები ახასიათებს?
5. ფლექსოს შენახვის წესი
სათაურებში შედის:
1. რა არის ფლექსო და რისთვის გამოიყენება?
ფლექსო არის უფერო მინის ამპულა, რომელიც შეიცავს 2მლ სუფთა, ბლანტ ხსნარს, კუნთშიდა ინიექციისათვის. იგი ხელმისაწვდომია 1 და 3 ამპულიანი შეფუთვებით. ფლექსო შეიცავს ეტოფენამატს, როგორც აქტიურ ნივთიერებად. ეტოფენამატი არის აქტიური ნივთიერება, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ტკივილგამაყუჩებელი/ანტირევმატული საშუალებების ჯგუფს და აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი (ანალგეზიური) თვისებები.
გამოიყენება შემდეგი პირობების სამკურნალოდ:
- · სახსრების დეგენერაციული დაავადება, სახსრების კალციფიკაცია (ოსტეოართრიტი)
- · რევმატული დაავადება სახსრების ანთებით (რევმატოიდული ართრიტი)
- · რევმატული დაავადება, რომელიც გამხატულია დაბნეულობითა და მოძრაობის უნარის დაკარგვით, განსაკუთრებით ხერხემლის სახსრებში (ანკილოზინგური სპონდილიტი)
- · იგი ვლინდება ფეხის თითის ანთებით, რომელიც დროდადრო მოულოდნელად ჩნდება, იწვევს ძლიერ ტკივილს, მგრძნობელობას, სიწითლეს და შეშუპებას სახსრებზე, სახსების ანთება (პოდაგრას მწვავე ართრიტი
- · კუნთოვანი სისტემის მწვავე ტკივილი
- · პოსტოპერაციული ანთება, შეშუპება და რბილი ქსოვილების დაზიანება (პოსტოპერაციული
ტკივილი)
- · მენსტრუალური ტკივილი (დისმენორეა)
აღნიშვნა: საინექციო ხსნარი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეტოფენამატის ადგილობრივი მოქმედება არ არის ეფექტური ან შესაფერისი. როგორც წესი, მკურნალობა უნდა შემოიფარგლოს ერთი ინიექციით.
ფლექსო არაა შესაფერისი დაავადებების საწყის სტადიაზე სამკურნალოდ, როცა, ინიექციის ადგილას აქტიური სუბსტანციის ნელი გათავისუფლების გამო საჭიროა მოქმედების სწრაფი დაწყება.
ფლექსოს ცხიმიანი ფორმულაციის მიხედვით, მისი ნელი გამოთავისუფლებისდა გამო, მოქმედება შესაძლოა გახანგრძლივდეს 24 საათის მანძილზე.
2. რა უნდა გაითვალისწინოთ ფლექსოს გამოყენებამდე?
ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ ფლექსო შემდეგ სიტუაციებში:
|
გულ-სისხლძარღვთა სისტემის რისკი: |
|
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო) ან სხვა ტკივილგამაყუჩებლებმა შეიძლება ფატალური შედეგი იქონიოს გულზე, კერძოდ, გამოიწვიოს ინსულტი, მათ შეუძლიათ გაზარდონ ინსულტის და გულ-სისხლძარღვთა თრომბოზული მოვლენების რისკი. იგი რისკი შესაძლოა გაიზარდოს დროთა განმავლობაში. შესაძლოა რისკი უფრო გაიზარდოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებში. ფლექსო არ უნდა გამოიყენოთ კორონარული არტერიის შემოვლითი ტრანსპლანტატის ქირურგიული ჩარეის დროს გამოვლენილი ტკივილებისას. |
|
კუჭ-ნაწლავის სისტემის რისკი: |
|
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შესაძლოა გამოიწვიოს მკურნალობის ნებისმიერ პერიოდში პერფორაცია, წყლული, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ასევე გაზარდოს კუჭ-ნაწლავის რისკების გვერდითი ეფექტები, გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე. იგი ხანში შესული პაციენტები უფრო მეტად არიანს კუჭ-ნაწლავის რისკების განვითარების ქვეშ (იხ. სექცია 4.4). |
თუ,
- · თუ ხართ ჰიპერმგრძნობიაერე ეტოფენამატის ან ფლექსოში შემავალ სხვა ნივთიერებების მიმართ
- · თუ განიცდით ასთმას, სტვენით სუნთქვას, ცხვირიდან ლორწოს დენას, ურტიკარიას ან ალერგიული ტიპის რეაქციებს ასპირინით ან სხვა არასტეროიდული ანტიინფლამატორული პრეპარატებით მკურნალობის შემდგომ
- · თუ გაქვთ ან გქონდათ სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან
- · თუ ჩაიტარეთ ოპერაცია გულის მკვებავ არტერიებზე (კორონარული არტერია)
- · თუ იღებთ ანტიკოაგულანტს ან სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს (ანტიკოაგულანტი ან ანტითრომბოზული)
- · თუ გაქვთ გულის მწვავე ან თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა
- · თუ ხართ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში (6 თვეზე მეტის)
- · თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში
- · თუ ხართ 18 წელს ქვემოთ მოზარდი
გამოიყენეთ ფლექსო რისკებისა და სარგებლის თანაფარდობის შემდეგ ფრთხილად, შემდეგ სიტუაციებში:
თუ,
- · გაწუხებთ ინდუქციური პორფირია (თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადება, რომლის დროსაც ირღვევა სისხლში შემავალი ნივთიერებების წარმოქმნა; ამ დაავადების მწვავე შეტევები შეიძლება გამოწვეული იყოს ზოგიერთი ნივთიერებით.
ფლექსო სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ შემდეგ პირობებში,
თუ:
- · თუ გქონდათ კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, რომელიც ასოცირებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ან სხვა ტკივილგამაყუჩებლებთან
- · თუ წარსულში გქონდათ ან ახლა გაქვთ წყლულები ან სისხლდენა კუჭში ან თორმეტგოჯა ნაწლავში (სისხლდენის ერთი ან წყლულის ორი დადასტურებული ეპიზოდი)
- · თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ნაწლავის ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება)
- · თუ გაქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული დაავადება
- · თუ გაწუხებთ მაღალი წნევა (ჰიპერტენზია)
- · თუ გაქვთ გულის დაავადება ან შეშუპებითი დარღვევა
- · თუ ადრე გქონიათ ინსულტი
- · თუ ახლახან გაიკეთეთ ოპერაცია
- · თუ ხართ 65 წელს გადაცილებული ან გაქვთ მდგომარეობა, რომელიც ასუსტებს სხეულს
თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, ან გქონდათ თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
გთხოვთ გაიაროთ კონსულტაცია.
ფლექსოს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
იგი არ გამოვლენილა პრეპარატის ურთიერთქმედების ნიშნები საკვებთან და სასმელებთან ერთად.
ორსულობა
ფლექსოს გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იგი არ უნდა გამოიყენოთ ორსულობის მეექვსე თვის შემდეგ, აღნიშნულპერიოდამდე, ფლექსო გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ გამოიყენოთ ფლექსო ძუძუთი კვების დროს.
მანქანისა მართვა და მექანიზმების გამოყენება
ფლექსომ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს კონცენტრირებაზე, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, ან თუ მკურნალობას დიდი დრო დასჭირდა.
თუ თქვენ იყენებთ ფლექსოს, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ სხვადასხვა მექანიზმები.
სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება
არ გამოიყენოთ ფლექსო შემდეგ პრეპარატებთან ერთად:
- · აცეტილსალიცილის მჟავა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
ფლექსო სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ პრეპარატებთან ერთად:
- · ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები (გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ)
- · ფუროსემიდი და დიურეზული პრეპარატები (შარდმდენი)
- · ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (პრეპარატები, რომლებიც აქვეითებენ არტერიულ წნევას)
- · ლითიუმი (გამოიყენება მანიისა და დეპრესიის სამკურნალოდ)
- · მეტოტრექსატი (გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის და ზოგიერთი სახის კიბოს სამკურნალოდ)
- · ვარფარინი და მსგავსი პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებას ან ათხელებენ სისხლს
- · დიგოქსინი (გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ)
- · ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ)
- · კორტიკოსტეროიდები (გამოიყენება ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა ანთება, ალერგია ან ორგანოს გადანერგვა)
- · ნარკოტიკული ჯგუფი, (რომელიც გამოიყენება ფართო სპექტრში)
- · კალიუმის შემნახველი შარდმდენები
- · სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები (SSRIs) (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ)
- · პრობენეციდი ან სულფინპირაზონი (გამოიყენება სისხლში შარდმჟავას დონის შესამცირებლად)
- · ალკოჰოლი
- · ციკლოსპორინი (გამოიყენება ქსოვილის უარყოფის თავიდან ასაცილებლად)
- · ანტიდიაბეტური პრეპარატები (გამოიყენება სისხლში შაქრის შესამცირებლად)
თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რომელიმე რეცეპტით ან ურეცეპტო წამალს
გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მათ შესახებ.
3. როგორ გამოიყენება ფლექსო?
სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/შეყვანის სიხშირე:
თქვენი ექიმი დაადგენს ფლექსოს დოზას თქვენი დაავადების მიხედვით და მოგცემთ
მიმართავს.
ჩვეული დოზაა ფლექსოს 1 ამპულა 2მლ კუნთში ღრმა ინექციის გზით.
თუ განიხილება ეტოფენამატით მკურნალობის გაგრძელება, ფლექსო ამპულის გამოყენების შემდეგ,
იგი შესაძლოა შემოგთავაზონ ფლექსო გელით ან ფლექსო სპრეით მკურნალობის გაგრძელება,
რომლებიც გამოიყენება ადგილობრივად, როგორც გამაყუჩებელი.
მიღების გზა და მეთოდი:
ფლექსოს ამპულა განკუთვნილია კუნთში შეყვანისთვის. ამპულის გადატეხვის შენდეგ ხსნარს იღებენ შპრიცით და შეჰყავთ ინტრამუსკულარულად, საკმარისად გრელი საინექციო ნემსით. ინიექციის შეყვანამდე არ დააზიანოთ სისხლძარღვები. შპრიცის საცობი ნელ-ნელა უკან უნდა გაწიოთ, ისე რომ არ გამოჩნდეს. ანაფილაქსიური რეაქციების (მწვავე ალერგიული რეაქცია) გამო შესაძლოა დაგჭირდეთ დაკვირვება ფლექსოს ინიექციიდან 1 საათის შემდეგ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
გამოყენება ბავშვებში:
ფლექსო ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკის პაციენტებში)
არ უნდა იქნას გამოყენებული.
გამოყენება ხანდაზმულებში (65 წლის და უფროსი ასაკის):
შესაძლო არასასურველი ეფექტების გამო, ფლექსო ფრთხილად უნდა იყოს გამოყენებული ხანდაზმულ პაციენტებში.
სპეციალური გამოყენების შემთხვევები:
თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:
არ გამოიყენოთ ფლექსო, თუ გაქვთ თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობა.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ფლექსოს ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი,
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ ფლექსოს ჭარბი დოზა
თუ თქვენ გამოიყენეთ ფლექსოს საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ფლექსოთი დოზის გადაჭარბებისას შესაძლოა გაოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები.
გარდ ამისა, სისხლდენის გამოკუჭ-ნაწლავის ტრაქტში შესაძლოა შეფერხდეს ღვიძლისა და თრკმლების ფუნქციონირება. თუ თქვენ აგეღნიშნებათ ჩამოთვლილი სიმპტომები, დახმარებისათვის მიმართეთ ექიმს ან ფამრაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ფლექსოს გამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
ეფექტები, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს ფლექსოთი მკურნალობის შეწყვეტისას
არ აღინიშნება არანაირი ეფექტი
4 . რა შესაძლო გვერდითი ეფექტები ახასიათებს?
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ფლექსოსაც ახასიათებს გვერდითი მოვლენები უვითარდებათ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ალერგიული რეაქცია ფლექსოში შემავალ ნივთიერებებზე.
ძალიან ხშირი (³1/10): შესაზლოა გამოვლინდეს 10-დან არანაკლებ 1 პაციენტში.
ხშირი (³1/100 დიაპაზონში <1/10): ვლინდება 10-დან 1 ან ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
არახშირი (³1/1000 დიაპაზონში <1/1000): ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი (³1/10000 დიაპაზომნში <1/1000): ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10000-დან 1=ზე მეტში.
ძალიან იშვიათი (<1/10000): შესაძლოა გამოვლინდეს 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.
უცნობი სიხშირის: არსებული მონაცეკების საფუძველზე სიხშიე ვერ დგინდება.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდა, შეწყვიტეთ ფლექსოს გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
- · კანის რეაქციების მძიმე ფორმები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაილის სინდრომი)
- · შესაძლებელია გამოვლინდეს სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რაც მოიცავს: სახის, ენისა და ყელის შეშუპებას, გამონაყარს კანზე, ხიხინს, სუნთქვის გაძნელებს, ხორხის შეშუპებას, რომელიც ავიწროვებს სასუნთ გზას და რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ასთმის შეტევა, გულისცემის მატება, არტერიული წნევის დაქვეითება ლეტალური შოკით, ან ცხელება. პრეპარატის პირველად გამოყენების დროს, შესაძლოა იგრძნოთ გულისრევის შეგრძნება მძიმე ალერგიული რეაქციის მსგავსი სიმპტომებისდა გამო. იგი ყველაფერი აღნიშნული არის სერიოზული გვერდითი ეფექტი.
თუ შეგხვდებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შემდეგი არასასურველი ეფექტები დამოკიდებულია დოზაზე და შეიძლება განსხვავდებოდეს პაციენტრბში. უნდა გვახსოვდეს, რომ ეფექტები შეიძლება შეიცვალოს.
ზოგადად, ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია საჭმლის მომნელებელ სისტემასთან. განსაკუთრებით ხანდაზმულებში ვლინდება კუჭ-ნაწლავის სისტემასთან დაკავშირებული დარღვევები (პეპტიური წყლული), პერფორაცია ან კუჭის ან ნაწლავების, ასევე ვითარდება სისხლდენა, რაც შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. (იხილეთ ნაწილი 4.4).
გულისრევა, ღებინება, დიარეა, გაზების დაგროვება კუჭში, ყაბზობა,
საჭმლის მომნელებელი პრობლემა, მუცლის ტკივილი, განავლის გამუქება, სისხლიანი ღებინება, პირის ღრუს წყლულები და კოლიტი დაფიქსირდა პრეპარატის გამოყენების შემდეგ, ასევე კრონის დაავადების გამწვავება. (იხ. თავი 2).
ნაკლებად ხშირად დაფიქსრიდა ანთება კუჭში. ზოგადად, კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკი ასოცირდება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან. ეს დამოკიდებულია მედიკამენტებით მკურნალობის ხანგრძლივობაზე და გამოყენებული დოზების დიაპაზონზე.
აღინიშნა შეშუპება, მაღალი წნევა და გულის უკმარისობა, რომლებიც დაკავშირებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიასთან.
ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა ფლექსო. შესაძლოა დაკავშირებული იყოს გულის შეტევის მცირედ გაზრდილ რისკთან (მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი).
გვერდითი ეფექტები:
ხშირიგვერდით ეფექტები:
მცირე სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩივილები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა და გამონაკლის შემთხვევებში ანემია.
იშვიათი გვერდითი ეფექტები:
ზურგის ტკივილი, აგზნებადობა, გაღიზიანება, დაღლილობა, ძილიანობა და თავბრუსხვევა.
საჭმლის მონელების დარღვევები, დისპეპსია, კრუნჩხვები მუცლის არეში, მადის დაკარგვა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (ზოგჯერ სისხლდენა და პერფორაცია), ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა კანის გამონაყარი და ქავილი, სისხლში ღვიძლის ფერმენტების (შრატის ტრანსამინაზების) მომატებული დონე.
იშვიათი გვერდითი ეფექტები:
სისხლის წარმოქმნის დარღვევები (ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია). თავდაპირველი სიმპტომებია ცხელება, ყელის ტკივილი, ზედაპირული დაზიანებები პირის ღრუში, გრიპის მსგავსი სიმპტომები, დაღლილობის ძლიeრი შეგრძნება, სისხლდენა ცხვირიდან და კანიდან. პაციენტებმა რეგულარულად უნდა აკონტროლონ სისხლის მავენებლები, რომლებიც მკურნალობენ ხანგრძლივად.
ფეკალიებში ან დიარეის დროს გამოვლენილი სისხლი
ურტიკარია და/ან თმის დაკარგვა
შესაძლო გამოვლინებაა ჭინჭრის ციება და/ან ღვიძლის დაზიანება და მისი ფუნქციის დაქვეითება (ჰეპატიტი გამოვლენილი სიყვითლით ან მის გარეშე). ამიტომ პაციენტის ღვიძლის მაჩვენებლების მონიტორინგი რუგელარულად უნდა მოხდეს.
განსაკუთრებით მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიული) მქონე პაციენტებში ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს შეშუპება (პერიფერიული შეშუპება).
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები:
პალპიტაცია, გულმკერდის ტკივილი, მაღალი წნევა და სისხლის მიმოქცევის დარღვევები,
გულის უკმარისობა
ჰემოლიზური ანემია
მგრძნობელობის დარღვევა, გემოვნების დარღვევა, ყურებში შუილი და სმენის დროებითი დაქვეითება, მეხსიერების დაქვეითება, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, შფოთვა, ღამის კოშმარები, ტრემორი, დეპრესია და სხვა ფსიქოზური რეაქციები.
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, ენის, საყლაპავის დაზიანებები, ჩივილები მუცლის ქვედა ნაწილში (მაგ. ჰემორაგიული კოლიტის გამწვავება ან კრონის დაავადება/წყლულოვანი კოლიტი) და ყაბზობა.
მხედველობითი დარღვევები (ბუნდოვანი ხედვა დ/ან მხედველობის გაორება)
კანზე ბუშტუკოვანი, სითხოვანი გამონაყარი, ეგზემა, სიწითლე, ფოტომგრძნობელობა, კანზე ბუშტუკების გამოვლინება (ასევე ალერგიული პურპურა).
იშვიათ შემთხვევებში: თირკმელების დაზიანება (ინტერსტიციული ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი), ცილების არსებობა შარდში (პროტეინურია) და/ან სისხლის გამოვლინება შარდში (ჰემატურია), რასაც შეიძლება თან ახლდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ნეფრიტული სინდრომი. ამიტომ თირკმლის ფუნქცია რეგულარულად უნდა შემოწმდეს.
ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პანკრეასის ანთება.
ასევე, დაფიქსირდა სისხლძარღვების და ფილტვების ალერგიასთან დაკავშირებული ანთებაც.
სხვადასხვა შემთხვევებში აღინიშნა ინფექციით გამოწვეული ანთება (ნეკროზული ფასციიტის განვითარება) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების დროს. ეს შესაძლოა დაკავშირებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედების მექანიზმთან. ამიტომ, თუ გაქვთ სიმპტომები სისხლძარღვების ინფექციის განვითარების გამო ან თუ გამოგივლინდებათ აღნიშნული გვერდითი ეფექტები, ასევე თუ გაუარესდება ფლექსოთ მკურნალობის დროს განვითარებული გვერდითი ეფექტები მიმართეთ ექიმს.
მხედველობაში უნდა იყოს მიღებული თუ იტარებთ მკურნალობას ანტიბიოტკებით ან მკურნალობთ ინფექციის საწინააღმდეგოდ.
ინიექციის ადგილზე, პრეპარატის ინტრამუსკულარულად შეყვანის შემდეგ შესაძლოა გამოვლინდეს ადგილობრივი ხასიათის გვერდითი ეფექტები (როგორიცაა სტერილური აბსცესის წარმოქმნა, ცხიმოვანი ქსოვილის ან კანის ნეკროზი) ან დაზიანდეს კანი.
გასათვალისწინებელია აღნიშნული რეკომენდაციები ზემოაღნიშნული გვერდითი ეფექტების შესახებ.
თუ შეგხვდებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ გამოგივლინდათ ანოტაციაში არსებული გვერდით ეფექტი, ან ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არაა აღნიშნული, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი ეფექტების შეტყობინება თქვენ ასევე შეგიძლიათ თურქული ფარმაკოზედამხედველობის ანგარიშების ცენტრთან (TÜFAM) „პრეპარატების გვერდითი ეფეექტების“ ნიშანზე დაკლიკვით ვებსაიტზე www.titck.gov.tr ან გვერდით ეფექტების შეტყობინების ხაზზე დარეკვით 0 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, რომლებიც ვლინდება, თქვენ ხელს უწყობთ მოცემულ პრეპარატზე უფრო მეტი უსაფრთხო ინფორმაციის მომარაგებას.
5. ფლექსოს შენახვის წესი
ფლექსო შეინახეთ ბავშვების მზერისა და მათგან მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25 ° C- ზე. დაიცავით იგი სინათლისაგან.
გამოიყენეთ მოქმედების ვადის შესაბამისად. არ გამოიყენოთ ფლექსო შეფუთვაზე არსებული ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი წამლები.
იგი გადაეცით შემგროვებელთა სისტემას, რომელიც ექვემდებარება გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს
ლიცენზიის მფლობელი:
Santa Farma İlaç San. A.Ş.
Okmeydanı, Boruçiçeği Sokak, No: 16 34382 Şişli-İSTANBUL
ტელ.: (+90 212) 220 64 00
ფაქსი:(+90 212) 222 57 59
მწარმოებელი:
Mefar İlaç Sanayii A.Ş.
Ramazanoğlu Mah. Ensar Cad. No.20
Kurtköy 34906 Pendik-İSTANBUL
ტელ.: (+90 216) 378 44 00
ფაქსი: (+90 216) 378 44 11
მეილი: [email protected]
გამოყენების ეს ინსტრუქცია დამტკიცდა 18/09/2013 წელს.
Santa Farma
1 ამპულა
1გ/2მლ
ფლექსო
1გ/2მლ ი.მ.
ამპულა საინექციო ხსნარით
ეტოფენამატი
სტერილური
ინიშნება ინტრამუსკულარულად
- · არ შეიძინოთ გახსნილი ან დაზიანებული კოლფი.
- · გამოყენებამდე გაეცანით ინსტრუქციას.
- · მიმართეთ ექიმს ნებისმიერი არასასურველი ეფექტის გამოვლინებისას.
- · შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25 ° C- ზე.
- · შეინახეთ ის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.
- · გაიცემა რეცეპტით
პრეპარატი არ გამოყენოთ ინატრუქციის წაუკითხავად, ავტომობილის მართვის დროს.
Santa Farma
1 ამპულა
1გ/2მლ
ფლექსო
1გ/2მლ ი.მ.
ამპულა საინექციო ხსნარით
ეტოფენამატი
სტერილური
ინიშნება ინტრამუსკულარულად
ფურმულაცია: 2მლ-ისათვის:1 გ ეტოფენამატი, ტრიგლიცერიდი როგორც დამხმარე ნივთიერება.
ლიცენზიის მფლობელი: Santa Farma İlaç San. A.Ş. Şişli-İSTANBUL
მწარმოებელი: Mefar İlaç Sanayii A.Ş. Pendik-İSTANBUL
ლიცენზიის ნომერი: 20.01.1997-181/11
2D კოდი
(01)
(21)
სერია:
ვადა:
ამპულა:
Santa Farma
1გ/2მლ
1გ/2მლ ი.მ.
ამპულა საინექციო ხსნარით
ეტოფენამატი
სტერილური
ინიშნება ინტრამუსკულარულად
Santa Farma İlaç San. A.Ş. Şişli-İSTANBUL
M.FA. 08
სერია:
ვადა:










