ნახშირი #20ტ (ნეოსორბ აქტივი)

ნახშირი #20ტ (ნეოსორბ აქტივი)

3.60 ლარი
ქვეყანა: უკრაინა
მწარმოებელი: მონფარმი ქ.მონასტირიშე
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: სილიციუმის დიოქსიდი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 124284
გააზიარე:

ნეოსორბ აქტივი 20

შემადგენლობა

ძირითადი ნივთიერებები: სილიციუმის დიოქსიდი 210მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა

დამხმარე ნივთიერებები: შაქრის პუდრა, კარტოფილის სახამებელი

ზოგადი დახასიათება

მაღალეფექტური ენტეროსორბენტი. მისი მოქმედება განპირობებულია ორი ძირითადი კომპონენტით: სილიციუმის დიოქსიდითა და მიკროკრისტალური ცელულოზით.

სილიციუმის დიოქსიდი

აქვს მაღალი სორბციული ტევადობა (შეუძლია დიდი რაოდენობით ნივთიერებების შთანთქმა). ის ორგანიზმიდან ადსორბციის გზით გამოდევნის:

1. გარედან მოხვედრილ ტოქსინებს: პათოგენური მიკროორგანიზმების პროდუქტები, საკვებისმიერი და ბაქტერიული ალერგენები, მიკრობული ტოქსინები, ქიმიური ნივთიერებები.

2. შინაგანი დაშლის პროდუქტებს: ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც წარმოიქმნება ნაწლავებში ცილების დაშლისას.

3. ზედმეტ ნივთიერებებს: კუჭის წვენისა და მარილმჟავას ჭარბი რაოდენობა, ასევე აირები (გაზები) ნაწლავებიდან.

აგრეთვე ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას სისხლიდან და ლიმფიდან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით, მათ შორის: ალკალოიდების, მძიმე მეტალების, ეთილის სპირტისა და მისი დაშლის პროდუქტების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, რომლებიც დაკავშირებულია ალერგიასა და ანთებასთან (ჰისტამინი, სეროტონინი და სხვა), ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების (შარდოვანა, კრეატინინი, ლიპიდები).

მიკროკრისტალური ცელულოზა (MCC) ეს არის მცენარეული ბოჭკო, რომელიც წყალში უხსნადია და უცვლელი სახით გამოდის ორგანიზმიდან.

1. სორბციული მოქმედება: შთანთქავს მძიმე მეტალებს, თავისუფალ რადიკალებს, ტოქსინებს და ამცირებს კუჭის წვენის აგრესიულობას.

2. მექანიკური მოქმედება: წვრილ ნაწლავში გადაადგილებისას მექანიკურად „წმენდს“ ლორწოვან გარსს, რაც აუმჯობესებს საკვების, წამლებისა და ვიტამინების შეწოვას, ასევე ასტიმულირებს ნაწლავის პერისტალტიკას, რაც ეხმარება შეკრულობისა და სტაგნაციის თავიდან აცილებაში.

გამოყენების რეკომენდაციები

ნეოსორბ აქტივი რეკომენდებულია, როგორც ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ენტეროსორბენტისა და საკვები ბოჭკოების დამატებითი წყარო. გამოიყენბება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საპროფილაქტიკოდ და სიმპტომების შესამსუბუქებლად შემდეგ შემთხვევებში: სხვადასხვა წარმოშობის კვებითი მოწამლვა (მათ შორის ვირუსული ჰეპატიტი A და B), თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა, ალერგიული დაავადებები, ენდოგენური ინტოქსიკაციით მიმდინარე დერმატიტები, დისბაქტერიოზი.

გამოყენების წესი და რეკომენდებული დოზა

მოზრდილებში და 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: 3-4 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე 1-1,5 საათით ადრე ან ჭამიდან 1-1,5 საათის შემდეგ, წყლის მიყოლებით.

რჩევა: ტაბლეტების დაფხვნა ან დაღეჭვა ზრდის სორბციის( შთანთქმის) ეფექტურობას, თუმცა ეს არ არის სავალდებულო.

კურსის ხანგრძლივობა: მიღების ვადები განმეორებითი კურსის შესაძლებლობა უნდა შეთანხმდეს ექიმთან.

გაფრთხილება:

არ არის სამკურნალო საშუალება (წამალი), გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

გამოშვების ფორმა: N20 (10X2) ბლისტერი.

შენახვის პირობები : ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 0C-დან +25C-მდე ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: დამზადების თარიღიდან 36 თვე.

მწარმოებელი: ПАТ «Монфарм» Україна, м. Монастирище, вул. Заводська, 8.