ნაზოლი ადვანსი 30მლ აეროზოლი
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ადგილობრივი გამოყენების ანტიალერგიული პრეპარატები, სისხლძარღვთა შემავიწროვებელი პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
ოქსიმეტაზოლონი+მენთოლი+ევკალიპტის ზეთი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 11959
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ნაზოლი ადვანსი
(NAZOL ADVANCE)
(NAZOL ADVANCE)
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება
ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი
(Oxymetazoline Hidrochloride).
შემადგენლობა
ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი 0,05 % მგ/მლ
არააქტიური ინგრედიენტები: ევკალიპტოლი, (ცინეოლი), ქაფური, მენთოლი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედატატი, პროპილენგლიკოლი, პოლისორბატ 80, დინატრიუმის ფოსფატდიჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი, გამოხდილი წყალი.
წამლის ფორმა
ნაზალური სპრეი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ადგილობრივი მოქმედების სისხლძარღვთა შემავიწროებელი პრეპარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი იწვევს ცხვირის დანამატი წიაღებისა და ევსტაქის მილის ლორწოვანი გარსების სისხლძარღვთა შევიწროებას, რაც განაპირობებს შეშუპების რბილ და ხანგრძლივ შემცირებას, აუმჯობესებს ცხვირით სუნთქვას.
ცხვირით სუნთქვა აღდგება ნაზოლ ადვანსის შესხურებიდან 5-10 წუთში და მოქმედება გრძელდება 12 საათი.
მენთოლს, ქაფურს, ევკალიპტოლს აქვთ ადგილობრივი შეშუპების საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიური მოქმედება, ათხელებენ შესქელებულ ლორწოს და ხელს უწყობენ მის გამოდევნას ცხვირის მიმდებარე წიაღებიდან, აგრეთვე ახდენენ პრეპარატის მოქმედების გახანგრძლივებას.
ჩვენება
ცხვირით სუნთქვის გაძნელება გაციების, გრიპის, მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების, სინუსიტების და ზემო სასუნთქი გზების სხვა დაავადებების დროს.
გამოყენების წესი და დოზირება
ძლიერად მოუჭირეთ ფლაკონს და შეისხურეთ ყოველ ნესტოში, შესხურებისას საჭირო არ არის თავის უკან გადაწევა.
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზევით რეკომენდებულია 2-3 შესხურება თითოეულ ნესტოში. ბავშვებში 6-12 წლამდე თითო შესხურება. განმეორებითი შესხურება მხოლოდ 12 საათის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები
ზოგჯერ ცხვირის ლორწოვანის წვა და სიმშრალე, ცემინება, ნაზალური სეკრეტის მოცულობის გაზრდა. იშვიათ შემთხვევებში, მას მერე, რაც გაივლის პრეპარატის მოქმედების ეფექტი, ცხვირის “გაჭედვის” ძლიერი შეგრძნება (რეაქტიული ჰიპერემია).
დოზის გადაჭარბება
რეკომენდებული დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი ან წვა, ცემინება და ცხვირიდან გამონადენის მატება. დიდი დოზებით, განსაკუთრებით ხანგრძლივად გამოყენებისას, შესაძლებელია გამოვლინდეს ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ,
ატროფიული რინიტი, ატროფიული რინიტი, არტერიული ჰიპერტენზია, გამოხატული ათეროსკლეროზი, ტაქიკარდია, მომატებული თვალშიდა წნევა, დახურულკუთხიანი გლაუკომა, ჰიპერთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი, ფეოქრომოციტომა, თირკმლის ფუნქციების გამოხატული დარღვევები, შარდის გამოყოფის გაძნელება წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის გამო, მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული მიღება, ორსულობა, ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
არ არის რეკომენდებული პრეპარატის 3 დღეზე მეტი ხნით გამოყენება. ნაზალური სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებების ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს მათი მოქმედების შესუსტება.
ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია პრეპარატის ინდივიდუალურად გამოყენება.
შენახვის ვადა – 2 წელი
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
ინახება +2ºC -დან +30ºC მდე ტემპერატურაზე, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
ფლაკონები 15 მლ ან 30 მლ ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაიცემა
რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
კომპანიის დასახელება,მისამართი
საგმელი, ინკ.,
1580 South. Milwaukee Avenue,
Suite 415, Libertyville, IL 60048
Sagmeli, inc.,
IDA ( Instituto de Angeli), 50066 Reggello ( Florence),
Loc. Prulli n. 103/c, Italy
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შემდეგ მისამართს:
Bayer Consumer Care AG
საქართველო, ქ. თბილისი
მისამართი: ზემო ვეძისის N69
ტელ: +995 32 30 80 87
+995 32 30 97 57
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით