სუპერ-დენტოლაინი 100მლ
გააზიარე:
დოქტორ ღლონტის სუპერ დენტოლაინი
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები
მუხის ქერქი 1,0 გ.
ბროწეულის ყვავილების სქელი ექსტრაქ 1,0გ.
კალენდულას სქელი ექტრაქტი 1,0გ.
ბაღის პიტნის სქელი ექსტრაქტი 1,0გ.
ევკალიპტის ფოთოლის სქელი 1,0გ
დინდგელი 5გ.
დამხმარე ნივთიერებები
ეთილის სპირტი 70%-ანი და დისტილირებული წყალი საკმარისი რაოდენობით 100მლ ნაყენის მისაღებად.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური ნაყენი, პირის ღრუს სავლები.
ჩვენება
გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით კომპლექსური თერაპიის დროს.
დოქტორ ღლონტის სუპერ დენტოლაინი წარმოადგენს უნივერსალურ პირის ღრუს სავლებს. მასში შემავალი კომპონენტების ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული და ანტივირუსული მოქმედებით იგი სწრაფად და ხანგრძლივად თრგუნავს ბაქტერიების და ვირუსების ფუნქციებს და ამცირებს მათ წარმოქმნას. პრეპარატი წარმოადგენს პაროდონტოზის პაროდონტიტის, გინგივიტის (ღრძილების ანთება) და სტომატიტის დაცვის ეფექტურ საშუალებას. ანტისეპტიკური ნაყენის გამოყენება ხელს უშლის კბილებზე ნადების წარმოქმნას, აჩერებს ღრძილებიდან სისხლდენას, აქრობს უსიამოვნო სუნს და გემოს პირის ღრუში.
დოქტორ ღლონტის სუპერ დენტოლაინი, როგორც ანტისეპტიკური საშუალება, გამოიყენება ყბა-სახის ქირურგიაში კბილის ექსტრაქციის (კბილის ამოღების) შემდეგ ,ასევე ბრეკეტებით ან თანკბილვის მარეგულირებელი სხვა მოწყობილობითა და პროთეზით გამოწვეული მცირე ტრამვებისას.
უკუჩვენება
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები: გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
ორსულობა ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება დასაშვებია.
გამოყენების წესი და დოზირება
ნაყენი განკუთვნილია სავლებად პირის ღრუში. თითოეულ გამოვლებაზე 1 სუფრის კოვზის ოდენობით, დღეში 3-ჯერ. გამოვლება გულისხმობს ნაყენის პირის ღრუში გაჩერებას 2-3 წუთით.
ბავშვებში 2-დან 10 წლამდე ნაყენი ზავდება შემდეგნაირად, 1 სუფრის კოვზი სუპერ დენტოლაინი და 1 სუფრის კოვზი გადადუღებული წყალი უნდა გაზავდეს ერთმანეთში.
გამოყენების ხანგრძლივობა 3-კვირიდან 6-კვირამდე.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში.
ვარგისობა: 4 წელი.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
100მლ ხსნარი პოლიეთილენის ბოთლში, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი
დოქტორ ღლონტის სამეცნიერო ლაბორატორია.