სინუპრეტ ფორტე #20ტ(თურქ)

სინუპრეტ ფორტე #20ტ(თურქ)

36.00 ლარი
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: ბიონორიკა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 126123
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

ბიონორიკა®

სინუპრეტი® ფორტე შემოგარსული ტაბლეტი

მიიღება პერორალურად.

ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.

ეს სამკურნალო პრეპარატი იყიდება რეცეპტის გარეშე. ამასთანავე საუკეთესო შედეგის მისაღებად სინუპრეტი® ფორტე უნდა გამოიყენოთ სიფრთხილის დაცვით.

  • · თუ ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ თქვენ იყენებთ ამ პრეპარატს.
  • · თუ გესაჭიროებათ დამატებითი ინფორმაცია ან რეკომენდაცია, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • · თუ 7-14 დღის შემდეგ სიმპტომები დამძიმდება ან არ განიკურნება, უნდა მიმართოთ ექიმს.

ამ ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:

1. რა არის სინუპრეტი® ფორტე და რისთვის გამოიყენება

2. სინუპრეტი® ფორტეს გამოყენების დაწყებამდე

3. როგორ გამოიყენება სინუპრეტი® ფორტე

4. მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები

5. სინუპრეტი® ფორტეს შენახვა

6. სხვა ინფორმაცია

აქტიური ნივთიერება:Verbena Officinalis L. (სამკურნალო ვერბენა, ცოცხანა) ფხვნილი 36 მგ, Gentana lutea L. (მწვანე ნაღველა) ფესვის ფხვნილი 12 მგ, Rumicis herba (მჟაუნა) ფოთლის და ფესვის ფხვნილი 36 მგ, Sambucus nigra L. (დიდგულა) ყვავილის ფხვნილი 36 მგ, Primulae flos (ფურისულა) ყვავილის ფხვნილი (ჯამის ფოთოლთან ერთად) 36 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: დექსტრინი, ეუდრაგიტი E12.5, ჟელატინი (თევზისგან მიღებული ჟელატინი), თხევადი გლუკოზა, კარტოფილის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მსუბუქი მაგნიუმის ოქსიდი, მონტან-გლიკოლის ცვილი, რაფინირებული აბუსალათინის ზეთი, საქაროზა, შელაკი (ლაქის ცრუფარიანასგან (Kerria lacca) მიღებული შელაკი), სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, სორბიტოლი, სტეარინმჟავა, ტალკი, რიბოფლავინი (E 101), ინდიგოკარმინი, E 132 - ალუმინის მარილი, ქლოროფილ A - სპილენძის კომპლექსი ტრინატრიუმის მარილი (E 141), კალციუმის კარბონატი (E 170), ტიტანის დიოქსიდი (E 171)

ლიცენზიის მფლობელი: სს ბიონორიკა ილაჩ თიჯარეთ

ქავაქიჯის უბანი რუჰი ესმერის ქუჩა ნართ პლაზა აპტ. №:1/1 34810 ბეიქოზი/სტამბოლი

წარმოების ადგილი: ბიონორიკა სე/გერმანიისთვის - როტენდორფ ფარმა გმბჰ

ოსტენფელდერ-შტრასსე 51-61 59320 ენიგერლო / გერმანია

1. რა არის სინუპრეტი® ფორტე და რისთვის გამოიყენება

სინუპრეტი® ფორტე არის მცენარეული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება პარანაზალური სინუსების მწვავე და ქრონიკული ანთების სამკურნალოდ.

სინუპრეტი® ფორტე არის სწორი ზედაპირის მქონე, მწვანე, მრგვალი, ორმხრივად ამობურცული, შემოგარსული ტაბლეტი. წარმოდგენილია კოლოფებში, რომელშიც მოთავსებულია 20, 50 ან 100 შემოგარსული ტაბლეტი პვქ/პვდქ ბლისტერის შეფუთვაში.

დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ლაქის ცრუფარიანასგან (Kerria lacca) მიღებულ შელაკს და თევზისგან მიღებულ ჟელატინს.

2. სინუპრეტი® ფორტეს გამოყენების დაწყებამდე

ინფორმაცია ჩვილ ბავშვებში, ბავშვებში ან მოზდილებში სინუპრეტი® ფორტეს გამოყენების შესახებ

სინუპრეტი® ფორტე გამოიყენება მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში. არ შეიძლება სინუპრეტი® ფორტეს გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და ჩვილებში, რადგანაც არ არსებობს საკმარისი მონაცემები 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებასთან დაკავშირებით.

არ გამოიყენოთ სინუპრეტი® ფორტე შემდეგ შემთხვევებში:

თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (თუ გაქვთ ალერგია) აქტიური ნივთიერებების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში სინუპრეტი® ფორტე გამოიყენეთ განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით:

თუ ჩივილები გაგრძელდება 7-14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ან პერიოდულად გამოვლინდება, დაუკავშირდით ექიმს. კუჭის მგრძნობელობის ან კუჭის დაავადების მქონე პაციენტებში გამოიყენება სიფრთხილის დაცვით. უნდა მიიღოთ ერთი ჭიქა წყლით, უმჯობესია ჭამის შემდეგ.

სინუპრეტი® ფორტეს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად, რომელმაც შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს პრეპარატის ეფექტზე

არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია სინუპრეტი® ფორტეს საკვებთან და სასმელთან ერთად მიღებასთან დაკავშირებით.

ორსულობა

ამ სამედიცინო პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულ ქალებში სინუპრეტი® ფორტეს გამოყენებასთან დაკავშირებით, რის გამოც ორსულობის დროს სინუპრეტი® ფორტეს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმის კონტროლით შეფასდება რისკისა და სარგებელის შეფარდება.

თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლაქტაცია

ამ სამედიცინო პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ არსებობს საკმარისი მონაცემები ლაქტაციის პერიოდში სინუპრეტი® ფორტეს გამოყენებასთან დაკავშირებით, რის გამოც არ შეიძლება მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.

სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა:

სინუპრეტი® ფორტე არ ზემოქმედებს სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სინუპრეტი® ფორტეს შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ:

სინუპრეტი® ფორტე შეიცავს შაქრებს - გლუკოზას, ლაქტოზას, საქაროზას და სორბიტოლს. თუ ადრე ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

სინუპრეტი® ფორტესთან ერთად სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება

არ არსებობს კვლევა სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ. თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე პრეპარატს დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

3. როგორ გამოიყენება სინუპრეტი® ფორტე?

სინუპრეტი® ფორტეს გამოყენებისას ყოველთვის ზუსტად დაიცავით თქვენი ექიმის მითითებები. თუ არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული სხვაგვარად, მოზრდილებისთვის და 12 წლის და მეტი ასაკის მოზარდებისთვის დღიური დოზაა დღეში 3-ჯერ 1 შემოგარსული ტაბლეტი.

თუ თვლით, რომ სინუპრეტი® ფორტეს მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სინუპრეტი® ფორტე ჩაყლაპეთ დიდი რაოდენობით წყლით, დაღეჭვის გარეშე, დღეში 3-ჯერ (დილით, შუადღეს, საღამოს). სინუპრეტი® ფორტეს მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან ცალკე. პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ კუჭის მგრძნობელობა, რეკომენდებულია ჭამის შემდეგ მიღება.

თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული, მკურნალობის ვადაა 7-14 დღე. თუ არ იქნება რაიმე სახის გაუმჯობესება, გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

თუ სინუპრეტი® ფორტე გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით:

თუ სინუპრეტი® ფორტე გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ სინუპრეტი® ფორტეს მიღება:

დავიწყებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

სინუპრეტი® ფორტეთი მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქცია:

სინუპრეტი® ფორტეთი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ არ არის მოსალოდნელი რაიმე სახის საზიანო ზემოქმედება.

4. მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები?

სხვა პრეპარატების მსგავსად, სინუპრეტი® ფორტეს შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები.

სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყარის დაავადებები :

იშვიათად: სასუნთქი გზების შევიწროებასთან ერთად (ანგიოედემა) ტუჩების, ენის, ყელის და/ან ხორხის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, სახის შეშუპება.

კუჭ-ნაწლავის დაავადებები :

არახშირი: კუჭის ტკივილი, გულისრევა.

კანის და კანქვეშა ქსოვლების დაავადებები :

იშვიათად: კანზე გამონაყარი, სიწითლე, ქავილი.

თუ გამოვლინდება ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები ან სხვა გვერდითი რეაქციები, შეწყვიტეთ სინუპრეტი® ფორტეს გამოყენება და კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. სინუპრეტი® ფორტეს შენახვა

სინუპრეტი® ფორტე შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საკუთარ შეფუთვაში. შეინახეთ არაუმეტეს 25 0C ოთახის ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ სინუპრეტი® ფორტე, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.

არ გამოიყენოთ სინუპრეტი® ფორტე შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის შემდეგ.

ამ სამედიცინო პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ ლიცენზიის მფლობელს.

6. სხვა ინფორმაცია

ლიცენზიის მფლობელი: სს ბიონორიკა ილაჩ თიჯარეთ

ქავაქიჯის უბანი რუჰი ესმერის ქუჩა ნართ პლაზა აპტ. №:1/1 34810 ბეიქოზი/სტამბოლი

ტელეფონი: 0216 227 41 45

ფაქსი: 0216 693 15 46

წარმოების ადგილი: ბიონორიკა სე/გერმანიისთვის - როტენდორფ ფარმა გმბჰ

ოსტენფელდერ-შტრასსე 51-61 59320 ენიგერლო, გერმანია

7. წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის ბოლო დამტკიცების თარიღი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 30.05.2018 წელს.

8. გაფრთხილება სინუპრეტი® ფორტეს მხოლოდ აფთიაქებში რეალიზაციის შესახებ

იყიდება მხოლოდ აფთიაქებში.

1931602 TR

ბიონორიკა®