დოპელჰერცი ომეგა-3საბ150მლ სირ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
დოპელჰერცი აქტივიომეგა-3 საბავშვოსიროფი 150 მლ
აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას, მეხსიერებას და კონცენტრაციას.
პროდუქტის ძირითდი მახასიათებლებია:
- ხელს უწყობს ბავშვის გონებრივი და შემეცნებითი ფუნქციების განვითარებას;
- სიროფის 15 მლ შეიცავს DHA - 125 მგ; EPA - 27 მგ + 11 ვიტამინი;
- უგემრიელესი სიროფი ფორთოხლის არომატით;
- სიროფს არ აქვს თევზის გემო და სუნი, რაც ბავშვებს ძალიან მოსწონთ.
ომეგა -3 ცხიმოვანიმჟავები მნიშვნელოვანი კომპონენტებია ნერვული სისტემის ნორმალური განვითარებისთვის. სამეცნიერო კვლევების მიხედვით უჯერი ცხიმოვანი მჟავები დადებით გავლენას ახდენს ბავშვის კონცენტრაციის, სწავლის და მეხსიერების უნარზე.
ომეგა-3 მიეკუთვნება პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფს, რომელიც არ სინთეზირდება ორგანიზმში. იგი წარმოდგენილია დოკოზაჰექსაენისა (DHA) და ეიკოზაპენტაენის (EPA) მჟავების სახით.
DHA შედის თავის ტვინის ქერქის რუხი ნივთიერების შემადგენლობაში, ხელს უწყობს მიელინის გარსის წარმოქმნას, რითაც აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გადაცემას. EPA და DHA აუცილებელია უჯრედის მემბრანის შენებისთვის (განსაკუთრებით თავის ტვინის, თვალის ბადურა გარსის, სასქესო ჯირკვლების).
EPA უმნიშვნელოვანესია თავის ტვინის რუხი ნივთიერების ნორმალური ფუნქციონირებისთვის და კოგნიტური შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ვიტამინი E ძლიერი ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებში.
ვიტამინი D3 არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის ცვლას, რაც ხელს უწყობს ჩონჩხის მინერალიზაციის და ზრდის პროცესს. ასევე მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.
ვიტამინი A ხელს უწყობს უჯრედების ზრდას, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, აძლიერებს მხედველობას და ინარჩუნებს ჯანმრთელ კანს და ლორწოვან გარსებს.
ვიტამინი C აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციას და სხეულის ბუნებრივ დაცვას.
B ჯგუფისვიტამინები მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. B1, B2 და ნიაცინი აუცილებელია ენერგიის წარმოებისთვის. ვიტამინი B6 ნეიროტრანსმიტერების სინთეზისთვის, ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12 კოგნიტური ფუნქციების განვითარებისთვის.
ჩვენება
- მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის, კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება;
- ფიზიკური, გონებრივი გადაღლა, ასთენია;
- იმუნიტეტის დაქვეითება;
- თვალის დაავადებები;
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.
შემადგენლობა
სიროფის 15 მლ შეიცავს: თევზის ქონი - 535 მგ (DHA - 125 მგ, EPA - 27 მგ), ვიტამინი A - 200 სე, ვიტამინი D3 - 2,5 სე, ვიტამინი C - 100 მგ, ვიტამინი E - 6 მგ, ვიტამინი B1 - 0,55 მგ, ვიტამინი B2 - 0,7 მგ, ვიტამინი B6 - 0,7 მგ, ვიტამინი B12 - 1,25 სე, ნიაცინი - 8 მგ, პანტოთენის მჟავა - 3 მგ, ბიოტინი - 25 სე.
არშეიცავსლაქტოზას, არშეიცავსგლუტენს.
დოზირება
ინიშნება როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში 0 წლის ასაკიდან.
• 0-3 წლამდე ბავშვებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.
• 4-7 წელი - 15 მლ (1/2 საზომი ჭიქა) დღეში.
• 7 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები 30 მლ (1 საზომი ჭიქა) დღეში.
გამოყენებამდე სიროფი აუცილებლად შეანჯღრიეთ!
გამოშვებისფორმა
150 მლ სიროფი ფორთოხლის არომატით, არ აქვს თევზის გემო და სუნი.
მწარმოებელი
Queisser Pharma
გერმანია.










