ასპარკამი 0.35მგ #50ტ (უკრ)

ასპარკამი 0.35მგ #50ტ (უკრ)

1.65 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიარითმიული საშუალებები
ქვეყანა: უკრაინა
მწარმოებელი: კრასნაია ზვეზდა ხარკოვი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მაგნიუმის ასპარტატი+კალიუმის ასპარტატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 12528
გააზიარე:

ასპარკამი

(ASPARCAM)

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს მაგნიუმის ასპარაგინატს - 0,175 გ; კალიუმის ასპარაგინატს - 0,175გ;

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, პოლისორბატი-80, კალციუმის სტეარატი, ტალკი.

 

წამლის ფორმა

ტაბლეტები.

 

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები

თეთრი ფერის ტაბლეტები გლუვი ზედაპირით, ბრტყელცილინდრული ფორმის, ნაზოლით, სპეციფიური სუნით. ტაბლეტების ზედაპირზე დასაშვებია არათანაბარი ფერი.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

მინერალური დანამატები. მაგნიუმის პრეპარატები.

ათქ კოდი:   A12CX.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

კალიუმისა და მაგნიუმის იონები, როგორც მნიშვნელოვანი უჯრედშიდა კათიონები ერთვებიან რიგი ფერმენტების მუშაობაში, მაკრომოლეკულების დაკავშირების პროცესში სუბუჯრედულ ელემენტებთან და კუნთოვანი შეკუმშვის მექანიზმში მოლეკულარულ დონეზე. კალიუმის, კალციუმის, ნატრიუმის და მაგნიუმის იონების გარე და უჯრედშიდა კონცენტრაციის თანაფარდობა მოქმედებს მიოკარდიუმის შეკუმშვის უნარზე. ასპარტატი, როგორც ენდოგენური ნივთიერება წარმოადგენს კალიუმისა და მაგნიუმის იონების გადამტანს, გააჩნია გამოხატული აფინობა უჯრედების მიმართ, მისი მარილები ექვემდებარება დისოციაციას მხოლოდ უმნიშვნელოდ. შედეგად, იონები აღწევენ უჯრედშიდა სივრცეში კომპლექსური შენაერთების სახით. მაგნიუმის ასპარტატი და ნატრიუმის ასპარტატი აუმჯობესებს მიოკარდიუმის მეტაბოლიზმს. ორგანიზმში კალიუმისა და მაგნიუმის ნაკლებობა ზრდის არტერიული ჰიპერტენზიის, კორონარული სისხლძარღვების ათეროსკლეროტული დაზიანების, გულის რითმის დარღვევის, მიოკარდიუმის პათოლოგიის განვითარების რისკს.

ფარმაკოკინეტიკა

არ შესწავლილა.

 

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენებები

დამატებითი თერაპია გულის ქრონიკული დაავადებებისას (გულის უკმარისობა, ინფარქტის შემდგომ პერიოდში) გულის რითმის დარღვევისას, უპირველეს ყოვლისა პარკუჭოვანი არითმიების დროს.

დამატებითი თერაპია ჭვავის რქის  პრეპარატებით მკურნალობისას.

იმ მდგომარეობების დროს, რომლებსაც თან ახლავს ჰიპერკალიემია და ჰიპერმაგნიემია (მათ შორის სალურეტიკების ჭარბი დოზირებით).

 

უკუჩვენებები

-         მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

-         მწვავე და ქრონიკული თირკმლის უკმარისობა;

-         ადისონის დაავადება;

-         ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია;

-         II- III ხარისხის ატრიოვენტიკულარული ბლოკადა;

-         კარდიოგენური შოკი ( ა.წ.<90 მმ.ვწყ.სტ).

 

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისასსაჭიროა მოხდეს სისხლში კალიუმისა და მაგნიუმისდონის კონტროლი, ასევე აუცილებელია ელექტროლიტური ჰომეოსტაზის და ელექტროკარდიოგრამის მონაცემთა სისტემატიური მონიტორინგი.

ასპარკამი, როგორც კალიუმისა და მაგნიუმის შემცველი პრეპარატი საჭიროა სიფრთხილით იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიასთენია გრავისი; აგრეთვე მდგომარეობების დროს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია, მდგომარეობები, როგორიცაა მწვავე დეჰიდრატაცია, ქსოვილების გავრცელებული დაზიანება, კერძოდ, მძიმე დამწვრობებისას. პაციენტების ამ კატეგორიისთვის რეკომენდებულია სისტემატიურად გამოიკვლიონ ელექტროლიტების კონცენტრაცია სისხლის შრატში.

ასპარკამი არ უნდა დაენიშნოს  გასტრო-თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ან ობსტრუქციის მქონე პაციენტებს.

 

ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთანდა სხვა სახის ურთიერთქმედებები

პრეპარატის შემადგენლობაში კალიუმის იონების არსებობიდან გამომდინარე, ასპარკამის გამოყენებისას კალიუმშემნახველ დიურეტიკებთან, ანგიოტენზინის გარდამქმნელ ინჰიბიტორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, ციკლოსპორინთან, ზრდის ჰიპერკალიემიის განვითარების რისკს (აუცილებელია კალიუმის დონის კონტროლი სისხლის პლაზმაში) და ძლიერდება დამთრგუნველი ზემოქმედება ნაწლავის პერისტალტიკაზე.

პრეპარატი აფერხებს ტეტრაციკლინის პერორალური ფორმების, რკინის მარილების და ნატრიუმის ფტორიდის შეწოვას (საჭიროა დაცულ იქნას მიღებებს შორის სამსაათიანი ინტერვალი).

ასპარკამი აძლიერებს სამკურნალო საშუალებების ეფექტს, რომლებიც ტროფიკულ მოქმედებას ახდენს მიოკარდიუმში; იგი არ აძლევს საშუალებას ჰიპოკალიემიის პროცესის განვითარებას, რომელიც განპირობებულია სალურეტიკების, კორტიკოსტეროიდების, გულის გლიკოზიდების გამოყენებით.

ერთდროული გამოყენებისას ანტიმადეპოლარიზებელ მიორელაქსანტებთან ძლიერდება ნერვულ-კუნთოვანი ბლოკადა, სანარკოზე საშუალებებთან (ჰექსანალი, ფტორატანი და სხვ.) – ითრგუნება ცენტრალური ნერვული სისტემა. პრეპარატი აქვეითებს ნეომიცინის, პოლიმიქსინ B-ს, ტეტრაციკლინისა და სტრეპტომიცინის ეფექტურობას.

 

გამოყენების თავისებურებანი

გამოყენება ორსულობის დროს ან ძუძუთი კვების პერიოდში

პრეპარატის ნეგატიური ზემოქმედების შესახებ მონაცემები ორსულობის დროს ან ძუძუთი კვების პერიოდში არ მოიპოვება. თუმცა პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია თუ, ექიმის აზრით, მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება რისკს ნაყოფისთვის ან ბავშვისთვის.

 

რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს


ასპარკამი არ მოქმედებს რეაქციის სიჩქარეზე ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.

 

გამოყენების წესი და დოზირება

ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზა მოზრდილებისთვის შეადგენს 1-2 ტაბლეტს დღე-ღამეში 3 ჯერ. შესაძლებელია დოზის გაზრდა 3 ტაბლეტამდე დღე-ღამეში 3 ჯერ. კუჭის წვენს შეუძლია პრეპარატის ეფექტურობის დაქვეითება, ამიტომ რეკომენდებულია ტაბლეტების მიღება ჭამის შემდეგ.

მკურნალობის კურსს განსაზღვრავს ექიმი.

ბავშვები

ბავშვებთან პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

 

ჭარბი დოზირება

მოცემული მომენტისთვის ჭარბი დოზირების შემთხვევები რეგისტრირებული არ არის. თეორიულად ჭარბი დოზირებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემიის სიმპტომები (გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცელში, პირში ლითონის გემო, ბრადიკარდია, სისუსტე, დეზორიენტაცია, კუნთის დამბლა, კიდურების პარესთეზიები) და ჰიპერმაგნიემიის (სახის კანის შეწითლება, წყურვილი, არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპორეფლექსია, ნერვულ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევა, სუნთქვის დათრგუნვა, არითმია, კრუნჩხვები). ელექტროკარდიოგრამაზე ხდება Т კბილანის მომატების რეგისტრირება, Р კბილანის ამპლიტუდის ვარდნა), QRS კომპლექსის გაფართოება.

მკურნალობა: პრეპარატის გაუქმება, სიმპტომატური თერაპია (კალციუმის ქლორიდის ხსნარის ინტრავენური შეყვანა დოზით 100მგ/წთ), საჭიროებისას-ჰემოდიალიზი.

 

გვერდითი რეაქციები

გვერდითი რეაქციები ვითარდება ძალიან იშვიათად:

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრიდან: (გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცელში, დისკომფორტის ან წვის შეგრძნება ეპიგასტრალურ არეში, სისხლდენები კუჭ-ნაწლავიდან, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის წყლულები, პირის სიმშრალე;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: მიოკარდიუმის გამტარიანობის დარღვევა, არტერიული წნევის ვარდნა, AV-ბლოკადა;

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრიდან: შესაძლებელია პარესტეზიები, ჰიპორეფლექსია, კრუნჩხვები;

ალერგიული რეაქციები: ქავილი, სახის კანის შეწითლება, გამონაყარი;

სასუნთქი სისტემის მხრიდან: შესაძლებელია სუნთქვის დათრგუნვა (განპირობებულია ჰიპერმაგნიემიით)

სხვა: ცხელების შეგრძნება.

 

ვარგისობის ვადა

3 წელი.

 

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°С, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

შეფუთვა

50 ტაბლეტად ბლისტერებში.

 

გაცემის კატეგორია

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე............... .................. ................ ................ ............... ............... .................. ............. ............. ............. ........... .............. .................. ................ ................ ............... ............... .................. ............. ............. ............. ...........