ჰეელი-Climakt-Heel #50ტ

ჰეელი-Climakt-Heel #50ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 11721
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

კლიმაკტ-ჰელი
Klimakt-Heel
 
 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტი #50 ან 250

1 ტაბლეტი შეიცავს: Sanguinaria D3, Sepia D4, Sulfur D4, Ignatia D4, Cedron D4 - შესაბამისად 30 მგ; Stannum D12 - 60 მგ; Lachesis D12 - 90 მგ. ასევე Lactose-Monohydrat da Magnesiumstearat

ჩვენებები
კლიმაქსური დარღვევები.

მიღების წესები და დოზები

ჩვეულებრივ - 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ, ენის ქვეშ დადებით.

გვერდითი მოვლენები

არ გააჩნია.

უკუჩვენება

არ გააჩნია.

განსაკუთრებული მითითებები
Klimakt-Heel ინიშნება ჰორმონალური მოშლილობებისას, განსაკუთრებით, კლიმაქსურ პერიოდში, თუმცა იგი არ გამოიყენება როგორც ჰორმონალური პრეპარატების შემცვლელი. ის ბიოლოგიურ მასტიმულირებელ ზეგავლენას ახდენს საკვერცხეებსა და ორგანიზმის შიდასეკრეტორულ მაკონტროლებელ სისტემებზე (ჰიპოფიზის წინა წილი, ჰიპოთალამუსი). პრეპარატის თერაპიული ეფექტი აქტიურ მოქმედ ნივთიერებათა შებმასა და მათ პოტენცირებას ეფუძნება.
Klimakt-Heel ინიშნება კლიმაქსურ პერიოდში არსებული გამონადენებისას - ოფლიანობით და მის გარეშე; ასევე, გაძლიერებული გულისცემის, სისხლძარღვთა პულსაციის, საყლაპავში ბურთის შეგრძნების, კრუნჩხვითი მოვლენების, ნეიროვეგეტატიური სიმპტომების (დისტონიები), ზოგადი გამოფიტვის, ნევროზების, დეპრესიების, მელანქოლიური გუნება-განწყობისას კლიმაქსურ პერიოდში; აგრეთვე, კრაუროზისას (Hormeel S, Engystol N, Galium-Heel– თან ერთად).
თერაპიის კურსის დასრულების შემდეგ რეკომენდებულია დამატებით Metro-Adnex-Injeel- ის ინექციები 1-2-ჯერ კვირაში. თერაპიული ეფექტის გაძლიერება შეიძლება ლიმონმჟავას ციკლის მჟავათა ნარევის, Engystol N- ის და Traumeel S- ის ინექციებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები და ვადები

დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი, ფლაკონი)დაიხუროს გამოყენებისთანავე

აფთიაქში გაცემის წესი

პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
Biologische Heilmittel Heel GmbH
გერმანია