მენოსანი #60ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
Himalaya™
SINCE 1930
მენოსანი®
მენოსანის თითო ტაბლეტის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები:
ექსტრაქტები: აშოკა (Saraca indica) 130 მგ, სატაცური (Asparagus racemosus) 110 მგ.
ფხვნილები: Kukkutandatvak bhasma - 125 მგ, Zaharmohara bhasma - 125 მგ, Terminalia chebula - 110 მგ, Sida cordifolia - 105 მგ, ძირტკბილა (Glycyrrhiza glabra) - 100 მგ, აზიური ცენტელა (Centella asiatica) - 50 მგ.
დამუშავებულია არჯუნაში (Terminalia arjuna), Bombax malabaricum, Chlorophytum arundinaceum.
სამკურნალწამლო ფორმა: ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფები: სხვა თერაპევტული პროდუქტები. ფიტოესტროგენები მენოპაუზის სიმპტომების მართვისთვის.
მოქმედების არეალი
მენოსანი შეიცავს ფიტოესტროგენებს, რომლებიც მოქმედებს ესტროგენების რეცეპტორებზე დამოკიდებული მექანიზმების საშუალებით. მენოსანის შემადგენლობაში არსებული ფიტოესტროგენები უკავშირდება ესტროგენის რეცეპტორებს და ავლენს ესტროგენურ მოქმედებას. შესაბამისად, მენოსანი ხელს უწყობს მენოპაუზის დროს ვაზომოტორული და სხვა სიმპტომების შემსუბუქებას.
ჩვენება: კომპლექსურ თერაპიაში მენოპაუზის სიმპტომების მართვა და დისკომფორტის შემცირება ბუნებრივი და ქირურგიული მენოპაუზის დროს კომპლექსურ თერაპიაში.
უკუჩვენება: ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეების არსებობა.
დოზირება: 1 ტაბლეტი ორჯერ დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 12-18 თვეს.
მიღების წესი: პერორალურად.
სიფრთხილის ზომები: ქალები, რომლებსაც უტარდებათ ოპერაცია მკერდის კიბოს გამო და რომლებიც იღებენ ანტიესტროგენურ საშუალებებს ქიმიოთერაპიის შემადგენლობაში.
გვერდითი მოქმედება: არ არის აღნიშნული.
სამკურნალწამლო ურთიერთქმედება: არ არის აღნიშნული.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები: არადიაგნოსტირებული ვაგინალური სისხლდენა, ენდომეტრიული ჰიპერპლაზია და ენდომეტრიოზი.
არასასურველი მოქმედება: არ არის
მოქმედების ვადა: სამი წელი წარმოების დღიდან.
შენახვის პირობები: შეინახეთ გრილ, მშრალ, პირდაპირი მზის სხივებისგან დაცულ ადგილზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიწვდომელ ადგილას. არ გაყინოთ.
შეფუთვა: დაბეჭდილი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლებში 60 ტაბლეტი.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: The Himalaya Drug Company, ინდოეთი, ბენგალურუ 562 162, მაკალი
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: „შპს ტეტრადა ჯორჯია“, თბილისი,დიდუბე-ჩუღურეთი, სტანისლავსკის ქუჩა N5.
“ტეტრადა ჯორჯია” შპს. საქართველო, თბილისი, სტანისლავსკის ქუჩა #5,
ტელ: +995 032 2 15 85 75