ფერსალი N #30ტ

ფერსალი N #30ტ

47.70 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ლედაფარმა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 124711
გააზიარე:

ფერსალი/Fersal

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემატოლოგია → ანტიანემიური პრეპარატები → რკინის პრეპარატები
ქვეყანა: თურქეთი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
შემადგენლობა:
რკინის გლუკონატი - 360 მგ, 45 მგ ელემენტარული რკინის შემცველობით.
ფორმა: ტაბლეტი N30
ფერსალი: საკვები დანამატი

რატომ ფერსალის რკინა?

• ფერსალის რკინის გლუკონატის ფორმა არაორგანულ მარილებთან შედარებით ნაკლებად აღიზიანებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტს
• მაღალი ბიოშეღწევადობა
• არ არღვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის პროტეოლიზურ აქტივობას
• არ ანეიტრალებს კუჭის pH-ს

• ფერსალის რკინის სწრაფი შეწოვა და ეფექტურობა განაპირობებს ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას
• აქვს ნაკლებად გამოხატული გვერდითი მოვლენები

• სუფთა რკინის ფორმულა
• უსაფრთხოა ხანგრძლივი გამოყენებისთვის

ფარმაკოლოგიური მოქმედება: გლუკონატი არაორგანული მარილებისგან განსხვავებით უკეთ შეიწოვება ორგანიზმის მიერ. მასში წარმოდგენილია ორ ვალენტიანი რკინა (Fe2+). ენტეროციტებს აქვთ უნარი შებოჭონ (Fe2+) იონები და მათი შეწოვა მით უფრო აქტიურად ხდება, რაც უფრო გამოხატულია რკინის დეფიციტი ორგანიზმში. რკინის გლუკონატი ხასიათდება იონიზაციის კონსტანტის დაბალი მაჩვენებლით ( რაც უფრო დაბალია იონიზაციის კონსტანტის მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია მისი შეწოვის უნარი). არ ლექავს ცილებს, არ არღვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის პროტეოლიზურ აქტივობას, არ იწვევს ღებინებას, კუჭის სპაზმს, შეკრულობასა და დიარეას უმრავლეს პაციენტებში. რკინის გლუკონატის დაშლის (დისოციაციის) პროდუქტს  წარმოადგენს გლუკონის მჟავა, რომელიც თავისი ბუნებით სუსტი მჟავაა და pH-ზე გავლენას ნაკლებად ახდენს. რკინის გლუკონატი ახდენს ორგანიზმში რკინის (Fe)დეფიციტის შევსებას, შედის ჰემოგლობინის (Hბ)შემადგენლობაში.

ჩვენებები:

• რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
 • სხვადასხვა ზემოქმედებით გამოწვეული ანემიები (ქირურგიული ჩარევები, მაიონიზირებელი გამოსხივება, ხანგრძლივი ჰემოდიალიზი და სხვ.);


• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; (ორსულობის II და III ტრიმესტრში), მშობიარობის შემდგომ და ლაქტაციის პერიოდში.

გვერდითიმოვლენები: გულისრევა, ღებინება, გასტრალგია, შეკრულობა ან დიარეა.

გამოყენების წესი და დოზირება:ფერსალი მიიღება პერორალურად, ჭამის შემდეგ. 11 წლიდან

პროფილაქტიკა: 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში.

მკურნალობა: 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.

ლაქტაციის პერიოდი: 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში მთელი ლაქტაციის პერიოდის განმავლობაში.

მკურნალობის კურსი Hb-ს შემცველობის ნორმალიზებამდე და შემდგომ  1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში 1-3 თვის განმავლობაში.

დღიური დოზირების გაზრდა შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.

დამატებითი ინგრედიენტები: რკინის გლუკონატი,მალტოდექსტრინი, კალციუმის კარბონატი,სორბიტოლი,ცხიმოვანი მჟავების მარილები (მაგნიუმის)

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა, ჰემოლიზური ანემია, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, აპლაზიური ანემია, ორსულობა I ტრიმესტრი, ბავშვთა ასაკი 11 წლამდე.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში. 

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი .

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25გრადუსC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.


აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.


 

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (49 აფთიაქი)

რეგიონი (29 აფთიაქი)

ზესტაფონი 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2025-08-01
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2025-08-01
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2025-08-01
სამტრედია 1 (24სთ)
რესპუბლიკის №2
ვადა: 2026-06-01
საჩხერე 1 (24სთ)
გომართელის ქ. №3
ვადა: 2026-06-01
საჩხერე 2
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2026-06-01
საჩხერე 3
ივანე გომართელის ქ.2ა
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 1
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 7 (24სთ)
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 12 (24სთ)
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 13 (24სთ)
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 23
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2026-06-01