ნიშად. სპირტი 10% 40მლ ფლ
გააზიარე:
ასლი სწორია
/ხელმოწერა, მრგვალი ბეჭედი: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება * უკრაინა * ქ. ჟიტომირი * “დკპ “ფარმაცევტული ფაბრიკა” * ს. კ. 32744083 * რეგისტრაციის და სტანდარტიზაციის განყოფილება * დოკუმენტებისთვის/
ინსტრუქცია
სამკურნალწამლო საშუალების
ამიაკი
სამედიცინო გამოყენების შესახებ
შემადგენლობა:
მოქმედინივთიერება: პრეპარატის 100 მლ შეიცავს: კონცენტრირებული ამიაკის ხსნარს (25 % ხსნარის სახით) 44 მლ;
დამხმარენივთიერებები: გაწმენდილი წყალი.
სამკურნალწამლო ფორმა. ხსნარი გარეგანად გამოყენებისთვის.
ძირითადიფიზიკურ-ქიმიურითვისებები: გამჭვირვალე, უფერო, აქროლადი, ძალიან ტუტე ხსნარი მკვეთრი სუნით. შენახვის დროს დასაშვებია ბრწყინვალების და/ან მსუბუქი ამღვრევის არსებობა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
რესპირატორულ სისტემაზე გავლენის მომხდენი საშუალებები. ათქ კოდიR07А B.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა
ამიაკის ხსნარი მიეკუთვნება სამკურნალწამლო საშუალებებს, რომლებიც აღიზიანებენ ნერვულ დაბოლოებებს. ამიაკის მოქმედების მექანიზმი შესუნთქვისას ზედა სასუნთქი გზების რეცეპტორების - სამწვერა ნერვის დაბოლოებების მეშვეობით სუნთქვის ცენტრის რეფლექტორულ აღგზნებაში მდგომარეობს.
კანზე დატანისას გამაღიზიანებელ და ანტიმიკრობულ მოქმედებას ახდენს.
ფარმაკოკინეტიკა.
პრეპარატი სისხლის მიმოქცევის სისტემაში არ ხვდება.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
გულის წასვლის მდგომარეობა, მწერების ნაკბენებისას.
უკუჩვენებები.
მომატებული მგრძნობელობა სამკურნალწამლო საშუალების მიმართ.
ურთიერთქმედებასხვასამკურნალწამლოსაშუალებებთანდასხვასახის ურთიერთქმედებები.
დადგენილი არ არის.
გამოყენების თავისებურებები.
ადგილობრივად გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ დაუზიანებელ კანზე.
თვალების ლორწოვან გარსებზე შემთხვევით მოხვედრისას გამოირეცხოს რამდენჯერმე წყლით (15 წუთის განმავლობაში 10 წუთიანი შესვენებებით) ან ბორის მჟავას 3%-იანი ხსნარით. ზეთებს და მალამოებს არ იყენებენ. ცხვირისა და ხახის დაზიანებისას იყენებენ ლიმონის ხსნარის 0,5% ან ნატურალურ წვენებს. შინაგანად მიღების შემთხვევებში - წყლის, ხილის წვენის, რძის, ან უკეთესია - ლიმონის მჟავის 0,5% ხსნარის ან ძმარმჟავას 1% ხსნარის დალევა კუჭის შიგთავსის სრულად ნეიტრალიზაციამდე.
არ შეიძლება სამკურნალწამლო საშუალების გამოყენების წესების დარღვევა, ამას შესაძლოა ჯანმრთელობისათვის ზიანი მოჰყვეს.
გამოყენებაორსულობისანძუძუთი კვებისპერიოდში.
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებლიანობა დედისთვის აჭარბებს პოტენციურ რისკს ნაყოფის ან ბავშვისთვის.
სატრანსპორტოსაშუალებებისანსხვამექანიზმებთან მუშაობისას რეაქციისსიჩქარეზეზეგავლენისმოხდენისუნარი.
ზეგავლენას არ ახდენს.
გამოყენების წესიდადოზები.
სასუნთქი ცენტრის აღსაგზნებად პირველი დახმარების გაწევის საშუალების სახით; ამიაკის ხსნარით დასველებული მარლის ან ბამბის პატარა ნაჭერს ფრთხილად მიაქვთ ცხვირის ნესტოებთან 0,5 – 1 სმ-ის დაშორებით.
მწერების ნაკბენებისას ამიაკის ხსნარს იყენებენ გარეგანად საფენის სახით (პროცედურის ხანგრძლივობა - 30 წამამდე).
ბავშვები.
პრეპარატს არ იყენებენ 3 წლის ასაკამდე ბავშვებში.
ჭარბი დოზირება.
გვერდითი რეაქციების გამოვლენის გაძლიერება.
თერაპია სიმპტომატურია.
გვერდითირეაქციები.
ამიაკის ხსნარის ორთქლის შესუნთქვისას შეიძლება სუნთქვის რეფლექტორული შეჩერება მოხდეს.
ადგილობრივად გამოყენებისას შესაძლებელია გაღიზიანება, დერმატიტები, ეგზემა აპლიკაციის ადგილას, ალერგიული რეაქციები.
რაიმეარასასურველიმოვლენის გაჩენისშემთხვევაშიაუცილებელია ექიმთან მიმართვა.
ვარგისიანობის ვადა. 3 წელი.
პრეპარატისგამოყენებაშეფუთვაზემითითებულივარგისიანობის ვადისამოწურვისშემდეგ არ შეიძლება.
შენახვისპირობები.
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა.
40 მლ ფლაკონებში.
გაცემისკატეგორია. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი. შპს “დკპ “ფარმაცევტული ფაბრიკა”.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა.
უკრაინა, 12430, ჟიტომირის ოლქი, ჟიტომირის რაიონი, ს. სტანიშოვკა, კოროლიოვის ქ., სახ. 4.










