ოლაპატინი 0,1% 5მლ თვ/წვ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ოლაპატინი 0.1% თვალის წვეთები, ხსნარი
თვალში ჩასაწვეთებელი.
სტერილური
- აქტიური ნივთიერება:
1.11 მგ/მლ ოლოპატადინის ჰიდროქლორიდი შეესაბამება 1 მგ/მლ ოლოპატადინს.
- დამხმარე ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი, ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი უწყლო, ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქლორმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
1. რას წარმოადგენს ოლაპატინი და რისთვის გამოიყენება?
ოლაპატინი წარმოადგენს თვალის წვეთებს 5 მლ პლასტმასის ფლაკონში. ის არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.
ოლაპატინი შეიცავს ოლოპატადინს აქტიური ნივთიერების სახით.
ოლაპატინი გამოიყენება სეზონური ალერგიული კონიუქტივიტის ნიშნების და სიმპტომების სამკურნალოდ.
ალერგიული კონიუქტივიტი: ზოგიერთმა ნივთიერებებმა (ალერგენმა), როგორიცაა, ყვავილის მტვერი, სახლის მტვერი ან ცხოველის ბეწვი, შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, რის შედეგადაცვითარდება თვალის ქავილი, სიწითლე, აგრეთვე თვალის ზედაპირის შეშუპება.
ოლაპატინი ნაჩვენებია თვალის ალერგიული მდგომარეობების სამკურნალოდ. მოქმედებს ალერგიული რეაქციის ინტენსივობის შემცირების გზით.
2. ინფორმაცია ოლაპატინის გამოყენების წინ
არ გამოიყენოთ ოლაპატინი
- თუ გახასიათებთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ოლოპატადინის ან ოლაპატინის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ. გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს რჩევისთვის.
გამოიყენეთ ოლაპატინი განსაკუთრებული სიფრთხილით
- არ გამოიყენოთ ოლაპატინი 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
- ოლაპატინის გამოყენების წინ მოიხსენით კონტაქტური ლინზები.
ორსულობა
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ამ პრეპარატის გამოყენების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ დაორსულება მოხდება მკურნალობის პერიოდში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის.
ლაქტაციის პერიოდი
ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაციის პერიოდში არ გამოიყენოთ ოლაპატინი, რადგან ის შეიძლება გადავიდეს დედის რძეში.
ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა
ოლაპატინის გამოყენების შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება განვითარდეს მხედველობის დაბინდვა. არ მართოთ ავტომობილები ან მექანიზმები, ვიდრე მხედველობის დაბინდვა არ გაივლის.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ოლაპატინის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების შესახებ
თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, პრეპარატის გამოყენების წინ მოიხსენით ლინზები და კვლავ გაიკეთეთ ჩაწვეთებიდან მინიმუმ 15 წუთის გავლის შემდეგ. ოლაპატინი შეიცავს კონსერვანტს (ბენზალკონიუმის ქლორიდს), რაც იწვევს რბილი კონტაქტური ლინზების ფერის ცვლილებას.
გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად
თუ იყენებთ სხვა თვალის წვეთებს ან თვალის მალამოებს, პრეპარატების გამოყენებას შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი. თვალის მალამოები უნდა წაისვათ ბოლოს.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იყენებთ ამჟამად ან გამოიყენეთ ცოტა ხნის წინ, ეს ეხება ასევე მედიკამენტებს, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.
3. ოლაპატინის გამოყენების წესი
ოლაპატინი ყოველთვის უნდა გამოიყენოთ ზუსტად თქვენი ექიმს ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მითითებები სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:
- ჩაიწვეთეთ დაავადებულ თვალში (თვალებში) დღეში ორჯერ დილით და საღამოს.
- გამოიყენეთ რეკომენდებული დოზებით, თუ ექიმი განსხვავებულ დოზირებას არ დაგინიშნავთ.
- ოლაპატინი გამოიყენეთ ორივე თვალში, თუ დაგინიშნავთ ექიმი.
- ოლაპატინი უნდა გამოიყენოთ იმ ხანგრძლივობით, როგორც დაგინიშნათ ექიმმა.
მიღების წესი და მეთოდი:
ოლაპატინი გამოიყენება თვალებში.
ოლაპატინის გამოყენების წინ დაიბანეთ ხელები.
დაიცავით ქვემოთ მოცემული გამოყენების ინსტრუქციები:
- მოხსენით თავსახური (სურათი 1)
- ფლაკონი დაიჭირეთ თავდაყირა ცერა და შუა თითებს შორის.
- ფრთხილად დააწექით საჩვენებელი თითით ფლაკონს ოლაპატინის წვეთის გადმოსასხმელად (სურათი 2).
- გადახარეთ თავი უკან. ქუთუთო ქვემოთ ჩამოწიეთ თითით ისე რომ შეიქმნას საკანი ქუთუთოსა და თვალს შორის. წვეთი უნდა ჩაიწვეთოთ ფორმირებულ საკანში (სურათი 3).
- მიიტანეთ საწვეთური თვალთან. საჭიროების შემთხვევაში დაიხმარეთ სარკე.
- ფლკონის საწვეთური არ შეახოთ თვალის ქუთუთოს, გარშემო არეალს ან სხვა ზედაპირს. მსგავსი კონტაქტით შესაძლოა მოხდეს საწვეთურის მიკრობებით კონტამინირება.
- ოლაპატინის ჩაწვეთების შემდეგ ფრთხილად გაათავისუფლეთ თვალის ქუთუთო, დახუჭეთ თვალი და ფრთხილად დააწექით თვალისა და ცხვირს შორის არეალს თითით (სურათი 4). ეს მასაჟი ხელს შეუწყობს ოლაპატინის სხეულის სხვა ნაწილებში განაწილებას.
- თუ გესაჭიროებათ ორივე თვალში ჩაწვეთება, გაიმეორეთ იგივე პროცედურები მეორე თვალზე.
- თუ ჩაწვეთებისას წვეთი აცდა თვალს, უნდა ჩაიწვეთოთ ხელახლა.
- ოლაპატინის გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ თავსახური ფლაკონს.
- თუ იყენებთ თვალის სხვა სამკურნალო საშუალებებს, უნდა დაიცვათ 5-10 წუთიანი ინტერვალი ორივე პრეპარატის ჩაწვეთებებს შორის.
სურათი 1 |
სურათი 2 |
სურათი 3 |
სურათი 4 |
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვები:
ოლაპატინი არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ხანდაზმულები:
ხანდაზმულებში გამოიყენება ისევე, როგორც მოზრდილებში.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი სხვა პრეპარატის მსგავსად, ოლაპატინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები იმ ადამიანებში, რომლებსაც ახასიათებთ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ.
თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მოვლენას, უთხარით თქვენს ექიმს:
- თავის ტკივილი
- ცუდი გემო
- თვალის ტკივილი
- თვალის გაღიზიანება
- თვალის სიმშრალე
- ანომალური შეგრძნება თვალში
- სიმშრალე ცხვირში
- დაღლილობა
5. ოლაპატინის შენახვის პირობები
ოლაპატინი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას საწყის შეფუთვაში.
ინახება არაუმეტეს 250C-მდე ტემპერატურის პირობებში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ პრეპარატის ვარგისიანობის ვადა.
ოლაპატინი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოყენების შემდეგ ფლაკონს უნდა დაახუროთ თავსახური მჭიდროდ.
ფლაკონის შემცველობა უნდა გამოიყენოთ პირველად გახსნიდან 1 თვის განმავლობაში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
BILIM ILAÇ SAN. ve TIC. A.Ş.
კაპტანპაშა მაჰალეში, ზინჯირლიკუიუ ჯად. N:184
34440 ბეიოღლუ - სტამბოლი-თურქეთი
ტელ: +90 (212) 365 15 00
ფაქსი: +90 (212) 276 29 19
საწარმოო ქარხანა:
Idol Illac Dolum San. ve Tic. A. Ş.
დავუტფაშა კად. ჩებეალიბეი სოკ. N: 20
34010 ტოპკაპი - სტამბოლი - თურქეთი
ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 27.03.2015.