პრონერვი #20კაფს
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის
პრონერვი (Pronerv) კაფსულები
აქტიური ნივთიერება: თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1), პირიდოქსინის
ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) და ციანოკობალამინი (ვიტამინი B12)
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით მთლიანი ინსტრუქციას,რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას:
- აუცილებლად შეინახეთ ეს ინსტრუქცია. ხელახლა წაკითხვის საჭიროების შემთხვევაში.
- დამატებითი ინფორმაციის და რჩევის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმის,ან ფარმაცევტს
- თუ ეს პრეპარატი გამოწერილია პირადად თქვენთვის, არ გადასცეთ მესამე პირს. ამით შესაძლოა ზიანი მიადგეს სხვა ადამიანებს მაშინაც კი, თუ აღენიშნებათ თქვენნაირი სიმპტომები.
- გვერდითი მოვლენების (მათ შორის ის გვერდითი მოვლენები,რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში) და უკუჩვენების არსებობის შემთხვევში მიმართეთ თქვენ ექიმს,ან ფარმაცევტს. იხ. ნაწილი 4.
რა წერია ამ ინსტრუქციაში?
1. რა არის პრონერვი და რისთვის გამოიყენება?
2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პრონერვის მიღებამდე?
3. როგორ მივიღოთ პრონერვი?
4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?
5. როგორ უნდა შეინახოთ პრონერვი?
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.
1. რა არის პრონერვი და რისთვის გამოიყენება?
პრონერვი შეიცავს B კომპლექსის 3 ვიტამინს, კერძოდ B1, B6 და B12 ვიტამინებს. მათ
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ნერვული მეტაბოლიზმის რეგულირებული
მიმდინარეობისთვის. საკმარისად მაღალი დოზებით, ამ ვიტამინებს აქვთ დამხმარე და
ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ზოგიერთ ნერვულ აშლილობაზე B ვიტამინის დეფიციტის
კომპენსირებით და ნერვულ ქსოვილში ბუნებრივი სამკურნალო პროცესების
სტიმულირებით.
პრონერვის კაფსულები გამოიყენება ნერვული სისტემის დაავადებების დროს, რომლებიც
აღადგენს B ვიტამინების ნაკლებობას.
2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პრონერვის მიღებამდე?
პრონერვი არ უნდა მიიღოთ
- თუ ალერგიული ხართ ამ წამლის რომელიმე აქტიურ ნივთიერებაზე ან რომელიმე სხვა
ინგრედიენტზე, რომელიც ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში.
- ბავშვებსა და 18 წლამდე ახალგაზრდებში (პრონერვში აქტიური ინგრედიენტების
მაღალი შემცველობის გამო)
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
პრონერვის გამოყენებამდე,გთხოვთ,მიმართოთ ექიმს.
- თუ გექნებათ ალერგიის მსგავსი სიმპტომები ვიტამინების შემცველი პრეპარატების
გამოყენების შემდეგ.
- თუ გაქვთ ზურგის ტვინის გარკვეული დაავადება (ფუნიკულარული მიელოზი) ან
სისხლში ვიტამინის B12 დეფიციტის დაავადება (პერნიციოზული ანემია): პრონერვის
მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს აღნიშნული დაავადების არსებობის შესახებ,
რადგან სიმპტომები და ლაბორატორიული დასკვნები შეიძლება შეიცვალოს B12-ის
შემცველი მედიკამენტებით.
B6 ვიტამინის ხანგრძლივი მიღებისას (6-დან 12 თვემდე) 50 მგ-ზე მეტი დღიური დოზით და
B6 ვიტამინის მოკლევადიანი მიღებით (2 თვეზე მეტი) 1 გ-ზე მეტი დღიური დოზით
დაფქსირდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ჩხვლეტა ხელებსა და ფეხებში
(პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის ან პარესთეზიის ნიშნები). თუ შეამჩნევთ
რომელიმე ამ ნიშანს, მიმართეთ ექიმს. ის შეამოწმებს დოზირებას და მოქცემთ რეკომენდაციას ამ პრეპარატის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: პრონერვი შეიცავს B-ჯგუფის ვიტამინებს,
რომლებიც ზოგჯერ 100-ჯერ აღემატება რეკომენდებულ დღიურ რაოდენობას
მოზრდილებისთვის. ამიტომ, პრონერვი არ რეკომენდებული
თვითმკურნალობისთვის!
პრონერვის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ,ან ცოტა ხნის წინ გაქვთ მიღებული,ასევე,თუ აპირებთ სხვა მედიკამენტის მიღებას.
ვიტამინი B1 კარგავს თავის ეფექტს ციტოსტატიკური 5 ფტორურაცილის (სიმსივნური
დაავადებების სამკურნალო პრეპარატი) ერთდროულად შეყვანისას.
ანტაციდები ამცირებენ ორგანიზმში ვიტამინის B1-ის შეწოვას
და შესაბამისად მის ეფექტურობას.
ვიტამინი B1 დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს შარდმდენებით მკურნალობამ, მაგალითად, ფუროსემიდით ხანგრძლივი მკურნალობის დროს, რადგან მეტი რაოდენობით ხდება
ვიტამინი B1-ის გამოიყოფა შარდში.
პირიდოქსინის ანტაგონისტების ერთდროულმა გამოყენებამ (პრეპარატები, რომლებსაც აქვთ
B6 ვიტამინისკენ მიმართული ეფექტი, როგორიცაა იზონიაზიდი (INH), ჰიდრალაზინი, D-
პენიცილამინი, ციკლოსერინი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ვიტამინის B6
საჭიროება.
კოლხიცინი, PAS (პ-ამინოსალიცილის მჟავა, მსხვილი ნაწლავის ანთების გარკვეული
ფორმებისთვის), ნეომიცინის ანტიბიოტიკები და ბიგუანიდის ტიპის ანტიდიაბეტური
საშუალებები აფერხებენ B12-ის შეწოვას ორგანიზმში.
პრონერვის მიღება საკვებთა, ალკოჰოლთან და სასმელთან ერთად
ალკოჰოლი და შავი ჩაი ამცირებს ვიტამინ B1-ს ორგანიზმში შეწოვას და შესაბამისად მის
ეფექტს. სულფიტის შემცველი სასმელების (მაგ. ღვინო) ერთდროულად მიღებისას ვიტამინი
B1 შეიძლება უფრო სწრაფად დაიშალოს და ამით დაკარგოს ეფექტი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ვიტამინების ყოველდღიური მოთხოვნილება
უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაბალანსებული კვებით.
დოზირების გამო, ეს პრეპარატი მხოლოდ ვიტამინების
დეფიციტის სამკურნალოდ არის რეკომენდებული და, შესაბამისად, მისი მიღება შესაძლებელია
მხოლოდ ექიმის მიერ სარგებელის/რისკის დიდი სიფრთხილით შეფასების შემდეგ.
ვიტამინები B1, B6 და B12 გადადის დედის რძეში. ვიტამინი B6-ის მაღალმა დოზებმა
შეიძლება შეაფერხოს რძის წარმოება.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ვიტამინების B1, B6 და B12 კომბინირებული
გამოყენების საკმარისი გამოცდილება ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი. ამიტომ ექიმი
ინდივიდუალურად წყვეტს პრონერვის მიღებას ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
თუ თქვენ უკვე მკურნალობთ პრონერვით, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ორსულის შესახებ.
3. როგორ მივიღოთ პრონერვი?
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ექიმის რეკომენდაციით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზაა 1 კაფსულა დღეში ერთხელ. ცალკეულ შემთხვევებში ექიმს შეუძლია
გაზარდოს დოზა 3-ჯერ დღეში 1 კაფსულა.
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
პრონერვი არ მიიღება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე).
გამოყენების ტიპი
შინაგანად მისაღები.
კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად სითხესთან ერთად.
თუ თქვენ მიიღეთ უფრო მეტი პრონერვი ვიდრე საჭიროა
პრონერვით დოზის გადაჭარბება ხდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ან მაღალი დოზებით მიღების შემთხვევაში.
ვიტამინის B6-ის ხანგრძლივმა მიღებამ (6-დან 12 თვეზე მეტი) 50 მგ-ზე მეტი დღიური დოზით, ასევე, 1 გრამის მიღებამ დღეში 2-ჯერ თვეზე მეტი ხნის
განმავლობაში
შეიძლება გავლენა მოახდინოს ნერვულ სისტემაზე (მაგ. უჩვეულო შეგრძნებები,
როგორიცაა ჩხვლეტა ხელებსა და ფეხებში).
ძალიან მაღალი დოზებით (2 გრამზე მეტი ვიტამინი B6 დღეში), აღწერილია
ნერვული სისტემის სერიოზული რეაქციები მოძრაობისა და სენსორული დარღვევებით,
კრუნჩხვები და ცვლილებები ეეგ-ში. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ცხიმoვანი ქსოვილის და
კანის ანთება, ასევე, ანემიის გარკვეული ფორმა (ჰიპოქრომული ანემია).
B12 -ის ჭარბი დოზირების დროს ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირებულია ალერგიული
რეაქციები ,ეგზემა და აკნე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.
4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები,
თუმცა არა ყველა პაციენტში.
იშვიათი (შეიძლება დაემართოს 1.000-დან 1 ადამიანს)
- გულისრევა
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
ძალიან იშვიათი(შეიძლება დაემართოს 10.000-დან 1 ადამიანს)
- ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, განსაკუთრებით კანის რეაქციები, როგორიცაა
ქავილი და ჭინჭრის ციება
უცნობია - (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით)
- 50 მგ ვიტამინ B6-ზე მაღალი დღიური დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ (6-12 თვეზე
მეტი) შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული სენსორული ნეიროპათია (ნერვების
დაავადება პათოლოგიური შეგრძნებებით, როგორიცაა ჩხვლეტა და ჭიანჭველის ცოცვის შეგრძნება).
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დაფიქსირების (მათ შორის იმ გვერდითი მოვლენების,რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში) თანავე მიმართეთ მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.ასევე, შეგიძლიათ პირდაპირ გაეცნოთ გვერდით მოვლენებს (მონაცემები იხილეთ ქვემოთ). გვერდითი მოვლენის შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდების პროცესს.
ჯანდაცვის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური
თრაიზენის ქ. 5, 1200 ვენა/ავსტრია
ფაქსი: +43 (0) 50 555 36207
ვებ-გვერდი: http://www.basg.gv.at/
5. როგორ უნდა შეინახოთ პრონერვი?
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია
მუყაოს კოლოფზე ან ტაბლეტის კონტეინერზე. ვარგისიანობის ვადა მიუთითებს მოცემული
თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ წამლები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. წამლების გადაყრის თაობაზე რჩევის მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს, ამით თქვენ დაეხმარებით გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია,
რასაც პრონერვი შეიცავს
- აქტიური ნივთიერებებია: თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1), პირიდოქსინის
ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6), ციანოკობალამინი (ვიტამინი B12).
1 კაფსულა შეიცავს:
თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი B1) 110 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 200 მგ
ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) 0,5 მგ
- სხვა შემადგენელი ნაწილებია: მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ჟელატინი, გაწმენდილი
წყალი, ერითროზინი (E127), ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი
(E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172).
როგორ გამოიყურება პრონერვი და შეფუთვის შიგთავსი
მუქი წითელი მყარი ჟელატინის კაფსულები
20 და 100 ცალი
ფარმაცევტული მეწარმე და მწარმოებელი
შპს G.L. Pharma, 8502 ლანახი
ლიცენზიის #: 1-18087
ეს ინსტრუქცია ბოლოს შესწორდა 2018 წლის აპრილში.
პრეპარატის დასახელება/სიძლიერე: პრონერვი 30 მგ
წამლის ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები
შეფუთვის ტიპი: ბლისტერი
დასახელების #: GI58980
კოდი #: 23.2018/ 262
ქვეყანა: ავსტრია