ქსელჯანზი 5მგ #56ტ

ქსელჯანზი 5მგ #56ტ

850.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ონკოლოგიური პრეპარატები
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ფაიზერი ილაჩლარი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ტოფაციტინიბი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 125209
გააზიარე:

პფაიზერი გამოყენების ინსტრუქცია

ქსელჯანზი R 5 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი

განკუთვნილია პირის გზით (ორალურად) მისაღებად.

  • · მოქმედი ნივთიერება: თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი 5 მგ ტოფაციტინიბის ექვივალენტური რაოდენობით 8,078 მგ ტოფაციტინიბის ციტრატის მარილს შეიცავს.
  • · დამხმარე ნივთიერებ(ები)ა: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსკარმელოზას ნატრიუმი (E468), მაგნიუმის სტეარატი (E572), HPMC 2910/ჰიპრომელოზა 6cP (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლ/ PEG3350, ტრიაცეტინი (გლიცერინის ტრიაცეტატი) (E1518).

პრეპარატი, მსხვილფეხა რქოსანის პირუტყვიდან წარმოებულ ლაქტოზის მონოჰიდრატს შეიცავს.

Ø აღნიშნული წამალი დამატებით მონიტორინგს საჭიროებს. ეს სამკუთხედი

უსაფრთხოების ახალი მონაცემების სწრაფ განსაზღვრას უზრუნველყოფს. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მოხსენების გაკეთებით შეგიძლიათ დაგვეხმაროთ. გვერდითი ეფექტების შესახებ მოხსენების გაკეთება იხილეთ ნაწილი -4-ის ბოლო მონაკვეთი.

აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

  • · აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
  • · დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
  • · აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
  • · აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
  • · წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

1. რა არის და რისთვის გამოიყენება ქსელჯანზი?

2. ქსელჯანზის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

3. როგორ გამოიყენება ქსელჯანზი?

4. რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

5. ქსელჯანზის შენახვა

1. რა არის და რისთვის გამოიყენება ქსელჯანზი ?

ქსელჯანზი 5 მგ ტაბლეტი- ეს არის თეთრი-მოთეთრო ფერის, მრგვალი ფორმის, აპკით შემოგარსული ტაბლეტი, რომელიც ტოფაციტინიბის სახელით ცნობილ მოქმედ ნივთიერებას შეიცავს.

ტაბლეტები, 56 ტაბლეტის შემცველ ბლისტერის შეფუთვებშია წარმოდგენილი.

ქსელჯანზი, გამოიყენება ქვემოთ ჩამოთვლილი ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ:

  • · რევმატოიდული ართრიტი
  • · ფსორიაზული ართრიტი

რევმატოიდული ართრიტი

ქსელჯანზი, ზრდასრულ ავადმყოფებში გამოიყენება საშუალო ანდა მძიმე ფორმის რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ. რევმატოიდული ართრიტი, ქრონიკული დაავადებაა, რომელიც სახსრების ტკივილსა და შეშუპებას იწვევს.

ქსელჯანზი, გამოიყენება ავადმყოფთა იმ ჯგუფში, რომელთაც რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა ჩატარებული აქვთ, მაგრამ შედეგი ვერ მიიღეს ანდა გამოყენებული პრეპარატი ვერ აიტანეს, აღნიშნულ შემთხვევებში ქსელჯანზი გამოიყენება მეტოტრექსატთან ერთად კომბინაციაში. ქსელჯანზი, ასევე გამოიყენება მონოთერაპიის სახით (მხოლოდ ქსელჯანზი) იმ ავადმყოფებში, რომლებიც მეტოტრექსატით მკურნალობას ვერ იტანენ ანდა მეტოტრექსატთან ერთად გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

დამტკიცემულია, რომ ქსელჯანზის მონოთერაპიის სახით გამოყენებისას ანდა მეტოტრექსატთან ერთად კომბინაციაში გამოყენებისას, ავადმყოფებში სახსრების ტკივილი და შეშუპება მცირდება, რაც უზრუნველყოფს ავადმყოფების ყოველდღიური ცხოვრების რითმის დაბრუნებას.

ფსორიაზული ართრიტი

ქსელჯანზი, ასევე გამოიყენება ფსორიაზული ართრიტის სახელით წოდებული დაავადების სამკურნალოდ. აღნიშნული მდგომარეობა უფრო ხშირად ვლინდება ფსორიაზით დაავადებულ ადამიანებში, რომელსაც თან ახლავს სახსრების ანთებითი პროცესი. თუ, ფსორიაზის აქტიური ფორმა გაქვთ, ამ მდგომარეობის სამკურნალოდ ჯერ სხვა წამალი მოგეცემათ. თუ, ამ წამლით მკურნალობისას სასურველი შედეგი ვერ მიიღება ანდა პრეპარატს ვერ აიტანთ, ფსორიაზის აქტიური ფორმის დროს დაავადების ნიშნების და სიმპტომების შემცირების, ცხოვრების ჩვეული რეჟიმის აღდგენის მიზნით, შეიძლება დაწყებული იქნას ქსელჯანზით მკურნალობა.

ქსელჯანზი, ზრდასრულ ავადმყოფებში ფსორიაზული ართრიტის მწვავე ფორმების სამკურნალოდ მეტოტრექსატთან ერთდ გამოიყენება.

2. ქსელჯანზისის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

გაფრთხილება: სერიოზული ინფექციები და მალიგნიზაციური პროცესები (ავთვისებიანი სიმსივნეები]

ქსელჯანზი, ზემოქმედებას ახდენს იმუნურ სისტემაზე.

  • · ამ წამლით მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებში, ინფექციის სერიოზული რისკი მატულობს.
  • · ქსელჯანზით მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებში, დაფიქსირებულია სისხლის სიმსივნე და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეები.
  • · ექიმი, ავადმყოფის მდგომარეობის შეფასების შემდეგ ღებულობს ამ წამლით მკურნალობის დაწყების გადაწყვეტილებას.

შეიძლება არსებობდეს ზონას ინფექციის (ჰერპეს ზოსტერი) (ნერვების გაყოლებით მტკივნეულობა და ბუშტუკოვანი გამონაყარი, რომელიც გამოწვეულია ვირუსული ინფექციით, ჰერპეს ზოსტერი) განვითარების უფრო მაღალი რისკი.

ქსელჯანზი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ;

  • · ტოფაციტინიბის ანდა ამ წამლის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ (იხილეთ დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი) ალერგია გაქვთ,
  • · სისხლის მიმოქცევაში ინფექცია ანდა აქტიური ტუბერკულოზის მსგავსი სერიოზული ინფექცია გაქვთ,
  • · ღვიძლის სერიოზული უკმარისობა გაქვთ, ციროზის ჩათვლით (ღვიძლში დაზიანებები, იარები)
  • · ორსულად ხართ ანდა ბავშვი ძუძუთი კვებაზე გყავთ.

ქსელჯანზი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ

თუ;

- ფიქრობთ, რომ ინფექცია ანდა ცხელება, ოფლიანობა, შემცივნება/კანკალი, კუნთების ტკივილი, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ნახველი, ნახველში ცვლილებები, წონის დაკლება, სხეულის ტემპერატურის მომატება ანდა სიწითლე ანდა კანის ზოგიერთი მიდამოს მტკივნეულობა ანდა მგრძნობელობის მომატება, ყლაპვის გაძნელება და ტკივილი, დიარეა ანდა კუჭის/მუცლის ტკივილი, შარდვისას წვა ანდა ნორმასთან შედარებით უფრო ხშირი შარდვა, ძლიერი დაღლილობა, ძლიერი ინფექციის ნიშნები გაქვთ,

- თუ ინფექციის ალბათობის ზრდის განაპირობებელი რომელიმე დაავადება გაქვთ (მაგ შაქრიანი დიაბეტი, აივ ინფექცია-შიდსი) ანდა იმუნური სისტემა დაზუსტებული გაქვთ,

- რაიმე სახის ინფექცია გაქვთ, თუ, რომელიმე ინფექციის გამო წარსულში მკურნალობა ჩაიტარეთ ანდა მუდმივად რეციდივული ინფექცია გაქვთ. თუ, თავს ცუდად იგრძნობთ, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ. ქსელჯანზით მკურნაობის დროს, შეიძლება სხეულის მიერ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის უნარი დაქვეითდეს და არსებული ინფექცია უფრო დამძიმდეს ანდა ახალი ინფექციი ინფიციფრების ალბათობა გაიზარდოს.

- ამჟამად ტუბერკულოზი ან ანამნეზში ტუბერკულოზი (ჭლექი) გადაიტანეთ ანდა ტუბერკულოზით დაავაებულთან ახლო კონტაქტი გქონდათ. თქვენი ექიმი, ქსელჯანზით მკურნალობის დაწყებამდე და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის პერიოდში, ტუბერკუოზის ნიშნების ანდა სიმპტომების მხრივ გადაგამოწმებთ, გამოგიკვლევთ.

- ფილტვების ქრონიკული დაავადება გაქვთ,

- ღვიძლის პრობლემები გაქვთ,

- B ჰეპატიტი ანდა C ჰეპატიტის (ღვიძლზე მოქმედი ვირუსები) ვირუსული ინფექცია გაქვთ ანდა ადრე გადაიტანეთ. აღნიშნული ვირუსი, ქსელჯანზით მკურნალობის დროს შეიძლება გააქტიურდეს. აღნიშნული მდგომარეობა, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა წამლებით მკურნალობის დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნას. თქვენი ექიმი, ქსელჯანზით მკურნალობის დაწყებამდე და ქსელჯანზით მკურნალობის დროს, ჰეპატიტის სადიაგნოსტიკოდ გამოკვლევებს გაგიკეთებთ.

- რომელიმე სიმსივნური დაავადება გადაიტანეთ, გასათვალისწინებელია, რომ ქსელჯანზის გამოყენებამ სიმსივნის ზოგიერთი სახეობის გამოვლინების რისკი შეიძლება გაზარდოს. ქსელჯანზით მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებში დაფიქსირებულია ლიმფომა (სისხლის სიმსივნის სახეობა) და სხვა სიმსივნეები (ფილტვების, ძუძუს, მელანომა, პროსტატის, პანკრეასის). თუ, ქსელჯანზით მკურნალობის დროს სიმსივნე განვითარდება, მკურნალობის შეწყვეტის ანდა გაგრძელების საკითხს ექიმი გადაწყვეტს.

- კანის სიმსივნის განვითარების რისკი მაღალია, თქვენი ექიმი, ქსელჯანზით მკურნალობის დროს რეგულარულად კანის მდგომარეობას გადაამოწმებს.

- დივერტიკულიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება) ანდა კუჭის ანდა ნაწლავების წყლული განვითარდება (იხილეთ ნაწილი-4).

- თირკმლების პრობლემები გაქვთ.

- ახლო პერიოდში აცრის გაკეთებას გეგემავთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. ქსელჯანზის გამოყენების დროს, ზოგიერთი აცრის გაკეთება არ შეიძლება. ქსელჯანზით მკურნალობის დაწყებამდე, ყველა რეკომენდირებული აცრის შესახებ ინფორმაცია მოიპოვეთ. თქვენი ექიმი, ჰერპეს ზოსტერის აცრის საჭიროების საკითხს გადაწყვეტს.

- გულის პრობლემები, მაღალი არტერიული წნევა ანდა ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებელი გაქვთ.

დამატებითი ანალიზები დაკვირვებისას

თქვენი ექიმი, ქსელჯანზით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დაწყებიდან 4-დან 8 კვირის შემდეგ და შემდგომ პერიოდში, ყოველ 3 თვეში ერთხელ სისხლის ანალიზებს აუცილებლად გადაამოწმებს. საჭიროა გადამოწმდეს სისხლის თეთრი უჯრედების (ლიმფოციტების, ნეიტროფილების) რაოდენობის დაცემის ანდა სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაცემის (ანემიის) განმსაზღვრელი ანალიზები.

თუ, სისხლის თეთრი უჯრედების (ნეიტროფილების, ლიმფოციტების) რაოდენობა ანდა სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობა ძალიან დაბალია, ქსელჯანზი არ უნდა გამოიყენოთ. თქვენი ექიმი, ინფექციის რისკის (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა) ანდა ანემიის რისკის (სისხლის წითელი უჯრედებს რაოდენობა) შემცირების მიზნით, საჭიროების შემთვევაში ქსელჯანზით მკურნალობას დროებით შეაჩერებს.

თქვენი ექიმი, სისხლში ქოლესტერონის დონის ანდა ღვიძლის ფუნქციების გადამოწმებისთვის, სხვა დამატებით ანალიზებს გაგიკეთებთ. თქვენმა ექიმმა, ქსელჯანზის გამოყენების დაწყებიდან 8 კვირის შემდეგ სისხლში ქოლესტერინის დონე უნდა გადაამოწმოს.

ექიმმა, ღვძლის ფუნქციების მაჩვენებელი ანალიზები რეგულარულად უნდა გადაამოწმოს.

ხანდაზმული ავადმყოფები

65 წლის და მეტი ასაკის ავადმყოფებში, ინფექციის პროცენტული მაჩვენებელი უფრო მაღალია. ამიტომ, ინფექციის მაჩვენებელი რომელიმე სიმპტომების გამოვლინებისას, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.

აზიური წარმოშობის ავადმყოფები

იაპონელ და კორეელ ავადმყოფებში ჰერპეს ზოსტერის პროცენტული მაჩვენებელი უფრო მაღალია. ამიტომ, თუ კანზე მტკივნეულ ბუშტუკებს შემაჩნევთ, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.

გარდა ამისა, ფილტვების ზოგიერთი დაავადებების მიმართ რისკის შეიძლება მაღალი იყოს. ამიტომ, სუნთქვის გაძნელებისას, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.

ბავშვები და მოზარდები

ქსელჯანზის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არ არის რეკომენდირებული. ქსელჯანზის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში არ არის განსაზღვრული.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.

ქსელჯანზის გამოყენებამდე, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

ქსელჯანზის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ქსელჯანზის მიღება შესაძლებელია საკვების და სასმელის მიღებისგან დამოუკიდებლად.

ორსულობა

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულობის პოტენციალის მქონე ქალი ხართ, ქსელჯანზით მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან 4 კვირის განმავლობაში, ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენოთ.

თუ, ორსულად ხართ ანდა ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ანდა მომავალში შვილის ყოლას გეგმავთ, ამ წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს გაესაუბრეთ. ქსელჯანზი, ორსულობის დროს არ უნდა იქნას გამოყენებული. თუ, ქსელჯანზით მკურნალობის დროს ორსულობა დაფიქსირდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის მიღებამდე გთხოვთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ქსელჯანზით მკურნალობის დროს ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ქსელჯანზით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ ექიმთან გასაუბრებამდე, ბავშვს ძუძუ არ მოაწოვოთ.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ქსელჯანზი, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედებას არ ახდენს ანდა ზემოქმედება ძალიან შეზღუდულია.

ქსელჯანზის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის თოთოეული ტაბლეტი 62,567 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს შეიცავს. თუ, მანამდე ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ ტოლერანტობა არ გაქვთ (ვერ იტანთ), ამ წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს დაუკავშირდით.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ქსელჯანზი, ეს არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ მეტოტრექსატთან ერთდ ანდა მონოთერაპიის სახით (მხოლოდ ქსელჯანზი).რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ ქსელჯანზის მონოთერაპიის სახით გამოყენებისას, უფრო ნაკლები გვერდითი ეფექტები ვლინდება.

ქსელჯანზი, ზოგიერთი წამლის მოქმედების ეფექტზე ზემოქმედებას ახდენს, რაც ზოგჯერ ამ წამლების დოზის რეგულირებას საჭიროებს. აღნიშნულის გამო, ქსელჯანზი ზოგიერთ წამალთან ერთდ არ უნდა იქნას გამოყენებული. თუ, ქვემოთ მოცემული მოქმედი ნივთიერებების შემცველ წამლებს (პირის გზით მისაღები) ღებულობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ:

  • · ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული კლარიტრომიცინი და რიფამპიცინის მსგავსი ანტიბიოტიკები
  • · სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული ფლუკონაზოლი, კეტაკონაზოლი, კლოტრიმაზოლი, იტრაკონაზოლი და ვორიკონაზოლი

ქსელჯანზი, იმუნური სისტემის დათრგუნვისთვის გამოყენებული სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის ინჰიბიტორების -ინტერლეიკინ-17, ინტრლეიკინ-12/ ინტერლეიკინ-23, ანტი-ინტეგრინების და აზათიოპრინის, მერკაპტოპურინის, ტაკროლიმუსის, ციკლოსპორინის მსგავს ძლიერ ქიმიურ იმუნოსუპრესორების შემცველ, სამიზნესკენ მიმართული ბიოლოგიური (ანტისხეული) მკურნალობის სახელით ცნობილ წამლებთან ერთად არ უნდა იქნას გამოყენებული. ქსელჯანზის ამ წამლებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, ინფექციის რისკი მატულობს.

ავადმყოფები,რომელბიც სამკურნალოდ ქსელჯანზთან ერთად კორტიკოსტეროიდებს იყენებენ (მაგ.პრედნიზონი), სერიოზული ინფექციების რისკი შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

3. როგორ გამოიყენება ქსელჯანზი ?

  • · სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები :

აღნიშნული წამალი, თქვენ ექიმი სპეციალისტის მიერ დაგენიშნებათ. ეს წამალი, ყოველთვის ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად მიიღეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

რევმატოიდული ართრიტი

რეკომენდირებული დოზაა: 5 მგ დღეში ორჯერ.

ფსორიაზული ართრიტი

რეკომენდირებული დოზაა: 5 მგ დღეში ორჯერ.

  • · წამლის მიღების გზა და მეთოდი:

ქსელჯანზი, ორალური (პირის გზით) გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. ტაბლეტები, ყოველდღე, ერთსადაიმავე დროს (საათზე) (დილით 1 ტაბლეტი და საღამოს 1 ტაბლეტი) მიიღეთ. ქსელჯანზის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ასევე კვებისგან დამოუკიდებლად.

  • · სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ქსელჯანზის გამოყენება არ არის რეკომენდირებული. ქსელჯანზის უსაფრთხოება და სარგებელი ბავშვებში ჯერ არ არის განსაზღვრული.

ქსელჯანზი, ბავშვებში არ გამოიყენოთ.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულებში, აღნიშნული წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოთხოვნა არ არსებობს.

  • · გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების უკმარისობა:

თირკმლების მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში დოზის რეგულირება საჭირო არ არის. თირკმლების მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში, შეიძლება წამლის დოზის შემცირება: 5 მგ დღეში.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის მსუბუქი ხარისხის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში დოზის რეგულირება საჭირო არ არის. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში, ქსელჯანზი არ უნდა იქნას გამოყენებული. ღვიძლის საშუალო ხარისხის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში, შეიძლება დოზის შემცირება: 5 მგ დღეში.

თუ, სხვა წამლებსაც ღებულობთ, ექიმი შეიძლება ქსელჯანზის დოზას შეამცირებს. თუ, სისხლის თეთრი ანდა წითელი უჯრდების რაოდენობა დაცემულია, ამ დროს მკურნალობა შეიძლება დროებით ანდა საბოლოოდ შეჩერებული იქნას.

თუ,ფიქრობთ, რომ ქსელჯანზის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ქსელჯანზის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, ქსელჯანზის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

თუ, ქსელჯანზის მიღება დაგავიწყდებათ:

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

წამლის მომდევნო დოზა, წამლის მიღების ჩვეულ დროზე მიიღეთ და შემდეგ წამლის მიღება გააგრძელეთ ჩვეულ რეჟიმში.

მოვლენები, რომელიც ქსელჯანზით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ექიმის კონსულტაციის გარეშე ქსელჯანზის მიღება არ შეწყვიტოთ.

თუ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით სხვა კითხვები გაგიჩნდებათ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ქსელჯანზის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ქსელჯანზის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

შესაძლო სერიოზული გვერდით ეფექტები: შემთხვევათა მცირე რიცხვში, შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში სერიოზული ინფექციები გამოვლინდეს.

ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდით ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ქსელჯანზის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

სერიოზული ინფექციის ნიშნები (გავრცელებული)

- ცხელება და შემცივნება

- ხველა

- კანში სითხის შეკავება

- კუჭის ტკივილი

- მუდმივი თავის ტკივილი

ალერგიული რეაქციების ნიშნები (იშვიათი):

- მკერდში მოჭერის შეგრძნება

- ხმაურიანი სუნთქვა

- სერიოზული თავის ტკივილი და გაბრუება

- ტუჩების, ენის ანდა ხახის შეშუპება

- ურტიკარია (ქავილი, კანზე გამონაყარი)

კუჭის პრობლემების ნიშნები (ნაკლებად გავრცელებული: კუჭის ანდა ნაწლავის წყლული ანდა ხვრელი)

- ცხელება

- მუცლის ანდა კუჭის ტკივილი

- განავალში სისხლი

- ნაწლავთა მოქმედების უჩვეულო ცვლილება

კუჭის ანდა ნაწლავის გახვრეტა, ძირითადად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლების და კორტიკოსტეროიდების (მაგ.პრედნიზონის) ქსელჯაზთან ერთად ერთდროულად მომხმარებელ ავადმყოფებთან ვლინდება.

ყველა აღნიშნული სერიოზული გვერდითი ეფექტებია. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ანდა საავადმყოფოში დაწოლა.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ:

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:

ძალიან გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი :1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი : ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

გავრცელებული:

  • · პნევმონიის და ბრონქიტის მსგავსი ფილტვების ინფექციები
  • · ზონა (ჰერპეს ზოსტერის ინფექცია)
  • · ცხვირის, ხახის ანდა სასუნთქი გზების ინფექციები (ნაზოფარინგიტი)
  • · გრიპი (ინფლუენზა)
  • · სინუსიტი
  • · საშარდზე გზების ინფექცია (ცისტიტი)
  • · ხახის ინფექცია (ფარინგიტი)
  • · სისხლში კუნთოვანი ფერმენტების მომატება (კუნთოვანი პრობლემების ნიშნები)
  • · მუცლის ტკივილი (კუჭის კედლების ანთება)
  • · ღებინება,
  • · დიარეა,
  • · ავად ყოფნის შეგრძნება (გულისრევა)
  • · დისპეფსიური მოვლენები
  • · სახსრების ღრძობა
  • · კუნთების და სახსრების ტკივილი
  • · სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაცემა (ანემია)
  • · ცხელება
  • · დაღლილობა
  • · ხელების და ფეხების შესივება
  • · თავის ტკივილი
  • · მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)
  • · ხველა
  • · სიწითლე

ნაკლებად გავრცელებული:

  • · ტუბერკულოზი
  • · თირკმელბის ინფექცია
  • · კანის ინფექცია
  • · მარტივი ჰერპესი ანდა ორალური (ტუჩის) ჰერპესი
  • · სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაცემა
  • · სისხლში ღვიძლის ფერმენტების მომატება (ღვიძლის პრობლემების ნიშნები)
  • · სისხლში კრეატინინის დონის მომატება (თირკმლების პრობლემების შესაძლო ნიშნები)
  • · ქოლესტერინის დონის მომატება
  • · წონის მომატება
  • · სითხის დაკარგვა (დეჰიდრატაცია)
  • · კუნთების დაჭიმულობა
  • · კუნთების და სახსრების ტკივილი
  • · ტენდონიტი (კუნთოვანი ბოჭკოების ძვლებთან დაკავშირების წერტილებში ანთებითი მდგომარეობა)
  • · სახსრების შესივება
  • · ანორმალური მგრძნობელობა
  • · უძილობა
  • · წიაღების ანთება და დახშობა
  • · სუნთქვის გაძნელება ანდა სუნთქვის უკმარისობა
  • · კანის სიწითლე
  • · ქავილი
  • · ღვიძლის გაცხიმოვნება
  • · ნაწლავთა კედლების ჯიბის მწვავე ანთება (დივერტიკულიტი)
  • · ვირუსით გამოწვეული ინფექციები
  • · კანის ზოგიერთი სახის სიმსივნე (მელანომის გარდა სხვა)
  • · კუჭსა და ნაწლავებზე მოქმედი ვირუსით გამოწვეული ინფექციები

იშვიათი:

  • · სისხლში გავრცელებული ინფექცია (სეფსისი)
  • · ძვლების და სხვა ორგანოების ტუბერკულოზი
  • · სხვა მოულოდნელი ინფექციები, სახსრების ინფექციები

ძალიან იშვიათი:

  • · თავის ტვინის, ზურგის ტვინის ტუბერკულოზი
  • · მენინგიტი

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

5. ქსელჯანზის შენახვა

ქსელჯანზი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <300 C ოთახის ტემპერატურაზე.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.

ამ წამლის კოლოფის ანდა ბლისტერის შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ქსელჯანზი არ გამოიყენოთ.

თუ, ტაბლეტზე თვალით ხილულ დაზიანებას (მაგ.მოტეხვა, ანდა ფერის ცვლილება) შეამჩნევთ, ეს წამალი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ! გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ქსელჯანზი არ გამოიყენოთ.

ლიცენზიის მფლობელი: ს.ს. პფაიზერის PFE წამლები

მასწავლებელ ნაჯის ქ. N:55. 34347. ორთაქოი/სტამბოლი

წარმოების ადგილი:

შპს. პფაიზერის წამლები

მასწავლებელ ნაჯის ქ. N:55. 34347. ორთაქოი/სტამბოლი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 06.08.2019-ში დამოწმებულია. PAA148844

PAP

თარჯიმანი ნაილა იდნოევი