მოდევიტი 200მლ სიროფი
გააზიარე:
მოდევიტი
მოდევიტის ყოველი 5 მლ შეიცავს :
საერთო ომეგა-3 - 1500 მგ (EPA - 270 მგ, DHA - 180 მგ), ვიტამინი A - 10 მკგ,
ვიტამინი B12 - 10 მკგ, ვიტამინი D3 - 6,00 მკგ, ვიტამინი C - 50 მგ, ვიტამინი E - 12 მგ, ვიტამინი B3- 20 მგ, ვიტამინიB6 - 2,5 მგ, ვიტამინი B1- 1,4 მგ, ვიტამინი B2 - 1,45მგ, ვიტამინი B5 - 1 მგ, ფოლიუმის მჟავა - 150 მკგ, სელენი - 25 მკგ, თუთია - 3,59მგ, კალციუმი - 6,52მგ,
L-არგინინი - 500 მგ,
დამხმარე ნივთიერებები: ფრუქტოზა 850 მგ, გლიცერინი -175 მგ, პოლისორბატი 80-20 მგ მცენარეული პოლისაქარიდი- 19 მგ, მოცვის ბუნებრივი არომატიზატორი- 15 მგ, კალიუმის სორბეტი-5,75მგ, ნატრიუმის საქარინი- 0,35 მგ, დამატკბობელი საქარინი - 1,00მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები: თევზის ქონი შეიცავს A და D ვიტამინებს და პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს. ასტიმულირებს სეროტონინის გამოყოფას, ამცირებს აგრესიულობას სტრესულ სიტუაციებში, აფერხებს დემენციის განვითარებას. EPA და DHA მიეკუთვნებიან პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომელებიც შედიან ლიპიდების შემადგენლობაში. ისინი ხელს უწყობენ უჯრედის მემბრანების მობილობის, განვლადობისა და მთლიანობის შენარჩუნებას. აუცილებელია ორსულებში ნაყოფის თავის ტვინისა და მხედველობის ორგანოს განვითარებისათვის. DHA არეგულირებს ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას.
საერთო ომეგა-3 - მცირებს ინსულინორეზისტენტობას და დიაბეტის განვითარების რისკს. აუცილებელია უჯრედის მემბრანის, მიტოქონდრიების, ნერვების მიელინის გარსისა და შემაერთებელი ქსოვილის წარმოსაქმნელად.
L-არგინინი - ამინომჟავაა. ის ხელს უწყობს ზრდის ჰორმონის წარმოქმნას, აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციას, აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას, ანორმალიზებს არტერიულ წნევას.
თუთიისოქსიდი - გააჩნია შემკვრელი თვისებები, ხელს უშლის დიარეის განვითარებას.
ტოკოფეროლი (ვიტ.E) - ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს ქსოვილოვან მეტაბოლიზმში, აინჰიბირებს ქოლესტერინის სინთეზს. ასტიმულირებს კუნთოვანი ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ცილების სინთეზს.
ვიტამინი A - მიეკუთვნება ცხიმში ხსნად ვიტამინებს. აუცილებელია ნორმალური მხედველობისათვის. მონაწილეობს კბილების, ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, კანის ეპითელიუმის განახლება-რეგენერაციაში.
ვიტამინი D - მიეკუთვნება ცხიმში ხსნად ვიტამინებს .მონაწილეობს კალციუმის შეთვისებაში. მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში. ხელს უშლის რაქიტის, ოსტეომალაციის, ოსტეოპოროზის განვითარებას.
ვიტამინი C - ანტიოქსიდანტია, ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ამაღლებს იმუნიტეტს.
B ჯგუფისვიტამინები - აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მონაწილეობენ ცილების, ნახშირწყლების და ცხიმების ცვლაში. გამოიყენება დაავადებების და მდგომარეობების მკურნალობისას, რომლებიც დაკავშირებულია B ჯგუფის ვიტამინების და ნიკოტინამიდის უკმარისობასთან. ვიტამინი B1 - აწესრიგებს გულის მუშაობას და ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი B2 - ხელს უწყობს ქსოვილების, მათ შორის კანის უჯრედების რეგენერაციის პროცესებს.
ვიტამინი B3 - ათავისუფლებს ენერგიას ყველა საკვები ნივთიერებიდან რომელიც შეიცავს კალორიებს ახდენს ცილების და ცხიმების სინთეზს.
ვიტამინი B6 - ხელს უწყობს ძვლების, კბილების, ღრძილების სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებას; ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი B9 - ხელს უწყობს უჯრედების გაყოფას, ერითროციტების წარმოქმნას და ნაყოფის განვითარებას. აგრეთვე ამცირებს გულის თანდაყოლილი მანკის განვითარების და ნაადრევი მშობიარობის რისკს, ამცირებს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარების ალბათობას.
ვიტამინი B12 - მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესებში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას.
ფოლიუმისმჟავა და ვიტამინები B12, B2, C, E, D, A განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაყოფის განვითარებისთვის, ვინაიდან ამცირებენ ნაყოფის ნერვული ღეროს განვითარების პათოლოგიებს.
სელენი - უზრუნველოყოფს ორგანიზმის დაცვას თავისუფალი რადიკალებისგან.
კალციუმი - წარმოდგენილია ოპტიმალური დოზით, რომელიც აუცილებელია ძვლებისა და კბილების შენებისთვის. ფრუქტოზა,პოლისორბიტი,კალიუმის სორბეტი,საქაროზა,ნატრიუმის საქარიდი კიდევ უფრო აძლიერებს მის შემადგენლობას,ხდის პრეპარატს ადვილად მისაღებს პაციენტისთვის.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: მოდევიტი მაღალეფექტური ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსია, რომელიც აუცილებელია მხედველობის ორგანოების, ნერვულისისტემის, გულ-სისხლძარღვთა და ძვალ-სახსართა სისტემის ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის. მოდევიტში შემავალი კონპონენტები ამცირებენ მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს. მოდევიტი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ზრდის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, აუმჯობესებს მეხსიერებას. აუმჯობესებს დასწავლის პროცესებს და პრობლემების გადაჭრის უნარს, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს. მოდევიტი უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციას, ხელს უშლის რაქიტის განვითარებას. მოდევიტი ამაღლებს იმუნიტეტს, ამცირებს ვირუსულ და ანთებითი დაავადებების განვითარების რისკს.
ჩვენებები:
v ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა
v ფიზიკური და გონებრივი გადაღლა
v ჰიპერლიპიდემია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ჰიპერტონია
v მეხსიერების დაქვეითება, დემენცია
v ემოციური ლაბილობა, ნევრასთენია, დეპრესია
v თვალის დაავადებები (მიოპია, ჰემერალოპია, კონტაქტური ლინზების ტარება)
v რევმატოლოგიური დაავადებები
v ორსულობა (ნაყოფის ჰიპოტროფია)
v ორსულთა დეპრესია
v ქრონიკული გადაღლილობის სინდრომი
v ტუბერკულოზი
v დიაბეტი
v იმუნიტეტის დაქვეითება
v რაქიტი, მოტეხილობები, ოსტეოპოროზი
დოზირება და მიღების წესი:
7 წლამდე: 5 მლ 1-ჯერ დღეში.
7 წ- ზე ზემოთ 10 მლ 1-ჯერ დღეში. მიიღება ჭამის დროს,
გამოყენების წინ აუცილებელია ბოთლის შენჯღრევა.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შენახვის წესი: პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25 °C ტემპერატურისა. გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
გამოშვების ფორმა: 200 მლ სიროფი მოცვის არომატით, მზომი კოვზით.
მწარმოებელი: NATURAL PHARMA,KOZMETIK. თურქეთი.
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: MODERN PHARMA