კანდიფიქსი 150მგ #1კაფს

კანდიფიქსი 150მგ #1კაფს

7.77 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მონოკომპონენტური პრეპარატები
ქვეყანა: ესპანეთი
მწარმოებელი: არაფარმა გრუპ ესპანეთი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ფლუკონაზოლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 126043
გააზიარე:

კანდიფიქსი 150 მგ

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ფლუკონაზოლი.

თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 150 მგ ფლუკონაზოლს.

სხვა კომპონენტები (დამხმარე ნივთიერებები):

კაფსულის შემცველობა: ლაქტოზას მონოჰიდრატი (ლაქტოზა), პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი (სიმინდის სახამებელი), მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი და ნატრიუმის ლაურილ სულფატი.

კაფსულის შემადგენლობა: ჟელატინი და ტიტანის დიოქსიდი (E171).

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები.

გამოყენება

კანდიფიქსი გამოიყენება სოკოებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სოკოვანი ინფექციის თავიდან ასაცილებლად. სოკოვანი ინფექციების ყველაზე გავრცელებული მიზეზია საფუარა სოკო, სახელწოდებით კანდიდა.

ჩვენებები

მოზრდილები

შემდეგი სახის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:

- კრიპტოკოკული მენინგიტი - თავის ტვინის სოკოვანი ინფექცია;

 - კოქციდიოიდომიკოზი - ბრონქოპულმონარული სისტემის სოკოვანი დაავადება;

- კანდიდური წარმოშობის ინფექციები, რომლებიც გვხვდება სისხლში, სხეულის სხვადასხვა ორგანოებში (მაგ. გული, ფილტვები) ან საშარდე გზებში;

- ლორწოვანი გარსის კანდიდოზი - ინფექცია, რომელიც აზიანებს პირის ღრუს, ყელის ლორწოვან გარსს, ან იწვევს კბილის პროთეზის ტარებით განპირობებულ ინფექციებს;

- გენიტალური კანდიდოზი - საშოს ან პენისის სოკოვანი ინფექცია;

 - კანის ინფექციები - მაგ, ათლეტური ტერფი, დერმატოფიტია, საზარდულის ეპიდერმოფიტია, ფრჩხილის ინფექცია.

ასევე  შესაძლებელია  კანდიფიქსის გამოყენება შემდეგი მიზნით:

- კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკა;

- ლორწოვანი გარსის კანდიდოზის  რეციდივის პროფილაქტიკა;

- კანდიდური წარმოშობის ვაგინალური კანდიდოზის რეციდივის შემცირება;

- კანდიდური წარმოშობის ინფექციების გავრცელების პრევენცია (თუ იმუნური სისტემა სუსტია და სათანადოდ არ ფუნქციონირებს).

ბავშვები და მოზარდები (0-დან 17 წლამდე )

მედიკამენტი გამოიყენება შემდეგი სახის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:

- ლორწოვანი გარსის  კანდიდოზი - ინფექცია, რომელიც აზიანებს პირის ღრუს, ყელის ლორწოვან გარსს;

- კანდიდური წარმოშობის ინფექციები, რომლებიც გვხვდება სისხლში, სხეულის სხვადასხვა ორგანოებში (მაგ, გული, ფილტვები) ან საშარდე გზებში;

- კრიპტოკოკული მენინგიტი - თავის ტვინის სოკოვანი ინფექცია.

კანდიფიქსის გამოყენება ასევე  შესაძლებელია შემდეგი მიზნით:

-  კანდიდური წარმოშობის ინფექციების გავრცელების პრევენცია (თუ იმუნური სისტემა სუსტია და სათანადოდ არ ფუნქციონირებს);

- კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პრევენცია.

უკუჩვენებები

-  თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარე) ფლუკონაზოლის, სოკოვანი ინფექციების სამკურნალო სხვა მედიკამენტების, ან კანდიფიქსის ნებისმიერ სხვა კომპონენტის მიმართ. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ქავილს, კანის სიწითლეს ან სუნთქვის გაძნელებას;

- თუ პაციენტი იღებს ასტემიზოლს, ტერფენადინს (ალერგიის სამკურნალო ანტიჰისტამინური საშუალებები);

- თუ პაციენტი იღებს ცისაპრიდს (საფაღარათო საშუალება);

- თუ პაციენტი იღებს პიმოზიდს (ფსიქიკური აშლილობის სამკურნალო საშუალება);

- თუ პაციენტი იღებს ქინიდინს (გულის არითმიის სამკურნალო საშუალება);

- თუ პაციენტი იღებს ერითრომიცინს (ანტიბიოტიკი).

სიფრთხილით გამოიყენება

- ღვიძლის ან თირკმელების პრობლემებისას;

- გულის დაავადების, მათ შორის არითმიის დროს;

- სისხლში  კალიუმის, კალციუმის ან მაგნიუმის შემცველობის დარღვევისას;

- კანის დაავადებების დროს (გამოიხატება ქავილით, კანის სიწითლით ან სუნთქვის გაძნელებით).

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს, თუ იღებს ასტემიზოლს, ტერფენადინს (ანტიჰისტამინური საშუალება, რომელიც გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ), ცისაპრიდს (საფაღარათო საშუალება), პიმოზიდს (ფსიქიკური აშლილობის სამკურნალო საშუალება), ქინიდინს (არითმიის სამკურნალო საშუალება) ან ერითრომიცინს (ანტიბიოტიკი), რადგანაც კანდიფიქსთან ერთად მათი მიღება არ შეიძლება (იხილეთ უკუჩვენებები).

გარკვეული მედიკამენტები ურთიერთქმედებს კანდიფიქსთან.

შესაბამისად, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს, თუ ღებულობს რომელიმე შემდეგ პრეპარატს:

- რიფამპიცინი ან რიფაბუტინი (ანტიბიოტიკები);

- ალფენტანილი, ფენტანილი (ანესთეზიური საშუალებები);

- ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი (ანტიდეპრესანტები);

- ამფოტერიცინი B, ვორიკონაზოლი (ანტიფუნგალური);

- სისხლის გამათხელებელი საშუალებები, თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად (ვარფარინი ან სხვა მსგავსი მედიკამენტები);

- ბენზოდიაზეპინები (მიდაზოლამი, ტრიაზოლამი ან მსგავსი მედიკამენტები) საძილე საშუალებები;

- კარბამაზეპინი, ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები);

- ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი, ფელოდიპინი და ლოზარტანი (არტერიული ჰიპერტენზიის  სამკურნალო საშუალებები);

- ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი ან ტაკროლიმუსი (ტრანსპლანტანტის მიუღებლობის პრევენციის სამკურნალო საშუალებები);

- ციკლოსფოსფამიდი, გველის სუროს ალკალოიდები (ვინკრისტინი, ვინბლასტინი და სხვა მსგავსი მედიკამენტები), რომლებიც გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ;

- ჰალოფანტრინი (მალარიის სამკურნალოდ);

- სტატინები (ატორვასტატინი, სიმვასტატინი, ფლუვასტატინი ან სხვა მსგავსი ჯგუფი), რომლებიც გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის დონის ნორმალიზებისათვის;

- მეტადონი (ტკივილის შესამცირებლად);

- ცელეკოქსიბი, ფლურბიპროფენი, ნაპროქსენი, იბუპროფენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტები);

- ორალური კონტრაცეპტივები;

- პრედნიზოლონი (კორტიკოსტეროიდი);

- ზიდოვუდინი; საქვინავირი (HIV-ინფექციის სამკურნალო);

- დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გილპიზიდი ან ტოლბუტამიდი;

- თეოფილინი (ასთმის სამკურნალო საშუალება);

- ვიტამინი A (საკვები დანამატი);

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობს ან ახლო წარსულში იღებდა  სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს.

კანდიფიქსის  მიღება საკვებთან და სასმელთან  ერთად

კანდიფიქსის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. 

ორსულობა და  ლაქტაცია

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ არის  ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობს, რომ არის ორსულად ან აპირებს დაორსულებას. კანდიფიქსი არ მიიღება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექიმის დანიშნულებით ხდება გამოყენება.

კვლევამ აჩვენა სპონტანური აბორტის გაზრდილი რისკი იმ ქალებში, რომლებიც ორსულობის პირველ ტრიმესტრში მკურნალობდნენ ფლუკონაზოლით.

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რეკომენდებულია კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიკური მოწყობილობების მართვა

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიკური მოწყობილობების მართვისას  გასათვალისწინებელია, რომ  ზოგჯერ შესაძლებელია განვითარდეს თავბრუსხვევა ან სპაზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კანდიფიქსისის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

მედიკამენტი შეიცავს მცირე რაოდენობით ლაქტოზას (რძის შაქარს).  ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში,  მედიკამენტის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

მიღების წესი

აღნიშნული მედიკამენტი ყოველთვის გამოყენებული უნდა იქნას ზუსტად ექიმის

დანიშნულების მიხედვით. ნებისმიერი სახის  ეჭვის არსებობის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

კაფსულები მიიღება ჭიქა წყალთან ერთად. სასურველია კაფსულების მიღება ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

ქვემოთ მოცემულია ამ მედიკამენტის ჩვეულებრივი დოზა სხვადასხვა ტიპის ინფექციებისთვის:

მოზრდილები

დაავადება

დოზა

კრიპტოკოკური მენინგიტის სამკურნალოდ

სადღეღამისო დოზა შეადგენს 400მგ დღეში ერთხელ მკურნალობის პირველ დღეს, შემდეგ 200-400მგ დღეში ერთხელ 6-8 კვირის ან, საჭიროების შემთხვევაში, მეტი ხნის განმავლობაში. დოზის გაზრდა შესაძლებელია 800მგ-მდე.

კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით

სადღეღამისო დოზა შეადგენს 200მგ  დღეში ერთხელ, ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით.

კოკციდიოდომიკოზის სამკურნალოდ

სადღეღამისო დოზა შეადგენს 200-400მგ დღეში ერთხელ 11-24 თვის ან, საჭიროების შემთხვევაში მეტი ხნის განმავლობაში. შესაძლებელია დოზის გაზრდა 800მგ-მდე.

კანდიდური წარმოშობის შინაგანი სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ

სადღეღამისო დოზა შეადგენს 800მგ დღეში ერთხელ მკურნალობის პირველ დღეს, შემდეგ 400მგ დღეში, ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით.

პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსების, კბილის პროთეზის ტარებით განპირობებული

ინფექციების სამკურნალოდ

სადღეღამისო დოზა შეადგენს 200-400მგ დღეში ერთხელ მკურნალობის პირველ დღეს, შემდეგ 100-200მგ ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით.

ლორწოვანი გარსის კანდიდოზის   სამკურნალოდ დოზა დამოკიდებულია ინფექციის მდებარეობაზე.

სადღეღამისო დოზა შეადგენს 50-400მგ დღეში ერთხელ 7-30 დღის განმავლობაში. ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით.

პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსების ინფექციების სამკურნალოდ

სადღეღამისო დოზა შეადგენს 100-200მგ დღეში ერთხელ, ან 200მგ 3-ჯერ კვირაში, მანამ სანამ არსებობს ინფექციის განვითარების რისკი.

გენიტალური კანდიდოზის სამკურნალოდ

150მგ ერთჯერადი დოზით.

ვაგინალური კანდიდოზის რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით

150მგ  სამ დღეში ერთხელ, სულ 3 დოზა (პირველ, მეოთხე და მეშვიდე დღეს) და შემდეგ კვირაში ერთხელ მანამ, სანამ არსებობს ინფექციის განვითარების რისკი.

კანისა და ფრჩხილის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ        

დამოკიდებულია დაზიანების ადგილზე,   სადღეღამისო დოზა შეადგენს 50მგ დღეში ერთხელ, 150 მგ კვირაში ერთხელ, 300-400მგ კვირაში ერთხელ 1-4 კვირის განმავლობაში (ათლეტის ტერფის შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 6 კვირას, ფრჩხილის ინფექციის  დროს კი ჯანსაღი ფრჩხილის გაზრდამდე)

კანდიდური წარმოშობის ინფექციების გავრცელების პრევენცია (თუ იმუნური სისტემა სუსტია და სათანადოდ არ ფუნქციონირებს)

სადღეღამისო დოზა შეადგენს 200-400მგ დღეში, მანამ, სანამ არსებობს ინფექციის განვითარების რისკი.

12-დან 17 წლამდე  ასაკის მოზარდები

ექიმის მიერ დანიშნული დოზის შესაბამისად (მოზრდილები და ბავშვების ნოზოლოგია)

11 წლამდე ასაკის ბავშვები

ბავშვებისთვის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 400მგ-ს.

დოზა დამოკიდებულია ბავშვის სხეულის წონაზე კილოგრამებში.

დაავადება

დღიური დოზა

კანდიდური წარმოშობის ლორწოვანი გარსების და ხახის სოკოვანი ინფექციების დროს - მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმესა და ადგილმდებარეობაზე.

სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე 3მგ (სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე  6მგ მკურნალობის პირველ დღეს).

კრიპტოკოკული მენინგიტის  ან კანდიდური წარმოშობის  შიდა სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ

სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე 6მგ-12მგ 

დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში კანდიდური წარმოშობის   სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით

სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე 3-12მგ 

0-4 კვირის ასაკის ბავშვებში:

 3-4 კვირის  ასაკის ბავშვებში:

- გამოიყენება ცხრილში აღწერილი დოზა, მაგრამ  მიიღება ორ  დღეში ერთხელ.  მაქსიმალური დოზა არის  12მგ  სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე 48 საათში ერთხელ.

2 კვირამდე ასაკის ბავშვებში

- გამოიყენება ცხრილში აღწერილი დოზა, მაგრამ  მიიღება სამ  დღეში ერთხელ.  მაქსიმალური დოზა არის  12მგ  სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე 72 საათში ერთხელ.

ექიმის დანიშნულებით ზოგჯერ შესაძლოა განსხვავებულ დოზებით ჩატარდეს მკურნალობა. პაციენტმა წამალი ყოველთვის უნდა მიიღოს ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.  

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ინიშნება მოზრდილების დოზა, თუ პაციენტს არ აღენიშნება თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები.

თირკმლის დაავადების მქონე პაციენტები

ექიმი განსაზღვრავს დოზას თირკმლის ფუნქციის შესაბამისად.

ჭარბი დოზირება

ზედმეტად ბევრი კაფსულის ერთდროულად მიღებისას შესაძლებელია პაციენტმა თავი ცუდად იგრძნოს; აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. შესაძლებელია დაკავშირება ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურის ტელეფონის ნომერზე 91 562 04 20 მედიკამენტისა და მიღებული რაოდენობის მითითებით. დოზის გადაჭარბების სიმპტომები შესაძლებელია იყოს არარეალური ხმები, გამოსახულებები, შეგრძნება და ფიქრი, (ჰალუცინაციები და პარანოიდული ქცევები). დასაშვებია მიზანშეწონილი იყოს სიმპტომური მკურნალობა (დამხმარე ზომებით და კუჭის ამორეცხვით, საჭიროების შემთხვევაში).

დოზის გამოტოვება

გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.  თუ პაციენტს დაავიწყდა დოზის მიღება, წამალი უნდა მიიღოს როგორც კი გაახსენდება. თუ თითქმის მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო,  გამოტოვებული დოზის მიღება არ შეიძლება.

მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, შესაძლებელია კანდიფიქსსაც ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.

შესაძლოა ზოგიერთ ადამიანს განუვითარდეს ალერგიული რეაქცია, თუმცა სერიოზული ალერგიული რეაქციები იშვიათია. პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში:

- უეცარი ხიხინი, ქოშინი ან გულმკერდის შებოჭილობა;

- ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება;

- ქავილის შეგრძნება მთელ სხეულზე და შეწითლება;

- გამონაყარი კანზე;

- კანის სერიოზული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ბუშტუკების წარმოქმნა (პირის ღრუში, ენაზე);

კანდიფიქსმა  შესაძლოა გავლენა იქონიოს ღვიძლზე, მასთან დაკავშირებული სიმპტომებია:

- დაღლილობა;

- მადის დაქვეითება;

- ღებინება;

- კანის და თვალის სკლერების სიყვითლე.

რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა შეწყვდეს კანდიფიქსის მიღება და დაუყოვნებლივ ეცნობოს ექიმს.

სხვა გვერდითი მოვლენები

გარდა ამისა, თუ პაციენტი თვლის რომელიმე გვერდით მოვლენას სერიოზულად ან თუ შეამჩნევს რაიმე სახის გვერდით მოვლენას, რომელიც ზემოთ არ არის აღნიშნული, უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ქვემოთ ჩამოთვლილია ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები, რომელიც ვლინდება 100 პაციენტიდან 1-10 ადამიანში:

- თავის ტკივილი;

- მუცლის დისკომფორტი, დიარეა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება;

- ღვიძლის ენზიმების მომატება;

- გამონაყარი.

ქვემოთ ჩამოთვლილია იშვიათად  გამოვლენილი გვერდითი მოვლენები, რომელიც ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-10 ადამიანში:

- სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კანის სიფერმკრთალე, სისუსტე, სუნთქვის გაძნელება;

- მადის დაქვეითება;

- უძილობა, დაბუჟების შეგრძნება;

- თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, ჩხვლეტის შეგრძნება, მგრძნობელობის დაკარგვა;

- ყაბზობა,  საჭმლის მონელების პროცესის დარღვევა, პირის სიმშრალე;

- კუნთების ტკივილი;

- ღვიძლის დაზიანება, კანის და თვალის სკლერების სიყვითლე;

- ბუშტუკების წარმოქმნა, ქავილი, მომატებული ოფლიანობა;

- დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, ცხელება.

ქვემოთ ჩამოთვლილია იშვიათად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები, რომელიც ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1-10 ადამიანში.

- სისხლის თეთრი უჯრედების კონცენტრაციის შემცირება, რაც იწვევს ინფექციების მიმართ ორგანიზმის დაცვის უნარის დასუსტებას;

-კანის  სიწითლე, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს თრომბოციტების რაოდენობის შემცირებით ან სისხლის უჯრედებში სხვა ცვლილებებით;

- სისხლის  ქიმიური შემადგენლობის ცვლილებები (ქოლესტერინის, ცხიმების მაღალი დონე);

- კალიუმის  დაბალი დონე;

- კანკალი;

- პათოლოგიური ელექტროკარდიოგრამა (ეკგ), გულისცემის სიხშირის ან რითმის ცვლილება;

- ღვიძლის უკმარისობა;

- ალერგიული  რეაქციები (ზოგჯერ მძიმე ფორმით), მათ შორის კანზე გამონაყარი და აქერცვლა, სერიოზული კანის რეაქციები, ტუჩებისა და სახის შეშუპება;

- თმის  ცვენა.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

ნებისმიერი  სახის გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს, მათ შორის ისეთი გვერდით მოვლენების გამოვლენისას, რომლებიც ზემოთ არ არის მოცემული.  გვერდითი მოვლენების შესახებ პაციენტს ასევე შეუძლია პირდაპირ განაცხადოს ესპანეთის მედიკამენტების ფარმაკოზედამხედველობის სისტემაში: https://www.notificaram.es/.  გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელს უწყობს ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელებას.

შენახვის წესი

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

მედიკამენტების ჩააგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში დაუშვებელია. მედიკამენტების უტილიზაციის შესახებ, თუ როგორ გადააგდოთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ, ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს. ამგვარი ქმედება ხელს უწყობს გარემოს დაცვას. 

პროდუქციის ვიზუალური მხარე  და შეფუთვის შიგთავსი

კაფსულებს გააჩნია თეთრი კორპუსი და თავსახური.

 წარმოდგენილია ბლისტერში 1 კაფსულა, 4 მყარი კაფსულა და კლინიკურ შეფუთვაში 100 მყარი კაფსულა.

შესაძლებელია  ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

სააქციო საზოგადოება არაფარმა გრუპი (ARAFARMA GROUP S.A.)

ფრეი გაბრიელ დე სან ანტონიოს ქუჩა № 6-10

დელ ენარესის ინდუსტრიული ზონა

მარჩამალო (19180), გვადალახარა. ესპანეთი

მწარმოებელი

სააქციო საზოგადოება არაფარმა გრუპ (ARAFARMA GROUP S.A.)

ფრეი გაბრიელ დე სან ანტონიოს ქუჩა № 6-10

დელ ენარესის ინდუსტრიული ზონა

მარჩამალო (19180), გვადალახარა. ესპანეთი

შპს ლაბორატორიო ფარმაცეუტიკო კ.ტ.  (LABORATORIO FARMACEÚTICO C.T. SRL)

დანტე ალიგიერის გზატკეცილი № 71

სანრემო I-18038-იტალია

 

 

 

 

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

რეგიონი (54 აფთიაქი)

ვანი
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2025-07-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2025-07-01
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2025-07-01
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2025-07-01
ზესტაფონი 7
დავით აღმაშენებლის ქ. #85
ვადა: 2025-07-01
საჩხერე 2
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2025-07-01
ტყიბული
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 1
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 4 (24სთ)
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 7 (24სთ)
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 11 (24სთ)
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 12 (24სთ)
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 18
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 21
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 23
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2025-07-01
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
ვადა: 2025-07-01
ჭიათურა 2 (24სთ)
აბაშიძის ქ. №3
ვადა: 2025-07-01