მენოსტანი #60ტ
გააზიარე:
მენოსტანი
საკვები დანამატი
შემადგენლობა
მენოსტანი დამზადებულია ნატურალური მცენარეების ექსტრაქტის საფუძველზე.
1 ტაბლეტის შემადგენლობაა
შავი კოჰოშის ექსტრაქტი (ლათ. Cimicifuga racemosa; ინგლ.Black Cohosh) 35მგ,
ველური იამის ექსტრაქტი (ლათ. Dioscorea villosa; ინგლ. Wild Yam) 50მგ,
აბრაამის ხის ექსტრაქტი (ლათ.Vitex agnus castus; ინგლ. Chasteberry) 50მგ,
ელეუტეროკოკის ექსტრაქტი (ლათ.Eleutherococcus senticosus; ინგლ. Siberian ginseng) 50მგ,
პასიფლორას ექსტრაქტი (Passiflora) 100მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილცელულოზა (Klucel), მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
მენოსტანში შემავალი მცენარეების დახასიათება
შავი კოჰოშის, იგივე ციმიციფუგას (Cimicifuga racemosa) ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებებია ფიტოესტროგენები, რომლებიც ესტროგენების მსგავსია და დოფამინერგული თვისებებით ხასიათდება. ეს ნივთიერებები უკავშირდება ჰიპოთალამუსის ესტროგენულ რეცეპტორებს, მოქმედებს ჰიპოთალამუსი-ჰიპოფიზი-საკვერცხეების სისტემაზე, ამცირებს ჰიპოფიზის მიერ მალუთეინიზირებელი ჰორმონის სეკრეციას, გონადოტროპული ჰორმონების გამომუშავებას.
გამოიყენება ესტროგენების დეფიციტის დროს:
- პრე- და მენოპაუზის პერიოდისთვის დამახასიათებელი ფსიქოემოციური და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევების დროს;
- ოვარექტომიის შემდეგ.
ველური იამი (Dioscorea villosa) ძველთაგანვე არის ცნობილი და გამოიყენებოდა დაბერების საწინააღმდეგოდ. ველურ იამში არსებული ვიტამინები სასარგებლოა მხედველობისთვის, კანისა და თმის სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. მისგან მიღებული ეთერზეთები გამოიყენება თავის მოვლის საშუალებებშიც. ჰორმონული დისბალანსის დროს მისი ეფექტებია:
- ქალის სასქესო ჰორმონების სეკრეციის სტიმულირება, მენსტრუალური ციკლის ნორმალიზება;
- ქოლესტერინის რაოდენობის შემცირება სისხლში, ანტისკლეროზული მოქმედება, არტერიული წნევის ნორმალიზება;
- ღრძილების და კბილების სტრუქტურის გაუმჯობესება;
- სპაზმოლიზური მოქმედება, დაღლილობის, გაღიზიანებადობის მოხსნა.
აბრაამისხისნაყოფისმშრალიექსტრაქტი (Vitex agnus castus) სელექტიურად ასტიმულირებს ჰიპოფიზის (ლაქტოგენური) უჯრედების D2-რეცეპტორებს, აინჰიბირებს პროლაქტინის გამოთავისუფლებას. პროლაქტინის შემცირება იწვევს სარძევე ჯირკვალში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების ალაგებას და ტკივილის სინდრომის კუპირებას. აღადგენს გონადოტროპინების ფიზიოლოგიურ სეკრეციას, აწესრიგებს დარღვეულ მენსტრუალურ ციკლს, ასტიმულირებს ყვითელი სხეულის განვითარებას, ხსნის სომატურ და ფსიქიურ სიმპტომებს, რომლებიც ვლინდება მენსტრუაციის ლუთეინურ ფაზაში. მისი გამოყენების დროს განვითარებული ეფექტებია:
- სასქესო ჰორმონების დისბალანსის მოწესრიგება;
- დარღვეული მენსტრუალური ციკლის აღდგენა;
- პრემენსტრუალური სინდრომის მოხსნა;
- პათოლოგიური პროცესების ალაგება და ტკივილის კუპირება სარძევე ჯირკვლის დაავადებების (მასტოდინიის და მასტოპათიის) დროს.
ელეუტეროკოკი (Eleutherococcus senticosus) დეკორაციული ბუჩქოვანი სამკურნალო მცენარეა, რომლისგან მიღებულ ექსტრაქტებს გააჩნია ზოგადგამაჯანსაღებელი და მასტიმულირებელი მოქმედება, რაც ფილტვების სასიცოცხლო ტევადობის, ფიზიკური ძალისა და სისხლში ჰემოგლობინის დონის მომატებით გამოიხატება. ელეუტეროკოკის გამოყენების დროს განვითარებული ეფექტებია:
- მენოპაუზის და სხვადასხვა სახის მენსტრუალური დარღვევების დროს ჰორმონალური დისბალანსის მოწესრიგება;
- გონებრივი და ფიზიკური აქტივობის სტიმულირება, მოთენთილობის, გადაღლის შემცირება;
- არტერიული წნევის, სისხლში შაქრის დონის ნორმალიზება;
- ინფექციური, ვირუსული, ონკოლოგიური დაავადებების მიმართ ორგანიზმის გამძლეობის ამაღლება;
- საჭმლის მონელების პროცესის გაუმჯობესება;
- ძილის პროცესის ნორმალიზება, მხედველობის, სმენის გაუმჯობესება;
- ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფა;
- ოპერაციის შემდგომ ქსოვილების შეხორცების დაჩქარება.
პასიფლორა, იგივე ვნების ყვავილი (Passiflora extract) გამოიყენება შემდეგი სიმპტომების დროს:
- უცნობი ეტიოლოგიის თავბრუსხვევა;
- მომატებული გაღიზიანებადობა, განწყობის არასტაბილურობა და გამოხატული ცვლილება, პანიკის შეტევის შეგრძნება;
- უეცარი გაბრაზება, ძალადობრივობის გამძაფრების ტენდენცია;
- არაღრმა ძილი, უძილობა და ხშირი გამოღვიძება.
ჩვენება
მენოსტანი რეკომენდებულია ჰორმონალურ დისბალანსთან დაკავშირებული ჩივილების დროს. მენოსტანის გამოყენების ჩვენებაა:
- კლიმაქტერული სინდრომი;
- პრემენსტრუალური სინდრომი.
დოზირება
1 ტაბლეტი დღეში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
გვერდითი მოვლენა
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები.
შეფუთვა
N 60 ტაბლეტი ფლაკონში.
შენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
Manufactured in Spain by:
MASENZ DANYA GROUP SL
C/Narcis Monturiol n 37 08960 Sart Just Desvern
BARCELONA.