ლანსოპრაზოლ(ლანსოპროლ)15მგ#28კ

ლანსოპრაზოლ(ლანსოპროლ)15მგ#28კ

13.60 ლარი 11.56 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ნობელი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლანსოპრაზოლი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 124846
გააზიარე:

სარეკომენდაციო ვერსია

ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ

ლანსოპროლი 15 მგ 

ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული მიკროგრანულებიანი კაფსულები

მიიღება შიგნით

 

  • აქტიური ნივთიერება: ლანსოპრაზოლი 15 მგ
  • დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა (ნეიტრალური მიკრო გრანულები (ზომა 26)), მანიტოლი (E421), ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ექსპლოტაბი), მაგნიუმის კარბონატი, PVP K30, კრისტალიზირებული შაქარი, პოლოქსამერი 407, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (Pharmacoat 603), ეუდრაგიტი  L 30 D 55, ტალკი, ტრიეთილ ციტრატი (ციტროფლექსი), სიმეტიკონი, ნარინჯისფერი გაუმჭვირვალე – ნარინჯისფერი გაუმჭვირვალე მკვრივი ჟელატინის კაფსულები №2 (ტიტანის დიოქსიდი, წითელი რკინის ოქსიდი,, ყვითელი რკინის ოქსიდი, ჟელატინი (მსხვილი რქოსანი პირუტყვის წარმოშობის)).

 

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს მედიკამენტი დაგენიშნათ ინდივიდუალურად, ამიტომ ნუ გადასცემთ მას სხვას გამოყენებისთვის.
  • თუ ამ მედიკამენტით მკურნალობის პერიოდში მოგიწევთ ვიზიტი ექიმთან ან კლინიკაში, უნდა აცნობოთ ექიმს, რომ იღებთ აღნიშნულ პრეპარატს.
  • ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში გამოყენების წესები. არ მიიღოთ მაღალი ან დაბალი დოზა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმმა არ დაგინიშნათ სხვაგვარად.

 

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:

1. რას წარმოადგენს ლანსოპროლი და რისთვის გამოიყენება?

2. ინფორმაცია ლანსოპროლის  გამოყენებამდე

3. ლანსოპროლის  მიღების წესი

4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

5. ლანსოპროლის შენახვის წესი

 

1. რას წარმოადგენს ლანსოპროლი და რისთვის გამოიყენება?

  • ლანსოპროლი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ლანსოპრაზოლს. ერთი კაფსულა შეიცავს 15 მგ აქტიურ ნივთიერებას. ლანსოპრაზოლი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებსაც ეწოდებათ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები. პროტონული დგუშის ინჰიბიტორები ახდენენ კუჭში მჟავის სეკრეციის რაოდენობის  შემცირებას.
  • ლანსოპროლი 15 მგ მიკროგრანულოვანი კაფსულა შეიცავს თეთრ, მოკრემისფერო-მოთეთრო ფერის მრგვალი ფორმის მიკროგრანულებს, რომლებიც მოთავსებულია მწვანე გაუმჭვირვალე/ყვითელ გაუმჭვირვალე N2 მკვრივ ჟელატინის კაფსულებში, რომლებიც იხსნებიან ნაწლავში. ლანსოპროლის შეფუთვა შეიცავს 28 კაფსულას.
  • ლანსოპროლი მოქმედებს კუჭში პარიესიული უჯრედების მიერ მჟავის სეკრეციის დაქვეითების შედეგად.
  • გამოიყენება თორმეტგოჯა (დუოდენალური) ნაწლავის და კუჭის წყლულის პრევენციისათვის და სამკურნალოდ,
  • გამოიყენება საყლაპავი მილის ანთების სამკურნალოდ (რეფლუქს-ოზოფაგიტი),
  • წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია Helicobacter pylori-ს ინფექციებით, რომლებიც იწვევენ კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს
  • წყლულის პროფილაქტიკა და მკურნალობა, რომელიც გამოწვეულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით (როგორიცაა ასპირინი, იბუპროფენი, კეტოპროფენი და პიროქსიკამი),
  • გასტროეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადება (ამ დაავადების დროს კუჭის წვენის მჟავა ამოდის საყლაპავი მილიდან, რაც იწვევს მის დაზიანებას და ანთებას),
  • გამოიყენება კუჭის მჟავის ჭარბი რაოდენობით სეკრეციის დასათრგუნად (ჰიპერსეკრეციის პათოლოგიური მდგომარეობა, მათ შორის ზოლინგერ-ელისონის სინდრომი).

 

2. ინფორმაცია ლანსოპროლის გამოყენებამდე

არ შეიძლება ლანსოპროლის გამოყენება შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ აღინშნება ალერგიული რეაქციები ლანსოპრაზოლის ან კაფსულებში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ,
  • არ შეიძლება ლანსოპროლის გამოყენება, თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ ატაზანავირს (აივ-ინფექციის სამკურნალოდ).

 

ლანსოპროლი გამოიყენება სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ აღინიშნება ღვიძლის რთული დაავადება (შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია)
  • თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას
  • თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი ან გეგმავთ ლაქტაციას,
  • თუ აღინშნება სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე
  • თუ აღინიშნება დიარეა მკურნალობის პერიოდში

ლანსოპროლით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს კუჭის ავთვისებიანი კიბოს არსებობა.

შესაძლოა გაიზარდოს მენჯის, მაჯის სახსრების ან ხერხემლის მოტეხილობების რისკი, განსაკუთრებით თუ იღებთ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს, როგორიცაა ლანსოპრაზოლი ერთ წელზე მეტი ხნის მანძილზე. აცნობეთ ექიმს, თუ გახასიათებთ ოსტეოპოროზი (ძვლის დასუსტება და გაცვეთა) ან თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებთაც ეწოდებათ კორტიკოსტეროიდები (ესენი ზრდიან ოსტეოპოროზის რისკს).

კუჭის წვენის შემცირების ხარჯზე ვლინდება ქორმოგრანინი A (CgA) ჰორმონის დონის გაზრდას, რომელიც გამოიყენება მარკერის სახით ენდოკრინული (ჰორმონალური) სიმსივნეების დიაგნოსტიკაში. CgA-ს გაზრდილი დონე იწვევს ნეიროენდოკრინული სიმსივნეების (კიბო, რომელიც ლოკალიზებულია ჰორმონალური სისტემის და ნერვული სისტემის შუალედში) სადიაგნოსტიკო კველევბში ცრუდადებით შედეგებს. ამ მდგომარეობის გამორიცხვის მიზნით ლანსოპრაზოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს და განმეორდეს ლაბორატორიული ტესტი.

ლანსოპროლმა შესაძლოა გაზარდოს ზოგიერთი ბაქტერიების რაოდენობა, რომლებიც ჩვეულებრივ აღინიშნება ორგანიზმში კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, და შედეგად გაიზარდოს ინფექციის რისკი.

თუ ზემოთ აღნიშნული მდგომარეობებიდან რომელიმე შეგესაბამებათ თქვენ, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის.

 

ლანსოპროლის გამოყენება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან ერთად

ლანსოპროლი უნდა მიიღოთ უზმოზე.

 

ორსულობა

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

ლანსოპროლის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.

თუ მკურნალობის პერიოდში დადასტურდება ორსულობა, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ლაქტაციის პერიოდი

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე. ლანსოპროლის გამოყენება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში.

 

ზეგავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე

ლანსოპროლის გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს თავბრუსხვევა, დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, თავის ტკივილები ან მხედველობის დარღვევები. ასეთ შემთხვევებში არ უნდა მართოთ ავტომობილი და რაიმე სახის სამუშაო მექანიზმები.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლანსოპროლის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ლანსოპროლი შეიცავს შაქარს. თუ თქვენთვის ცნობილია, რომ თქვენ გახასიათებთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, უნდა მიმართოთ ექიმს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

 

ერთდროული გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად

შემდეგში აღწერილია მედიკამენტები, რომლებმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ ლანსოპროლის გამოყენებაზე. უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგი პრეპარატებიდან რომელიმეს:

  • ატაზანავირი (გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ)
  • თეოფილინი (გამოიყენება ფილტვების დაავადებებისა, როგორიცაა ასთმა)
  • კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიფამპიცინი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ)
  • დიგოქსინი (გამოიყენება ორგანოს გადანერგვისას)
  • ტაკროლიმუსი (გამოიყენება ორგანოების განდევნის პრევენციის მიზნით)
  • ფლუვოქსამინი (გამოიყენება დეპრესიის და სხვა ფსიქიური დარღვევებისას)
  • საგულე გლიკოზიდურები (Hypericum perforatum, კრაზანას პრეპარატები) (გამოიყენება მსუბუქი დეპრესიების სამკურნალოდ)
  • ანტაციდურები (გამოიყენება კუჭის მონელების დარღვევების და გულძმარვის სამკურნალოდ)
  • სუკრალფატი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ)

თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ ნებისმიერი რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატები, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს მათ შესახებ.

 

3. ლანსოპროლის მიღების წესი

ინსტრუქცია სწორი გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:

  • თუ იღებთ ლანსოპროლს დღეში ერთჯერ, უნდა მიიღოთ ის საუზმეს მიღებამდე ყოველ დილით ერთიდაიმავე დროს.
  • თუ იღებთ ლანსოპროლს დღეში ოერჯერ, პირველი დოზა უნდა მიიღოთ საუზმეს მიღებამდე, ხოლო მეორე დოზა საღამოს ვახშმის მიღების წინ.

 

კუჭის წყლულის დაავადება:

30 მგ დღეში 1 ჯერ 4 კვირის განმავლობაში.

 

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული:

30 მგ დღეში 1 ჯერ 2 კვირის განმავლობაში.

 

რეფლუქს-ეზოფაგიტი:

30 მგ დღეში 1 ჯერ 4 კვირის განმავლობაში.

 

რეფლუს-ეზოფაგიტის პროფილაქტიკა:

15 მგ დღეში 1 ჯერ.

 

აასპ -ს მკურნალობასთან ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის კეთილთვისებიანი წყლულის მკურნალობა პაციენტებში, რომლებთაც ესაჭიროებათ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით (აასპ) ხანგრძლივი მკურნალობა:

30 მგ დღეში ერთჯერ 4 კვირამდე ხანგრძლივობით.

 

აასპ-ს მკურნალობასთან ასოცირებული კუჭის წულულის და თორმეტგოჯა ნაწლავის პროფილაქტიკისათვის რისკ-ჯგუფის პაციენტებში (65 წელზე უფროსებში ან ანამნეზში კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით), რომლებთაც ესაჭიროებათ აასპ-თი ხანგრძლივი მკურნალობა:

15 მგ 1ჯერ დღეში.

 

გასტრო-ეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადება:

15 მგ ან 30 მგ დღეში ერთჯერ 4 კვირის განმავლობაში.

 

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი:

საწყისი დოზირება შეადგენს 60 მგ დღეში ერთჯერ, თუმცა დოზა განისაზღვრება პაციენტის მოთხოვნილების შესაბამისად ინდივიდუალურად. შესაძლებელია დღეში 180 მგ გამოყენებაც.

 

H. pylori-ით გამოწვეული წყლულის მკურნალობა:

ლანსოპრაზოლის რეკომენდებული დოზა შემდეგ ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში გამოყენებისას შეადგენს 30 მგ დღეში ორჯერ 7 დღის განმავლობაში:

კლარიტრომიცინი 250-500 მგ 2 ჯერ დღეში + ამოქსაცილინი 1 გრ 2 ჯერ დრეში

კლარიტრომიცინი 250 მგ 2 ჯერ დღეში + მეტრონიდაზოლი 400-500 მგ 2 ჯერ დღეში

 

მიღების წესი და მეთოდი:

კაფსულები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით, არ დაღეჭოთ ან გახსნათ კაფსულა.

ჩატარებული კვლევების და კლინიკური პრაქტიკის მონაცემების მიხედვით იმ პირებისათვის, რომლებთაც  უძნელდებათ კაფსულის გადაყლაპვა არსებობს შემდეგი მიღების შესაძლებლობა:

  • გახსენით კაფსულა. მიკროგრანულები შეურიეთ ცოტა ოდენი რაოდენობის წყლაში, ვაშლის/პომიდვრის წვენში ან დააყარეთ რბილ საკვებზე (მაგ., იოგურტზე, ვაშლის პიურეზე) და გადაყლაპეთ.
  • გახსენით კაფსულა. მიკროგრანულები შეურიეთ 40მლ ვაშლის წვენს ნაზო-გასტრალური ზონდით შეყვანისათვის (გამოიყენება განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია პაციენტის პერორალური კვება ყლაპვის გართულების გამო და იკვებება ზონდით, რომლითაც ხდება საკვების ჩაშვება კუჭში ზონდის მეშვეობით ცხვირიდან).

წვენის მომზადების შემდეგ, პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს იმავდროულად.

არ შეიძლება მიკროგრანულების დაღეჭვა ან დანაწევრება. სხვა წვენებთან ან სითხეებთან ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ეს არ არის კლინიკურად შესწავლილი.

 

 სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტები:

გამოყენება ბავშვებში:

არ არის რეკომენდებული ბავშვებში გამოყენება.

გამოყენება ხანდაზმულებში:

65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ექიმი ჩაატარებს მკაცრ მონიტორინგს მკურნალობის პერიოდში.

 

სპეციალური გაფრთხილებები

თირკმლის უკმარისობა:

თირკმლის უკმარისობის დროს არ არის საჭირო დოზირების კორექცია

 

ღვიძლის უკმარისობა:

საშუალო და რთული ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ რეგულარული კონტროლის ქვეშ და მათი დღიური დოზა უნდა იქნეს შემცირებული ორჯერ.

თუ გაქვთ შეგრძნება, რომ ლანსოპროლი მოქმედებს თქვენზე ძლიერად ან პირიქით სუსტად, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამის შესახებ.

 

თუ მიიღეთ ლანსოპროლის ჭარბი დოზირება:

ზედოზირების შემთხვევაში ექიმი ჩაატარებს სიმპტომურ მკურნალობას ჩივილების შესაბამისად.

ლანსოპროლის ზედოზირების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

თუ გამოტოვეთ ლანსოპროლის რეკომენდებული დოზა

თუ დაგავიწყდათ ლანსოპროლის დოზის მიღება, უნდა მიიღოთ გამოტოვებული დოზა რაც შეიძლება დროულად. თუ თითქმის უკვე ახლოვდება მომდევნო დოზის მიღების დრო, მაშინ უნდა გამოტოვოთ დავიწყებული დოზა და განაგრძოთ მიღება რეგულარული დოზირების რეჟიმის შესაბამისად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზირების კომპენსირების მიზნით.

 

ეფექტები, რომლებიც შესაძლოა გამოვლინდენ ლანსოპროლით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ

ლანსოპროლის მოხსნასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები არ არის მოსალოდნელი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა განაგრძოთ იმ ხანგრძლივობით, როგორც დაგინიშნათ ექიმმა დაავადების სრულად განკურნების მიზნით.

 

4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ლანსოპროლით გამოყენების დროსაც შესაძლოა გამოვლინდნენ გვერდითი ეფექტები იმ პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ.

ლანსოპროლის გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს შემდეგი გვერდითი ეფექტები:

 

ხშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში):

  • თავის ტკივილები
  • თავბრუსხვევა
  • გულისრევა
  • დიარეა
  • მუცლის ტკივილი
  • ყაბზობა
  • ღებინება
  • მეტეორიზმი
  • პირის და ყელის სიმშრალე
  • ღვიძლის ფერმენტების მომატება
  • ჭინჭრის ციება
  • ქავილი
  • სიწითლე
  • დაღლილობა

 

არახშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტში):

  • თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება)
  • სისხლის უჯრედების რაოდენობის გაზრდა, რომლებთაც ეწოდებათ ეოზინოფილები (ეოზინოფილია)
  • ლეიკოციტების უმნიშვნელო შემცირება (ლეიკოპენია)
  • დეპრესია
  • სახსრების ტკივილები
  • კუნთების ტკივილები
  • მენჯის, მაჯის სახსრის ან ხერხემლის მოტეხილობები
  • შეშუპება

 

იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10 000 პაციენტიდან 1-ზე მეტში):

  • ანემია
  • უძილობა
  • დღის ზმანება
  • დაბნეულობა
  • შფოთი
  • თავბრუსხვევა (თავბრუსხვევა წონასწორობის დარღვევის გამო)
  • დაბუჟება
  • ძილიანობა
  • კანკალი
  • მხედველობის დარღვევები
  • ენის ანთება
  • საყლაპავის კანდიდოზი (სოკოვანი ინფექციების დაავადებების სახეობა)
  • კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება
  • გემოს დარღვევები
  • ღვიძლის ანთება
  • სიყვითლე
  • წერტილოვანი კანქვეშა სისხლჩაქცევები
  • მდგომარეობა, რასაც ახასიათებს კანზე სისხლჩაქცევები
  • თმისცვენა
  • მრავალფორმიანი ერითემა (ჰიპერმგრძნობელობის მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ სწრაფად ქრება და იწვევს სიწითლეს ხელებზე, სახეზე და ფეხებზე).
  • სინათლის მიმართ მგრძნობელობა
  • თირკმლის ანთება მადის დაკარგვით, ჭარბი წყურვილით და ღებინებით
  • მამაკაცებში მკერდის გადიდება
  • ცხელება
  • ძლიერი ოფლიანობა
  • სახის და ყელის შეშუპება ალერგიული რეაქციების გამო
  • ანორექსია
  • ლიბიდოს დაქვეითება
  • სახის შეშუპება, განსაკუთრებით პირის ღრუს არეში (ენის და/ან ყელის და/ან ყლაპვის გართულება) ან კანზე გამონაყარი სუნთქვის გართულებით (ანგიოოდემა).

 

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10.000 პაციენტიდან 1-ზე მეტში):

  • აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება)
  • პანციტოპენია (სისხლის ყველა სახის უჯრედების შემცირება)
  • კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება)
  • პირის ღრუს ანთება
  • სტივენს-ჯონსონის- სინდრომი (კანის და თვალების ანთება და სიწითლე)
  • ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (რთული დაავადება კანზე ბუშტუკების წარმოქმნით)
  • ანაფილაქსიური შოკი (უეცარი ჰიპერმგრძნობელობა)
  • ცხიმების შემადგენლობის, როგორიცაა ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის გაზრდა სისხლში
  • ჰიპონატრიემია (სისხლში ნატრიუმის ზღვარზე დაბალი დონე)

 

უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით):

  • ჰიპომაგნიემია (სისხლშიმაგნიუმის დონის ზღვრულ მაჩვენებელზე დაბლა დაცემა)

თუ შენიშნავთ ებისმიერ გვერდით ეფექტს, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

გვერდით ეფექტების შეტყობინება

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შესახებ, მათ შორის ისეთი ეფექტების შესახებ, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. ასევე შეგიძლიათ ინფორმაციის მიწოდება ვებ-გვერდის მეშვეობით www.titck.gov.tr ბმულზე ,,წამლის გვერდითი ეფექტების შეტყობინება“ ან თურქეთის ფარმაკოლოგიური განყოფილების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08 (TÜFAM). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ წამლის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

 

5. ლანსოპროლის შენახვის პირობები

ლანსოპროლი შეინახეთ ყოველთვის ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას საწყის შეფუთვაში.

ლანსოპროლი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილას საწყის შეფუთვაში.

პრეპარატი გამოიყენეთ შესაბამისი ვარგისიანობის ვადის მიხედვით.

არ გამოიყენოთ ლანსოპროლი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

თუ შამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტს და/ან შეფუთვას ლანსოპროლი არ გამოიყენოთ.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები!

ჩააბარეთ ეს წამლები  გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის  სამინისტროს შემგროვებელ სისტემას.

 გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -  III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ნებართვის მფლობელი:

NOBEL İLAÇ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.

Ümraniye 34768 İSTANBUL / ნობელ ილაჩ სანაი ვე ტიჩარეტ ა.ს. უმრანიე 34768 სტამბული

 

მწარმოებელი:

NOBEL İLAÇ SAN. ve TİC. A.Ş.

Sancaklar 81100 DÜZCE / ნობელ ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.ს. სანცაკლარ 81100 დუცსე

 

პაციენტისთვის საინფორმაციო ინსტრუქცია დამტკიცებულია 08.12.2014,