კოკარბოქსილაზა 0.05გ #10ა გ/გ

კოკარბოქსილაზა 0.05გ #10ა გ/გ

5.90 ლარი
ქვეყანა: უკრაინა
მწარმოებელი: ბიოფარმა კიევი
ჯენერიკი: Cocarboxylasum
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 1233
გააზიარე:

კოკარბოქსილაზას ჰიდროქლორიდი 0,05გ საინექციო

Cocarboxylase Hydrochloride


პრეპარატის სავაჭრო დასახელება: კოკარბოქსილაზას ჰიდროქლორიდი

INN: Cocarboxylasi  hydrochloridum.

ATC კოდი: A11DA

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ვიტამინური პრეპარატი, ნახშირწყლების მიმოცვლის რეგულატორი.

შემადგენლობა:
ყოველი ამპულა პრეპარატი შეიცავს:
0,05გრ კოკარბოქსილაზას ჰ/ქ და 0,008გრ ნატრიუმის ჰიდროკარბონატი;
ყოველი ამპულა გამხსნელი შეიცავს 2მლ საინექციო წყალს
ფარმაკოლოგიური თვისებები:
გააჩნია კოფერმენტული მოქმედება. წარმოადგენს თიამინფოსფატის კოფერმენტს. ცილასთან და მაგნიუმის იონებთან კომპლექსში შედის ფერმენტ კარბოქსილაზას შემადგენლობაში. მონაწილეობს ალფა-კეტომჟავების კარბოქსილირებასა და დეკარბოქსილირებაში, ხელს უწყობს აცეტილ-კოფერმენტ А-ს წარმოქმნას, არეგულირებს ნახშირწყლების მიმოცვლის პროცესებს.

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება დიაბეტური წარმოშობის აციდოზის, აციდოზის, ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობის, ქრონიკული კარდიო-პულმონური სინდრომის, დიაბეტური და ღვიძლის კომის, კორონარული სისხლმიმოქცევის უკმარისობის, პერიფერიული ნევრიტების, სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების სამკურნალოდ, რომლებიც მოითხოვენ ნახშირწყლების ცვლის პროცესის გაუმჯობესებას.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი შეჰყავთ კუნთებში ან ვენაში. ხსნარს ამზადებენ უშუალოდ გამოყენების წინ, ამისათვის ამპულის შიგთავსს ხსნიან ერთ გამხსნელ ამპულაში.
მოზრდილებში პრეპარატი შეჰყავთ დოზით 0,05-0,1გ ერთხელ დღეში.
ბავშვებში – 0,025-0,05 გ.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 15-30 დღეს.

გვერდითი მოქმედება:
იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ლოკალური ალერგიული რეაქციები, ქავილი და ჰიპერემია შეყვანის ადგილას.

წინააღმდეგჩვენება:
არ აღინიშნება.
ორსულობა და ლაქტაცია:
შეზღუდვები არ არის.

ურთიერთქმედება:
აძლიერებს გულის გლიკოზიდების ეფექტს.

შენახვის პირობები:
სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +150C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

სტანდარტული შეფუთვა:
5 ამპულა პრეპარატი და 5 ამპულა გამხსნელი მუყაოს კოლოფში მოხმარების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
ს/ს “ბიოფარმი”, საქართველო.
0160, გოთუას ქ. #3, თბილისი.
ტელ/ფაქსი: 225-29-56

E-mail: info@biopharm.ge