ლაქტულოზა(ლაქსივ)3,35/5მლ200მლ

ლაქტულოზა(ლაქსივ)3,35/5მლ200მლ

8.50 ლარი
ქვეყანა: ინდოეთი
მწარმოებელი: აჯიო ფარმაცევტიკალს
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლაქტულოზა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 125105
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია 

ლაქსივი

LAXIV

ლაქსივი

ლაქტულოზას ხსნარი USP 3.35 გ/5 მლ

შემადგენლობა:

თითო 5 მლ შეიცავს:

ლაქტულოზას კონცენტრატი USP

3.35 გ ლაქტულოზას ექვივალენტური

წყლიანი ფუძე q.s.

ჩვენებები:

  • ყაბზობის მკურნალობა
  • ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის (HE), ღვიძლის კომის მკურნალობა.

დოზები და მიღების წესი:

ლაქტულოზას ხსნარის გამოყენება შესაძლებელია განზავებული ან განუზავებელი ფორმით. საჭიროების შემთხვევაში თითო დოზის მიღება შესაძლებელია წყალთან ან ხილის წვენთან ერთად.

ლაქტულოზას თითო დოზა უნდა გადაიყლაპოს ერთიანად, დაუშვებელია პირის ღრუში ხანგრძლივად დაყოვნება.

დოზა განისაზღვრება პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად.

ერთჯერადი დღიური დოზის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ერთი და იგივე დროს, მაგ: საუზმის დროს.

საფაღარათო საშუალებებით მკურნალობის დროს რეკომენდებულია დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის სითხის (1.5 - 2 ლიტრი, ანუ 6 - 8 ჭიქა) მიღება.

დოზირება ყაბზობის დროს:

ლაქტულოზას მიღება შესაძლებელია ერთჯერადი დღიური დოზის სახით ან გაყოფილი ორ დოზად.

რამდენიმე დღეში მკურნალობაზე რეაგირების მიხედვით შესაძლოა მოხდეს საწყისი დოზის კორექცია შემანარჩუნებელ დოზამდე. მკურნალობის ეფექტის მიღწევას შესაძლოა დასჭირდეს რამდენიმე დღე (2-3 დღე).

 

საწყისი დღიური დოზა

შემანარჩუნებელი დღიური დოზა

მოზრდილები და მოზარდები

15 - 45 მლ

15 - 30 მლ

ბავშვები (7-14 წლის)

15 მლ

10 - 15 მლ

ბავშვები (1-6 წლის)

5 - 10 მლ

5 - 10 მლ

1 წლამდე ბავშვები

5 მლ-მდე

5 მლ-მდე

 

დოზირება ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის დროს (მხოლოდ მოზრდილებში):

საწყისი დოზა: 30 - 45 მლ დღეში 3 - 4-ჯერ. შესაძლებელია აღნიშნული დოზის კორექცია შემანარჩუნებელ დოზამდე, რომ რბილი განავლის სიხშირე იყოს 2 ან 3 ყოველ დღე.

ხანდაზმული პაციენტები და თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები:

დოზირებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული რეკომენდაციები არ არსებობს, რადგან ლაქტულოზას სისტემური ზემოქმედება უმნიშვნელოა.

უკუჩვენებები:

  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
  • გალაქტოზემია.
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქცია, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პერფორაცია ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პერფორაციის რისკი

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:

მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეფასდეს დაუდგენელი ეტიოლოგიის მუცლის ტკივილის სიმპტომები, რომ გამოირიცხოს არადიაგნოზირებული პერფორაცია ან ობსტრუქცია ან დაავადება/მდგომარეობა.

თუ რამდენიმე დღეში არ აღინიშნება სათანადო თერაპიული ეფექტი უნდა გადაიხედოს დოზის და/ან დამატებითი ზომების მიღების საკითხი.

ლაქტულოზა სიფრთხილით მიიღება პაციენტებში, რომლებიც ვერ იტანენ ლაქტოზას.

დოზა, რომელიც ჩვეულებრივ მიიღება ყაბზობის დროს არ უნდა შეუქმნას პრობლემა დიაბეტის მქონე პაციენტებს.

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის დროს დოზა ჩვეულებრივ უფრო მაღალია, რაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დიაბეტის მქონე პაციენტებში.

დაურეგულირებელი დოზების ხანგრძლივად და არასწორად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს დიარეა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა.

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ მკურნალობის პერიოდში შესაძლოა დაირღვეს დეფეკაციის რეფლექსი.

აღნიშნული პროდუქცია შეიცავს ლაქტოზას, გალაქტოზას და მცირე რაოდენობით ფრუქტოზას. პრეპარატი არ მიიღება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გალაქტოზას ან ფრუქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრული პრობლემები, ლაპ ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვებში საფაღარათო საშუალებები მიიღება გამონაკლის შემთხვევებში და ექიმის მეთვალყურეობით.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა: ზეგავლენა არ არის მოსალოდნელი ორსულობის პერიოდში, რადგან ლაქტულოზას სისტემური ზემოქმედება უმნიშვნელოა. ლაქტულოზას ხსნარის მიღება შესაძლებელია ორსულობის პერიოდში.

ძუძუთი კვება: ძუძუზე მყოფ ჩვილზე/ბავშვზე ზეგავლენა არ არის მოსალოდნელი, რადგან ლაქტულოზას ზემოქმედება მეძუძურ დედაზე უმნიშვნელოა. ლაქტულოზას ხსნარის მიღება შესაძლებელია ძუძუთი კვების პერიოდში.

ნაყოფიერება: ზეგავლენა არ არის მოსალოდნელი, რადგან ლაქტულოზას სისტემური ზემოქმედება უმნიშვნელოა.

ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე:

ლაქტულოზა არ ახდენს ზეგავლენას ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

გვერდითი ეფექტები:

მკურნალობის პირველი დღეების განმავლობაში შესაძლოა აღინიშნოს მეტეორიზმი, რაც ჩვეულებრივ ქრება ქრება რამდენიმე დღეში. რეკომენდებულზე მაღალი დოზების მიღებისას მოსალოდნელია მუცლის ტკივილი და დიარეა. ასეთ შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს.

მაღალი დოზების (ჩვეულებრივ მხოლოდ ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის დროს) ხანგრძლივად მიღებისას პაციენტს დიარეის გამო შესაძლოა აღენიშნოს ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა. დოზა უნდა დაკორექტირდეს ისე, რომ ფორმირებული განავლის სიხშირე იყოს დღეში 2 ან 3.

პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ლაქტულოზას დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

ძალიან ხშირი (≥1/10): დიარეა

ხშირი (≥1/100 - <1/10): მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება

კვლევები:

ნაკლებად ხშირი (≥1/1000 - <1/100): დიარეით გამოწვეული ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა

პედიატრიული პოპულაცია: ბავშვებში უსაფრთხოების ისეთივე პროფილია მოსალოდნელი, როგორც მოზრდილებში.

ჭარბი დოზა:

ზედმეტი დოზის მიღებისას მოსალოდნელია:

სიმპტომი: დიარეა, ელექტროლიტების დაკარგვა და მუცლის ტკივილი.

მკურნალობა: მკურნალობის შეწყვეტა ან დოზის შემცირება. დიარეის ან ღებინების გამო სითხის ჭარბი რაოდენობით დაკარგვის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ელექტროლიტური დარღვევების კორექცია.

სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ინიშნება სიმპტომური მკურნალობა.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ოსმოსური მოქმედების საფაღარათო საშუალებები

ათქ კოდი: A06AD11

მსხვილ ნაწლავში ლაქტულოზას ბაქტერიები შლიან მცირე მოლეკულური წონის ორგანულ მჟავებად, რომლებიც ამცირებენ pH-ის დონეს მსხვილი ნაწლავის სანათურში და ოსმოსური ეფექტის წყალობით ზრდიან ნაწლავის შიგთავსის მოცულობას. აღნიშნული ეფექტები ხელს უწყობენ მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას და განავალის კონსისტენციის აღდგენას. იხსნება ყაბზობა და აღგება მსხვილი ნაწლავის ფიზიოლოგიური რითმი.

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის შემთხვევაში ეფექტი განპირობებულია აციდოფილური ბაქტერიების (მაგ: ლაქტობაქტერიები) რაოდენობის ზრდის ხარჯზე პროტეოლიზური ბაქტერიების დათრგუნვით, მსხვილი ნაწლავის შიგთავსის მჟვიანობის მატების ხარჯზე ამიაკის იონურ ფორმად გარდაქმნით, მსხვილ ნაწლავში pH-ის შემცირების და ოსმოსური ეფექტის ხარჯზე ნაწლავების დაცლით, ბაქტერიული აზოტის მეტაბოლიზმის შეცვლით, რაც განპირობებულია ბაქტერიების სტიმულაციით, რომლებიც იყენებენ ამიაკს ბაქტერიული ცილის სინთეზისთვის.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღების შემდეგ ლაქტულოზა სუსტად შეიწოვება და უცვლელი ფორმით აღწევს მსხვილ ნაწლავში, სადაც იგი მეტაბოლიზდება მსხვილი ნაწლავის ბაქტერიული ფლორით. მთლიანად მეტაბოლიზდება 25-50 გ ან 40-75 მლ დოზების შემთხვევაში; უფრო მაღალი დოზების მიღებისას ნაწილობრივ გამოიყოფა უცვლელი ფორმით.

შენახვის პირობები:

ინახება 20 – 300 C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას. არ გაყინოთ.

გამოშვების ფორმა:

100 მლ/ 200 მლ ხსნარი ქარვისფერ პოლიეთილენ-ტერეფტალატის ბოთლში, საზომ ჭიქასთან და ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი:

აჯიო ფარმაცეუტიკალს ლტდ

სათავო ოფისი: A/38, ნანდჯიოტ ინდუსტრიალ ისთეით,

კურლა-ანდჰერი როუდ, სეიფდ ფულ,

მუბაი - 400 072, ინდოეთი.

საწარმო: T-82, MIDC, ბჰოსარი, პუნა 411 026