დეკაფეროლი 15000სე/მლ 15მლ#1ფლ
გააზიარე:
დეკაფეროლი 15000სე/1მლ15მლ წვეთები
აქტიური ნივთიერება:ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3)
გამოშვების ფორმა
წყალსხნარი პერორალური გამოყენებისთვის, 15 მლ შუშის ფლაკონში საწვეთურით.
შემადგენლობა
1მლ ქოლეკალციფეროლი 15000 სე
ყოველი 1 წვეთი შეიცავს: 500 სე ვიტამინ D 3-ს.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ბენზილის სპირტი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, დინატრიუმის უწყლო ფოსფატი, პოლიოქსილ 35, აბუსალათინის ზეთი "მარწყვის" არომატით, გაწმენდილი წყალი.
ჩვენება
დეკაფეროლი საკვები დანამატია, რომელიც რეკომენდებულია,როგორც დამატებითი წყარო D3 ვიტამინის დეფიციტის დროს.
დოზირება
პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება:
3-4 კვირის ახალშობილებში, 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებში კარგი მოვლის პირობებში ინიშნება
500-1000 სე (1-2 წვეთი) დღეში.
დღენაკლულებში 7-10 დღის ასაკიდან, ტყუპებში და ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ არახელსაყრელ პირობებში 1000-1500 სე (3 წვეთი) დღეში.
ზაფხულში დოზა შეიძლება შემცირდეს 500 სე-მდე (1 წვეთი) დღეში.
ორსულებს ენიშნებათ 500 სე (1 წვეთი) დღეში მთელი ორსულობის განმავლობაში ან 1000
სე (2 წვეთი) დღეში, დაწყებული 28 კვირიდან.
პოსტმენოპაუზის პერიოდში პრეპარატი ინიშნება 500-1000 სე (2 წვეთი) დღეში.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის კომპონენტის მიმართ.
შენახვის პირობები
შეინახეთ ტენიანობისა და სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების დღიდან.
შენიშვნა: დეკაფეროლი არ არის წამალი, ის წარმოადგენს საკვებ დანამატს.
მწარმოებელი
Tocura Ilac Sanayi,
თურქეთი.