აზმასოლი 100მკგ/დ 200დ აეროზ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
აზმასოლი®
Azmasol®
(ქლორ-ფტორ-ნახშირბადის (CFC) გარეშე)
ჰიდროფტორალკანური (HFA)საინჰალაციო აეროზოლი
სალბუტამოლი (სალბუტამოლ სულფატი BP-ს სახით)
დახასიათება
აზმასოლის® ინჰალატორი წარმოადგენს გარემოსთვის უსაფრთხო, ქლორ-ფტორ-ნახშირბადისგან (CFC) თავისუფალ ინჰალატორს. ის აქტიური ინგრედიენტის სახით შეიცავს სალბუტამოლს (სალბუტამოლ სულფატი BP-ს სახით), რომელიც წარმოადგენს ß2-ადრენორეცეპტორის აგონისტს და გამოიყენება ასთმის და სასუნთქი გზების დიფუზური შექცევადი ობსტრუქციის სხვა ფორმების სამკურნალოდ.
ჩვენება
აზმასოლის®(სალბუტამოლი) ინჰალატორი ნაჩვენებია ბრონქული ასთმის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის და ბრონქიტთან და ემფიზემასთან დაკავშირებული სასუნთქი გზების შექცევადი ობსტრუქციის სამკურნალოდ. აზმასოლის®(სალბუტამოლი) ინჰალატორის გამოყენება შესაძლებელია სუნთქვის მწვავე გაძნელების შეტევების მოსახსნელად და აგრეთვე დასაშვებია მისი პროფილაქტიკური მიღება დატვირთვამდე ან ვარჯიშით-გამოწვეული ასთმის თავიდან ასაცილებლად. ის შეიძლება დაინიშნოს ბრონქოსპაზმის სამკურნალოდ პაციენტებში გულის თანდართული დაავადებით ან ჰიპერტენზიით, მათ შორის იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბეტა ბლოკატორებს, მისი ბრონქიალურ რეცეპტორებზე სელექტიური მოქმედებისს და კარდიოვასკულარულ სისტემაზე ეფექტების არარსებობის გამო. სალბუტამოლი არის ასიმპატიმიმეტური პრეპარატი, რომელსაც ბრონქების კუნთში არსებულ ბეტა ადრენერგულ რეცეპტორებზე ძლიერ სელექტიური მოქმედება გააჩნია. თერაპიულ დონეებზე ის გულის რეცეპტორებზე მინიმალურად მოქმედებს.
დოზირება
მოზრდილები: მწვავე ბრონქოსპაზმის მოსახსნელად და ასთმის განმეორებითი ეპიზოდების მართვისთვის: ერთი ან ორი ინჰალაცია ერთჯერადი დოზის სახით; ქრონიკული შემანარჩუნებელი ან პროფილაქტიური თერაპიისთვის: ორი ინჰალაცია სამჯერ ან ოთხჯერ დღეში; ვარჯიშით გამოწვეული ბრონქოსპაზმის პრევენციისთვის: ორი ინჰალაცია დატვირთვამდე. ბავშვები: მწვავე ბრონქოსპაზმის მოსახსნელად, ეპიზოდური ასთმის სამართავად და ვარჯიშით გამოწვეული ბრონქოსპაზმის პრევენციისთვის: ერთ ინჰალაცია; რუტინული შემანარჩუნებელი თერაპიისა და პროფილაქტიკისთვის: ერთი ინჰალაცია დღეში სამჯერ ან ოთხჯერ, აუცილებლობის შემთხვევაში გაზრდა ორ ინჰალაციამადე დღეში სამჯერ ან ოთხჯერ. ასაკოვნები: დოზირება იგივეა რაც მოზრდილებისთვის.
უკუჩვენებები
მიუხედავად იმისა, რომ ინტრავენური სალბუტამოლი და ზოგჯერ სალბუტამოლის ტაბლეტები ნაადრევი, პათოლოგიებით (მაგალითად პლაცენტის წინამდებარეობა, ანტენატალური სისხლდენა ან ორსულობის ტოქსემია) გაურთულებელი მშობიარობის მართვისთვის გამოიყენება, სალბუტამოლის საინჰალაციო პრეპარატები არ არის განკუთვნილი ვადამდელი მშობიარობის მართვისთვის. სალბუტამოლის პრეპარატი არ უნდა გამოიყენოთ მოსალოდნელი აბორტისთვის ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრებში. სალბუტამოლის ინჰალატორი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
იმ შემთხვევაში, თუ სალბუტამოლის მანამდე ეფექტური დოზის ინჰალაციამ ვერ შეამსუბუქა მდგომარეობა მინიმუმ სამი საათის განმავლობაში, პაციენტს უნდა ურჩიოთ მიმართოს სამედიცინო დახმარებას, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში დამატებით ზომებს მიიღებს. სალბუტამოლი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ თირეოტოქსიკოზის მქონე პაციენტებში.
აზმასოლი® ახლა უკვე ქლორ-ფტორ-ნახშირბადის გარეშე, გარემოს მეტი დაცვისთვის
გვერდითი მოვლენები
აღწერილია მსუბუქი ტრემორი და თავის ტკივილი იშვიათ შემთხვევებში. ეს სიმპტომები როგორც წესი ქრება მკურნალობის გაგრძელებასთან ერთად. ძალზედ იშვიათად ვითარდება კუნთის გარდამავალი სპაზმები. უიშვიათეს შემთხვევებში შეტყობინებული არის ჰიპერსენსიტიურობის რეაქციების განვითარება, მათ შორის ანგიოედემის, ურტიკარიის, ბრონქოსპაზმის, ჰიპოტენზიის და კოლაფსის. როგორც ყველა სხვა საინჰალაციო თერაპიის დროს, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაშიც არსებობს პარადოქსული ბრონქოსპაზმის განვითარების პოტენცია. თუ ეს მოხდა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და დაიწყოთ ალტერნატიური მკურნალობა.
ფარმაცევტული სიფრთხილის ზომები
მაღალი წნევის ბალონი, არ გახვრიტოთ, დააზიანოთ ან დაწვათ მაშინაც კი, თუ ის სავარაუდოდ ცარიელია. შეინახეთ მზის პირდაპირი სხივებისგან და სითბოს ზემოქმედებისგან დაცულ ადგილზე. შეინახეთ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. მოარიდეთ თვალებთან კონტაქტს. მოარიდეთ ბავშვებს.
კომერციული შეფუთვა
აზმასოლი® ხელმისაწვდომია 200 დოზის შემცველი ფორმულაციის სახით, თითოეული შესხურება შეიცავს სალბუტამოლის 100 მკგ-ს (სალბუტამოლ სულფატი BP-ს სახით).
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პაციენტებისთვის
აზმასოლის® ინჰალატორის გამოყენებამდე, გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ მოცემული ბროშურა და დაიცვათ გამოყენების ინსტრუქციები, რათა მიიღოთ ის სასურველი შედეგი რომელსაც მოელით ამ მედიკამენტისგან.
რას ნიშნავს ის, რომ „აზმასოლი არ შეიცავს ქლორ-ფტორ-ნახშირბადს (CFC)?“
ქლორ-ფტორ-ნახშირბადის გამფრქვევი აირი, რომელიც ადრე გამოიყენებოდა აზმასოლის® ინჰალატორში, ამჟამად ჩანაცვლებულია გარემოსთვის უფრო უსაფრთხო „არა ქლორ-ფტორ-ნახშირბადური“ გამფრქვევი აირით, სახელად ჰიდროფტორალკანი (HFA).
თუ თქვენ გამოგიყენებიათ ძველი (CFC-შემცველი) აზმასოლი®, თქვენ შესაძლოა შენიშნოთ სხვაობა გემოში და „შესხურების“ უფრო ნაზ შეგრძნებაში.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება გქონდეთ შეგრძნება, რომ შესხურება უფრო ნაზია, აზმასოლის® რაოდენობა ერთ შესხურებაში იგივეა, რაც ძველ CFC აზმასოლში®.
შეამოწმეთ თქვენი აზმასოლის® ინჰალატორი
აზმასოლის® ინჰალატორი უნდა შემოწმდეს მის პირველად გამოყენებამდე. თქვენ აგრეთვე უნდა შეამოწმოთ თქვენი ინჰალატორი, თუ ის არ გამოგიყენებიათ 14 დღეზე ხანგრძლივი დროის მანძილზე, ან თუ ინჰალატორი დაგივარდათ.
რას გულისხმობს ინჰალატორის ‘შემოწმება’?
თქვენი ინჰალატორის პირველი გამოყენებისას ან იმ შემთხვევაში, თუ ის არ გამოგიყენებიათ 14 დღეზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თქვენ უნდა შეამოწმოთ ინჰალატორი გამოყენებამდე. ამ პროცესს შემოწმება ეწოდება.
როგორ უნდა შევამოწმოთ ინჰალატორი?
ინჰალატორის შესამოწმებლად კარგად შეანჯღრიეთ ინჰალატორი და შემდეგ გაასხურეთ 4-ჯერ ჰაერში თქვენი სახისგან შორს, შეანჯღრიეთ თითოეული გასხურების წინ.
რატომ არის ინჰალატორის შემოწმება მნიშვნელოვანი?
შემოწმება უზრუნველყოფს ინჰალატორის მიერ მედიკამენტის სწორი დოზის მიწოდებას. შემოწმების შემდეგ თქვენი ინჰალატორი მზად არის გამოყენებისა და მედიკამენტის სწორი დოზის მიწოდებისთვის.
ინჰალატორის სწორი გამოყენება
სურ 1. მოხსენით შესასხურებელი მოწყობილობის სატუჩეს თავსახური.
სურ 2. უნდა დარწმუნდეთ, რომ სატუჩე სუფთა იყოს შიგნიდან და გარედან.
სურ 3. დაიჭირეთ ინჰალატორი საჩვენებელი თითის ლითონის ფლაკონის თავზე, ხოლო ცერა თითის პლასტმასის სატუჩეს ფუძეზე მოთავსებით. კარგად შეანჯღრიეთ.
სურ 4 სურ 5 სურ 6 სურ 7
სურ 4. მიიტანეთ ინჰალატორი პირთან. სატუჩე მოათავსეთ კბილებს შორის. არ ჩაკბიჩოთ. შეკარით ტუჩები სატუჩეს ირგვლივ. ამოისუნთქეთ ნელა და ნაზად ინჰალატორში ფილტვების კომფორტის ფარგლებში დაცარიელებამდე.
სურ 5. გადახარეთ თავი ოდნავ უკან. დაიწყეთ ნელა ჩასუნთქვა პირის საშუალებით. ჩასუნთქვის დაწყებასთან ერთად მყარად ჩააჭირეთ ფლაკონის თავს ქვევით, რათა გამოათავისუფლოთ წამალი. გააგრძელეთ ძლიერი ღრმა ჩასუნთქვა.
სურ 6. შეიკავეთ სუნთქვა. გამოიღეთ ინჰალატორი პირიდან. გააგრძელეთ სუნთქვის შეკავება რაც შეიძლება ხანგრძლივად, 10 წამამდე დროის განმავლობაში. შემდეგ ამოისუნთქეთ ნაზად. თუ თქვენ აკეთებთ ორ შესხურებას, მეორე შესხურებამდე უნდა დაიცადოთ დაახლოებით ერთი წუთი. გაიმეორეთ საფეხურები 3-დან 6-მდე.
სურ 7. დაახურეთ სატუჩეს თავსახური თითოეული გამოყენების შემდეგ.
გამოსადეგი რჩევა ბავშვებისთვის
ბავშვებს და სუსტი ხელების მქონე სხვა პირებს შესაძლოა გაუჭირდეთ ფლაკონის ზედა მხარის ქვევით დაჭერა ერთი ხელით. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ინჰალატორი ორივე ხელით გამოიყენონ.
ინჰალატორის გაწმენდა
პლასტმასის ჩასადების სისუფთავის შენარჩუნება წამლის დაგროვებისა და ბლოკირების თავიდან აცილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გასასხურებელი პლასტმასი უნდა გარეცხოთ, შეანჯღრიოთ ზედმეტი წყლის მოსაცილებლად და სრულად გააშროთ ჰაერის ნაკადით მინიმუმ კვირაში ერთხელ. ინჰალატორმა არასათანადო გასუფთავების შემთხვევაში შესაძლოა გასხურება შეწყვიტოს.
კარგად შეანჯღრიეთ ინჰალატორი ყოველი გამოყენების წინ
როგორ გავწმინდოთ ინჰალატორი?
1. ამოიღეთ ლითონის ფლაკონი ინჰალატორის პლასტმასის ჩასადებიდან და მოხსენით სატუჩეს თავსახური.
2. გარეცხეთ პლასტმასის ჩასადები თბილი გამდინარე წყლით.
3. პლასტმასის ჩასადები გააშრეთ შიგნიდან და გარედან.
4. კვლავ მოათავსეთ ლითონის ფლაკონი პლასტმასის ჩასადებში და დაახურეთ სატუჩეს თავსახური.
5. არ ჩადოთ ლითონის ფლაკონი წყალში.
ინჰალატორი მინიმუმ კვირაში ერთხელ უნდა გაწმინდოთ
გადაუდებელი სიტუაციის შექმნისას, თუ იგრძნობთ რომ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ინჰალატორის გამოყენების მიუხედავად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ინჰალატორი სპეისერით (მოწყობილობა რომლის გამოყენებაც ექიმმა გირჩიათ ინჰალატორთან ერთად). ეს შესაძლოა თქვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყოს საავადმყოფოში წასვლამდე. მეტი ინფორმაციისთვის გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.
სიფრთხილის ზომები
- მაღალიწნევის ბალონი, არ გახვრიტოთ, დააზიანოთ ან დაწვათ მაშინაც კი, თუ ის სავარაუდოდ ცარიელია
- შეინახეთ მზის პირდაპირი სხივებისგან და სითბოს ზემოქმედებისგან დაცულ ადგილზე
- შეინახეთ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე
- მოარიდეთ თვალებთან კონტაქტს
- მოარიდეთ ბავშვებს
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი:
შპს ბექსიმკო ფარმაცეუტიკალსი
ტონგი, ბანგლადეში
0000000000 010818
აზმასოლი® წარმოადგენს შპს ბექსიმკო ფარმაცეუტიკალსის რეგისტრირებულ სავაჭრო ნიშანს.