ვენესცინი 40გ ჟელე

ვენესცინი 40გ ჟელე

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ესკულინი+რუტინი+ცხენისწაბლას ექსტ.
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 11828
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ვენესცინი ჟელე
VENESCIN GEL


შემადგენლობა:
ტრიჰიდროქსიეთილრუტინი (ტროქსერუტინი)-2.0გ
ცხენისწაბლას თესლის სქელი ექსტრაქტი-11.8გ;
(რომელიც შეიცავს დაახლოვებით 17% ესცინს)
კარბოპოლი, გლიცერინი, ეუქსილ- K400, გამოხდილი წყალი-100გ-მდე

ფორმა:
გელი 40გ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კანის სხვადასხვა ეთიოლოგიის ტროფიკული დარღვევების სამკურნალო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ესცინი წარმოადგენს ცხენისწაბლას თესლების ძირითად კომპონენტს. ტრიჰიდროქსიეთილრუტინი გავლენას ახდენს კაპილარული სისძარღვების ენდოთელიუმის მდგომარეობაზე, იგი ამცირებს მათ განვლადობას. ტრიჰიდროქსიეთილრუტინი აღადგენს სისხლძარღვების ენდოთელიუმის მთლიანობას, ხელს უშლის ერითროციტების აგლუტინაციის პროცესს და აუმჯობესებს მათ მდგრადობას დეფორმაციების მიმართ.
ვენების ქრონიკული დაავადებების დროს ცხენისწაბლას ექსტრაქტი ამცირებს ჰიდროლიზური ფერმენტების გაძლიერებულ აქტივობას, რის გამოც ხელს უშლის უშუალოდ კაპილარული სისხლძარღვების მეზობლად არსებული მუკოპოლისაქარიდების დაშლას. კაპილარული სისხლძარღვების განვლადობის დაქვეითებით მცირდება  დაბალმოლეკულური ცილების, ელექტროლიტების და წყლის შეღწევა ირგვლივ მყოფ უჯრედებში. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ორივე კომპონენტის აღნიშნული მოქმედების გამო ხდება კაპილარული კედლების გასქელება, მათი განვლადობის ნორმალიზება, მოქმედების დროის და  ექსუდატის რაოდენობის შემცირება.

ჩვენება:
ვენური უკმარისობით გამოწვეული სისხლის მიმოქცევის მოშლა, ქვედა კიდურის ვენების ვარიკოზული გაგანიერება, წვივის წყლულები (ღია ჭრილობების გარდა), ვენების თრომბოზი,  ყველა სახის შეშუპებები, მიკროცირკულაციის მოშლა.

წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის ან მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
ღია ჭრილობები და რადიოთერაპიული მკურნალობის შედეგად დაზიანებული კანის ზონები;
ორსულობის I ტრიმესტრი;
თირკმლის ფუნქციის უკმარისობა.

სიფრთხილე:
კანის საფარის მთლიანობის დარღვეულ უბნებზე პრეპარატის შეზელვა ნებადართული არ არის!

პრეპარატის უარყოფითი მოქმედების შესახებ არ არსებობს მონაცემები ავტოტრანსპორტის მძღოლებში და იმ პირებში, რომელთა მუშაობა ტექნიკასთან მოითხოვს გაძლიერებულ ყურადღებას.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
დადგენილი არ არის.

გვერდითი მოვლენები:
ცხელების დროებითი შეგრძნება და კანის გაღიზიანება, ზოგიერთ პაციენტებში შესაძლებელია ურტიკარია.

მიღების წესი და დოზირება:
გელის თხელი ფენა იცხება კანის დაზიანებულ უბნებზე და მსუბუქი მასაჟით ხდება მისი ფრთხილად შეზელვა დღეში 2-ჯერ-დილით და საღამოს.

ჭარბი დოზირება:
დადგენილი არ არის.

შენახვის ვადა:
1 წელი და 6 თვე

შენახვის პირობები:
სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, 5°C-დან 25°C- მდე ტემპერატურაზე.

შეფუთვა:
40გ ალუმინის  ტუბში

მწარმოებელი:
“HERBAPOL”
პოლონეთი