მალტოფერი 50მგ/მლ 30მლ ფლ

მალტოფერი 50მგ/მლ 30მლ ფლ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: რკინის III ჰიდროქსიდის პოლიმალტოზატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 12204
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

მალტოფერი / Maltofer

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ferrous (III) hydroxyde polymaltose complex
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემატოლოგია ანტიანემიური პრეპარატები  რკინის პრეპარატები  შინაგანი გამოყენების
  • მწარმოებელი კომპანია: Vifor Pharma
  • მწარმოებელი ქვეყანა: შვეიცარია
  • გამოშვების ფორმა: 50მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები ფლაკონი №1
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მალტოფერი® წვეთები

რას წარმოადგენს მალტოფერის წვეთები და რისთვის გამოიყენება?

მალტოფერი წვეთები არის რკინის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მსუბუქი (ლატენტური) რკინის დეფიციტის დროს და რკინის დეფიციტის ანემიით (სისხლის ნაკლებობა, რომელიც გამოწვეულია რკინის ნაკლებობით).

რკინა არის ჰემოგლობინის, კუნთების წითელი პიგმენტების და რკინის შემცველი ფერმენტების  შემადგენელი აუცილებელი ძირითადი ელემენტი. რკინის ნაკლებობა იწვევს შემდეგ ზოგად გართულებებს: დაღლილობა, გონებრივი  უნარიანობის შეზღუდვა, გაღიზიანება, მოუსვენრობა, თავის ტკივილები, მადის დაკარგვა, ორგანიზმის დაცვისუნარიანობის დასუსტება, გამოხატული სიფერმკრთალე, პირის კიდეებზე ნაპრალების გაჩენა, კანის სიმშრალე, თმის და ფრჩხილების მტვრევადობა.



რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

მალტოფერის წვეთების მიღებამდე უნდა დადგინდეს სისხლში რკინის და ჰემოგლობიდის უმცირესი შემადგენლობა ექიმის მიერ დანიშნული ანალიზის შედეგად. თუ რკინის ნაკლებობა არ არის გამოწვეული რკინის დეფიციტით მაშინ მალტოფერის წვეთები არაეფექტურია

ექიმი რეგულარული ტესტებისა და სისხლის ანალიზის მეშვეობით შეამოწმებს მკურნალობის შედეგებს. ეს ნორმალურია და ხშირად ანალიზის ჩატარებამ არ უნდა შეგაშფოთოთ. თუ არ აღინიშნება გაუმჯობესება მკურნალობიდან 3 კვირის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მითითება დიაბეტიანი პაციენტებისათვის:  1მლ მალტოფერის წვეთები (=20წვეთს) შეიცავენ  0.01 პურის ერთეულს



როდის არ შეიძლება მალტოფერის წვეთების გამოყენება?

იშვიათი დაავადებისას, როდესაც აღინიშნება ქსოვილში რკინის დალექვა (.. რკინის შენახვის დაავადება), რკინის ათვისების დარღვევა (როდესაც სისხლის ნაკლებობა გამოწვეულია რკინის ათვისების დარღვევით) და სისხლის ნაკლებობისას, რომელიც არ არის გამოწვეული რკინის დეფიციტით.

ცნობილი აუტანლობის არსებობისას შემადგენელი ნივთიერებების მიმართ.



საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე მალტოფერის წვეთების გამოყენებისას

დანიშნულების მიხედვით გამოყენებისას არ არის საჭირო განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვა.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღინიშნება სხვა დაავადებები, თუ აღინიშნება ალერგია ან თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს (მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულსაც!), შიგნით ან გარეგანად.



მალტოფერის წვეთების გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ამ პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის დროს, რადგან ამ დროს ვლინდება რკინის დეფიციტი. მაგრამ მალტოფერის წვეთები უნდა მიიღოთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ორსულობის პირველ ტრიმესტრში სწორი კვების შემთხვევაში ორგანიზმი ჩვეულებრივ იღებს რკინის საჭირო რაოდენობას. ბავშვის განვითარებისათვის საჭირო რკინის მიმართ გაზრდილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ექიმმა შესაძლოა დანიშნოს რკინის პრეპარატი.

 

მალტოფერის წვეთების მიღების წესი

მალტოფერის წვეთები მიიღება ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ. შესაძლებელია ხილის ან ბოსტნეულის წვენთან ერთად მიღება ან ბოთლის კვებაში დამატება. მსუბუქი შეფერილობა არ ახდენს ზეგავლენას არც მოქმედებაზე და არც გემოზე. დღიური დოზა მიიღება ერთჯერ.

 

რკინის გამოხატული დეფიციტი

1 წლამდე ასაკის ბავშვები: 10-20 წვეთი დღეში.

ბავშვები (1-12 წლის ასაკში): 20-40 წვეთი დღეში.

მოზარდები 12 წლის ასაკიდან, უფროსები: 40-120 წვეთი დღეში.

 

რკინის მსუბუქი დეფიციტი:

1 წლამდე ასაკის ბავშვები: 6-10 წვეთი დღეში

ბავშვები (1-12 წლის ასაკში): 10-20 წვეთი დღეში.

მოზარდები 12 წლის ასაკიდან, უფროსები: 20-40 წვეთი დღეში.

დღენაკლულები: 1-2 წვეთი/ სხეულის კგ-ზე დღეში 3-5 თვის განმავლობაში.

დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია რკინის დეფიციტის მოცულობაზე. გამოხატული დეფიციტისას მკურნალობა გრძელდება საშუალოდ 3-5 თვე. საბოლოოდ მკურნალობა მიმდინარეობს დოზირებით, რომელიც გამოიყენება ლატენტური (მსუბუქი) რკინის დეფიციტის დროს და გრძელდება რამოდენიმე კვირა რკინის მარაგის შევსების მიზნით.

მკურნალობის ზუსტ ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად. დაიცავით ამ ინსტრუქციაში მოცემული ან ექიმის მიერ დანიშნული დოზირება. თუ ფიქრობთ, რომ ეს მედიკამენტი თქვენზე მოქმედებს ძლიერად ან პირიქით სუსტად, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები მალტოფერის წვეთების გამოყენებისას

 

მალტოფერის წვეთების გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

საშუალოდ შესაძლოა გამოვლინდეს ყაბზობა, ფაღარათი, კუჭ-ნაწლავის გართულებები, ღებინება და გულისრევა ან თავის ტკივილები

ძალიან იშვიათად შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული რეაქციები (ასთმა, ჭინჭრის ციება), ასევე კანის ადგილობრივი რეაქციები (ქავილი, გამონაყარი).

ხშირად ვლინდება განავლის ფერის ცვლილება, რაც გამოწვეულია რკინის გამოყოფის შედეგად. იშვიათად აღინიშნა შარდის მუქად შეფერვა. კბილების მოსალოდნელი შეფერილობა უმნიშვნელო მოვლენაა და რევერსულია.

ეს გვერდითი ეფექტები უმეტესად ვლინდება სუსტად და ქრება მკურნალობის შემდეგ.

თუ შენიშნავთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

მედიკამენტი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25ºC).

დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ ექიმისაგან ან ფარმაცევტისაგან, რომლებიც ფლობენ დაწვრილებით სპეციალიზირებულ ინფორმაციას

 

რას შეიცავს მალტოფერის წვეთები?

1მლ მალტოფერის წვეთები (=20წვეთი) შეიცავს 50მგ რკინას რკინის (III)-ჰიდროქსიდ-პოლიმალტოზას კომპლექსის სახით, შაქარს, არომატიზატორს (ვანილი), კონსევანტებს (E217, E219) და დამხმარე ნივთიერებებს.

38593 (სვისმედიკი).

 

სად შეიძლება მალტოფერის წვეთების შეძენა?

შეფუთვის შემადგენლობა

მალტოფერის წვეთები გაიცემა აფთიაქებში ექიმის რეცეპტის გარეშე, შეფუთვა შეიცავს 30მლ.