სოლუცისი 100მგ/მლ 200მლ სიროფი

სოლუცისი 100მგ/მლ 200მლ სიროფი

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კარბოცისტეინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 124160
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

სოლუცისი 50 მგ/მლ -სიროფი

სოლუცისი 100 მგ/მლ - სიროფი

სოლუცისი 1500 მგ - შიგნითმისაღებიფხვნილი

კარბოცისტეინი

 

მედიკამენტისმიღებამდესაჭიროაგამოყენებისინსტრუქციისყურადღებითწაკითხვა, რადგანშეიცავსპაციენტისთვისმნიშვნელოვანინფორმაციას.

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად გამოყენების ინსტრუქციის ან ექიმის, ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად.

•             საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

•             დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

•             ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც არ არის ჩამოვლილი ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. პარაგრაფი 4.

•             საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ არ აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება ან უარესდება სიმპტომები.

 

ინსტრუქციაშიმოცემულია:

1.            რას წარმოადგენს სოლუცისი და მისი გამოყენება;

2.            რა უნდა იცოდეს პაციენტმა სოლუცისის მიღებამდე;

3.            სოლუცისის მიღების წესი;

4.            შესაძლო გვერდითი მოვლენები;

5.            სოლუცისის შენახვის წესი;

6.            შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

 

1.            რასწარმოადგენსსოლუცისიდამისიგამოყენება

სოლუცისი სამკურნალო პროდუქტია, რომლის აქტიური ნივთიერებაა კარბოცისტეინი.

მედიკამენტი არის მოკულიზური (ხელს უწყობს სასუნთქი გზების ლორწოსგან გათავისუფლებას) და მუკორეგულატორული (ათხევადებს ლორწოს და ხდის მას ნაკლებად წებოვანს) პრეპარატი.

სოლუცისი გამათხევადებელი საშუალებაა - ეს არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ლორწოს გასათხევადებლად სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ რამდენიმე დღის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება.

 

2.            რაუნდაიცოდესპაციენტმასოლუცისისმიღებამდე

დაუშვებელია სოლუცისის მიღება

•             თუ პაციენტი ალერგიულია კარბოცისტეინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

•             თუ პაციენტს აღენიშნება გასტროდუოდენალური წყლული (კუჭისა და წვრილი ნაწლავის პირველი სეგმენტის, ე.წ. თორმეტგოჯა ნაწლავის, დაზიანება);

•             თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ ან მეძუძური დედაა (იხ. “ფეხმძიმობა და ლაქტაცია”).

 

გაფრთხილებებიდასიფრთხილისზომები

სოლუცისის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

კატარალური მოვლენების გაძლიერება, რომელიც შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის პირველ დღეებში, შემდეგში სწრაფად უკუგანვითარდება.

პროდუქტი შეიცავს საქაროზას; ეს მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი ან იმყოფება დაბალკალორიულ დიეტაზე.

 

სხვამედიკამენტებიდასოლუცისი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

არ არის აღწერილი რაიმე ურთიერთქმედება ან შეუთავსებლობა სხვა სამკურნალო პროდუქტებთან.

 

ფეხმძიმობადალაქტაცია

შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ან ძუძუთი კვების დროს, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

მედიკამენტის მიღება უკუნაჩვენებია ფეხმძიმობის ან ლაქტაციის დროს.

 

ავტომობილისადასხვამექანიზმებისმართვა

სოლუცისი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

 

სოლუცისის სიროფი შეიცავს პარაბენებსა და საქაროზას

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს პარაბენებს (კონსერვანტებს), როგორიცაა მეთილ p-ჰიდროქსიბენზოატი, ეთილ p-ჰიდროქსიბენზოატი და პროპილ p-ჰიდროქსიბენზოატი, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაყოვნებული ტიპის).

გარდა ამისა, სოლუცისის სიროფი შეიცავს 84 გ საქაროზას. თუ ექიმის მიერ დიაგნოსტირებულია ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე. რეკომენდებული დოზის მიღებისას, თითოეული დოზა შეიცავს 7.6 გ-მდე საქაროზას. ეს მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. მედიკამენტი შეიცავს 15 მგ ნატრიუმის ბენზოატს ერთ დოზაში. ნატრიუმის ბენზოატმა შეიძლება გააძლიეროს სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება) 4 კვირამდე ასაკის ახალშობილებში.

სოლუცისისფხვნილიშეიცავსსაქაროზასადანატრიუმს

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 59.40 გ საქაროზას. რეკომენდებული დოზის მიღებისას თითოეული დოზა შეიცავს 2.97 გ საქაროზას.

თუ ექიმის მიერ დიაგნოსტირებულია აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 116.3 მმოლ (2673.8 მგ) ნატრიუმს ერთ დოზაში.

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტს ესაჭიროება ერთი ან უფრო მეტი საშეტის მიღება დღეში, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით, თუ პაციენტს დანიშნული აქვს ნატრიუმის დაბალი შემცველობის დიეტა.

 

3.         სოლუცისისმიღებისწესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

 

რეკომენდებულიადოზებია:

მოზრდილები

•             სიროფი - 50 მგ/მლ: 1 კოვზი დილით, 1 კოვზი შუადღეს და 1 კოვზი საღამოს.

•             სიროფი - 100 მგ/მლ: 1 კოვზი დილით და 1 კოვზი საღამოს.

•             შიგნით მისაღები ფხვნილი (საშეტები): 1 საშეტი დილით და 1 საშეტი საღამოს

 

ბავშვებშიგამოყენება

•             სიროფი - 50 მგ/მლ: 5 წელს ზემოთ ასაკის ბავშვები: 1 ჩაის კოვზი 2-3-ჯერ დღეში ასაკის მიხედვით.

•             სიროფი - 100 მგ/მლ: ეს სამკურნალო პროდუქტი განკუთვნილია მოზრდილებში გამოსაყენებლად.

•             შიგნით მისაღები ფხვნილი (საშეტები): ეს სამკურნალო პროდუქტი განკუთვნილია მოზრდილებში გამოსაყენებლად.

 

მკურნალობისრეკომენდებულიხანგრძლივობა

მწვავე რესპირატორული დაავადებები: 8-10 დღე.

ქრონიკული დაავადებებისა და ყელ-ყურ-ცხვირის (ოტორინოლარინგოლოგიული დაავადებები) ან ბრონქების დაავადებების რეციდივები: 10 დღიდან სამ კვირამდე, რამდენჯერმე დღეში.

 

გამოყენებისინსტრუქციები

შიგნით მისაღები ფხვნილი (საშეტები): საშეტის შიგთავსის რეკომენდებული რაოდენობა უნდა გაიხსნას ნახევარ ჭიქა წყალში (არაგაზირებულ წყალში).

 

სოლუცისისრეკომენდებულიდოზისგადაჭარბებისას

შემთხვევით სოლუცისის ზედმეტი დოზის გადაყლაპვისას/მიღებისას საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა.

დოზის გადაჭარბების სიმპტომები მოიცავს: თავის ტკივილს, გულისრევას, დიარეას და კუჭის ტკივილს.

სოლუცისის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ღებინების გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა.

 

სოლუცისისდოზისგამოტოვებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

 

სოლუცისითმკურნალობისშეწყვეტისას

მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

 

4.         შესაძლოგვერდითიმოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

შეიძლება აღინიშნოს ვერტიგო (ტრიალის შეგრძნება) და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემები, როგორიცაა კუჭის ტკივილი, გულისრევა და ფაღარათი. ამ მოვლენების განვითარებისას უნდა შემცირდეს დოზა ან შეწყდეს მკურნალობა.

გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს გამონაყარი (კანის ალერგიული რეაქციები) და ანაფილაქსია (მძიმე ალერგიული რეაქციები), წამლისმიერი გამონაყარი (კანის სიწითლე ან გაღიზიანება, რომელიც ვითარდება სამკურნალო პროდუქტის ყოველი მიღების შემდეგ). ამ შემთხვევებში მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია შესაბამისი თერაპიის გასაგრძელებლად.

 

გვერდითიმოვლენებისნიშნები

თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება, ასევე, შესაძლებელია იტალიის ეროვნული სისტემის საშუალებით მისამართზე: https://www.aifa.gov.it/content/segnalazioni-reazioni-avverse. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

 

5.         სოლუცისისშენახვისწესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შენახვის ვადა გულისხმობს, რომ პროდუქტი ინახება შესაბამის პირობებში და მისი შეფუთვა არ არის დაზიანებული.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

 

6.         შეფუთვისშემცველობადასხვაინფორმაცია

რას შეიცავს სოლუცისი 50 მგ/მლ სიროფი

-              აქტიური ნივთიერებაა კარბოცისტეინი. 1 მლ სიროფი შეიცავს 50 მგ კარბოცისტეინს.

-              სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ბენზოატი; მეთილ p-ჰიდროქსიბენზოატი; ეთილ p-ჰიდროქსიბენზოატი; პროპილ p-ჰიდროქსიბენზოატი; საქაროზა; არომატები: კარამელი, ვანილი, შავი კარამელი, დემინერალიზებული წყალი.

 

რასშეიცავსსოლუცისი 100 მგ/მლსიროფი

-              აქტიური ნივთიერებაა კარბოცისტეინი. 1 მლ სიროფი შეიცავს 100 მგ კარბოცისტეინს.

-              სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ბენზოატი; მეთილ პ-ჰიდროქსიბენზოატი; ეთილ პ-ჰიდროქსიბენზოატი; პროპილ პ-ჰიდროქსიბენზოატი; საქაროზა; არომატები: კარამელი, ვანილი, შავი კარამელი, დემინერალიზებული წყალი

 

რასშეიცავსსოლუცისი 1500 მგშიგნითმისაღებიფხვნილი

-              აქტიური ნივთიერებაა კარბოცისტეინი. თითოეული საშეტი შეიცავს 1500 მგ კარბოცისტეინს.

-              სხვა დამხმარე ნივთიერებებია: არომატები: ფორთოხალი, ლიმონი, მათ შორის არაბული ფისი, მალტოდექსტრინი და დექსტროზა; უწყლო ტრინატრიუმის ციტრატი; კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი; საქაროზა.

სოლუცისისფორმადაშეფუთვა

სოლუცისი მოწოდებულია შემდეგი სახით:

სიროფი 50 მგ/მლ - 200 მლ ბოთლი

სიროფი 100 მგ/მლ - 200 მლ ბოთლი

შიგნით მისაღები ფხვნილი - 20 საშეტი

 

ვაჭრობისლიცენზიისმფლობელი

Aesculapius Farmaceutici S.r.l. - Via Cefalonia, 70 - 25124 Brescia

ესკულაპიუს ფარმაცეუტიცი ს.რ.ლ. - ვია კეფალონია, 70 - 25124 ბრეშია

 

მწარმოებელი

ABC Farmaceutici S.p.A. - Canton Moretti, 29 - 10015 San Bernando d’Ivrea

აბც ფარმაცეუტიცი ს.პ.ა. - კანტონ მორეტი, 29 - 10015 სან ბერნანდო დივრეა

 

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 2020 წლის მარტი.