ნესტლე-ნან 1 1050 გრ
გააზიარე:
ნან 1 ოპტიპრო ბავშვთა კვების პროდუქტი ადრეული ასაკის ბავშვებისთვის. მშრალი, სწრაფადხსნადი საწყისი ადაპტირებული რძის ნარევი „ ნან 1 ოპტიპრო “ოლიგოსაქარიდებით 2’FL, ბავშვთა კვებისთვის დაბადებიდან 6 თვემდე. წონა ნეტო: 1050 გ (2×525 გ).
პრემიუმ ევროპული ხარისხი. მშრალი რძიანი ნარევი დაბადებიდან HMO® — დედის რძის ოლიგოსაქარიდებით 2’FL* და პრობიოტიკი B. lactis ძლიერი იმუნიტეტისათვის; OPTIPRO® ცილა — ჯანსაღი ზრდისთვის; დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) და არაქიდონის მჟავა (ARA) — ტვინის განვითარებისათვის. პალმის ზეთის გარეშე. ოლიგოსაქარიდები 2’FL — დედის რძის ყველაზე გავრცელებული ოლიგოსაქარიდების სახეობა, რომლებიც ეხმარება იმუნიტეტის მხარდაჭერას.
მნიშვნელოვანი შენიშვნა / ყურადღება !
ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისთვის უპირატესობა ენიჭება ძუძუთი კვებას. იდეალურ საკვებს ჩვილისთვის წარმოადგენს დედის რძე. ძუძუთი კვება უნდა გაგრძელდეს რაც შეიძლება დიდხანს. სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას ხელოვნურ კვებასთან დაკავშირებით საბავშვო ნარევის გამოყენებით, რჩევისთვის მიმართეთ მედიცინის მუშაკს.
ინგრედიენტები : რძის შრატი (დემინერალიზებული), ცხიმგაცლილი რძე, მცენარეული ზეთები (მზესუმზირის მაღალოლეინური, რაფსის დაბალერუკული, მზესუმზირის, Mortierella alpina-ს ზეთი), ლაქტოზა, კალციუმის ციტრატი, კალიუმის ციტრატი, თევზის ცხიმი, კალიუმის ჰიდროქსიდი, მაგნიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, კალციუმის ფოსფატი, ვიტამინო-მინერალური პრემიქსი (მანგანუმის სულფატი, კალიუმის იოდიდი, ნატრიუმის სელენატი, ვიტამინები A, D3, E, K, C, B ჯგუფი, ფოლიუმის მჟავა, ბიოტინი), ქოლინი, ინოზიტი, ტაურინი, მალტოდექსტრინი, რკინის (II) სულფატი, თუთიის სულფატი, სპილენძის სულფატი, ოლიგოსაქარიდები 2’FL, ემულგატორი (სოიოს ლეციტინი), მჟავიანობის რეგულატორი (ლიმონმჟავა), L-ფენილალანინი, ნატრიუმის ფოსფატი, ბიფიდობაქტერიების კულტურა B. lactis, ნატრიუმის ქლორიდი, კალციუმის ჰიდროქსიდი, ნუკლეოტიდები, L-ჰისტიდინი, L-კარნიტინი. შეფუთულია მოდიფიცირებულ ატმოსფეროში აზოტით. კვებითი ღირებულება : 100 მლ მზა ნარევზე : ენერგეტიკული ღირებულება — 67 კკალ / 280 კჯ; ცხიმები — 3,5 გ, მათ შორის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები — 0,3 გ;ლინოლის მჟავა — 0,55 გ;α-ლინოლენის მჟავა — 0,05 გ; ARA — 7,87 მგ; DHA — 7,87 მგ; ნახშირწყლები — 7,63 გ (ლაქტოზა 100%); ოლიგოსაქარიდები 2’FL — 0,03 გ; ცილები (რძის შრატის ცილები/კაზეინი 70/30) — 1,24 გ; ვიტამინები და მინერალები — მითითებული რაოდენობებით. 100 მლ მზა ნარევი მიიღება: 12,9 გ ფხვნილი (3 არაგადავსებული საზომი კოვზი) + 90 მლ წყალი.
გაფრთხილება : ნარევი საჭიროა მომზადდეს უშუალოდ კვების მიღების წინ. ზუსტად დაიცავით მომზადების ინსტრუქცია. კვების შემდეგ დარჩენილი ნარევი არ ექვემდებარება შენახვას ან შემდგომ მოხმარებას. კვების დროს აუცილებელია დაიჭიროთ ბავშვი ისე, რომ არ გადასცდეს. მომზადების წესი : 1.ნარევის მომზადებამდე დაიბანეთ ხელები.2 გულდასმით გარეცხეთ ბოთლი, საწოვარა და სახურავი, ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. 3.გადაადუღეთ წყალი 5 წუთის განმავლობაში და გააგრილეთ დაახლოებით 37°C-მდე.4 კვების ცხრილის მიხედვით ჩაასხით ბოთლში წყლის ზუსტი რაოდენობა და დაამატეთ ფხვნილი.5 დახურეთ ბოთლი და შეანჯღრიეთ ფხვნილის სრულ გახსნამდე. 6 კვებამდე შეამოწმეთ ნარევის ტემპერატურა. ქილის შიგთავსი გამოიყენეთ გახსნიდან 3 კვირის განმავლობაში. არ არის რეკომენდებული მაცივარში შენახვა. შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე და ჰაერის ტენიანობის არაუმეტეს 75% პირობებში. პროდუქტი დამზადებულია სპეციალურად შერჩეული მომწოდებლების ნედლეულისგან და არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ინგრედიენტებს, კონსერვანტებს, საღებავებსა და არომატიზატორებს.
სავაჭრო ნიშნის მფლობელი : SOCIÉTÉ DES PRODUITS NESTLÉ S.A. (შვეიცარია) მწარმოებელი : NESTLÉ NEDERLAND B.V., ნიდერლანდები იმპორტიორი საქართველოში : შპს „ნესტლე საქართველო“, ჭავჭავაძის გამზ. 34, მე-8 სართ., თბილისი.










