გავისკონი duo200მლ სუსპ(თურქ)

გავისკონი duo200მლ სუსპ(თურქ)

8.34 ლარი 6.67 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტაციდური საშუალებები
ქვეყანა: ამერიკა
მწარმოებელი: რეკიტ ბენზიკერ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ალგინატი ნატრიუმის+კალიუმის ბიკარბონატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 126325
გააზიარე:

გევისკონი ორმაგი მოქმედება 200მლ

ჩვენება

კვების შემდეგ და ან ორსულობის დროს განვითარებული მჟავიანობის მომატების შედეგად განვითარებული დისკომფორტის ჩივილების სამკურნალოდ.

გევისკონი ორმაგი მოქმედების 500 მგ+ 213 მგ+ 325 მგ/10 მლ ორალური სუსპენზია

განკუთვნილია პირის გზით (ორალურად) მისაღებად.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები:
ნატრიუმის ალგინატი - 500 მგ/10 მლ,

ნატრიუმის ბიკარბონატი - 213მგ/10 მლ,

კალციუმის კარბონატი - 325 მგ/10მლ.

დამხმარე ნივთიერებებიკარბომერი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E216), ნატრიუმის საქარინი, ქსანტანის რეზინა, პიტნის არომატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და სუფთა წყალი.

1.ვისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის დახასიათებ და გამოყენება
გევისკონი ორმაგი მოქმედებით - ეს არის პიტნის არომატის სურნელის მქონე, კრემისფერი ფერის მასა, რომლის შენჯღრევისას მიიღება ჰომოგენური სუსპენზია.

სუსპენზიის თითოეული 10 მლ ერთჯერადი დოზის სახით შეიცავს შემდეგ მოქმედ ნივთიერებებს: 500 მგ ნატრიუმის ალგინატს, 213 მგ ნატრიუმის ბიკარბონატს და 325 მგ კალციუმის კარბონატს. სუსპენზია წარმოდგენილია 200 მლ მინის ბოთლში.

გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზია - კვების შემდეგ და ან ორსულობის დროს განვითარებული მჟავიანობის მომატების შედეგად განვითარებული დისკომფორტის/ჩივილების, პირის ღრუში მჟავიანობის შეგრძნების (მჟავის რეგურგიტაცია), კუჭის და ან მკერდის არეში წვის შეგრძნების,  კუჭის შიგთავსის საყლაპავში უკან დაბრუნებასთან (გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი) დაკავშირებული ჩივილების სამკურნალოდ გამოიყენება.

აღნიშნული წამალი ორი ანტაციდური და ერთი ალგინატური ნივთიერების კომბინაციისგან შედგება, წამლის მოქმედება სრულად ფიზიკური მოქმედებისაა.

გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის მიღების შემდეგ, სუსპენზია კუჭის წვენთან ურთიერთქმედებაში შედის, ამ ურთიერთქმედების შედეგად კი კუჭში მოძრავი ნეიტრალური pH-ის მქონე გელი წარმოიქმნება. აღნიშნულის წყალობით კუჭის მჟავე შიგთავსის საყლაპავში გადასვლა (გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი) მცირდება. მძიმე შემთხვევებში ეს გელი საყლაპავ მილში გადადის და კუჭის შიგთავსის საყლაპავის კედელთან კონტაქტს ხელს უშლის, ლორწოვანს გაღიზიანებისგან იცავს და გამოჯანმრთელებას უზრუნველყოფს.

გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზია კუჭის მჟავიანობის და ნაღვლის წვენის საყლაპავში რეფლუქსით განპირობებული ტკივილის, კუჭის წვენის რეფლუქსის დათრგუნვის და მჟავიანობის შემცირების მიზნით გამოიყენება.

2.გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის გამოყენებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია

გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზია არგამოიყენოთ ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

თუ, ამ წამლის შემადგენელი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა გაქვთ.

გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზია სიფრთხილით გამოიყენეთ ქვემოთ  მოცემული მდგომარეობის დროს:

ექიმმა მკურნალობის გეგემა სიფრთხილით უნდა შეადგინოს თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე  ვლინდება:
- თუ მარილის შეზღუდვის შემცველ დიეტაზე ხართ;
- თუ თირკმლების და ან გულის უკმარისობა გაქვთ და ან წარსულში გქონდათ (ზოგიერთი მარილი მსგავს მდგომარეობებზე შეიძლება ზემოქმედებას ახდენდეს);
- თუ კუჭში მჟავიანობის დონე ძალიან დაბალია (აღნიშნულ მდგომარეობაში წამლის მოქმედების ეფექტი შეიძლება შემცირდეს);
- თუ თირკმლების მძიმე უკმარისობა გაქვთ და ან სისხლში ფოსფატების დონე დაბალია (ჰიპოფოსფატემია);
- თუ შვიდი დღის შემდეგ დაავადების ნიშნები არ შემცირდება;
- თუ ღებინების და ან დიარეის გამომწვევი ნაწლავთა ინფექცია გაქვთ და ან თირკმლების უკმარისობაზე ეჭვის მქონე ბავშვებთან გამოყენება იგეგმება.
ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

პრეპარატის 20 მლ-იანი დოზა 10.06 მმოლ ნატრიუმს და 6.5 მმოლ კალციუმს შეიცავს. დიეტის გამო შეზღუდულ კვებაზე მყოფ ავადმყოფებმა, ამ წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის ექიმს უნდა მიმართონ.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ამ წამლის გამოყენება ექიმის კონსულტაციის გარეშე არ არის რეკომენდებული.

თუ აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში და ან ამჟამად ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.

წამლის საჭიროზე მეტი დროით გამოყენებას მოერიდეთ.

როგორც დანარჩენი ანტაციდების შემთხვევაში, გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიიის გამოყენებამ შეიძლება ძირითადი დაავადების, უფრო მძიმე სამედიცინო მდგომარეობების მასკირება განაპირობოს.

თუ აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში და ან ამჟამად ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.

გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

საკვებსა და სასმელთან ურთიერთქმედება არ ახასიათებს.

ორსულობა

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს და ან ფარმაცევტს.

გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზია  ორსულობის პერიოდში მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში მიიღეთ. ორსულობის პერიოდში გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის მიღება ხანგრძლივი პერიოდით, ექიმის მიერ დანიშნულ რაოდენობაზე მეტი დოზით და ან სხვა წამლებთან ერთად  არ არის რეკომენდირებული.

თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ,  სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს და ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს და ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვების პერიოდში ამ წამლის გამოყენება ნებადართულია.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზია ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე უარყოფითად არ მოქმედებს.

გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის  შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტი შეიცავს მეთილ პარაბენს (E218) და პროპილ პარაბენს (E216), რამაც შეიძლება ალერგიული რეაქციების (სავარაუდოდ, გვიანი ალერგიული რეაქცია) გამოვლინება განაპირობოს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

სხვა წამლებთან ერთად გამოყენებისას, გევისკონის და ან გამოყენებული სხვა წამლის მოქმედების ეფექტი შეიძლება შეიცვალოს. ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებსა და გევისკონის გამოყენებას შორის საჭიროა 2 საათიანი შუალედური ინტერვალის დაცვა.

-         ტეტრაციკლინები, ნორფლოქსაცინის მსგავსი ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები;

-         რკინის შემცველი წამლები;

-         პენიცილამინი (შარდში სპილენძის გამოყოფის მომატების განმაპირობებელი იონების შემაკავებელი);

-         კეტოკონაზოლი (სოკოვანი ინფექციის სამკურნალო),

-         ატენოლოლი, მეტოპროლოლი, პროპანოლოლის მსგავსი ბეტა-ბლოკერები და დიგოქსინი (გულის დაავადებების სამკრუნალოდ გამოიყენება);

-         ნეიროლეპტიკები (ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება);

-         გლუკოკორტიკოიდები;

-         ქლოროქინი (მალარიის სამკურნალოდ გამოიყენება);

-         ბიფოსფონატები (ძვლის დაშლის სამკურნალოდ გამოიყენება);

-         ესტრამუსტინი (პროსტატის ჯირკვლის სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება);

-         ანტიჰისტამინური საშუალებები (ალერგიის და ქავილის საწინააღმდეგო წამლები);

-         ლევოთიროქსინის შემცველი წამლების გევისკონთან ერთად მიღებისას, შეწოვის პროცესი ირღვევა, ამიტომ ამ ორ წამალს შორის ინტერვალი სულ ცოტა 4 საათი უნდა იყოს.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, აღნიშნულის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

3.გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის გამოყენების წესი

წამალი ყოველთვის ექიმის რეკომენდაცის შესაბამისად მიიღეთ. წამალი ყოველდღე, რეგულარულად გამოიყენეთ. თუ დარწმუნებული არა ხართ, კონსულტაციისთვის და გადამოწმებისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები

წამალი განკუთვნილია პირის გზით გამოყენებისთვის.  გამოყენებამდე სუსპენზია კარგად შეანჯღრიეთ.

ზრდასრულებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის დოზირება:

პრეპარატი მიიღება საკვების მიღების შემდეგ და დაწოლისას 10-20 მლ (2-4 დესერტის კოვზი). (დღეში ჯამურად 4 დოზა).

გამოყენების გზა და მეთოდი

წამალი, პირის გზით გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. გამოყენებამდე წამალი კარგად შეანჯღრიეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

ბავშვებშიგამოყენება

12 წლამდე ასაკის ბავშვებში, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად გამოიყენება.

ხანდაზმულებშიგამოყენება

ხანდაზმულებში დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები

თირკმლების / ღვიძლისუკმარისობა

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობა არ აღინიშნება.

თუ ფიქრობთ, რომ გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ

თუ გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ,

კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, წამლის არასასურველი გვერდითი ეფექტები და სიმძიმე შეიძლება მოიმატოს.

მოვლენები, რომელიც გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს

ექიმის კონსულტაციის გარეშე, მკურნალობა არ შეწყვიტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადების ნიშნები შეიძლება კვლავ გამოვლინდეს.

თუ გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის  გამოყენება დაგავიწყდათ

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

4.შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის   შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ, თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება:

სხეულის რომელიმე ნაწილში მზარდი სიწითლეების განვითარება;
ხელების, ფეხების, კოჭების, სახის და ტუჩების შეშუპება და ან განსაკუთრებით, პირის ღრუს და ან ხახის შეშუპება, რაც განაპირობებს სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებას.
ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის  მიმართ ალერგია გაქვთ, ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და/ან საავადმყოფოში დაწოლა.

ყველა ჩამოთვლილი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.

ძალიან ხშირი:10 პაციენტიდან სულ ცოტა 1 აპაციენტთან ვლინდება.

ხშირი: 10 პაციენტიდან 1 პაციენტთან შეიძლება გამოვლინდეს.

არახშირი: 100 პაციენტიდან 1 პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი: 1000 პაციენტიდან 1 პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10 000 პპაციენტიდან 1 პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

აცნობეთ ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება

(თუ წამლის რეკომენდებულ დოზაზე უფრო მეტს გამოიყენებთ):

უცნობი:
- ალკალოზი (სისხლში მჟავიანობის დაცემა), ჰიპერკალცემია (სისხლში კალციუმის რაოდენობის მომატება), მჟავიანობის დონის მომატება (საკვების მიღების შემდეგ კუჭის მჟავიანობის დონის მომატება);

- რძე-ტუტოვანი სინდრომი (რძის ჭარბი რაოდენობით და ხანგრძლივ მიღებასთან დაკავშირებული სისხლში კალციუმის რაოდენობის მომატება, მჟავიანობის დონის შემცირება, სისხლში აზოტის მომატება და თირკმლებში კალციუმის კენჭების ფორმირება). ყველა აღნიშნული ლაბორატორიული კვლევებით დასტურდება;

- ყაბზობა.

ყველა აღნიშნული გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის  მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.

გვერდი ეფექტების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და/ან ფარმაცევტს. გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და/ან ფარმაცევტს.

გევისკონი ორმაგი მოქმედების სუსპენზიის შენახვა 

გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზია შეინახეთ ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში.

შეინახეთ <30°C ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ და გრილ ადგილას.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.

მაცივარში არ შეინახოთ და/ან არ გაყინოთ.

ვადა გასული და/ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, არამედ ჩააბარეთ გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

გამოიყენეთ ვარგისობის ბოლო ვადის შესაბამისად.

მინის ბოთლის გახსნის შემდეგ, პრეპარატი გამოიყენებისთვის ვარგისია 6 თვის განმავლობაში.

 

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (70 აფთიაქი)

ავერსი 23
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2025-09-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2025-10-01
ავერსი 39
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2025-09-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2025-09-01
ავერსი 65
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2025-10-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ.
ვადა: 2025-09-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2025-09-01
ავერსი 157
შარტავას 4/6
ვადა: 2025-09-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2025-09-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2025-09-01
ავერსი 166
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2025-09-01
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2025-06-01
ავერსი 177
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2025-09-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2025-09-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2025-09-01
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2025-06-01
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2025-09-01
ავერსი 210
დავარის ქ. N41
ვადა: 2025-10-01

რეგიონი (125 აფთიაქი)

ახმეტა 1
რუსთაველის ქ. №68
ვადა: 2025-09-01
ახმეტა 2
ახმეტა, რუსთაველის ქუჩა
ვადა: 2025-09-01
გურჯაანი 1 (24სთ)
ნონეშვილის ქ. №25
ვადა: 2025-06-01
გურჯაანი 2
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2025-06-01
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახვევი ნონეშვილი 12
ვადა: 2025-09-01
კაჭრეთი
გურჯაანი სოფ კაჭრეთი
ვადა: 2025-09-01
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ. N1
ვადა: 2025-09-01
ჩუმლაყი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩუმლაყი
ვადა: 2025-09-01
თელავი 3 (24სთ)
ქ. თელავი, ალაზნის გამზ. N4ა
ვადა: 2025-09-01
თელავი 4
ვ. სეხნიაშვილის. №3
ვადა: 2025-06-01
თელავი 5
ქ. თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა 3გ
ვადა: 2025-09-01
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ ყარაჯალა
ვადა: 2025-09-01
თელავი 6
ვახტანგ სეხნიაშვილის ქ.N10
ვადა: 2025-10-01
იორმუღანლო
სოფელი იორმუღანლო
ვადა: 2025-09-01
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ. №2
ვადა: 2025-09-01
ლაგოდეხი 2 (24სთ)
ზაქათალას ქ. (ბაზრის მიმდებარედ)
ვადა: 2025-10-01
საგარეჯო 1
აღმაშენებლის №14
ვადა: 2025-10-01
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2025-06-01
ყვარელი (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2025-06-01
ყვარელი 3
ყვარელი ჭავჭავაძის 95
ვადა: 2025-06-01
ყვარელი 4
ქ. ყვარლი, ჭავჭავაძის ქ. N122
ვადა: 2025-09-01
ახალსოფელი
ყვარლის რნ სოფ ახალსოფელი
ვადა: 2025-09-01
წნორი (24სთ)
თავისუფლების ქ.№2
ვადა: 2025-09-01
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
ვადა: 2025-09-01
ბოლნისი 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №117
ვადა: 2025-06-01
ბოლნისი 2
სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165 / სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165ა
ვადა: 2025-09-01
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2025-09-01
დმანისი
წმინდა ნინოს ქ, №37
ვადა: 2025-09-01
გამარჯვება 1
გარდაბნის რ–ნი გამარჯვება
ვადა: 2025-09-01
წალკა 1
ქ. წალკა, არისტოტელეს ქ. N2
ვადა: 2032-04-01
თეთრიწყარო 1
ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N1
ვადა: 2025-09-01
მარნეული 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №58
ვადა: 2025-09-01
მარნეული 2 (24სთ)
26 მაისის ქ.
ვადა: 2025-06-01
მარნეული 3
რუსთაველის ქ. №5 ა
ვადა: 2025-10-01
მარნეული 4
მარნეული, შ. რუსთაველის ქ. N78
ვადა: 2025-06-01
სადახლო
მარნეული სოფ სადახლო
ვადა: 2025-09-01
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ. №10
ვადა: 2025-06-01
რუსთავი 2 (24სთ)
კოსტავას ქ. №15
ვადა: 2025-09-01
რუსთავი 3 (24სთ)
მესხიშვილის ქ. №3ა
ვადა: 2025-10-01
რუსთავი 4
ქ.რუსთავი მე-19 მკრ. კორპ N11
ვადა: 2025-09-01
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ. N61 (შარტავას გამზ N17)
ვადა: 2025-09-01
რუსთავი 7
ქ. რუსთავი პავლე თოდრიას ქN5
ვადა: 2025-09-01
მარტყოფი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი
ვადა: 2025-06-01
რუსთავი 8
ქ.რუსთავი მეგობრობის გამზირი N18
ვადა: 2025-06-01
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ. N4
ვადა: 2025-09-01
ვანი
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2025-10-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2025-09-01
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2025-10-01
ზესტაფონი 5
აღმაშენებლის ქ. №43
ვადა: 2025-09-01
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2025-06-01
ზესტაფონი 7
დავით აღმაშენებლის ქ. #85
ვადა: 2025-09-01
თერჯოლა 1 (24სთ)
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2025-09-01
თერჯოლა 2
ქ.თერჯოლა,რუსთაველის 78
ვადა: 2025-09-01
სამტრედია 1 (24სთ)
რესპუბლიკის №2
ვადა: 2025-09-01
საჩხერე 3
ივანე გომართელის ქ.2ა
ვადა: 2025-09-01
ტყიბული
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2025-09-01
ქუთაისი 1
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2025-09-01
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2025-09-01
ქუთაისი 4 (24სთ)
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2025-09-01
ქუთაისი 5 (24სთ)
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2025-06-01
ქუთაისი 6 (24სთ)
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2025-09-01
ქუთაისი 8
ავტომშენებლის №34
ვადა: 2025-06-01
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2025-09-01
ქუთაისი 14
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2025-09-01
ქუთაისი 15 (24სთ)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2025-06-01
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2025-09-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2025-09-01
ქუთაისი 21
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2025-09-01
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2025-06-01
ქუთაისი 23
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2025-09-01
ქუთაისი 24
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2025-06-01
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2025-09-01
წყალტუბო 1 (24სთ)
იმერეთის მოედანი ბაზრობის მიმდ.ტერიტორია
ვადა: 2025-06-01
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2025-09-01
ჭიათურა 2 (24სთ)
აბაშიძის ქ. №3
ვადა: 2025-09-01
ჭიათურა 3
იაშვილის ქ. №4
ვადა: 2025-09-01
ჭიათურა 4
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2025-09-01
ხონი
თავისუფლების მოედანი
ვადა: 2025-06-01
აბაშა (24სთ)
თავისუფლების ქ. №50
ვადა: 2025-09-01
ზუგდიდი 1
კიტიას ქ. №7
ვადა: 2025-09-01
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ. №91
ვადა: 2025-06-01
ზუგდიდი 3 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №23
ვადა: 2025-06-01
ზუგდიდი 4 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №36
ვადა: 2025-09-01
ზუგდიდი 5 (24სთ)
რუსთაველის ქ. №99
ვადა: 2025-06-01
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ. №18
ვადა: 2025-09-01
ზუგდიდი 7 (24სთ)
ზუგდიდი კ.გამსახურდიას 219
ვადა: 2025-09-01
მარტვილი 1 (24სთ)
თავისუფლების ქ. №16
ვადა: 2025-09-01
მესტია
სეტის მოედანი №12
ვადა: 2025-09-01
სენაკი 1 (24სთ)
რუსთაველის №172
ვადა: 2025-09-01
სენაკი 2 (24სთ)
რუსთაველის №110
ვადა: 2025-09-01
სენაკი 3
ჭავჭავაძის №87
ვადა: 2025-09-01
ფოთი 1 (24სთ)
რუსთაველის რკალი №24
ვადა: 2025-09-01
ჩხოროწყუ 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2025-09-01
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ. N 3/5
ვადა: 2025-09-01
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ. №5
ვადა: 2025-09-01
ჯვარი
ლემონჯავას (ყოფილი ჯიქიას) ქ.№13
ვადა: 2025-06-01