ვალერიანი ბარამბო100მლ სიროფი

ვალერიანი ბარამბო100მლ სიროფი

20.95 ლარი 17.17 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სედატიური პრეპარატები
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: დოქტორ ღლონტის ლაბორატ.
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კატაბალახა+ბარამბო
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 126007
გააზიარე:

დოქტორ ღლონტის ვალერიანის და ბარამბოს სიროფი

შემედაგენლობა

აქტიური  ნივთიერება:

ვალერიანის სქელი ექსტრაქტი  5მლ

ბარამბოს სქელი ექსტრაქტი   2მლ

კამის თესლის სქელი ექსტრაქტი   3 მლ

 

დამხმარე  ნივთიერებები:  შაქარი  64 გ,  გამოხდილი   წყალი საჭირო რაოდენობით  100მლ  სიროფის  მისაღებად

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სედატიური საშუალება.

 

ჩვენება

გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით კომპლექსური თერაპიის დროს.

პრეპარატი ამცირებს დაძაბულობას,  შფოთვას, გაღიზიანებადობას, ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწორობის აღდგენას, ძილის  გაუმჯობესებას, გააჩნია გამოხატული სპაზმოლიზური თვისებები, ეფექტურია  პატარებში   და დიდებში  ნაწლავური კოლიკის  დროს.

 

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

 

უსაფრთხოების  ზომები

გამოყენების  წინ  ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

 

ორსულობა  ლაქტაცია

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება დასაშვებია.

 

გამოყენების  წესი და  დოზირება

დოქტორ  ღლონტის ვალერიანის  და  ბარამბოს  სიროფი მიიღება  ჭამის  შემდეგ

პატარებში 0-თვის  ასაკიდან   6 -თვემდე: ნახევარი  ჩაის  კოვზი დღეში 2-ჯერ,

6-თვიდან 1-წლამდე: 1  ჩაის  კოვზი დღეში  2-ჯერ,

1- წლიდან  6 -წლამდე:  1  ჩაის კოვზი დღეში  3-ჯერ,

6-წლიდან -16 წლამდე  1 დესერტის  კოვზი დღეში  3-ჯერ,

მოზრდილებში  და  ზრდასრულებში  1  სუფრის  კოვზი დღეში  3-ჯერ.

მიღების  ხანგრძლივობა    3  კვრიდან - 6  კვირამდე.

 

შენახვის  პირობები: ინახება ოთახის  ტემპერატურის პირობებში.

 

ვარგისობა:  3 წელი.

 

გამოშვების ფორმა და  შეფუთვა

100მლ   პოლიეთილენის  ბოთლში, მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:  გაიცემა ურეცეპტოდ.

 

მწარმოებელი

დოქტორ  ღლონტის  სამეცნიერო  ლაბორატორია.