ვიუბერი #30ტ
გააზიარე:
ვიუბერი
საკვები დანამატი
შემადგენლობა: ვიტამინი C-40მგ, ვიტამინი E- 12მგ; ლუთეინი 10მგ; თუთია 1,43მგ (თუთიის გლუკონატი 10მგ); ევროპული მოცვის მშრალი ექსტრაქტი 5მგ (Vaccinium Murtillus 300მგ); პროვიტამინი A (ბეტა კაროტინი 2,5მგ); დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, კრემნიუმის დიოქსიდი.
ვიუბერის შემადგენელი კომპონენტები ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებას.
ლუთეინი შთანთქავს თვალის ბადურა გარსისთვის მავნე ლურჯი სპექტრის სინათლეს. ლუთეინს გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისება, ანეიტრალებს სინათლეზე გამოყოფილ თავისუფალ რადიკალებს და იცავს ფოტორეცეპტორებს დაზიანებისაგან, ხელს უშლის ბადურას ასაკობრივ დეგენერაციას, რაც მოხუცებულთა სიბრმავის უხშირესი მიზეზია.
ევროპული მოცვის მშრალი ექსტრაქტი - მისი აქტიური ნივთიერებები - ანტოციანიდები ხელს უწყობენ თვალის ფოტორეცეპტორებში ბადურას სინათლისადმი მგრძნობიარე პიგმენტის - როდოფსინის სინთეზს. ამით აუმჯობესებენ სინათლის ცვალებადი ინტენსივობისადმი თვალის მგრძნობელობას, სიბნელისადმი ადაპტაციას და მხედველობის სიმახვილეს. ანტოციანიდები ამცირებენ კაპილარების სიმყიფეს, აღადგენენ მათ გამტარობას სისხლძარღვოვანი თრომბოზის დროს, რაც ხელს უწყობს თვალის ბადურას ტროფიკის გაუმჯობესებას.
ბეტა-კაროტინი A ვიტამინის ბიოლოგიურად ადვილად ათვისებადი ფორმაა. ვიტამინი A – მხედველობის პიგმენტის - როდოფსინის შემადგენელი ნაწილია. ის უზრუნველყოფს მხედველობის ანალიზატორის ნორმალურ ფუნქციონირებას და სინათლის აღქმას.
თუთია-აუცილებელია მხედველობის ძირითადი პიგმენტის- როდოფსინის წარმოსაქმნელად. თუთია იცავს თვალს მკვეთრი შუქით და ულტრაიისფერი გამოსხივებით გამოწვეული დაზიანებისაგან. თუთიის დეფიციტს უკავშირებენ ბადურის ჩამოშლას, ფერების აღქმის მოშლას და კატარაქტის განვითარებას.
მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ვიტამინი А და თუთია ხელს უწყობს ნორმალური მხედველობის შენარჩუნებას.
С , E ვიტამინები, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტები, იცავენ თვალს მზის სხივების უარყოფითი ზემოქმედებისაგან და ჟანგვითი სტრესისგან. ვიტამინი С ამცირებს თვალის დაღლილობას.
კვებითი ღირებულება
ინგრედიენტი |
1 ტაბლეტის შემადგენლობა (მაქსიმალური რეკომენდებული დღიური ნორმა) |
%RDA* |
ვიტამინი C |
40მგ |
50% |
ვიტამინი E |
12მგ |
100% |
ლუთეინი |
10მგ |
- |
თუთია |
1,43მგ (10მგ) |
100% |
მოცვის მშრალი ექსტრაქტი |
5მგ (300მგ)** |
- |
პროვიტამინი A |
2,5მგ |
50% |
*რეკომენდებული დღიური ნორმა
**ექსტრაქტში შემცველობა
რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ვიუბერი:
ვიუბერირეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აღენიშნება:
- მხედველობის სიმახვილის დაქვეითება
- დიაბეტური რეტინოპათია
- მხედველობის გადაძაბვა (კომპიუტერი, ტელევიზორი, მზის სხივები და სხვა)
- ასაკობრივი ცვლილებები
- პროგრესირებადი ახლომხედველობა და შორსმხედველობა
- თვალის ტრავმის და ოპერაციული ჩარევის შემდგომ, როგორც კომპლექსური აღდგენითი თერაპია.
მიღების წესი: 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, დღის პირველ ნახევარში.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას, არ გამოიყენოთ სამკურნალო საშუალებაში შემავალი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას.
არაა რეკომენდებული ორულობის დროს და ლაქტაციის პერიდოში.
შენახვის პიროებები: შეინახეთ ბავშვებისგან და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ, გრილ და მშრალ ადგილას.
გამოშვებისფორმა: #30 ტაბლეტი.
მწარმოებელი: PHARMACY Laboratories s.c. ვარშავა, პოლონეთი