ბიენზა #30კაფს

ბიენზა #30კაფს

54.96 ლარი 46.72 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: ესპანეთი
მწარმოებელი: ნატურე ფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ტრიფსინი+ქიმოტრიფსინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 124183
გააზიარე:

BIENZA

ბიენზა

ანთების, შეშუპებისსაწინააღმდეგოსაშუალება

 

შემადგენლობა:   ტრიფსინი 600 ერთეული (UPS ),

                               ქიმოტრიფსინი  600 ერთეული (UPS ).

ფარმაკოლოგიურიმოქმედებამშიერ კუჭზე მიღებისთანავე ტრიფსინი და ქიმოტრიფსინი თავისუფლდება და შეიწოვება წვრილ ნაწლავში, მოქმედებს ანთების ექსუდაციურ ფაზაზე და შლის პეპტიდურ კავშირებს ანთების კერაში, ტრიფსინი და ქიმოტრიფსინი შთაინთქმება ფერმენტთა მოცირკულირე ინჰიბიტორების მიერ, რომელთა დონე გაზრდილია ტრავმის და სხვადასხვა ანთებითი პროცესების შედეგად, ამეტრიფსი ამცირებს შეშუპებას და გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. აძლიერებს ანტიბიოტიკების ბიოშეღწევადობას ანთებით კერაში.

ჩვენებები:

  • ანთება, შეშუპება და მისი თანმხლები ტკივილი წარმოშობისა და ლოკალიზაციის მიუხედავად.
  • ტრავმატოლოგია და ქირურგია:  პოსტტრავმული და პოსტოპერაციული შეშუპებისა და ჰემატომების მკურნალობა და პროფილაქტიკა, მოტეხილობები, კუნთების,  მყესების დაზიანება
  • მეან - გინეკოლოგია:  საკეისრო კვეთის შემდგომი პერიოდი, ჰისტერექტომია, მცირე მენჯის ანთებითი დაავადებები
  • მასტიტები, მასტოპათიები
  • ზედა და ქვედა სასუნთქი სისტემის ანთებითი დაავადებები: ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, სინუსიტი, ოტიტი, ევსტაქიტი, ტრაქეობრონქიტი, პნევმონია
  • საშარდე სისტემის ანთებითი დაავადებები
  • ანტიბიოტიკოთერაპია (აძლიერებს  ანტიბიოტიკების ბიოშეღწევადობას ანთებით კერაში) 
  • სტომატოლოგიაში: 
    კბილის ამოღება, პერიოდონტიტი და ღრძილების ანთება, სტომატოლოგიური და ყბა-სახის ოპერაციები.
  • დამწვრობა და ჭრილობები

ორსულობა და ძუძუთი კვება:
პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი.

დოზირება:   1 კაფსულა სამჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე

გამოშვებისფორმა:  N30 კაფსულა

აფთიაქიდან გაცემის წესი:ექიმის რეცეპტის გარეშე

შენახვისპირობები:ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

მწარმოებელი:  Nature Pharma”, ესპანეთი