ურსომედი 250მგ #100კაფს(თურქ)

ურსომედი 250მგ #100კაფს(თურქ)

59.57 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ვორლდ მედიცინ ილაჩ სან ვე ტიკ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ურსოდეოქსიქოლის მჟავა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 125448
გააზიარე:

ვორლდ მედიცინა

გამოყენების ინსტრუქცია

ურსომედი 250 მგ კაფსულა

მიიღება პირის გზით (ორალურად)

  • · მოქმედი ნივთიერება: თითოეული კაფსულა, მოქმედი ნივთიერების სახით 250 მგ ურსოდეოქსიქოლის მჟავას (ქათმისგან მიღებული ურსოდეოქსიქოლის მჟავა) შეიცავს.
  • · დამხმარე ნივთიერებ(ები)ა: სიმინდის სახამებელი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი (მსხვილფეხა რქოსანის წარმოშობის), ტიტანის დიოქსიდი (E171) და რკინის ყვითელი ოქსიდი ( E172).

აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

  • · აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
  • · დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
  • · აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
  • · აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
  • · წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

1. რა არის და რისთვის გამოიყენება ურსომედი ?

2. ურსომედის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

3. როგორ გამოიყენება ურსომედი?

4. რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

5. ურსომედის შენახვა

1. რა არის და რისთვის გამოიყენება ურსომედი ?

ურსომედი, თეთრი ანდა მოთეთრო ფერის ფხვნილის შემცველი, ყვითელი გაუმჭვირვალე, მკვრივი ჟელატინის (მსხვილფეხა რქოსანის წარმოშობის) კაფსულაა.

ურსომედის მოქმედი ნივთიერება, ურსოდეოქსიქოლის მჟავა, ბუნებრივად წარმოებული ნაღვლის მჟავაა, რომელიც ადამიანის ნაღველში მცირე რაოდენობით არსებობს.

ურსომედი, ,,ნაღვლის შემადგენლობასა და დინებაზე მოქმედი წამლების’’ სახელით წოდებული და კუჭ-ნაწლავის სისტემაზე მოქმედი წამალია.

ურსომედი გამოიყენება ქვემოთ მოცემული დავადებების სამკურნალოდ:

- ავადმყოფები, რომელთაც ნაღვლის ბუშტში კენჭის არსებობის მიუხედავად, ნაღვლის ბუშტის ფუნქცირბის შესრულება გრძელება,

- როცა, ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზის (ღვიძლის ქრონიკული დაავადება, როცა ღვიძლის ფუნქციის დარღვევები ორგანიზმის მიერ ვერ კომპენსირდება) დიაგნოზი არ არსებობს, პირველადი ბილიარული ციროზის (სანაღლე გზების დაავადებასთან დაკაშირებით განვითრებული ღვიძლის ციროზი) მკურნალობისას.

- ავადმყოფებში, რომელთაც ღვიძლის გადანერგვა აქვთ გაკეთებული და ხდება ნაღვლის ბუშტში კენჭის/ქოლესტაზის (ნაღვლის დინების შენელება ანდა შეჩერება) განვითარების პროფილაქტიკა (თავიდან აცილების მიზნით).

- ორსულთა ინტრაჰეპატური ქოლესტაზის (ორსულობის მეორე ნახევარში ესტროგენების მიერ ნაღვლის მჟავების გამოყოფისთვის ხელის შეშლის შედეგად გავრცელებული ქავილით გამოვლენილი და ორსულობის დასრულებასთან ერთად დასრულებული ღვიძლის დაავადება)დროს.

- კისტური ფიბროზთან (ფილტვების, თირკმლების ანდა პანკრეასის დაზიანების განმაპირობებელი გენეტიკური დაავადება)დაკავშირებული ჰეპატობილიარული (ღვიძლის,ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების) დაავადებების სამკურნალოდ.

2. ურსომედის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ურსომედი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ;

- ურსოდეოქსიქოლის მჟავას მსგავსი ნაღვლის მჟავების ანდა ურსომედის დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა გაქვთ,

- ნაღვლის ბუშტში ანდა სანაღვლე გზებში უეცრად განვითრებული ჩირქოვანი ანთება გაქვთ,

- სანაღვლე გზების დახშობა გაქვთ (ნაღვლის მთავარი სადინრის ანდა ნაღვლის ბუშტის სადინრის დახშობა),

- მუცლის ღრუს ზემო ნაწილში ხშირად გაქვთ კრუნჩხვის მსგავსი ტკივილები (ბილიარული კოლიკა),

- ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ ნაღვლის ბუშტში კალცინირებული (გაკირული) კენჭი გაქვთ,

- ნაღვლის ბუშტი საჭიროებისამებრ ვერ იკუმშება (ნაღვლის ბუშტის კუნთოვანი ბოჭკოების შეკუმშვის სიძლიერის და სიჩქარის დარღვევა)

- კუჭის ანდა დუოდენუმის (თორმეტგოჯას) აქტიური წყლულოვანი დაავადების მქონე ავადმყოფი ხართ ანდა ნაღვლის მჟავების ენტეროჰეპატური მიმოქცევის (ნაღვლის მარილების და სხვა ნივთიერებების განახლებადი ციკლით ღვიძლიდან გამოყოფა, შემდეგ კი ნაწლავთა ლორწოვანის გავლით კვლავ ღვიძლის უჯრედების მიერ მიღება და კვლავ ნაწლავში გადასროლა) ხელის შემშლელი ნაწლავთა და ან ღვიძლის დაზიანებების მქონე ავადმყოფი ხართ, მაგ.ილეუმის (წვრილი ნაწლავის ბოლო ნაწილი)რეზექცია (ორგანოს დაზიანებული ნაწილის ამოკვეთა) და სტომა (ღიად დატოვება), ლოკალური ილეუმის ჩირქოვანი ანთება (რეგიონალური ილეიტი), ექსტრაჰეპატური ქოლესტაზი (ღვიძლგარე მიზეზთან დაკავშირებული ნაღვლის დინების შენელება ანდა შეჩერება), სერიოზული და მწვავე ღვიძლის დაავადებები.

ურსომედის, 6-18 წლის ასაკობრივ ჯუფის ბავშვებში ფილტვების, თირკმლების ანდა პანკრეასის დაზიანების გამომწვევ გენეტიკურ დაავადებასთან (კისტური ფიბროზი) დაკაშირებული ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების ფუნქციების დარღვევების მკურნალობისთვის გამოყენება:

- ნაღვლის ბუშტის სადინარის დახშობის (ობსტრუქციის) მქონე ბავშვებში წარუმატებელი პორტოენტეროსტომის (ნაღვლის დრენაჟის უზრუნველყოფისთვის ქირურგიული ოპერაცია) ანდა ნაღვლის დინების აღდგენის შეფერხების მდგოამრეობისას

ურსომედი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

ურსომედი, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იქნას გამოყენებული.

თქვენი ექიმი, მკურნალობის პირველი 3 თის განმავლობაში ღვიძლის ფუნქციურ სინჯებს 4 კვირაში ერთხელ რეგულარულად გადაამოწმებს. ამ დროის შემდეგ, საკონტროლო კვლევები 3 თვის შუალადებით გადამოწმდება.

ნაღვლის კენჭების დაშლის მიზნით გამოყენების შემთხვევაში, ექიმი მკურნალობის პირველი 6-10 თვის შემდეგ, ნაღვლის ბუშტის ფუნქციებს გადაამოწმებს.

თუ, ქალი ხართ და ნაღვლის ბუშტის კენჭების დაშლის მიზნით ამ წამალს იყენებთ, გასათვალისწინებელია, რომ ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო წამლები ნაღვლის ბუშტის კენჭების წარმოქმნას ხელს უწყობს, მიტომ საჭიროა არაჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება.

პირველადი ბილიარული ციროზის სამკურნალოდ გამოყენებისას, იშვიათ შემთხვევებში, დაავადების ნიშნები (მაგ. ქავილი) მკურნალობის დასაწყისში შეიძლება უფრო დამძიმდეს. თუ, აღნიშნული მდგომარეობა გამოვლინდება, საწყისი დოზის შემცირებასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

თუ, დიარეა გამოვლინდება, მაშინვე ექიმს მიმართეთ. შეიძლება საჭირო გახდეს ურსომედის მიღების შეჩერება ანდა დოზის შემცირება.

დიეტის დროს კალორიების და ქოლესტერინის ჭარბ მიღებას უნდა მოერიდოთ.

თუ, აღნიშული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ პერიოდში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

ურსომედის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ურსომედი, საკვების და სასმელის მიღებაზე რაიმე სახის გავლენას არ ახდენს.

დიეტის დროს კალორიების და ქოლესტერინის ჭარბ მიღებას უნდა მოერიდოთ.

ორსულობა

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ორსულ ქალებში ურსოდეოქსიქოლის მჟავას გამოყენებასთან დაკავშირებით მონაცემები მწირია. ცხოველებზე გაკეთებული კვლევებით ვლინდება, რომ პრეპარატი შეიძლება გავლენას ახდენდეს ბავშვის განვითრებასა და ზრდაზე. ექიმი, აუცილებელი საჭიროების გარეშე, ორსულობის დროს ურსომედის მიღების რეკომენდაციას არ მოგცემთ. თუ ორსულად არა ხართ, ორსულობის ალბათობა ექიმს უნდა აცნობოთ. მშობიარობის პოტენციალის მქონე ქალებმა, მკურნალობის პერიოდში ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენონ. რეკომენდირებულია არაჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდები ანდა ესტროგენების დაბალი დოზის შემცველი ჩასახვის საწინააღმდეგო აბები. თუ, ურსომედს ნაღვლის ბუშტის კენჭის დაშლის მიზნით ღებულობთ, ჰორმონალურმა ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდებმა შეიძლება ნაღვლის ბუშტის კენჭის წარმოქმნის რისკი გაზარდოს, ამიტომ რეკომენდირებულია არაჰორმონალური ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება.

თქვენმა ექიმა, ურსომედით მკურნალობის დაწყებამდე, ორსულობის არ არსებობაში უნდა დარწმუნდეს.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის მიღებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ურსოდეოქსიქოლის მჟავას ორსულ ქალებში გამოყენებასთან დაკაშირებით დოკუმენტირებლი მხოლოდ რამდენიმე შემთვევა არსებობს. რძეში არსებული ურსოდეოქსიქოლის მჟავას დონე ძალიან დაბალი იყო და ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე გვერდით ეფექტის მოლოდინი არ არის. მაგრამ მაინც, ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე რისკის არსებობა უგულებელყოფილი არ უნდა იქნას. ამ დროს, ძუძუთი კვების გაგრძელების ანდა შეჩერების საკითხს ანდა ურსომედით მკურნალობის შეჩერების ანდა გაგრძელების საკითხის გადაწყვეტისას, გათვალისწინებული უნდა იქნას როგორც ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვის მხრივ სარგებელი, ასევე ურსომედით მკურნალობის ძუძუთი კვებაზე მყოფი დედის მხრივ სარგებელი.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ურსომედი ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედებას არ ახდენს ანდა ეფექტი იმდენად მცირეა, რომ მისი უგულებელყოფა შეიძლება.

ურსომედის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

ურსომედი, სიფრთხილის განამაპირობებელ რაიმე სახის დამხმარე ნივთიერებას არ შეიცავს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ურსომედის, სხვა ზოგიერთ წამალთან ერთად მიღებისას, შეიძლება მათი მოქმედების ეფექტი შეიცვალოს.

ურსომედის მიღებისას ქვემოთ მოცემული წამლების ეფექტები შეიძლება შემცირდეს:

- ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი (სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების მიზნით გამოყენებული წამლები) ანდა ალუმინის ჰიდროქსიდი, ციმექტიტის (ალუმინის ოქსიდი) შემცველი ანტაციდები (კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელი წამლები),

თუ, ამ წამლებიდან რომელიმეს გამოყენების საჭიროება გამოვლინდება, ურსომედის მიღებამდე სულ ცოტა 2 საათით ადრე ანდა 2 საათის შემდეგ უნდა იქნას მიღებული.

- ციპროფლოქსაცინი, დაპსონი (ანტიბიოტიკები), ნიტრენდიპინი (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული წამალი) და მსგავსი გზით მეტაბოლიზებული სხვა წამლები. თუ, ექიმი საჭიროდ ჩათვლის, ამ წამლების დოზას შეცვლის.

ურსომედის მიღებისას ქვემოთ მოცემული წამლების ეფექტები შეიძლება შეიცვალოს:

- ციკლოსპორინი (იმუნური სისტემის აქტივობის დამაქვეითებელი წამალი). თუ, ციკლოსპორინით მკურნალობას გადიხართ, სისხლში ციკლოსპორინის დონე ექიმის მიერ უნდა გადამოწმდეს, თუ საჭიროდ ჩაითვლება, ციკლოსპორინის დოზა უნდა დარეგულირდეს.

- როზუვასტატინი (ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი წამალი)

თუ, ურსომედს ნაღვლის ბუშტის კენჭების დაშლის მიზნით ღებულობთ ანდა ესტროგენების შემცველ წამლებს (,,ჩასახვის საწინააღმდეგო წამლის’’მსგავსი) ანდა კლოფიბრატის მსგავს ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელ განსაზღვულ წამლებს ღებულობთ, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ. ამ წამლებმა, შეიძლება ხელი შეუწყოს ნაღვლის ბუშტში კენჭის წარმოქმნას და ამავე დროს კენჭების დაშლის მიზნით მიღებული ურსოდეოქსიქოლის მჟავის კენჭების დაშლის ეფექტი შეიძლება დაბლოკოს.

თუმცა, ურსომედით მკურნალობა შეიძლება თქვენთვის მაინც მორგებული იყოს. მსგავსი მდგომარეობების დროს, ექიმი თქვენთვის შესაბამის მკურნალობის მეთოდს განსაზღვრავს.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

3. როგორ გამოიყენება ურსომედი?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები :

ურსომედი, ყოველთვის ექიმს მითითებების შესაბამისად გამოიყენეთ. თუ, წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით დარწმუნებული არა ხართ, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

  • · პირველადი ბილიარული ციროზის (საანღვლე გზების დაავადებასთან დაკაშირებით განვითრებული ღვიძლის ციროზი)მკურნალობისას:

დღიური დოზაა: ურსოდეოქსიოლის მჟავა 14±2 მგ/კგ (სხეულის წონა) (2-4 თანაბარ დოზებად გაყოფილი ანდა ერთჯერადად)

  • · ნაღვლის ბუშტის ქოლესტრინოვანი კენჭების დაშლისას:

ურსოდეოქსიქოლის მჟავა 10მგ/კგ/დღეში (საღამოს დაწოლის წინ ერთჯერადად)

  • · ავადმყოფები, რომელთაც ღვიძლის გადანერგვა აქვთ გაკეთებული: სანაღლე გზების კენჭების/ქოლესტაზის პროფილაქტიკისთვის (ნაღვლის დინების შენელება ანდა შეჩერება)(თავიდან აცილების მიზნით):

10-15 მგ/კგ/დღეში ( 2-4 თანაბრად დაყოფილი დოზის სახით ანდა ერთჯერადად)

  • · ორსულობის ინტრაჰეპატური ქოლესტაზის დროს (ორსულობის მეორე ნახევარში ესტროგენების მიერ ნაღვლის მჟავების გამოყოფის ხელის შეშლის გამო განვითრებული გავრცელებული ქავილი, ღვიძლის დაავადება, რომელიც ორსულობის დასრულებასთან ერთად ალაგდება):

10-20 მგ/კგ/დღეში (2-4 თანაბარ დოზად დაყოფილი ანდა ერთჯერადად)

  • · კისტური ფიბროზთან (მემკვიდრული დაავადება, რომელიც იწვევს ფილტვების, თირკმლების ანდა პანკრეასის ფუნქციების დარღვევას) დაკაშირებული ჰეპატობილიარული დაავადებების (ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და სანაღლე გზების) მკურნალობისას:

>6 მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში: 20მგ/კგ/დღეში ( 2-3 თანაბრად დაყოფილი დოზა ანდა დოზის ერთჯერადი მიღება), საჭიროებისას შესაძლებელია დოზის 30მგ/კგ /დღეში გაზრდა.

  • · ყლაპვის გაძნელების მქონე ავადმყოფებში შესაძლებელია ურსოდეოქსიქოლის მჟავის სუსპენზიის ფორმის გამოყენება.

ნაღვლის ბუშტის ქოლესტერინოვანი კენჭების დაშლის მიზნით გამოყენებისას:

ნაღვლის ბუშტში ქოლესტერინოვანი კენჭების დაშლას ზოგადად შეიძლება 6-24 თვე დასჭირდეს. თუ, 12 თვიანი მკურნალობის შემდეგ ნაღვლის ბუშტის კენჭის ზომის შემცირება არ მოხდება, მკურნალობა არ უნდა გააგრძელდეს.

6 თვის შუალედით გაკეთებული ულტრასონოგრაფიული და ან რენტგენლოგიური გამოკვლევების შეფასებით, ექიმმა მკურნალობის წარმატება უნდა განსაზღვროს. ყოველი საკონტროლო კვლევის დროს, საჭიროა წინა კვლევის შედეგებთან შედარება, კალციფიკაციის არსებობის (გაკირვის)განსაზღვრა. თუ, კალციფიკაცია ვლინდება, მკურნალობა უნდა დასრულდეს.

კაფსულები, ყოველ საღამოს, დაწოლის წინ გარკვეული რაოდენოთ წყლით ანდა სითხის საშუალებით, დაღეჭვის გარეშე უნდა გადაიყლაპოს. კაფსულები, რეგულარულად მიიღეთ.

პირველადი ბილიარული ციროზის (სანაღლე გზების ქრონიკულ დაავადებასთან დაკავშირებით განვითრებული ღვიძლის ციროზი) მკურნალობისას:

მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში, ურსომედი დაყოფილი დოზების სახით უნდა მიიღოთ. ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებისას, დღიური დოზა შეიძლება მიღებული იქნას საღამოს, დაწოლის, წინ ერთჯერადად.

პირველადი ბილიარული ციროზის დროს ურსომედის გამოყენებასთან დაკავშირებით დრო შეზღუდული არ არის.

ავადმყოფებში, პირველადი ბილიარული ციროზით, მკურნალობის დასაწყისში დაავადების სიმპტომები (ქავილის მსგავსი) შეიძლება უფრო დამძიმდეს. აღნიშნული იშვიათად ვლინდება. ასეთი მდგომარეობის დროს, ურსომედით მკურნალობა დღეში 1 კაფსულით უნდა გაგრძელდეს და ყოველ კვირაში დღიური დოზა რეკომენდირებულ დოზამდე 1 კაფსულით გაიზრდება.

კაფსულები, გარკვეული რაოდენობით წყლით ანდა სითხით, დაღეჭვის გარეშე უნდა გადაიყლაპოს. გაითვალისწინეთ, საჭიროა წამლის რეგულარული მიღება.

  • · ავადმყოფებში, ღვიძლის გადანერგვით, ნაღვლის ბუშტის კენჭების/ქოლესტაზის პროფილაქტიკისთვის ( ნაღვლის დინების შენელება ანდა შეჩერება) და თავის დან აცილების მიზნით, ორსულობის ინტრაჰეპატური ქოლესტაზის დროს (ორსულობის ინტრაჰეპატური ქოლესტაზის დროს (ორსულობის მეორე ნახევარში ესტროგენების მიერ ნაღვლის მჟავების გამოყოფის ხელის შეშლის გამო განვითრებული გავრცელებული ქავილი, ღვიძლის დაავადება, რომელიც ორსულობის დასრულებასთან ერთად ალაგდება), კისტურ ფიბროზთან (დაავადება, რომელიც იწვევს ფილტვების, თირკმლების ანდა პანკრეასის ფუნქციების დარღვევას) დაკავშირებული ჰეპატობილიარული დაავადებების (ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და სანაღლე გზების) მკურნალობისას : წამლის გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით დაიგეგემება.

შეყვანის გზა და მეთოდი:

წყლით ანდა სითხით, დაღეჭვის გარეშე უნდა გადაიყლაპოს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ურსომედის გამოყენებისას ასაკის შეზღუდვა არ არსებობს. ბავშვებში ეფექტურობასა და უსაფრთხოების საკითხთან დაკაშირებით საკმარისი რაოდენობით მტკიცებულება არ არსებობს. ურსომედის გამოყენება, სხეულის წონასა და დაავადების მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ურსომედის გამოყენებისას ასაკის შეზღუდვა არ არსებობს. ზრდასრულებთან გამოყენებული დოზა და მიღების ფორმა გერიატრიულ პოპულაციაზეც მოქმედებს.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

ღვიძლის უკმარისობა:

წამლის გამოყენების დეტალებთან დაკავშირებით იხილეთ ნაწილი ,,სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები’’. პირველადი ბილიარული ციროზის (სანაღვლე გზების ქრონიკულ დაავადებასთან დაკავშირებით განვითარებული ღვიძლის ციროზი) სიმპტომურ მკურნალობასთან დაკავშირებით დოზირების დეტალები იხილეთ რეკომენდაციების ნაწილში.

თირკმლების უკმარისობა:

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობა არ არსებობს.

თუ, ფიქრობთ, რომ ურსომედის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ურსომედის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, ურსომედის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს დიარეა. თუ, კაფსულების დიდი რაოდენობა მიიღეთ, უახლოეს საავადმყოფოს ანდა თქვენს ექიმს დაუკავშირდით. აღნიშნული წამლის გამოყენების ინსტრუქცია და მიღებული წამლის დარჩენილი ნაწილი თან იქონიეთ, რომ ექიმს აჩვენოთ.

თუ, დიარეა უფრო დამძიმდება, სითხის და ელექტროლიტური ბალანსის კვლავ აღდგენის მიზნით, დარწმუნდით რომ სითხის საკმარისი რაოდენობა მიიღეთ.

თუ, ურსომედის მიღება დაგავიწყდებათ:

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მკურნალობა, წამლის ნორმალური დოზის მიღებით გააგრძელეთ.

მოვლენები, რომელიც ურსომედით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

წამლის გამოყენების შეწყვეტამდე, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

თუ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით სხვა კითხვები გაგიჩნდებათ, თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ანდა ექთანს მიმართეთ.

4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:

ძალიან გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან < 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი :1.000 ავადმყოფიდან 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი:10.000 ავადმყოფიდან

უცნობი : ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ურსომედის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებში შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები.

მკურნალობის დასაწყისში შეიძლება გამოვლინდეს ქავილი (იხილეთ ნაწილი-2,, ურსომედის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება)

გავრცელებული (10 ავადმყოფიდან 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს) გვერდით ეფექტები:

- განავლის დარბილება, დალბობა ანდა დიარეა

ძალიან იშვიათი (10.000 ავადმყოფიდან

- პირველადი ბილიარული ციროზის მკურნალობისას: მუცლის მარჯვენა ზემო ნაწილში ძლიერი ტკივილი, ღვიძლის ციროზის მკვეთრად დამძიმება (დეკომპენსაცია), რომელიც მკურნალობის დასრულების შემდეგ ნაწილობრივ გაუმჯობესდება.

- ნაღვლის ბუშტის კენჭების კალციფიკაცია(გაკირვა).

- ურტიკარია (ჭინჭრის ციება)

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

5. ურსომედის შენახვა

ურსომედი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ურსომედი არ გამოიყენოთ.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. ვორლდ მედისინ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ

ბაღჯილარ/სტამბული

წარმოების ადგილი: ს.ს. ვორლდ მედისინ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ

ბაღჯილარ/სტამბული

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 26.08.2019-ში დამოწმებულია.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი