კალცერონი #20ტ შუშხ.
გააზიარე:
კალცერონი
CALCERONE
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი
შემადგენლობა: კალციუმის კარბონატი/ელემენტარული კალციუმი (Ca) – 500 მგ, ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – 1000 IU (25 მკგ), ვიტამინი C (L-ასკორბინის მჟავა) – 50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მჟავიანობის მარეგულირებლები: ლიმონმჟავა, ვაშლის მჟავა, ნატრიუმის კარბონატები; გამამკვრივებელი აგენტები: სორბიტოლი, პოლიეთილენგლიკოლი; ფორთოხლის ნატურალური არომატიზატორი; წითელი ჭარხლის კონცენტრატი; საღებავი: კაროტენები; დამატკბობელი: სუკრალოზა.
არ შეიცავს შაქარს, არ შეიცავს გლუტენს.
მოქმედების მექანიზმი:
კალცერონი არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას, აღადგენს ორგანიზმში კალციუმისა და D ვიტამინის ბალანსს, ამცირებს ძვლის ქსოვილის რეზორბციას და ზრდის ძვლის მინერალურ სიმკვრივეს. შესაბამისად აუცილებელია ძვალ-სახსროვანი, ასევე გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და ენდოკრინული სისტემების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.
კალციუმი – მონაწილეობს ძვლებისა და კბილების ფორმირებასა და მინერალიზაციაში როგორც ბავშვთა, ისე მოზარდთა ასაკში. უზრუნველყოფს ორგანიზმში ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებას, ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, აუმჯობესებს კუნთების ტონუსს, მონაწილეობს გულის რითმის რეგულაციაში, მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესებში, ამცირებს სისხლძარღვის კედლის გამტარობას და აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება.
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) - მონაწილეობს კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზში, ზრდის კალციუმის აბსორბციას ნაწლავებიდან და მის რეაბსორბციას თირკმელებიდან, ამცირებს ძვლების რეზორბციას, კალციუმთან ერთად კომბინაციაში ამცირებს პარათჰორმონის დონეს ორგანიზმში, რომელიც წარმოადგენს ძვლების რეზორბციის (ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვა) მასტიმულირებელ ფაქტორს. ქოლეკალციფეროლი მნიშვნელოვანია ძვალ-სახსროვანი და ნერვ-კუნთოვანი სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, გამოიყენება რაქიტის საპრევენციოდ და სამკურნალოდ, ასევე აქვს იმუნომოდულაციური ეფექტი – განაპირობებს იმუნური სისტემის სწორ, გამართულ მუშაობას. ის მნიშვნელოვანია ასევე გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, ენდოკრინული და რეპროდუქციული სისტემების გამართული მუშაობისთვის.
ვიტამინიC – გამოირჩევა როგორც იმუნომოდულაციური და ანტიოქსიდაციური თვისებებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ძვალ-სახსროვანი სისტემის ჯანმრთელობისთვის. ის აუცილებელია კოლაგენის სინთეზისთვის, და მონაწილეობს ძვლის მინერალური სიმკვრივის გაზრდაში. C ვიტამინი აუმჯობესებს კალციუმისა და D3 ვიტამინის აბსორბციას, შესაბამისად ამ სამი კომპონენტის სინერგიული მოქმედების წყალობით კალცერონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვალ-სახსროვანი, ნერვული, გულს-სისხლძარღვთა და ენდოკრინული სისტემების ჯანმრთელობისთვის.
ჩვენებები:
- კალციუმისა და/ან D ვიტამინის დეფიციტი (პროფილაქტიკა და დეფიციტის შევსება);
- ნებისმიერი გენეზის (მენოპაუზური, სენილური, სტეროიდული, იდიოპათიკური) ოსტეოპოროზისა და მისი გართულებების (ძვლების მოტეხილობა) პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობის დამხმარე თერაპია;
- ორგანიზმში კალციუმისა და D ვიტამინის გაზრდილი მოთხოვნილება;
- ოსტეომალაციის პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობის დამხმარე თერაპია;
- კალციუმის ცვლის დარღვევები თანმდევი ოსტეოპათიით, პარესთეზიებით, ტრემორით, ძვალწარმოქმნის პროცესის დარღვევით.
უკუჩვენება:
- შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- ჰიპერკალცემია და ჰიპერვიტამინოზი D.
სიფრთხილის ზომები:
კალცერონი არის საკვები დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად. სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ტუბერკულოზის აქტიური ფორმებითა და სარკოიდოზით, ასევე თირკმელ-კენჭოვანი დაავადების არსებობის შემთხვევაში, მისი ხანგრძლივი მიღებისას რეკომენდებულია სისხლში კალციუმის დონის კონტროლი.
მიღების წესი და დოზირება:
მიიღება მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზევით: 1-2 ტაბლეტი დღეში, სასურველია ჭამის დროს, ტაბლეტები იხსნება 200 მლ გრილ წყალში.
გვერდითი მოვლენები:
ჩვეულებრივ საკვები დანამატი კარგად გადაიტანება, იშვიათად, შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.
ვარგისობა და შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, სინათლის სხივებისგან დაცულ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში, 25 °C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
შუშხუნა ტაბლეტი, №20
მწარმოებელი:
Idee PharmaWelt GmbH,
WESTHAFENSTR.1, D-13353,
ბერლინი, გერმანია