არგიკარნი ფორტე 100მლ ორ/ხსნ
გააზიარე:
არგიკარნი ფორტე 100მლ, სითხე
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანაბოლური საშუალებები
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ჰონორ
ჯენერიკი : L-Arginin + L-Carnitin
ხსნარის ყოველი 5მლ შეიცავს : 2000 მგ L- carnitine და 2000მგ L- arginine
არგიკარნ ფორტე - Argicarn Forte - წარმოადგენს არგინინის და L კარნიტინის ნარევს
ლ -არგინინი წარმოადგენს ამინო მჟავას, რომელიც აუცილებელია ცილების სინთეზისთვის.
ლ -არგინინის 3 მნიშვნელოვანი როლი , მონაწილეობს : კუნთოვანი მასის განვითარებაში. ენდოგენური აზოტის ოქსიდის წარმოქმნაში, სპერმატოზოიდის წარმოქმნაში შედეგად :
- აფართოებს სისხლძარღვებს, გულის იშემიური დაავადებისა და ათეროსკლეროზის დროს.
- აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, ქსოვილებსა და უჯრედებში საკვები ნივთიერებების და საშენი მასალის მიწოდებას, მათ შორის, თმის ღეროს ძირებში.
- ხელს უწყობს კარგი ხარისხის სპერმატოზოიდების წარმოქმნას.
- ეხმარება ორგანიზმს სისხლის მიმოქცევის დარეგულირებაში.
- ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას და დამწვრობის მოშუშებას.
- მოზარდებში აუმჯობესებს ზრდის ჰორმონის წარმოქმნას.
L-კარნიტინი ვიტამინების მსგავსი ბუნებრივი ნივთიერებაა. ის მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში, გადააქვს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში, სადაც განიცდიან β-დაჟანგვას, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია (ატფ-ის სახით).
L- კარნიტინი : აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს მჟავა-ტუტოვან წონასწორობას. თრგუნავს კეტოსხეულების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს.
ü ამცირებს რძემჟავა აციდოზის ხარისხს, ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი. უმჯობესდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგიის გამომუშავება, ამტანობა მძიმე ფიზიკური დატვირთვისადმი
ü მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გულის კუნთის კუმშვადობას და მის ენერგომომარაგებას.
ü ხელს უწყობს გლიკოგენის მარაგის გაზრდას ღვიძლში.
ü თიროქსინის მიმართ ანტაგონისტური მოქმედებით აწესრიგებს ჰიპერთირეოზის დროს მომატებულ ძირითად ცვლას.
ü ანელებს ცილოვანი და ნახშირწყლოვანი მოლეკულების კატაბოლიზმს.
ü მცირდება სხეულის ჭარბი წონა და ქვეითდება ცხიმების შემცველობა კუნთებში.
ü ავლენს ნეიროტროპულ მოქმედებას, ამუხრუჭებს აპოფტოზის განვითარებას, შემოფარგლავს დაზიანებულ ზონას, აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას.
ü ლ-კარნიტინი აუმჯობესებს სუსტ და დღენაკლი ბავშვების ფიზიკურ განვითარებას.
ჩვენება :
- ასთენიური სინდრომი, რომელიც ვლინდება ვირუსული ინფექციის, გონებრივი და ფიზიკური გადაღლის დროს.
- ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, ქრონიკული დაღლილობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება.
- გულის უკმარისობა, მიოკარდიტი, გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია, პოსტინფარქტული მდგომარეობა, კარდიომიოპათია.
- სხეულის მასის დეფიციტი და ზრდაში შეფერხება ბავშვთა ასაკში და მოზარდებში 16 წლამდე.
- ანორექსია, ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი, ქრონიკული პანკრეატიტი, ღვიძლის დაავადებები.
- თირკმლის ქრონიკული უკმარისობა , ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფები.
- თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი .
- მამაკაცთა უშვილობა (ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია).
- თმის ცვენა, ალოპეცია.
- ლიპომების და მილიუმების პროფილაქტიკა და თერაპია
არგიკარნ ფორტე:
მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ბავშვებში : 1წლამდე ¼ (1.25 მლ ) 1 დღეში
1-6 წლამდე ¼- ½ საზომი კოვზის (1.25-2.5 მლ ) დღეში
6-12 წალმდე ½ საზომი კოვზი (2.5 მლ) დღეში
12- 16 წლამდე ½ -1 კოვზი (2,5 – 5 მლ) დღეში
16 წლიდან და მოზრდილებში - 1 კოვზი (5მლ) სითხე 1ან 2 ჯერ დღეში
წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალ კომპონენტებზე.
გარეგნული სახე და შეფუთვა: #100 მლ ფლაკონი , კოვზი დოზიმეტრით
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: ჰონორ ფარმა , თურქეთი