ეხინასალი 125მლ სიროფი

ეხინასალი 125მლ სიროფი

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბრონქოლიზური პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 11827
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ეხინასალი

Echinasal

სიროფი


ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას პაციენტისათვის.
პრეპარატი გაიცემა რეცეპტის გარეშე, რაც იძლევა ზოგიერთი დაავადების ექიმის ჩარევის გარეშე მკურნალობის შესაძლებლობას. მკურნალობის კარგი საუკეთესო შედეგის მისაღწევად მიიღეთ პრეპარატი ეხინასალი უსაფრთხოების ზომების დაცვით.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- რჩევისათვის ან პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- თუ სიმპტომები გაძლიერდება ან არ გაქრება რამოდენიმე დღის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს.
- თუ გაძლიერდება ნებისმიერი არასასურველი რეაქცია ან გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, რომელიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რას შეიცავს გამოყენების ინსტრუქცია
1. რას წარმოადგენს ეხინასალი და რისთვის გამოიყენება?
2. მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი ეხინასალის გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება ეხინასალი?
4. მოსალოდნელი გვერდითი მოქმედებები
5. ეხინასალის შენახვის პირობები
6. დამატებითი ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს ეხინასალი და რისთვის გამოიყენება?
ეხინასალი არის მცენარეული პრეპარატი, რომელიც შეიცავს გრძელფოთლიან მრავალძარღვას, გრინდელის ბალახს და ასკილის ნაყოფს, ქონდრის ბალახის ექსტრაქტს და ალისფერი ექინაცეის ბალახის წვენს. ტრადიციულად ეხინასალი გამოიყენება იმუნიტეტის მასტიმულირებელი საშუალების სახით.
პრეპარატის ეფექტურობა ეფუძნება ხანგრძლივ გამოყენებას და გამოცდილებას.

გამოყენების ჩვენებები
ეხინასალი ტრადიციულად გამოიყენება პროფილაქტიკური საშუალების სახით იმუნიტეტის დაქვეითების დროს. დამხმარე საშუალების სახით გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების ზომიერი ანთებისას, რასაც თან ახლავს ხველა (მაგალითად გაციებისას).

2. მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი ეხინასალის გამოყენებამდე

პრეპარატი ეხინასალის გამოყენება არ შეიძლება:
- პრეპარატის ნებისმიერი კონპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას
- რთულფოთლოვანი ოჯახის მცენარეების მიმართ ალერგიულობისას (Aსტერაცაე =ჩომპოსიტაე), როგორიცაა გვირილა, კალენდულა, ათასფურცელა, ბაბუაწვერა, არნიკა.
- სისტემური დაავადებებისას: ტუბერკულიოზი, ლეიკოზი, შიდსი, აივ-ინფექცია, გაფანტული სკლეროზი, კოლაგენოზებისას (შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები), აუტოიმუნური დაავადებებისას (დაავადებებისას, რომლებიც გამოწვეულია იმუნური სისტემის რეაქციებით, მიმართული ორგანიზმის საკუთარი ქსოვილის წინააღმდეგ).

პრეპარატი ეხინასალის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
უნდა აცნობოთ ექიმს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც ღებულობთ ან მიიღეთ ცოტა ხნის წინ, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილიც.
არ გამოიყენო ეხინასალი პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც არღვევენ ღვიძLის მუშაობას და იმუნოსუპრესიულ საშუალებებთან ერთად (მაგალითად, კორტიკოსტეროიდები, ციტოსტაზურები, ანტისხეულები, ციკლოსპორინები, ტაკროლიმუსი, სიროლიმუსი, ინტერფერონი, მიკოფენოლატომი).

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

გამოყენება ბავშვებში:
კარგად კონტროლირებადი კლინიკური კვლევების არ არსებობის გამო და სიროფში ეთანოლის შემცველობის გამო (1%-მდე მ/მ), არ არის რეკომენდებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება.
3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის კონსულტაციით.
1 ჩაის კოვზი სიროფი შეიცავს დაახლოებით 65 მგ ეთანოლს.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
ეხინასალი რეკონედირებული დოზით არ ახდენს ზეგავლენას ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი ეხინასალის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
პრეპარატი შეიცავს საქაროზას. პაციენტები, რომლებთაც აღენიშნებათ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს.
პრეპარატი შეიცავს მცირე რაოდენობით ეთანოლს (100მგ-ზე ნაკლებს დოზაზე).

3. როგორ გამოიყენება ეხინასალი.
პრეპარატი გამოიყენება პერორალურად.
ბავშვები 3-დან 7 წლამდე - მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ.
ბავშვები 7-დან 12 წლამდე - 2 ჯერ დღეში 1 სუფრის კოვზი (15 მლ), ბავშვები 12 წელზე ზემოთ და უფროსები - 3 ან 4 ჯერ დღეში 1 სუფრის კოვზი (15მლ).
პრეპარატი არ გამოიყენება 10 დღეზე მეტი ხნით, თუ სიმპტომები ძლიერდება ან არ წყდება რამოდენიმე დღის შემდეგ, უნდა მიმართოთ ექიმს.
პროფილაქტიკური გამოყენებისას (მაგალითად სასუნთქი გზების ინფექციის გაძლიერების პერიოდში) უნდა გამოიყენოთ სამკურნალო დოზის ნახევარი.
ბავშვები 3-დან 7 წლამდე - მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ.
7 დან- 12 წლამდე - 1 ჯერ დღეში 1 სუფრის კოვზი (15მლ), ბავშვები 12 წელზე ზემოთ და უფროსები - 2 ჯერ დღეში 1 სუფრის კოვზი (15 მლ).
პრეპარატის პროფილაქტიკური გამოყენება საჭიროებს ხანგრძლივი დროით მიღEბას, მაგრა არ აუმეტეს 20 დღისა.
თუ იგრძნობთ, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, უნდა მიმართოთ ექიმს.

პრეპარატი ეხინასალის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
არ აღინიშნება შემთხვევები პრეპარატი ეხინასალის დოზის გადაჭარბების შესახებ.

პრეპარატი ეხინასალის რეკომენდებული დოზის გამოტოვების შემთხვევაში
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

4. მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მსგავსად ეხინასალმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, მაგალითად გამონაყარი, ქავილი. გვერდითი მოვლენების გამოვლენისას, მათ შორის ისეთებისაც, რომლებიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. ეხინასალის შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25 ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ეხინასალი
- მოქმედი ნივთიერება არის:
რთული ექსტრაქტი (1:4,4):
გრძელი მრავალძარღვას ფოთლები (3 მეოთხედი), გრინდელის ბალახის (1 მეოთხედი), ასკილის ნაყოფი (1 მეოთხედი). - 5გრ
[ექსტრაგენტი: ეთანოლი 50% ვ/ვ]
ქონდრის ბალახის ექსტრაქტი (1:4) -3 გრ
[ ექსტრაგენტის ნაზავი: ეთანოლი 30% ვ/ვ, გლიცერინი, ამიაკის წყალი 25%]
ალისფერი ექინაცეის ბალახის წვენი (1:1) - 2 გრ

- პრეპარატის დამხმარე ინგრედიენტები: საქაროზა, გასუფთავებული წყალი, მოცხარის კონცენტრატი

სიროფი შეიცავს 1 % (მ/მ) ეთანოლს.

პრეპარატი ეხინასალის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ეხინასალი - არის წითელი-მოყავისფერო სიროფი.
ფერადი შუშის ფლაკონი შეიცავს 125 გრ სიროფს.

პასუხისმგებელი სუბიექტი
სს ,,ჰერბაპოლი” ვროცლავსკის სამკურნალო ბალახების საწარმო
50-951 ვროცლავი, წმ. მიკოლას ქ.65/68