ლაკნოვექსი 150მლ სიროფი

ლაკნოვექსი 150მლ სიროფი

9.74 ლარი
ქვეყანა: პაკისტანი
მწარმოებელი: ჰერბიონი *** პაკისტანი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლაქტულოზა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 124754
გააზიარე:

ლაკნოვექსი

სავაჭრო დასახელება: ლაკნოვექს

შემადგენლობა: სიროფის ყოველი 5მლ შეიცავს 3.35 გ ლაკტულოზას (БФ)

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:      საფაღარათო პრეპარატი ოსმოტიური თვისებებით

ATC კლასიფიკაცია: A06AD11

ფარმაკოლოგიური თვისებები: საფაღარათო საშუალება; უწევს ჰიპეროსმოტიურ საფაღარათო მოქმედებას, ახორციელებს კუჭნაწლავის პერისტალტიკის სტიმულირებას, აუმჯობესებს ფოსფატებისა და Ca2+ მარილების შეწოვას, ხელს უწყობს ამონიუმის იონების გამოდევნას.

პრეპარატის მოქმედება იწყება 20 წუთში (ავადმყოფების 50%-ში), 1 საათში (ავადმყოფების 95%-ში) და ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში.

ლაქტულოზა იხლიჩება მსხვილი ნაწლავის ნაწლავური ფლორით დაბალმოლეკულარულ ორგანულ მჟავებად, რაც იწვევს Ph-ს დაქვეითებას და ოსმოტიური წნევის აწევას, და, ამის შედეგად კუჭნაწლავის შიგთავსის მოცულობის მომატებას. აღნიშნული ეფექტები ახდენენ კუჭნაწლავის პერისტალტიკის სტიმულირებას და გავლენას ახდენენ კუჭის მოქმედების კონსისტენციაზე. ამის შედეგად აღდგება მსხვილი ნაწლავის დაცლის ფიზიოლოგიური რითმი. ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის დროს ეფექტი მიენიჭება პროთეოლიტური ბაქტერიების დათრგუნვას აციდოფილური ბაქტერიების (მაგალითად, ლაკტობაქტერიების) რაოდენობის ზრდის მეშვეობით, ამიაკის იონურ ფორმაში გადასვლას მსხვილი ნაწლავის შემადგენლობის შემჟავების ხარჯზე, კუჭნაწლავის დაცლას მსხვილ ნაწლავში Ph-ის დაქვეითების და ოსმოტიური ეფექტის შედეგად, და ასევე აზოტის შემცველი ტოქსიკური ნივთიერებების დაქვეითებას ბაქტერიების სტიმულირების გზით, რომლებიც ამიაკს უტილიზაციას უკეთებენ ბაქტერიული ცილოვანი სინთეზისთვის.

ლაკტულოზა, როგორც პრებიოტიკი, აძლიერებს სასარგებლო ბაქტერიების ზრდას, ესენია: ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაქტერიები, რა დროსაც შესაძლებელი ხდება პოტენციური პათოგენური ბაქტერიების - Clostridium spp. და Escherichia coli - ზრდის დათრგუნვა, რაც უზრუნველყოფს კუჭნაწლავის ფლორის კეთილსაიმედო ბალანსს.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია დაბალი. მიღების შემდეგ უცვლელად აღწევს მსხვილ ნაწლავამდე, სადაც იყოფა ნაწლავური ფლორის მეშვეობით.

სრულად მეტაბოლიზდება 45-70 მლ დოზებში გამოყენებისას.

უფრო მაღალი დოზებით გამოყენებისას ნაწილობრივ გამოიყოფა შეუცვლელად.

გამოყენების ჩვენებები

  • შეკრულობა: მსხვილი ნაწლავის დაცლის ფიზიოლოგიური რითმის რეგულაცია
  • განავალის დარბილება სამედიცინო მიზნებისათვის (ბუასილი, მსხვილ ნაწლავზე და ანალური ხვრელის ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა)
  • ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია მოზრდილებში: ღვიძლის კომის და პრეკომის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

დოზირება:

ლაკტულოზის სიროფის მიღება შეიძლება როგორც განზავებული, ასევე განუზავებელი სახით. მიღებული ერთჯერადი დოზა მაშინვე გადაყლაპეთ ისე, რომ პირში არ გააჩეროთ.

ყველა დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად.

იმ შემთხვევაში, თუ დაინიშნა ერთჯერადი დღე/ღამის დოზა, აუცილებელია მისი მიღება ერთ და იგივე დროს, მაგალითად, საუზმის დროს.

თერაპიის დროს საფაღარათო საშუალებებთან ერთად სასურველია მიიღოთ სითხის საკმარისად დიდი რაოდენობა (1,5-2 ლიტრი, რაც უდრის 6-8 ჭიქას დღეში). პრეპარატის ზუსტი დოზირებისთვის გამოიყენეთ საზომი პატარა ჭიქა, რომელიც არის ფლაკონში.

დოზირება კუჭის შეკრულობისა ან სამედიცინო მიზნებისათვის განავალის დარბილების დროს:  ლაკტულოზის დღე/ღამის დოზის მიღება შეიძლება ერთჯერადად, ან ორ ნაწილად დაყოფით, საზომი ჭიქის გამოყენებით.

რამდენიმე დღეში შეიძლება საწყისი დოზის კორექტირება პრეპარატის მიღებაზე რეაქციის მიხედვით. საფაღარათო ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის მიღების დაწყებიდან 2-3 დღის შემდეგ.

ასაკი

საწყისი დღე/ღამის დოზა

შენარჩუნების დღე/ღამის დოზა

მოზრდილები და მოზარდები

15-45 მლ

15-30 მლ

ბავშვები 7-14 წ.

15 მლ

10-15 მლ

ბავშვები 1-6 წ.

5-10 მლ

5-10 მლ

ბავშვები 1 წლამდე

5 მლ-მდე

5 მლ-მდე

       

დოზირება ღვიძლის მიერ იენცეფალოპათიის მკურნალობის დროს (მოზრდილებში):

საწყისი დოზა: დღეში 3-4ჯერ 30-45 მლ.

შემდეგ გადადიან ინდივიდუალურად შერჩეულ დოზაზე, ისე, რომ კუჭის მოქმედება იყოს დღეში 2-3ჯერ.

მიღების წინ შეგიძლიათ შეურიოთ პრეპარატი წყალს, ხილის წვენებს ან რძეს.

გვერდითი მოვლენები:

ლაკტულოზის მიღების პირველ დღეებში შესაძლებელია მეტეორიზმის გამოვლენა. როგორც წესი, რამდენიმე დღეში იგი ქრება.

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მკურნალობისას დიდი ხნის განმავლობაში დიდი დოზით პრეპარატის მიღებისას პაციენტებში, დიარეის შედეგად, შესაძლოა განვითარდეს წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები.

საჭმლის მონელების სისტემის მხრიდან: სპაზმები, დისკომფორტი და ტკივილი მუცლის ღრუში, დიარეა (რომლის მოცილება შესაძლებელია დოზის შემცირებით). პრეპარატის მეტისმეტად ტკბილმა და გულის ამამსუყებელმა გემომ შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება.

სხვა:კანის გამონაყარი.

უკუჩვენებები:

  • გალაქტოზემია;
  • ნაწლავების გაუვალობა;
  • პერფორაცია ან პერფორაციის რისკი ЖКТ;
  • გალაქტოზას ან ფრუქტოზას მიუღებლობა, ლაქტაზის დეფიციტი ან გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბაცია;
  • პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტისადმი მომატებული მგრძნობიარობა.

პრეპარატი დიდი სიფრთხილით ინიშნება არა დიაგნოსტირებადი რექტალური სისხლდენის დროს; კოლოსტომის, ილეოსტომის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია: FDA, B კატეგორია (არ არის დამტკიცებული ადამიანისთვის მიღების რისკი).

 

განსაკუთრებული მითითებები:

თერაპიის დაწყებამდე უცნობი წარმოშობის აბდომინალური ტკივილების დაწყების, ან რამდენიმე დღის განმავლობაში თერაპევტიული ეფექტის არ არსებობის შემთხვევაში პაციენტმა უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან.

იმასთან დაკავშირებით, რომ სიროფში არის შაქრის უმნიშვნელო რაოდენობა, საჭიროა გაფრთხილების ზომების მიღება პრეპარატის დანიშვნისას შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის.

პრეპარატი დიდი სიფრთხილით უნდა დაენიშნოს გასტროკარდიალური სინდრომის მქონე პაციენტებს. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა პატარა დოზებით იწყება და ეს დოზები ნელ-ნელა იზრდება, რათა თავიდან ავიცილოთ მეტეორიზმი.

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მკურნალობისას, განსაკუთრებით თერაპიის საწყის ფაზაში, არ არის სასურველი სხვა საფაღარათო საშუალებების მიღება. ნაწლავების გაძლიერებულმა დაცლამ შეიძლება მიგიყვანოთ შეცდომით დასკვნამდე, რომ მიღწეულია ენცეფალოპათიის თერაპიის ადეკვატური დოზა.

პაციენტი გაფრთხილებული უნდა იყოს იმის თაობაზე, რომ თუ პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ნარჩუნდება კუჭის შეკრულობა, ან თუ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ მდგომარეობა ისევ გაუარესდება, აუცილებელია მიმართოს ექიმს.

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:

რეკომენდირებულ დოზებში ლაკტულოზა არ ავლენს გავლენას ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: დიდი დოზით პრეპარატის მიღებისას შესაძლოა ტკივილები მუცლის არეში და დიარეა.

მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ან დოზის შემცირება. იმ შემთხვევაში, თუ ღებინების ან დიარეას შედეგად კარგავთ სითხის დიდ ოდენობას, შესაძლოა დაგჭირდეთ წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის კორექცია.

ურთიერთმოქმედება წამლებთან:

პაციენტებს, რომლებიც პერორალურად იღებენ ნეომიცინს ან სხვა ანტიბიოტიკს, შესაძლოა აღინიშნებოდეს ლაქტოზის უმნიშვნელო დაშლა მსხვილ ნაწლავში ბაქტერიების დათრგუნვის შედეგად. ასეთ პაციენტებში საჭიროა საგულდაგულო კონტროლი ლაკტულოზით თერაპიის განმავლობაში. ანტაციდები, ლაკტულოზასთან ერთდროული მიღებისას, აქვეითებენ მის ეფექტურობას, და ამით თავს გვარიდებენ მსხვილ ნაწლავში მჟავიანობის დაქვეითებას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის ვადა:

3 წელი.

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:

პრეპარატის 150 მლ ქარვისფერი შუშის ფლაკონში დამცავი ხუფით; 1 ფლაკონი, რომელსაც ახლავს გამოყენების ინსტრუქცია და საზომი ჭიქა მუყაოს შეფუთვაში.

 შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე.

დაიცავით შუქის და სინოტივისაგან.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

მწარმოებელი:

ჰერბიონ პაკისტანი (პვტ) ლტდ.

სამრეწველო სამკუთხედი,

კაჰუტა როუდ, ჰუმაკ, ისლამაბადი - პაკისტანი.

 

Herbion PHARMA

ჰერბიონ ფარმა

 

 

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (49 აფთიაქი)