ფენისტილი 0,1% 30გ გელი(თურქ)

ფენისტილი 0,1% 30გ გელი(თურქ)

12.40 ლარი 9.77 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: სანოფი ილაჩ სან ვე
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დიმეთინდენი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 126094
გააზიარე:

ჰალეონი

გამოყენების ინსტრუქცია

ფენისტილი 0,1% გელი

განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის.

  • აქტიური ნივთიერება : 1 გრამი გელი შეიცავს 1 მგ დიმეტინდენის მალეატს.
  • დამხმარე ნივთიერებები : ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეტატი, კარბომერი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ისთვის), გაწმენდილი წყალი

სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • · შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.
  • · დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
  • · ეს პრეპარატი დანიშნულია ინდივიდუალურად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს.
  • · თუ ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ თქვენ იყენებთ ამ პრეპარატს.
  • · ზუსტად დაიცავით ამ ინსტრუქციაში მითითებული წესები. თქვენთვის რეკომენდებული დოზის გარდა არ გამოიყენოთ პრეპარატი უფრო მაღალი ან დაბალი დოზით.

ამ ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:

1. რა არის ფენისტილი და რისთვის გამოიყენება?

2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ფენისტილის გამოყენებამდე

3. როგორ გამოიყენება ფენისტილი?

4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?

5. ფენისტილის შენახვა

1. რა არის ფენისტილი და რისთვის გამოიყენება?

  • · ფენისტილი არის უფერო და უსუნო, გელის ფორმის პრეპარატი, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 0.1% დიმეტინდენის მალეატს (1 მგ/გ).
  • · ფენისტილი განეკუთვნება ტოპიკალური ანტიჰისტამინური პრეპარატების ჯგუფს და იგი აქრობს კანის ალერგიული რეაქციებით და სხვა მიზეზებით წარმოქმნილ ქავილს. კანზე წასმისას რამდენიმე წუთში აქრობს ქავილს და გაღიზიანებას.
  • · ფენისტილი წარმოდგენილია 30 გრამიან ტუბებში.
  • · ფენისტილი გამოიყენება:
    • o კანის არაანთებითი დაავადებების (დერმატოზი) გამო წარმოქმნილი ქავილის,
    • o გამონაყარის (ურტიკარია),
    • o მწერის ნაკბენის,
    • o მზის დამწვრობის და ზედაპირული მსუბუქი დამწვრობის დროს.

2. საკითხები, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს ფენისტილის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ფენისტილი შემდეგ შემთხვევებში

  • · თუ გაქვთ ალერგია დიმეტინდენის მალეატზე ან ფენისტილის შემადგენელ რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე (იხილეთ დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი)
  • · არ გამოიყენოთ ფენისტილი ჩვილებში და პატარა ბავშვებში კანის ფართო მიდამოზე, განსაკუთრებით აქერცვლის ან ანთების შემთხვევაში.

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ფენისტილი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით

  • · მიდამო, რომელზეც გამოყენებული იქნა ფენისტილი, დიდი ხნის განმავლობაში არ უნდა იყოს მზის ზემოქმედების ქვეშ.
  • · თუ გაქვთ ძალიან სერიოზული ქავილი და/ან ფართო მიდამოს დაზიანება, ფენისტილის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან, თუ ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.

ფენისტილის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად:

გამოყენების მეთოდის თვალსაზრისით ფენისტილს არ ახასიათებს საკვებსა და სასმელთან ურთიერთქმედება.

ორსულობა

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

  • · თუ ორსულად ხართ, არ წაისვათ ფენისტილი კანის ფართო მიდამოზე, განსაკუთრებით კანის აქერცვლის ან ანთების შემთხვევაში.

თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

  • · თუ ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, არ წაისვათ ფენისტილი კანის ფართო მიდამოზე, განსაკუთრებით აქერცვლის ან ანთების შემთხვევაში.
  • · არ წაისვათ ფენისტილი ძუძუს თავებზე.

სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა

ფენისტილი არ ზემოქმედებს სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფენისტილის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ფენისტილი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რის გამოც შესაძლებელია გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

ფენისტილი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რის გამოც შესაძლებელია გამოიწვიოს კანის რეაქციები, როგორიცაა გაღიზიანება.

თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

3. როგორ გამოიყენება ფენისტილი?

ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:

თუ ექიმის მიერ არ იქნა რეკომენდებული სხვა სახით, გამოიყენეთ დღეში 2-4-ჯერ. თუ ჩივილებთან დაკავშირებით გაუმჯობესება არ მოხდება ერთი კვირის განმავლობაში, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

ორსულობის პირველი ტრიმესტრის შემდეგ თუ კანი გათხელებულია, დაჭიმულია ან არის ანთება, არ წაისვათ - გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით.

გამოყენების გზა და მეთოდი:

წაისვით ფენისტილი კანის დაავადებულ მიდამოზე.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები :

ბავშვებში გამოყენება :

არ გამოიყენოთ ჩვილებში და პატარა ბავშვებში კანის ფართო მიდამოზე, განსაკუთრებით აქერცვლის ან ანთების შემთხვევაში.

გამოყენების სპეციალური პირობები:

არ არსებობს გამოყენების სპეციალური პირობები.

თუ თვლით, რომ ფენისტილის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ფენისტილი გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით:

თუ ფენისტილს გამოიყენებთ საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ფენისტილის გამოყენება:

გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა.

ფენისტილით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქცია

არ არსებობს.

4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?

სხვა პრეპარატების მსგავსად, ფენისტილის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები. მოსალოდნელ გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით გამოყენებულია შემდეგი ტერმინები და სიხშირის ხარისხი:

ძალიან ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.

ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.

არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.

უცნობია: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.

კანის და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები

უცნობია: კანის მსუბუქი სიმშრალე, მსუბუქი წვის შეგრძნება

უცნობია: კანის ალერგიული რეაქციები

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. ფენისტილის შენახვა

ფენისტილი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, თავის შეფუთვაში.

შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.

არ გამოიყენოთ ფენისტილი ეტიკეტზე ან შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ფენისტილი, თუ შენიშნავთ დაზიანებას პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი: სს ჰალეონ თუქეთიჯი საღლიი

შიშლი/სტამბოლი

წარმოების ადგილი: სს სანოფი ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ

ლულებურგაზი - ქირქლარელი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 22.05.2019 წელს.

DO 02

907099

148x240