ოპტიბაქ დიდების N30ტ საღ

ოპტიბაქ დიდების N30ტ საღ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ბაცილუს კოაგულანსი ის-2
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 125615
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ოპტიბაქ დიდების საღეჭი N30                                                                                     

სავაჭრო დასახელება:

ოპტიბაქ დიდების საღეჭი N30

Optibac Adult Gummies 30s

 

საღეჭი პრობიოტიკები დიდებისთვის - ყოველდღიური ჯანმრთელობა!

სახალისო გზა ცოცხალი პრობიოტიკის მისაღებად!

პრობიოტიკების მიღება არასოდეს ყოფილა ასე ადვილი!

 

1 (ერთი) საღეჭი რეზინა დღეში | 5 მილიარდი CFU

მეგობრული ბაქტერია + ვიტამინი D3, თუთია & კალციუმი.

 

Optibac - ოპტიმალური ბაქტერია!

 

Optibac - ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის

ყველაზე რეკომენდირებული ბრენდის მეგობრული ბაქტერია.

 

აღწერა:

ჩვენი უმაღლესი ხარისხის ოპტიბაქ დიდების საღეჭი (Optibac Adult Gummies) დანამატი განკუთვნილია საჭმლის მომნელებელი და იმუნური სისტემის ძლიერი მხარდაჭერისთვის.

უგემრიელესი, შერეული კენკრის საღეჭი პრობიოტიკები მოზრდილებისა და ზრდასრულებისათვის, რომელიც ნაწლავებისა და იმუნური სიჯანსაღისათვის შეიცავს მეცნიერულად დადასტურებულ პრობიოტიკურ შტამს Bacillus coagulans Unique IS-2-ს და პრებიოტიკურ FOS-ს, ის კომბინირებულია ვიტამინ D3-ს, თუთიასა და კალციუმთან ერთად, რათა დამატებით უზრუნველყოს თქვენი იმუნური და საჭმლის მომნელებელი სისტემის სიძლიერე და ჯანმრთელობა.

 

ოპტიბაქდიდებისსაღეჭი დამზადებულია ბუნებრივი ინგრედიენტებისგან, ხელოვნური ინგრედიენტების ან ზედმეტი შაქრის გარეშე. პრობიოტიკური რეზინის საღეჭები შეიცავს მეგობრული ბაქტერიების კარგად გამოკვლეულ, ტენიანობის, მჟავისა და სითბოს მიმართ უფრო მდგრად  შტამს, რომელსაც ასევე შეუძლია, გაუძლოს საღეჭი რეზინის დანამატების წარმოებისთვის საჭირო სითბოს.

ოპტიბაქ დიდების საღეჭი (Optibac Adult Gummies) შეიცავს Bacillus coagulans Unique IS-2-ს, Bacillus-ის უაღრესად გამოკვლეულ შტამს, რომელიც წარმოდგენილია მრავალი ოქროს სტანდარტის კლინიკურ კვლევებში და ნაჩვენებია, რომ ხელს უწყობს ნაწლავებისა და იმუნურ ჯანმრთელობას. ეს სრულიად ბუნებრივი ვეგანური და საოცრად გემრიელი საღეჭი რეზინები მზადდება ნამდვილი ხილის პიურეებით და მასში აბსოლუტურად არ არის ხელოვნური დამატკბობლები ან არომატები, ის ასევე თავისუფალია გლუტენისა და რძის პროდუქტებისგან.

 

ოპტიბაქ დიდების საღეჭი:

●  მუშაობს ნაწლავებთან ჰარმონიაში;

●  ამცირებს შებერილობას, გაზებს, ყაბზობას, დიარეას და მუცლის ტკივილს;

●  იმუნური ჯანმრთელობა: ზრდის NK უჯრედების (სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც დაკავშირებულია ვირუსულ ინფექციებთან ბრძოლაში) აქტივობას;

●  ზოგადი ჯანმრთელობა: ვიტამინების გამომუშავება მაგ. ვიტამინი K-ს, ხელს უწყობს ლაქტოზის და ფრუქტოზის მონელებას და ცილების შეწოვას;

●  ერთი საღეჭი რეზინი ნაწლავებისა და იმუნური ჯანმრთელობისთვის ასევე შეიცავს D3 ვიტამინის რეკომენდებულ დღიურ დოზას, პლუს თუთიას და კალციუმს;

●  ვიტამინი D3 ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ძვლების ნორმალურ ზრდასა და განვითარებას;

●  კალციუმი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ნორმალურ ფუნქციონირებას, რაც უზრუნველყოფს საჭმლის მონელების ჯანსაღ პროცესს მთელი დღის განმავლობაში;

●  FOS (ფრუქტოოლიგოსაქარიდები) - ბუნებრივი ბოჭკო ზრდის ნაწლავის ბუნებრივ ბაქტერიებს. ბოჭკოების ადეკვატური მოხმარების უზრუნველყოფა ხელს უწყობს ბავშვების ნაწლავების რეგულარულ მოქმედებასა და ნორმალურ მონელებას.;

●  ბუნებრივი, შესაფერისია ხანგრძლივი გამოყენებისთვის;

●  ეფექტურობა  ნაჩვენებია კლინიკურ კვლევებში;

●  ფართოდ გამოიყენება 12 წლიდან +.

 

ინგრედიენტები თითო საღეჭზე:

პრობიოტიკური შტამი: Bacillus coagulans Unique IS-2;

თითოეული საღეჭი შეიცავს 5 მილიარდ CFU პრობიოტიკურ ბაქტერიას, რომელიც გარანტირებულია პროდუქტის ვარგისიანობის ვადის ბოლომდე;

პრებიოტიკი:  FOS (ფრუქტოოლიგოსაქარიდები) – 850 მგ;

ვიტამინი D3 - 400 ს.ე. (10 მკგ);

კალციუმი (ტრი-კალციუმის ფოსფატის სახით) - 120 მგ;

თუთია (თუთიის გლუკონატის სახით) - 8 მგ.

 

დამატებითი ინგრედიენტები:

ვაშლის წვენის კონცენტრატი, ვაშლის პიურეს კონცენტრატი, მარწყვის პიურე, ჟოლოს პიურე, მაყვლის პიურე, ლიმონის წვენის კონცენტრატი, შავი სტაფილოს წვენის კონცენტრატი (ფერისთვის), პექტინი, ციტრუსის ბოჭკოვანი, ბუნებრივი არომატი.

არ შეიცავს რძეს, წებოვანას, სოიოს, საფუარს, ხელოვნურ დამატკბობლებს, გმო პროდუქტებს.

თავისუფალი ხელოვნური არომატიზატორების, საღებავებისა და კონსერვანტებისგან.

ქიმიკატებისა და პარაბენების გარეშე.

 

შესაფერისია ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის და მათთვის, ვინც გლუტენის და რძის პროდუქტების დიეტაზეა. შესაფერისია 12+ წლიდან+.

 

როგორმუშაობს?

•  ოპტიბაქდიდებისსაღეჭი შეიცავს Bacillus coagulans Unique IS-2-ს, რომელიც არის კარგად გამოკვლეული ბუნებრივად მძლავრი მეგობრული ბაქტერიების შტამი, რომელსაც შეუძლია შექმნას დამცავი ფენა (სპორა) მის გარშემო, რაც მას ბუნებრივად გამძლეს ხდის რეზინის წარმოების პროცესში საჭირო მაღალ ტემპერატურაზე. დადასტურებულია, რომ ეს უნარი საშუალებას აძლევს მას გადარჩეს სტრესულ პირობებში და ბაქტერიები ცოცხლად აღწევენ ნაწლავებში, სადაც ისინი იწყებენ განვითარებას ნაწლავების ხელსაყრელ პირობებში და ხელს უწყობენ საჭმლის მომნელებელ და იმუნურ ჯანმრთელობას.

•  ოპტიბაქდიდებისსაღეჭი ასევე შეიცავს ფრუქტოოლიგოსაქარიდებს (FOS) ნაწლავის ბაქტერიების გასაძლიერებლად, D3 ვიტამინის და თუთიის დღიურ რეკომენდებულ დოზას, რომელიც ხელს უწყობს იმუნიტეტის შენარჩუნებას და კალციუმს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ნორმალურ ფუნქციონირებას.

•  Bacillus coagulans Unique IS-2 მეცნიერულად იქნა გამოკვლეული ასობით მოზრდილში და აჩვენა, რომ ფართოდ რეკომენდირებულია და აუმჯობესებს G.I. სიმპტომებს, როგორიცაა შებერილობა, გაზები, ყაბზობა, დიარეა და მუცლის ტკივილი. ის ასევე კლინიკურად გამოიცადა ხანდაზმულებში და აჩვენა, რომ აქვს გავლენა იმუნურ ფუნქციაზე, ზრდის NK უჯრედების აქტივობას.

 

საკვანძო სარგებელი და უპირატესობა:

ხელს უწყობს ნაწლავებისა და იმუნიტეტის ჯანმრთელობას.

ფართოდ გამოკვლეული - შეიცავს ფართოდ გამოკვლეულ Bacillus coagulans-ის უნიკალურ IS-2 შტამს, რომელიც მეცნიერულად შესწავლილია 10 ოქროს სტანდარტის გამოკვლევებში, მათ შორის 1000-ზე მეტ ადამიანში.

მეცნიერულად დადასტურებული - კლინიკურ კვლევებში ნაჩვენებია, რომ Bacillus coagulans Unique IS-2-ს კუჭის მაღალი მჟავიანობის პირობებშიც ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას და ნაწლავებში აღწევს დაუზიანებლად., სადაც ის ავსებს ნაწლავის ბუნებრივ ბაქტერიებს.

ერთი მარტივი დანამატი - შეიცავს ვიტამინ D3-ს, თუთიას და კალციუმს, პლუს მეგობრულ ბაქტერიებს და პრებიოტიკურ FOS-ს (ფრუქტოოლიგოსაქარიდებს).

უგემრიელესი - მარწყვის, ჟოლოსა და მაყვლის გემრიელი ნაზავის წყალობით დიდების საღეჭი პრობიოტიკები უგემრიელესი გზაა ყოველდღიური პრობიოტიკური დანამატის მისაღებად.

ბუნებრივი არჩევანი - დამზადებულია ხილისგან (წვენები/პიურეები), პექტინისგან (ვაშლი/ციტრუსი), არ შეიცავს ხელოვმურ დანამატებს, კონსერვანტებს, შაქრის სიროფს, ხელოვნურ დამატკბობლებს ან ხელოვნური საღებავებს.

ვეგანი - ვეგანური ალტერნატივა განსხვავებით რძეზე დაფუძნებული იოგურტების, იოგურტის სასმელებისა და სხვა საღეჭი რეზინებისგან, რომლებიც იყენებენ ცხოველური წარმოშობის ჟელატინს.

100% პლასტმასისგან თავისუფალი, ეკოლოგიური შეფუთვა.

 

ხარისხი:

ოპტიბაქ პრობიოტიკების კომპანია მუშაობს მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებთან და იყენებს მხოლოდ პრემიუმ ხარისხის სუფთა, ბუნებრივ ინგრედიენტებს და ყველაზე გამოკვლეულ შტამებს კონკრეტული საჭიროებისთვის.

აღიარებულია და უმაღლესად რეკომენდირებულია დიდი ბრიტანეთის მეგობრული ბაქტერიების დანამატების ყველაზე სანდო და რეკომენდებული ბრენდის მიერ.

 

შენიშვნა:

ბუნებრივი ინგრედიენტების შემცველობის გამო დროთა განმავლობაში შესაძლებელია მოხდეს პროდუქტის ფერის უმნიშვნელო ცვლილება. ეს არ მოქმედებს პროდუქტის ხარისხზე.

 

რეკომენდირებული დოზა და სხვა მითითებები:

მოზრდილებისა და ზრდასრულებისათვის;

1 საღეჭი დღეში, ჭამის დროს ან მის გარეშე, დღის ნებისმიერ დროს, როდესაც ეს თქვენთვის შესაფერისია;

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას;

შეგიძლიათ მიიღოთ ყოველდღიურად, მუდმივად;

 

სიფრთხილის ზომები:

ცოცხალი კულტურები არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც აქვს სერიოზული სამედიცინო მდგომარეობა, მაგ. მათ, ვისაც აქვს მძიმე იმუნოდეპრესია, აქვთ პანკრეატიტი, იმყოფებიან ICU-ში, აქვთ მელენა, აქვთ ცენტრალური ვენური კათეტერი, ჩვილები მოკლე ნაწლავის სინდრომით, ან პაციენტები ღია ჭრილობებით მძიმე ოპერაციის შემდეგ (თუ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არ არის).

 

პრობიოტიკური დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელად. თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, იღებთ რაიმე მედიკამენტს ან გაქვთ სერიოზული ჯანმრთელობის მდგომარეობა, გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

ოპტიბაქ Optibac დანამატები არ იწვევს დამოკიდებულებას და შეიძლება გამოყენებულ იქნას მუდმივად.

 

შენახვის წესები:

ოპტიბაქდიდებისსაღეჭი N30 არ საჭიროებს მაცივარს.

შეინახეთ გრილ, მშრალ, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

შენახვის ვადა:

24 თვე წარმოების თარიღიდან, მითითებულია შეფუთვაზე.

 

მწარმოებელი კომპანია:

Wren Laboratories Ltd (დიდი ბრიტანეთი);