დექსარი 10მლ თვ/წვ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
დექსარი
შემადგენლობა
ნატრიუმის ჰიალურონატი 0.15%,
დექსპანთენოლი 2%.
გამოშვების ფორმა
თვალის წვეთები 10 მლ ფლაკონში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
რქოვანას რეგენერეციული საშუალება.
დექსარი არის ოფთალმოლოგიური ხსნარი, რომელიც უზრუნველყოფს რქოვანას ნეირორეპარაციას, შეიცავს ჰიალურონის მჟავას, და დექსპანთენოლის კომბინაციას, რაც ხელს უწყობს ცრემლის მოცულობის გაზრდას და მისი სტაბილურობის გაუმჯობესებას.
დექსპანთენოლი უზრუნველყოგს ქსოვილის მთლიანობის აღდგენას ნაწიბურის განვითარების გარეშე და უნარჩუნებს რქოვანას გამჭირვალობას.
ჩვენებები
- რქოვანას დისტროფიული დაავადებები;
- რქოვანას ტრავმული დაზიანებები;
- დამწვრობა;
- რქოვანას დაზიანება კონტაქტური ლინზების ტარებისას;
- მშრალი თვალის სინდრომი.
გამოყენების წესი
1 წვეთი 2-3 ჯერ დღეში.
დექსარის გამოყენება შესაძლებელია კონტაქტურ ლინზებთან ერთად.
გაფრთხილება
- არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია რომელიმე კომპონენტის მიმართ;
- არ გამოიყენეთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ;
- ინახება გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25°C ტემპერატურაზე;
-არ გამოიყენება თუ შეფუთვა დაზიანებულია;
- არასასურველი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, სასწრაფოდ შეწყვიტეთ გამოყენება, შეატყობინეთ მკურნალ ექიმს;
- ჩაწვეთების დროს ფლაკონი არ უნდა ეხებოდეს თვალის ზედაპირს.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
არ არის გამოვლენილი.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენეთ 1 თვის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.