ბრეფოვილი 15მლ წვეთები
გააზიარე:
ბრეფოვილი წვეთი 15მლ
შემადგენლობა :
- Saccharomyces boulardii (300 milioni UFC / 1ml) 120 მგ.
- Lactobacillus rhamnosus (2,7 miliardi UFC / 1ml) 200 მგ.
- თუთია 5 მგ.
- ფრუქტოოლიგოსაქარიდი (FOS) 680 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები :
Saccharomyces boulardii ასტიმულირებს იმუნოგლობულინ A-ს (IgA-x) სეკრეციას , ამაღლებს ადგილობრივ იმუნიტეტს . ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერათად გამოყენება ხელს უწყობს მკურნალობის ბოლომდე ბაქტერიული ფლორის ბალანსის შენარჩუნებას . Lactobacillus rhamnosus პრობიოტიკია , რომელიც გამძლეა კუჭის მჟავა გარემოს მიმართ . კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა ამ შტამის ეფექტურობა მოგზაურთა დიარეისა და ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი დიარეის დროს . ბრეფოვილის გამოყენება შეიძლება მწვავე გასტროენტერიტების დროსაც , რეჰიდრატაციული თერაპიის მიზნით. იცავს ნაწლავებს ფსევდომემბრანოზული კოლიტის გამწვავებისაგან . ამცირებს გინგივიტისა და პაროდონტის დაავადებების განვითარების რისკს. მოქმედებს როგორც ადიუვანტი H. pylori-ს ერადიკაციის დროს.
ჩვენებები :
- მწვავე ინფექციური , ვირუსული და ბაქტერიული დიარეის მკურნალობა და პროფილაქტიკა
- ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი
- ახალშობილთა კოლიკა
- 12 თვემდე ბავშვებში როტავირუსული დიარეა
- კუჭ-ნაწლავის ინფექციები
გამოყენების წესი :
საშეტის შიგთავსი ჩაყარეთ ფლაკონში, თავზე დაახურეთ და კარგად შეანჯღრიეთ . ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. პრეპარატის მიღება შეიძლება როგორც ენაზე დაწვეთებით , ასევე ოთახის ტემპერატურის მქონე წყალში ან ნებისმიერ სითხეში გახსნით.
გახსნის შემდგომ მიღებული სუსპენზია ინახება მაცივარში და გამოიყენება 15 დღის განმავლობაში.
დოზირება : ჩვილები და ბავშვები 8 წვეთი დღეში 1-ჯერ (0.5 მლ) 0 ასაკიდან
მოზრდილები 16 წვეთი დღეში 1-ჯერ (1 მლ)
კურსის ხანგრძლივობა 7-10 დღე . გამოყენების წინ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ .
პრეპარატის მიღება ნაჩვენებია ორსულებში , ლაქტაციის დროს და ხანდაზმულ პაციენტებში
უკუჩვენება : პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა . პროდუქტის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ არის დაფიქსირებული.
გაფრთხილება და შენახვის წესები : ინახება მშრალ , გრილ , სინათლისაგან დაცულ ადგილას , არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე . შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე .
გამოშვების ფორმა : წვეთი
გაცემის წესი : გაიცემა ურეცეპტოდ
მწარმოებელი : LTD “Honor ILAC”. თურქეთი
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში LTD “El Company”