იმომედი 2მგ #10ტ

იმომედი 2მგ #10ტ

4.35 ლარი
ქვეყანა: ბულგარეთი
მწარმოებელი: სოფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლოპერამიდი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 125144
გააზიარე:

ინსტრუქცია : ინფორმაცია მომხმარებელთათვის

იმომედი 2 მგ . ტაბლეტები

IMOMED 2 mg tablets

ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი

(Loperamide hydrochloride)

ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია ამ პრეპარატის მიღებამდე, რადგანაც მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ეს მოცემულია ამ ინსტრქუციაში ან როგორც გირჩიათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა.

- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება თქვენ ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

- თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

- თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე რასასურველი რეაქცია ამ პრეპარატის მიღების შემდეგ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ყველა იმ არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში;

- თუ არ იგრძენით მდგომარეობის გაუმჯობებსება ორდღიანი მიღების შემდეგ, მიმართეთ თქვენს ექიმს დახმარებისთვის.

რას მოიცავს ეს ინსტრუქცია.

1. რას წარმოადგენს იმომედი და რისთვის გამოიყენება ის.

2. რა უნდა იცოდეთ იმომედის მიღებამდე.

3. როგორ უნდა მიიღოთ იმომედი

4. შესაძლო არასასურველი რეაქციები

5. როგორ ინახება იმომედი.

6. დამატებითი ინფორმაცია.

1. რას წარმოადგენს იმომედი და რისთვის გამოიყენება ის.

იმომედი არის დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მწვავე აშლილობის ან გახანგრძლივებული დიარეის (ქრონიკული) მოკლევადიანი სიმპტომური მკურნალობისთვის. იმომედი ასევე გამოიყენება ნაწლავთა ნაწილის ქირურგიული ამოკვეთის შემდეგ განვითარებული დიარეის სამკურნალოდ.

2. რა უნდა იცოდეთ იმომედის მიღებამდე.

არ მიიღოთ იმომედი :

- თუ თქვენ ალერგიული ხართ იმომედის აქტიური ნივთიერების ან ამ პეპარატის ზოგიერთი შემადგენელი ნივთიერების მიმართ ;

- ისეთ მდგომარეობების დროს, როდესაც უნდა მოარიდოთ თავი ნაწლავთა პერისტალტიკის შენელებას სერიოზული შედეგების დადგომის რისკის გამო. ასეთი მდგომარეობებია : მუცლის შებერილობა, შეკრულობა და ნაწლავთა გადახლართვა.

- ისეთი აშლილობის დროს, რომელსაც თან ახლავს ტემპერატურის მომატება და/ან სისხლი ან ლორწო განავალში.

- მსხვილი ნაწლავის ანთების დროს (ულცეროზული კოლიტი ან ფსევდომემბრანული კოლიტი ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ);

- ზოგიერთი ნაწლავური ბაქტერიებით გამოწვეული აშლილობის დროს;

- არ გამოიყენება 6 წლამდე ბავშვებში;

უსაფრთხოების ზომები

იმომედის მიღება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, თუ გამოვლინდება შეკრულობა, სიმძიმე მუცელში ან ნაწლავთა გაუვალობის განვითარება.

აშლილობის დროს ადამიანის ორგანიზმი კარგავს ბევრ სითხეს და ელექტროლიტებს. ამიტომ ამ დანაკარგის საკომპენსაციოდ თქვენ უნდა მიიღოთ მეტი სითხე, ვიდრე ნორმალურ მდგომარეობაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის.

მწვავე დიარეის დროს, თუ იმომედის მიღების შემდეგ 48 საათის განმავლობაში გაუმჯობესება არ დადგება, შეაჩერეთ მისი მიღება და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

ღვიძლის ფუნქციების დარღვევისას აცნობეთ ექიმს ამის შესახებ. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ ექიმის მეთვალყურეობა იმომედით მკურნალობისას.

შიდსით დაავადებული პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობენ იმომედით, თუ გამოუვლინდათ მუცლის შებერილობა ან სიმძიმე, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ მკურნალობა იმომედით და მიმართონ მკურნალ ექიმს.

იმომედის გამოყენება ბევშვებში

6 წლამდე ბავშვებში იმომედის გამოყენება არ შეიძლება მასში ლოპერამიდის ჰიდროქლორიდის მაღალი შემადგენლობის გამო.

სხვა წამლები და იმომედი :

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ ისეთ წამლებს, რომლებიც ანელებენ კუჭის და ნაწლავების პერისტალტიკას, რადგანაც ამ საშუალებებს შეუძლიათ გააძლიეროს იმომედის მოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ არ არის დადგენილი ლოპერამიდის ურთიერთქმედება ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებთან იმომედის ერთდროულად მიღების შემთხვევაში, შესაძლოა სისხლში ლოპერამიდის დონის მომატება. ეს არის შემდეგი პრეპარატები: ქინიდინი (არითმიის სამკურნალოდ), იტრაკონაზოლი და კეტოკონაზოლი (სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ), ჰემფიბროზილი (სისხლში ლიპიდების დასაქვეითებლად), როტანავირი (HIV ვირუსის სამკირნალოდ).

ლოპერამიდის ერთდროულად მიღება პერორალურ დესმოპრესინთან (უშაქრო დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი) იწვევს სისხლში დესმოპრესინის კონცენტრაციის მომატებას.

ორსულობა , ძუძუთი კვება და ფერტილიტეტი:

თუ თქვენ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ან თვლით რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მიმართეთ ექიმს რჩევისთვის ამ წამლის მიღებასთან დაკავშირებით. არ არსებობს საკმარისი მონაცემები ამ პროდუქტის ორსული ქალების მიერ გამოყენების შესახებ, რის გამოც ამ პრეპარატის გამოყენება ორსულების მიერ არ არის რეკომენდებული. არ არის რეკომენდებული იმომედის მიღება ძუძუთი კვების დროსაც, რადგანაც ამ ნივთიერების მცირე ოდენობა გადადის ბავშვის საკვებში. ძუძუთი მკვებავმა ქალებმა უნდა მიმართონ ექიმს სხვა ალტერნატიული მკურნალობისთვის.

მანქანის მართვა ან მანქანებთან მუშაობა

იმის გამო, რომ იმომედით იკურნება დიარეა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა , თავბრუსხვევა ან ძილიანობა, რეკომენდებულია იყოთ მეტი ყურადღებით ამ პრეპარატით მკურნალობის დროს.

იმომედი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენმა ექიმმა თქვენ გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმისგან მის მიღებამდე.

3. როგორ მიიღება იმომედი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ისე, როგორც ეს მითითებულია ინსტრუქციაში. თუ თქვენ რაღაცაში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

იმომედის მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს.

მოზრდილები :

მწვავე აშლილობის დროს მკურნალობის დასაწყისში მიიღება 2 ტაბლეტი (4მგ. ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი), ხოლო ამის შემდეგ 1 ტაბლეტი ( 2მგ.) კუჭის ყოველი ფაღარათული მოქმედების შემდეგ, მაგრამ არაუმეტეს 8 ტაბლეტისა (16მგ) დღე-ღამეში.

თუ კუჭის მოქმედება ნორმალიზდება ან 24 საათის განმავლობაში აშლილობა აღარ შეგაწუხებთ, შეწყვიტეთ იმომედის ტაბლეტების მიღება.

ქრონიკული დიარეის დროს საწყისი დოზა კორეგირდება დღე-ღამეში 1-2 ნორმალური კუჭის მოქმედების მიღწევამდე, რომელისთვისაც მიიღება 1-დან 6 ტაბლეტამდე (2-12მგ) დღე-ღამეში .

ყურადღება! არ მიიღოთ 8 ტაბლეტზე მეტი 24 საათის განმავლობაში !

პრეპარატის მიღება ბავშვებსა და მოზარდებში:

ბავშვებში დოზა უნდა შეესაბამებოდეს სხეულის მასას (3 ტაბლეტი 20კგ-ზე).

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში

მწვავე აშლილობის დროს საწყისი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს (2მგ ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი). შემდგომ კი თითო ტაბლეტი ყოველი თხიერი განავლის შემდეგ.

დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 ტაბლეტს (8მგ).

ქრონიკული დიარეის შემთხვევაში მიიღება თითო ტაბლეტი ყოველი თხიერი განავლის შემდეგ, არაუმეტეს 4 ტაბლეტისა (8მგ) დღე-ღამეში.

9-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში

მწვავე აშლილობის დროს საწყისი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს (2მგ ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი). შემდგომ კი თითო ტაბლეტიყოველი თხიერი განავლის შემდეგ. არაუმეტეს 3 ტაბლეტისა (6მგ) დღე-ღამეში. ქრონიკული დიარეის შემთხვევაში მიიღება თითო ტაბლეტი ყოველი კუჭის მოქმედების შემდეგ, არაუმეტეს 3 ტაბლეტისა (6მგ) დღე-ღამეში.

6-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებში

მწვავე აშლილობის დროს საწყისი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს (2მგ ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი). შემდგომ კი თითო ტაბლეტი ყოველი თხიერი განავლის შემდეგ, არაუმეტეს 3 ტაბლეტისა (6მგ) დღე-ღამეში. ქრონიკული დიარეის შემთხვევაში მიიღება თითო ტაბლეტი ყოველი კუჭის მოქმედების შემდეგ, არაუმეტეს 2 ტაბლეტისა (4მგ) დღე-ღამეში.

ტაბლეტების მირება ეკომენდებულია დაუღეჭავად წყალთან ერთად. იმომედის მიღების ხანგრძლივობა მწვავე დიარეის დროს შეადგენს 2 დღეს. თუ აშლილობა გაგრძელდა 2 დღეზე მეტ ხანს , მაშინ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს. ხანგრძლივი ქრონიკული დიარეის შემთხვევაში პრეპარატის დოზირება განისაზღვრება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

თუ თქვენ მიიღეთ იმომედის ჭარბი დოზა, აცნობეთ თქვენს ექიმსამის შესახებ , განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ გაგიჩნდათ შემდეგი სიმპტომებვი: მაგ. კუნთებვის დაჭიმვა, არაკოორდინირებული მოძრაობები, ძილიანობა, შარდვის გაძნელება ან სუნთქვის გაძნელება. იმომედის მიღების შემდეგი რეაქცია ბავშვებში უფრო მეტად არის გამოვლენილი, ვიდრე მოზრდილებში. თუ ბავშვმა მიიღო ამ პრეპარატის ჭარბი დოზა, ან თუ მას გამოუვლინდა ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი სიმპტომი, მიმართეთ ექიმს. საჭიროების შემთხვევაში, ჩაატარეთ კუჭის ამორეცხვა. მოწამლვის საწინააღმდეგოდ შეიძლება გამოიყენოთ ოპიოიდური ანტაგონისტი ნალოქსონი ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.

თუ თქვენ გამოტოვეთ იმომედის მიღება

ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას იმომედის გამოტოვებული ტაბლეტების საკომპენსაციოდ.

4. შ ესაძლო არასასურველი რეაქციები.

როგორც ყველა სამედიცინო პრეპარატს ამ წამალსაც გააჩნია არასასურველი რეაქციები, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პაციენტს არ აღენიშნება ეს რეაქციები.

არასასურველი რეაქციების კლასიფიკაცია სიხშირის მიხედვით არის შემდეგი:

ძალიან ხშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 10-დან 1 ადამიანს):

ხშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 100-დან 1- 10 ადამიანს):

არახშირი ( შესაძლოა აღმოაჩნდეს 1000-დან 1- 10 ადამიანს):

იშვიათი (შესაძლოა აღმოაჩნდეს 10 000-დან 1 - 10 ადამიანს):

ძალიან იშვიათი (შესაძლოა აღმოაჩნდეს 10 000-დან 1 ადამიანს):

კუჭნაწლავთა მოქმედების დარღვევა:

ხშირი: შეკრულობა, მეტეორიზმი, გაზების წარმოქმნა ნაწლავებში, ღებინება.

არახშირი : სპაზმები მუცელში,პირის სიმშრალე, მუცლის დისკომფორტი, გულისრევა, დისპეპსია (დარღვეული საჭმლის მონელება).

ძალიან იშვიათი : ნაწლავთა გაუვალობა და მსხვილი ნაწლავის თანმხლები გაფართოება, კუჭ-ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადების გართულება (ტოქსიკური მეგაკოლონი).

ნერვული სისტემის დარღვევა:

ხშირი: თავის ტკივილი

არახშირი : თავბრუსხვევა, ძილიანობა

იშვიათი : გონების დაბინდვა, მოძრაობის კოორდინირების დარღვევა;

იმუნური სისტემის დარღვევა

იშვიათი : ზემგრძნობელობის რეაქცია, მაგ. კანზე გამონაყარი, ქავილი, ჰაერის უკმარისობა, სახის და ტუჩების შეშუპება, ხმის ჩახლეჩვა - ამ ნიშნების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის.

კანის ან კანქვეშა ქსოვილის დარღვევა:

არახშირი : კანზე გამონაყარი

ძალიან იშვიათი : ურტიკარია, კანის ქავილი, ბუშტუკები კანზე, სტივენ ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით ( კანის ნეკროზის ფართო ზონები ტოქსიკურ გამოვლინებასთან ერთად).

თირკმლის ან საშარდე არხების დარღვევა

იშვიათი : შარდის შეკავება

ზოგადი დარღვევები:

იშვიათი : დაღლილობა

raime arasasurveli reaqciis gamovlenis SemTxvevaSi, dauyovnebliv mimarTeT Tqvens eqims an farmacevts. aRniSnuli vrceldeba im arasasurvel reqciebze, romlebic ar aris miTiTebuli winamdebare instruqciaSi.

5 . იმომედის შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ის შეფუთვაზე მითითებული თარიღის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა მითითებულია თვის ბოლო რიცხვამდე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში 250 ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან სახლის ნაგვის კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამალი, რომელსაც თქვენ უკვე არ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

6. შეფუთვის შედგენილობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს იმომედი:

- აქტიური ნივთიერებაა ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2მგ ლოპერამიდის ჰიდროქლორიდს.

- სხვა შემადგენლობა: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი, ბრილიანტის ლურჯ FCF, ქინოლინის ყვითელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი.

როგორ გამოიყურება იმომდედი და რას შეიცავს შეფუთვა

მკრთალი მწვანე ფერის, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები დიამეტრით 7მმ. ორიგინალი შეფუთვა შეიცავს 1 ბლისტერს 10 ტაბლეტით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ლიცენზიის მფლობელი: სს „სოფარმა“, ბულგარეთი, ქ. სოფია 1220, „ილიენსკოე შოსე“-ს ქ. # 16

მწარმოებელი: სს „სოფარმა“, ბულგარეთი, ქ. სანდანსკი 2800, იდუსტრიალური ზონა

ინსტრუქციის გადასინჯვის ბოლო თარიღი: სექტემბერი 2017 წ.

პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება

1. სამედიცინო პროდუქტის დასახელება

იმირანი 10 მგ, ტაბლეტები.

2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10მგ დომპერიდონს.

შემავსებლების ჩამონათვალი იხილეთ სექცია 6.1.

3. ფარმაცევტული ფორმა

ტაბლეტი .

ვარდისფერი, მრგვალი ბრტყელი, "MC" ტაბლეტები ჭდით, პერორალური მიღებისათვის.

4. კლინიკური დეტალები

4.1. თერაპიული ჩვენებები

გულისრევისა და ღებინების სიმპტომების შესამსუბუქებლად.

4.2. დოზირება და შეყვანის მეთოდი

დოზირება

იმირანი უნდა იქნას გამოყენებული უმოკლესი ხანგრძლივობით გულისრევისა და ღებინების საკონტროლოდ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით.

ზრდასრულები და მოზარდები (12 წლის ასაკის და მეტის და რომლებიც იწონიან 35 კგ-ს ან მეტს)

ერთი 10 მგ ტაბლეტი დღეში 3-ჯერ, მაქსიმალური დოზით 30 მგ დღეში.

ღვიძლის უკმარისობა

იმირანი უკუნაჩვენებია ღვიძლის საშუალო ან მძიმე უკმარისობის შემთხვევაში (იხილეთ სექცია 4.3). დოზის ცვლილება ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის შემთხვევაში არ არის საჭირო (იხილეთ სექცია 5.2).

თირკმლის უკმარისობა

რადგან დომპერიდონის ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში, განმეორებითი შეყვანისას, იმირანის დოზირების სიხშირე უნდა შემცირდეს დღეში ერთ ან ორ მიღებამდე გამომდინარე უკმარისობის სიმძიმიდან და შესაძლოა გახდეს საჭირო დოზის შემცირება.

მიღების მეთოდი

  • · პერორალურად იმირანის მიღება რეკომენდირებულია საკვების მიღებამდე. საკვების შემდეგ მიღებისას, წამლის შეწოვა შესაძლოა გახანგრძლივდეს.
  • · პაციენტებმა უნდა სცადონ მიიღონ თითოეული დოზა დაგეგმილ დროს. თუ მოხდა დაგეგმილი დოზის გამოტოვება, დოზა უნდა დარჩეს გამოტოვებულად და განახლდეს ჩვეული დოზირების განრიგი. გამოტოვებული დოზის ნაცვლად დოზა არ უნდა გაორმაგდეს.
  • · ჩვეულებრივ, მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 კვირას.

4.3. უკუჩვენებები

დომპერიდონის მიღება უკუნაჩვენებია შემდგომ შემთხვევებში, თუ სახეზეა:

  • · ჰიპერმგრძნობელობა აქტიურ ნივთიერებაზე ან რომელიმე კომპონენტზე, ჩამოთვლილი სექციაში 6.1.
  • · პროლაქტინ-რილიზინგ ჰიპოფიზის სიმსივნე (პროლაქტინომა). -
    • · როდესაც კუჭის მოტორიკის სტიმულირება შესაძლოა იყოს ზიანის მომტანი: კუჭ-ნაწლავის ჰემორაგია, მექანიკური გაუვალობა ან პერფორაცია. -
    • · პაციენტებ საშუალო და მძიმემდე ღვიძლის უკმარისობით (იხილეთ სექცია 5.2).
    • · პაციენტებში, რომელთაც აქვთ გულის გამტარობის ინტერვალების, განსაკუთრებით კი QTc-ს გახანგრძლივება, პაციენტებში მნიშვნელოვანი ელექტროლიტური დისბალანსით ან გულის ფონური დაავადებები, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა (იხილეთ სექცია 4.4)
    • · QT-გამახანგრძლივებელ წამლებთან ერთად მიღებისას, გარდა აპომორფინისა (იხილეთ სექცია 4.4 და 4.5)
    • · მძლავრ CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთად მირებისას (მიუხედავად მათი QT გამახაგრძლივებელი ეფექტებისა) (იხილეთ სექცია 4.5)

4.4. განსაკუთრებული სიფრთხილეები გამოყენებასთან დაკავშირებით

  • · იმირანის გამოყენება უნდა მოხდეს ზემოთხსენებული დოზირების თანახმად (იხილეთ სექცია 4.2).
    • · პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ პოსტ-პრანდიალური მდგრადი სიმპტომები, და იძულებული არიან მიიღონ დომპერიდონი უწყვეტად 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, უნდა მიმართონ თავიანთ ოჯახის ექიმს ( GP ) .
    • · პაციენტებმა, რომელთაც 48 საათზე მეტი ხნის განმავლობაში უხანგრძლივდებათ გულისრევა და ღებინება, უნდა მიმართონ თავიანთ ექიმს.
    • · პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ იმირანი არ არის რეკომენდირებული ზღვის ავადმყოფობის სამკურნალოდ.

ლევოდოპას ერთდროული მიღება

მიუხედავად იმისა, რომ ლევოდოპას დოზის კორექცია არ ჩაითვალა საჭიროდ, ლევოდოპას კონცენტრაციის ზრდა პლაზმაში (მაქს 30-40%) დაფიქსირდა, როდესაც დომპერიდონი მიღებულ იქნა ლევოდოპას პარალელურად. იხილეთ სექცია 4.5.

მძლავრ CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენება

თავიდან აცილებულ იქნას თანა-ადმინისტრირება პერორალურ კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან ან სხვა მძლავრ CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთად, რომლებიც ახანგრძლივებენ QTc ინტერვალს (იხილეთ სექცია 4.5).

გულსისხლძარღვთა ეფექტები

დომპერიდონი დაკავშირებულია ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან. პოსტ-მარკეტინგული დაკვირვების განმავლობში, შეინიშნა ძალიან იშვიათი შემთხვევები QT-ს გახანგრძლივებისა და torsades de pointes-ისა დომპერიდონის მიმღებ პაციენტებში. ეს შეტყობინებები მოიცავდა პაციენტებს დამაბნეველი რისკ-ფაქტორებით, ელექტროლიტური დისბალანსით და თანმხლები მკურნალობით, რაც შესაძლოა იყოს ხელშემწყობი ფაქტორები (იხილეთ სექცია 4.8).

ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ დომპერიდონი დაკავშირებული იყო სერიოზული პარკუჭოვანი არითმიების ან უეცარი კარდიალური სიკვდილის გაზრდილ რისკთან (იხილეთ სექცია 4.8). მაღალი რისკი შეინიშნა 60 წელს გადაცილებულ პაციენტებში, ასევე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ დღიურ დოზებს, რაც 30 მგ-ზე მაღალია და პაციენტებში, რომლებიც ამჟამად ღებულობენ QT-გამახანგრძლივებელ წამლებს ან CYP3A4 ინჰიბიტორებს.

ზრდასრულებსა და ბავშვებში დომპერიდონი უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით.

დომპერიდონი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აქვთ გულის გამტარობის ინტერვალების გახანგრძლივება, განსაკუთრებით QTc-ისა, ასევე იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ მნიშვნელოვანი ელექტროლიტური დისბალანსი (ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპომაგნემია), ან ბრადიკარდია, ან იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ თანმდევი დაავადებები, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა პარკუჭოვანი არითმიის გაზრდილი რისკის გამო (იხილეთ სექცია 4.3.).

ელექტროლიტური დარღვევები (ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპომაგნიემია) ან ბრადიკარდია წარმოადგენენ პროარითმიული რისკების მატების წინაპირობებს.

დომპერიდონით მკურნალობა უნდა შეწყდეს იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა გულის არითმიასთან დაკავშირებული ნიშნები ან სიმპტომები, რა შემთხვევაშიც პაციენტები უნდა დაუკავშირდნენ თავიან ექიმს კონსულტაციისათვის.

პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა დაუყოვნებლივ გააკეთონ შეტყობინენა კარდიალური სიმპტომის შესახებ.

გამოყენება აპომორფონთან ერთად:

დომპერიდონი უკუნაჩვენებია QT გამახაგრძლივებელ საშუალებებთან, მათ შორის აპომორფინთან ერთად გამოსაყენებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აპომორფინთან ერთად მიღების სარგებელი აღემატება მის გამოყენების რისკებს და მხოლოდ აპომორფინის პროდუქტის მახასიათებლების შეჯამებაში (SmPC) მითითებული ერთდროული მიღების რეკომენდირებული სიფრთხილის ზომების მკაცრი დაცვის პირობით.

თირკმლის უკმარისობა

დომპერიდონის ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია თირკმლის მძიმე უკმარისობისას. განმეორებითი მიღებისას, დომპერიდონის დოზირების სიხშირე უნდა შემცირდეს დღეში 1-ხელ, ან 2-ჯერ-ზე, რაც დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციის დარღვევის სიმძიმეზე. დოზას ასევე შეიძლება დასჭირდეს შემცირება.

4.5. ურთიერთქმედებები სხვა მედიკამენტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

დომპერიდონის ძირითადი მეტაბოლიზმი ხორციელდება CYP3A4-ის მეშვეობით.

ინ ვიტრო მონაცემები მიუთითებს იმ წამლების თანმხლებ გამოყენებაზე, რაც მნიშვნელოვნად აინჰიბირებს ამ ფერმენტს და შედეგად შესაძლოა მოჰყვებოდეს დომპერიდონის პლაზმური დონეების ზრდა.

ცალკეულმა ინ ვივო ფარმაკოკინეტიკურმა/ფარმაკოდინამიკურმა ურთიერთქმედების კვლევებმა ორალური კეტოკინაზოლით ან ორალური ერითრომიცინით, ჯანმრთელ სუბიექტებში, დაადასტურა დომპერიდონის CYP3 A4 -ის დაინჰიბირება, რამაც განაპირობა ამ წამლებით პირველადი გადასვლის მეტაბოლიზმი.

პერორალური დომპერიდონის 10 მგ დღეში 4-ჯერ და კეტოკონაზოლის 200 მგ დღეში ორჯერ მიღების კომბინაციით, ფიქსირდებოდა საშუალო QTc გახანგრძლივება 9.8 მწმ დაკვირვების პერიოდის განმავლობაში, ცვლილებებით ინდივიდუალურ დროის მონაკვეთებზე, რაც იცვლებოდა 1.2 - დან 17.5 მწმ-მდე.

დომპერიდონის 10 მგ დღეში 4-ჯერ და ორალური ერითრომიცინი 500 მგ დღეში 3-ჯერ კომბინაციით, საშუალო QTc დაკვირვების პერიოდის განმავლობაში გახანგრძლივდა 9.9 მწმ-ით, ცვლილებებით ინდივიდუალურ დროის მონაკვეთებზე, რაც იცვლებოდა 1.6-დან 14.3 მწმ-მდე. დომპერიდონის Cmax და AUC წონასწორულ მდგომარეობაში გაიზარდა დაახლოებით 3-ჯერ თითოეულ ამ ურთიერთქმედების კვლევაში. ამ კვლევებში, დომპერიდონის მონოთერაპია 10 მგ, მიღებული პერორალურად, დღეში 4-ჯერ, იწვევდა საშუალო QTc მატებას 1.6 მწმ-ით (კეტოკონაზოლის კვლევა) და 2.5 მწმ-ით მატებას (ერითრომიცინის კვლევა), ხოლო კეტოკონაზოლით მონოთერაპია (200 მგ დღეში 2-ჯერ) და ერითრომიცინით მონოთერაპია (500 მგ 3-ჯერ დღეში) იწვევდა QTc-ის გაზრდას 3.8 და 4.9 მწმ-ით, შესაბამისად, დაკვირვების პერიოდის განმავლობაში.

არსებობს QT-ინტერვალის გახანგრძლივების გაზრდილი რისკი, ფარმაკოდინამიკური ან/და ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების გამო.

ლევოდოპა: ლევოდოპას პლაზმური დონეების მატება (მაქს 30-40%). იხილეთ სექცია 4.4.

შემდგომი ნივთიერებების თანმხლები გამოყენება აკრძალულია

QTc-გამახაგრძლივებელი ფარმაცევტული პროდუქტები

  • · IA კლასის ანტი-არითმიული საშუალებები (მაგ: დიზოპირამიდი, ჰიდროქინიდინი, ქინიდინი)
  • · III კლასის ანტი-არითმიული საშუალებები (მაგ: ამიოდარონი, დოფეტილიდი, დრონედარონი, იბუტილიდი, სოტალოლი)
  • · გარკვეული ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ: ჰალოპერიდოლი, პიმოზიდი, სერტინდოლი)
  • · გარკვეული ანტიდეპრესანტები (მაგ: ციტალოპრამი, ესციტალოპრამი)
  • · გარკვეული ანტიბიოტიკები (მაგ: ერითრმოცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, სპირამიცინი)
  • · გარკვეული სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ., პენტამიდინი)
  • · გარკვეული ანტიმალარიული საშუალებები (განსაკუთრებით ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი)
  • · კუჭ-ნაწლავის გარკვეული მედიკამენტები (მაგ: ციზპარიდი, დოლასეტრონი, პრუკალოპრიდი)
  • · გარკვეული ანტიჰისტამინური საშუალებები (მაგ: მექვიტაზინი, მიზოლასტინი)
  • · გარკვეული მედიკამენტები, რაც გამოიყენება კიბოს დროს (მაგ: ტორემიფენი, ვანდეტანიბი, ვინკამინი)
  • · გარკვეული სხვა მედიკამენტები (მაგ: ბეპრიდილი, დიფემანილი, მეთადონი)

აპომორფინი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთდროული მიღების სარგებელი აღემატება რისკებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკაცრად არის დაცული ერთდროული მიღებისას რეკომენდებული სიფრთხილის ზომები. გთხოვთ, იხილეთ აპომორფინის SmPC.

(იხილეთ სექცია 4.3).

მძლავრი CYP3A4 ინჰიბიტორები (მიუხედავად მათი QT გამახაგრძლივებელი ეფექტებისა),ანუ:

  • · პროტეაზის ინჰიბიტორები
  • · სისტემური აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები
  • · ზოგიერი მაკროლიდი (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი და ტელითრომიცინი) (იხილეთ სექცია 4.3).

შემდეგი ნივთიერებების თანმხლები გამოყენება არ არის რეკომენდირებული

საშუალო სიმძლავრის CYP3A4 ინჰიბიტორები, მაგ:. დილთიაზემი, ვერაპამილი და ზოგიერთი მაკროლიდი.

(იხილეთ სექცია 4.3).

შემდეგი ნივთიერებების თანმხლები გამოყენება საჭიროებს სიფრთხილეს

სიფრთხილე ბრადიკარდიისა და ჰიპოკალიემიის გამომწვევი საშუალებების, აგრეთვე QT ინტერვალის გახანგრძლივებაში მონაწილე შემდეგ მაკროლიდებთან მიმართებაში: აზითრომიცინი და როქსითრომიცინი (კლარითრომიცინი უკუნაჩვენებია, რადგან ის არის CYP3A4 ძლიერმოქმედი ინჰიბიტორი).

ნივთიერებების ზემოთ მოყვანილი სია არის რეპრეზენტატიული და არა ამომწურავი.

4.6. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

არსებობს შეზღუდული პოსტ-მარკეტინგული მონაცემები დომპერიდონის გამოყენებაზე ორსულ ქალებში. აქედან გამომდინარე, ორსულობის განმავლობაში იმირანი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც გამოყენება დასაბუთებულია თერაპიული სარგებლით.

ძუძუთი კვება

დომპერიდონი გამოიყოფა ადამიანის რძეში და ძუძუთი ნაკვები ახალშობილები მიიღებენ 0.1%-ზე ნაკლებ დედის წონაზე-დადგენილ დოზას. გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით კი გულთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები ვერ გამოირიცხება ძუძუს რძის ზემოქმედების შედეგად. უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება შეწყდეს თუ არა ძუძუთი კვება ან შეწყდეს თუ არა დომპერიდონის თერაპია, ბავშვისათვის ძუძუთი კვების სარგებლის გათვალისწინებით და თერაპიის სარგებლის გათვალისწინებით ქალისათვის. სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა QTc გამახანგრძლივებელ რისკ-ფაქტორები ძუძუთი ნაკვებ ახალშობილებში.

4.7. ეფექტები მანქანის მართვის უნარზე და ტექნიკის გამოყენებაზე

იმირანს არ გააჩნია ან აქვს უმნიშვნელო გავლენა მანქანის მართვასა და ტექნიკის გამოყენებაზე.

4.8. გვერდითი მოვლენები

დომპერიდონის უსაფრთხოება შეფასდა 1275 პაციენტში დისპეფსიით, გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადებით (GERD), გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით (IBS), გულისრევა-ღებინებით ან სხვა დაკავშირებული მდგომარეობით 31 ორმაგად ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებულ კვლევებში. ყველა პაციენტი იყო მინიმუმ 15 წლის ასაკის და მიიღო იმირანის სულ მცირე 1 დოზა (დომპერიდონის ფუძე). ჯამური დღიური დოზების მედიანა იყო 30 მგ (დიაპაზონში 10-80 მგ-მდე) და ზემოქმედების მედიანური ხანგრძლივობა იყო 28 დღე (დიაპაზონი 1-28 დღე).

გამოირიცხა კვლევები დიაბეტურ გასტროპარეზსა და ქიმიოთერაპიის ან პარკინსონიზმის მეორად სიმპტომებთან დაკავშირით.

დაფიქსირდა შემდგომი დროები და სიხშირეები: ძალიან ხშირი ( ≥1/10), ხშირი ( ≥1/100 - <1/10), არც ისე ხშირი ( ≥1/1000 - <1/100), იშვიათი ( ≥1/10,000 - <1/1000), და ძალიან იშვიათი (<1/10,000).

სადაც სიხშირე ვერ დადგინდება კლინიკური კვლევების მონაცემებიდან, ჩაწერილია როგორც "უცნობი".

სისტემურ-ორგანული კლასი

გვერდითი სამკურნალწამლო რეაქცია

სიხშირე

 

ხშირი

არც ისე ხშირი

ფსიქიატრიული დარღვევები

 

ლიბიდოს დაკარგვა

შფოთვა

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

 

ძილიანობა

თავის ტკივილი

კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები

პირის სიმშრალე

დიარეა

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები

 

გამონაყარი

ქავილი

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ დარღვევები

 

გალაქტორეა

სარძევე ჯირკვლის ტკივილი

სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობები

 

ასთენია

პოსტმარკეტინგულიგამოცდილება

გვერდით მოვლენებზე დამატებით, რომლებიც მოხსენებულ იქნა კლინიკური კვლევებიდან გამომდინარე და ჩამოთვლილია ზემოთ, წამლის შემდგომი გვერდითი რეაქციები იქნა მოხსენებული.

იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები

უცნობია

ანაფილაქსიური რეაქცია (ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით)

ფსიქიატრიული დარღვევები

უცნობია

აჟიტირება, ნერვიულობა

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

უცნობია

კრუნჩხვები, ექსტრაპირამიდალური დარღვევები, მოუსვენარი ფეხების სინდრომი*

თვალის მხრივ დარღვევები

უცნობია

ოკულოგირული კრიზი

კარდიოლოგიური დარღვევები

უცნობია

პარკუჭოვანი არითმიები, QTc გახანგრძლივება, Torsade de Pointes, უეცარი კარდიალური სიკვდილი (იხ. სექცია 4.4)

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები

უცნობია

ურტიკარია, ანგიოშეშუპება

თირკმლის და საშარდე გზების მხრივ დარღვევები

უცნობია

შარდის შეკავება

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ დარღვევები

უცნობია

გინეკომასტია, ამენორეა

გამოკვლევები

უცნობია

ღვიძლის ფუნქციის ტესტის პათოლოგია, მომატებული სისხლის პროლაქტინი

*მოუსვენარი ფეხის სინდრომის გამწვავება პაციენტებში პარკინსონის დაავადებით.

ექსტრაპირამიდული დარღვევა ხდება უპირველესად ახალშობილებსა და ჩვილებში.

სხვა ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული ეფექტები, მაგ: კონვულსია და აჟიტირება უპირველესად აღწერილია ჩვილებსა და ბავშვებში.

სერიოზული პარკუჭოვანი არითმიების რისკის ზრდა მოხსენებულ იქნა ზოგიერთ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში.

საეჭვო გვერდითი რეაქციების აღწერა

საეჭვო გვერდითი რეაქციების აღწერა, სამედიცინო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ, მნიშვნელოვანია. ეს მხარს უჭერს სამედიცინო პროდუქტის რისკი/სარგებლის ბალანსის უწყვეტ მონიტორინგს. ჯანდაცვის პროფესიონალებს სთხოვენ აღწერონ ნებისმიერი საეჭვო რეაქცია და გადასცენ ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტულ სამსახურებს CY-1475, www.moh.gov.cy/phs ფაქსი: + 357 22608649.

4.9. ჭარბი დოზირება

სიმპტომები

ჭარბი დოზირება უპირველესად მოხსენებულ იქნა ჩვილებსა და ბავშვებში. ჭარბი დოზირების სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს აჟიტირებას, ცნობიერების ცვლილებას, კონვულსიას, დეზორიენტაციას, ძილიანობასა და ექსტრაპირამიდულ რეაქციებს.

მართვა

ჭარბი დოზირების შემთხვევაში, სტანდარტული სიმპტომური მკურნალობა უნდა ჩატარდეს დაუყოვნებლივ. ეკგ მონიტორინგიც უნდა განხორციელდეს, ვინაიდან არსებობს QT ინტერვალის გახანგრძლივების შესაძლებლობა.

კუჭის ლავაჟი ისევე, როგორც აქტივირებული ნახშირის მიღება, შესაძლოა იყოს შედეგის მომტანი. მჭიდრო სამედიცინო დაკვირვება და დამხმარე თერაპია რეკომენდირებულია. ანტიქოლინერგიული, პარკინსონის საწინააღმდეგო წამლები შესაძლოა დაეხმაროს ექსტრაპირამიდული რეაქციების კონტროლში.

5. ფარმაკოლოგიური თვისებები

5.1. ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ღებინების საწინააღმდეგო, ATC კოდი: AO3F A 03

დომპერიდონი არის დოპამინის ანტაგონისტი, ანტი-ემეტური თვისებების მქონე. დომპერიდონი ადვილად ვერ კვეთს ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს. დომპერიდონის მომხმარებლებში, განსაკუთრებით ზრდასრულებში, ექსტრაპირამიდული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია, მაგრამ დომპერიდონი ხელს უწყობს პროლაქტინის გამოთავისუფლებას ჰიპოფიზიდან. მისი ანტი-ემეტური ეფექტი შესაძლოა იყოს გამოწვეული პერიფერიული (გასტროკინეტიკური) ეფექტებისა და დოპამინის რეცეპტორების ანტაგონიზმის კომბინაციის გამო ქემორეცეპტორის ტრიგერის ზონაში, რაც განთავსებულია ჰემატოენცეფალური ბარიერის გარეთ, area postrema-ში.

ცხოველებზე კვლევები, დაბალ კონცენტრაციებთან გამოვლენასთან თავის ტვინში, მიუთითებს დომპერიდონის პრედომინანტურად პერიფერიულ ეფექტზე დოპამინის რეცეპტორებზე.

ადამიანებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პერორალური დომპერიდონი ზრდის ქვედა საყლაპავის წნევას, აუმჯობესებს ანტროდუოდენალურ მოძრაობას და აჩქარებს კუჭის დაცლას. არანაირი გავლენა კუჭის სეკრეციაზე არ დაფიქსირებულა.

ICH—E14 გაიდლაინის თანახმად, დეტალური QT კვლევა იქნა ჩატარებული. ეს კვლევა მოიცავდა პლაცებოს, აქტიურ კომპარატორს და დადებით კონტროლს და ჩატარდა ჯანმრთელ სუბიექტების ჯგუფებში დომპერიდონის მიღებით 80 მგ-მდე დღეში, 10 ან 20 მგ შეყვანილი დღეში 4-ჯერ. ამ კვლევამ დააფიქსირა მაქსიმალური სხვაობა QTc-სა დომპერიდონსა და პლაცებოს შორის LS-საშუალო მაჩვენებლებში, ცვლილებაში საწყისიდან 3.4 მწმ 20 მგ დომპერიდონისათვის, რაც შეყვანილია დღეში 4-ჯერ, მე-4 დღეს. ორმხრივი 90 % CI (1.0 - 5.9 მწმ) არ აჭარბებდა 10 მ/წმ-ს. არანაირი კლინიკურად რელევანტური QTc ეფექტები არ შენიშნულა კვლევაში, როდესაც დომპერიდონი შეიყვანეს 80 მგ/დღე-მდე (ანუ მაქსიმალური რეკომენდირებული დოზირების 2-ჯერ მეტი).

თუმცა, ორი წინა წამალთშორისი ურთიერთქმედების კვლევამ აჩვენა QTc გახანგრძლივების გარკვეული მტკიცებულება, როდესაც დომპერიდონი გამოყენებულ იქნა მონოთერაპიის სახით (10 მგ 4-ჯერ დღეში). ყველაზე დიდი, დროსთან შეწყვილებული საშუალო სხვაობა QTcF-სა დომპერიდონსა და პლაცებოს შორის იყო 5.4 მწმ (95 % CI: -1.7 - 12.4) და 7.5 მწმ (95 % CI: 0.6 - 14.4), შესაბამისად.

5.2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

დომპერიდონი სწრაფად იწოვება პერორალური შეყვანის შემდეგ, პიკური პლაზმური კონცენტრაციებით, რომლებიც ვითარდება დოზირებიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ. Cmax და AUC მაჩვენებლები დომპერიდონისა გაიზარდა პროპორციულად დოზასთან ერთად 10 მგ- 20 მგ დოზის დიაპაზონში. დომპერიდონის AUC 2-დან 3-ჯერადამდე რაოდენობის აკუმულირება დაფიქსირდა დომპერიდონის დოზირებისას 4 დღის განმავლობაში დღეში ოთხჯერადი განმეორებისას (ყოველი 5 სთ-ში).

მიუხედავად იმისა, რომ დომპერიდონის ბიოშეღწევადობა გაზრდილია ჯანმრთელ სუბიექტებში საკვების შემდეგ მიღებისას, ხოლო კუჭ-ნაწლავის ჩივილების მქონე პაციენტებმა დომპერიდონი უნდა მიიღონ 15 — 30 წუთით ადრე საკვების მიღებამდე. კუჭის დაქვეითებული მჟავიანობა ხელს უშლის დომპერიდონის შეწოვას. პერორალური ბიოშეღწევადობა შემცირებულია ციმეტიდინისა და ნატრიუმის ბიკარბონატის წინა თანმხლები გამოყენების შედეგად.

განაწილება

პერორალური დომპერიდონი, როგორც ჩანს, არ აკუმულირდება ან არ ახდენს საკუთარი მეტაბოლიზმის ინდუქციას; 90 წუთის შემდეგ პიკური პლაზმური დონე 2 კვირიანი პერორალურად მიღების შემდეგ, დღეში 30 მგ დოზით, აღწევს 21 ნგ/მლ, რაც თითქმის იგივე იყო, რაც პირველი 18 ნგ/მლ დოზის მიღების შემდეგ. დომპერიდონი 91-93%-ით დაკავშირებულია პლაზმის ცილებთან. განაწილების კვლევებმა რადიაქტიური ნივთიერებით ნიშანდებული წამლით ცხოველებში აჩვენა ფართო განაწილება ქსოვილებში, მაგრამ ტვინში დაბალი კონცენტრაცია. წამლის მცირე რაოდენობა პლაცენტას კვეთს ვირთაგვებში.

ბიოტრანსფორმაცია

დომპერიდონი განიცდის სწრაფ და ინტენსიურ ღვიძლის მეტაბოლიზმს ჰიდროქსილირებისა და N-დეალკილირების გზით. ინ ვიტრო მეტაბოლიზმის ექსპერიმენტებმა დიაგნოსტიკური ინჰიბიტორებით გამოავლინა, რომ CYP3A4 არის მთავარი ფორმა ციტოქრომ P-450-ისა, რაც მონაწილებს დომპერიდონის N-დეალკილირებაში, როდესაც CYP3A4, CYPIA2 და CYP2El მონაწილეობს დომპერიდონის არომატულ ჰიდროქსილირებაში.

ელიმინაცია

შარდისა და ფეკალური ექსკრემენტების რაოდენობა შეადგენს პერორალური დოზის შესაბამისად 31% და 66%. წამლის ის პროპორცია, რაც ექსკრეტირებულია უცვლელად არის მცირე (10% ფეკალური ექსკრეციისა და დაახლოებით 1% შარდით ექსკრეციისა). პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი ერთი ორალური დოზირების შემდეგ არის 7-9 საათი ჯანმრთელ სუბიექტებში, მაგრამ გახანგრძლივებულია პაციენტებში თირკმლის უკმარისობით.

ღვიძლის უკმარისობა

პაციენტებში ღვიძლის საშუალო დაზიანებით (Pugh ქულა 7 - 9, Child-Pugh ხარისხი B), AUC და Cmax დომპერიდონისა არის შესაბამისად 2.9-ჯერ და 1.5-ჯერ მაღალი, ვიდრე ჯანმრთელ სუბიექტებში.

დაუკავშირებელი ფრაქცია გაზრდილია 25%-ით, და ტერმინალური ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია 15-დან 23 საათამდე. სუბიექტებს მსუბუქი ღვიძლის დაზიანებით აქვთ გარკვეულწილად უფრო დაბალი სისტემური ზემოქმედება, ვიდრე ჯანმრთელ სუბიექტებს, დაფუძნებით Cmax-სა და AUC-ზე, ცილის დაკავშირების ცვლილების გარეშე, ან ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდისა. სუბიექტები მწვავე ღვიძლის დაზიანებით არ შესწავლილა. დომპერიდონი І აკრძალულია პაციენტებში საშუალო ან მძიმე ღვიძლის დაზიანებით (იხილეთ სექცია 4.3).

თირკმლის დაზიანება

სუბიექტებში მწვავე თირკმლის უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 2) დომპერიდონის ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 7.4 - 20.8 სთ-მდე, მაგრამ პლაზმური წამლის დონეები უფრო დაბალი იყო, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში.

ვინაიდან ძალიან მცირე რაოდენობის უცვლელი პრეპარატი (დაახლოებით 1%) გამოიყოფა თირკმელებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერთჯერადი მიღებისას დოზის კორექტირება საჭირო გახდეს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თუმცა, განმეორებითი მიღებისას, დოზის სიხშირე უნდა შემცირდეს დღეში ერთხელ ან ორჯერ დოზირებაზე, დარღვევის სიმძიმის მიხედვით და შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

5.3. პრეკლინიკური მონაცემები

ელექტროფიზიოლოგიური ინ ვიტროდა ინ ვივო კვლევები მიუთითებს დომპერიდონის საერთო საშუალო რისკზე, რომ გაახანგრძლივოს QTc ინტერვალი ადამიანებში. ინ ვიტრო ექსპერიმენტებში იზოლირებულ უჯრედებზე, რაც ტრანსფიცირებულია hERG-ით და იზოლირებულ ზღვის გოჭის მიოციტებში ზემოქმედების თანაფარდობა იცვლებოდა 26-47-ჯერადად IC50 მაჩვენებლებზე დაფუძნებით, რაც აინჰიბირებს იმპულსებს Ikr იონურ არხებში, შედარებით თავისუფალ პლაზმურ კონცენტრაციებთან ადამიანებში, მაქსიმალური დღიური დოზის 10 მგ შეყვანის შემდეგ, დღეში 3-ჯერ. უსაფრთხოების ზღურბლი მოქმედების პოტენციალის ხანგრძლივობის გაზრდისათვის ინ ვიტრო ექსპერიმენტებში იზოლირებულ კარდიალურ ქსოვილებზე აჭარბებდა თავისუფალ პლაზმურ კონცენტრაციებს ადამიანებში, მაქსიმალურ დღიურ დოზაზე (10 მგ შეყვანილი 3-ჯერ დღეში) 45-ჯერ მეტად. უსაფრთხოების საზღვრები ინ ვიტრო პროარითმიულ მოდელებში (იზოლირებული Langendorff პერფუზირებული გული, აჭარბებდა თავისუფალი პლაზმის კონცენტრაციებს ადამიანებში მაქსიმალურ დღიურ დოზაზე (10 მგ შეყვანილი 3-ჯერ დღეში) 9-დან 45-ჯერადამდე.

ინ ვივო მოდელებში, ეფექტის დონე QTc გახანგრძლივებაზე ძაღლებში და არითმიის ინდუქციაზე კურდღლის torsade de pointes-ადმი სენსიტიზირებულ მოდელში, არ აჭარბებდა თავისუფალ პლაზმურ კონცენტრაციებს ადამიანში, მაქსიმალურ დღიურ დოზაზე (10 მგ შეყვანილი 3-ჯერ დღეში) 22-ჯერზე და 435-ჯერადზე მეტად, შესაბამისად. ანესთეზირებულ ზღვის გოჭის მოდელებში, ნელი ინტრავენური ინფუზიის შემდეგ, არანაირი ეფექტი არ დაფიქსირებულა QTc-ზე ჯამურ პლაზმურ კონცენტრაციაზე - 45.4 ნგ/მლ, რაც არის 3-ჯერ მაღალი ვიდრე ჯამური პლაზმური დონე ადამიანების მაქსიმალურ დღიურ დოზაზე (10 მგ შეყვანილი დღეში 3-ჯერ). ამ უკანასკნელი კვლევის რელევანტურობა ადამიანებისათვის, პერორალურად შეყვანილი დომპერიდონის ზემოქმედების შემდეგ, დაუზუსტებელია.

მეტაბოლიზმის დაინჰიბირების არსებობისას CYP3A4 დომპერიდონის თავისუფალი პლაზმური კონცენტრაციების მეშვეობით, შესაძლოა გაიზარდოს 3-ჯერ.

მაღალ, დედისეული ტოქსიკური დოზის პირობებში (40-ჯერ მეტი რეკომენდირებული ადამიანის დოზაზე) ტერატოგენური ეფექტები დაფიქსირდა ვირთაგვებში. არანაირი ტერატოგენურობა არ შეინიშნა თაგვებსა და კურდღლებში.

6. ფარმაცევტული დეტალები

6.1. დამხმარე ნივთიერებების კომპონენტების ჩამონათვალი

იმირანის ტაბლეტები ასევე შეიცავს პრეჟელატინიზირებულ სახამებელს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატს, კროსკარმელოზის ნატრიუმს, კოლოიდურ სიციუმის დიოქსიდს, მაგნიუმის სტეარატს და ერითოზინის ნატრიუმს.

6.2. შეუთავსებლობები

უცნობია.

6.3. შენახვის ვადა

5 წელი

6.4. განსაკუთრებული გაფრთხილებები შენახვაზე

შეინახეთ 25°C-ზე ქვემოთ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში, რომ დაიცვათ სინათლისა და ნესტისაგან.

6.5. კონტეინერის ბუნება და შიგთავსი

20 ტაბლეტიანი შეფუთვა არის ხელმისაწვდომი.

შეიძლება შეფუთვის ყველა ზომა არ იყოს გაყიდვაში.

6.6. განსაკუთრებული სიფრთხილე განადგურებაზე

განსაკუთრებული მოთხოვნა არ არის.

ნებისმიერი გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტი ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების თანახმად

7. სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
შპს. Medochemie, 1-10 Constantinoupoleos ქუჩა, 3011 ლიმასოლი, კვიპროსი.

8. სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი
[შესავსებია თითოეულ ქვეყენაში]

9. პირველი რეგისტრაციის / რეგისტრაციის განახლების თარიღი
[შესავსებია თითოეულ ქვეყენაში]

10. ტექსტის შესწორების თარიღი 13/05/2019

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.