ფოლიკულინი 0.1% 1მლ #10ა
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ფოლიკულინი
ზოგადი დახასიათება:
გენერიული და ქიმიური დასახელება: ესტრონი; 3-ოქსიესტრა-1,3,5-(10)-ტრიენ-17-OH.
პრეპარატი წარმოადგენს ღია-ყვითელი ფერის გამჭვირვალე ზეთოვან სითხეს.
შემადგენლობა:
1 მლ პრეპარატი შეიცავს 1მგ ესტრონს.
დამხმარე ნივთიერება-ატმის ზეთი.
გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი 0,1%
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ათქ G03CA07
ესტროგენი
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფოლიკულინი მიეკუთვნება ქალის სასქესო ჰორმონების, კერძოდ სტეროიდული სტრუქტურის ესტროგენული პრეპარატების ჯგუფს. ფოლიკულინი (ესტრონი) წარმოადგენს ბუნებრივ ფოლიკულურ ჰორმონს, რომლის გამომუშავება საკვერცხეებში იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდში და გრძელდება კლიმაქსის პერიოდამდე. ფოლიკულინი ყვითელი სხეულის ჰორმონთან ერთად არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს და მონაწილეობს რეპროდუქციულ ფუნქციაში. პრეპარატი ხასიათდება სპეციფიკური მოქმედებით: იგი იწვევს ენდომეტრიუმის პროლიფერაციას, ასტიმულირებს საშვილოსნოს და ქალის მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებას მათი განუვითარებლობის დროს, ამცირებს და ხელს უშლის ქალის ორგანიზმში კლიმაქსის პერიოდში ან გინეკოლოგიური ოპერაციების შემდეგ სასქესო ჯირკვლების ფუნქციის უკმარისობით გამოწვეულ სხვადასხვა დარღვევების განვითარებას.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი კარგად აღწევს ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილებში, განსაკუთრებით სარძევე ჯირკვლების ქსოვილში, საშვილოსნოში, საშოში, ჰიპოთალამუსში და ჰიპოფიზში; მის მიმართ მაღალი მგრძნობელობით ხასიათდება აგრეთვე ცხიმოვანი ქსოვილი.
მიღებული პრეპარატის 50%-დან 80%-მდე უკავშირდება პლაზმის ცილებს.
მეტაბოლიზმი:
ფოლიკულინი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში, მისი მეტაბოლიზმი შესაძლებელია აგრეთვე კუნთებში, თირკმელებში, სათესლებში.
გამოყოფა:
ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით, პრეპარატის უმნიშვნელო რაოდენობა გამოიყოფა ფეკალურ მასასთან ერთად.
ჩვენება:
ფილიკულინს იყენებენ საკვერცხეების ფუნქციის უკმარისობით (პირველადი და მეორადი ამენორეა, სასქესო აპარატის ჰიპოპლაზიის და მეორადი სასქესო ნიშნების განუვითარებლობის, კლიმაქსური და პოსტკასტრაციული დარღვევების, საკვერცხეების ესტროგენული ფუნქციის დაქვეითებით გამოწვეული უნაყოფობის, მშობიარობის შესუსტების, წინამდებარე ორსულობით გამოწვეული მდგომარეობების დროს და სხვა). პრეპარატს იყენებენ აგრეთვე ჰიპერტონული დაავადების სამკურნალოდ კლიმაქსის პერიოდში, ზოგჯერ-პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმების დროს.
წინააღმდეგჩვენება:
სასქესო ორგანოების, სარძევე ჯირკვლების და სხვა ორგანოების (60 წლამდე ასაკის ქალებში) ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეები, მასტოპათიები, ენდომეტრიტი, საშვილოსნოდან სისხლდენების მიმართ მიდრეკილება, კლიმაქსის პერიოდის ჰიპერესტროგენული ფაზა.
გვერდითი მოვლენები:
ფოლიკულინის ხანგრძლივად გამოყენება იწვევს ენდომეტრიუმში პროლიფერაციულ ცვლილებებს და საშვილოსნოდან სისხლდენებს.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ესტრონის კომბინაცია კალციუმის პრეპარატებთან, კორტიკოსტეროიდებთან, ციკლოსპორინთან იწვევს პრეპარატის შეწოვის, განაწილების და გამოყოფის პროცესების დარღვევას.
სიფრთხილე:
ორსულობა და ლაქტაცია: ესტრონის გამოყენება ოსულობის დროს და ორსულობის შემდგომ პერიოდში რეკომენდებული არ არის.
ესტრონი გადადის დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
პრეპარატის გამოყენება პედიატრიულ პრაქტიკაში: ძვლოვანი სისტემის განვითარების დარღვევის გამო საჭიროა ბავშვებში და მოზარდებში ესტრონის განსაკუთრებული სიფრთხილით გამოყენება.
დოზირება და მიღების წესი:
პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია. ფოლიკულინს იყენებენ კუნთებში ინექციის სახით.
სასქესო ორგანოების და მეორადი სასქესო ნიშნების განუვითარებლობით მიმდინარე პირველადი ამენორეის დროს კუნთებში შეჰყავთ 1-2მლ პრეპარატი ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით 1-2 თვის და მეტი ხნის განმავლობაში (საშვილოსნოს ზომების მნიშვნელოვნად მომატებამდე). შემდგომში ინიშნება პროგესტერონი (5მგ კუნთებში ერთხელ დღეღამეში 6-8 დღეღამის განმავლობაში). აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ჰორმონოთერაპიის კურსიის განმეორება.
მეორადი ამენორეის დროს 15-16 დღეღამის განმავლობაში შეჰყავთ (ყოველდღიურად) 1მლ პრეპარატი, პროგესტერონის ან პრეგნინის შემდგომი დანიშვნით 6-8 დღეღამის განმავლობაში. მყარი ეფექტის არ არსებობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ.
საკვერცხეების ჰიპოფუნქციით და საშვილოსნოს განუვითარებლობით გამოწვეული ჰიპო- და ოლიგომენორეის, ალგოდისმენორეის, უნაყოფობის დროს ფოლიკულინს იყენებენ მენსტრუალური ციკლის დამთავრების შემდეგ: ყოველდღიურად შეჰყავთ 0,5-1მლ 15-16 დღეღამის განმავლობაში, ხოლო შემდგომში ჩვენებების მიხედვით, ინიშნება პროგესტერონი ან პრეგნინი 6-8 დღეღამის განმავლობაში. მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია იგივე ვადებში მენსტრუაციის დამთავრების შემდეგ.
სასქესო აპარატის ძლიერი ჰიპოპლაზიის და ესტროგენებით ხანგრძლივი მკურნალობის აუცილებლობის დროს მეტად მნიშვნელოვანია პროლონგირებული ტიპის მოქმედების მქონე პრეპარატების დანიშვნა.
კლიმაქსით და ოვარიექტომიით გამოწვეული ფუნქციური დარღვევების დროს (დეპრესია, ანგიონევროზული ცვლილებები და სხვა) შეჰყავთ 0,5-1მლ პრეპარატი ერთხელ დღეღამეში ან 1-2 დღეღამის ინტერვალით 10-15 ინექციის კურსით. სიმპტომების კვლავ წარმოშობის შემდეგ საჭიროა მკურნალობის კურსის განმეორება. კლიმაქსური პერიოდის ფაზის და სიმპტომატიკის მიხედვით საჭიროა დოზების მკაცრად ინდივიდუალურად შერჩევა (აუცილებელია მინიმალური ეფექტური დოზების შერჩევა).
მშობიარობის პროცესის სისუსტის და წინამდებარე ორსულობის დროს ფოლიკულინი შეჰყავთ 2-3სთ-ით ადრე მშობიარობის მასტიმულირებელ პრეპარატების შეყვანამდე (4-5მლ).
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ესტრონის ხანგრძლივად გამოყენება იწვევს საშვილოსნოდან სისხლდენებს.
მკურნალობა: სიმპტომატური.
შენახვის ვადა:
5 წელი
შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
პრეპარატის გაყინვა ნებადართული არ არის. კრისტალების წარმოქმნის შემთხვევაში ინექციის წინ ამპულის შიგთავსს აცხელებენ წყლის აბაზანაზე 15-20წ-ის განმავლობაში. კრისტალების გაქრობისას და გამჭვირვალე ხსნარის შემთხვევაში, როდესაც +36- +38°C-მდე გაცივებისას კრისტალების გამოლექვას არა აქვს ადგილი, პრეპარატი გამოყენებისათვის ვარგისია.
შეფუთვა:
10 1მლ ამპულა მუყაოს კოლოფში
მწარმოებელი და მისი მისამართი:
შ.პ.ს “ზდოროვიე”
უკრაინა